კატეგორიები

არქივი

Symantec–ში გამომძალველი ვირუსის საწინააღმდეგო “ვაქცინა“ შექმნეს

ანტივირუსების მწარმოებელი კომპანია Symantec ამტკიცებს, რომ გამომძალველი ვირუსის შემაკავებელი პროგრამა შექმნეს. მანამდე ვირუსმა უკრაინისა და რუსეთის უმსხვილესი კომპანიების სერვერებში შეაღწია.

სამხრეთკავკასიური საერთაშორისო მედიაფორუმი თბილისში გაიმართება

გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს“ მოწვევით, უკვე ტრადიციად ქცეული სამხრეთკავკასიური საერთაშორისო მედიაფორუმი 29-30 ივნისს თბილისში  ჩატარდება.

ჰაკერული თავდასხმების ეფექტის შემდეგ ნავთობი კვლავ იაფდება

ნავთობზე მსოფლიო ფასები ნიუ–იორკისა და ლონდონის ბირჟებზე კვლავ დაეცა. გუშინდელ ვაჭრობებზე, სატრანსპორტო და ნავთობკომპანიებზე ჰაკერული თავდასხმების გამო, შავი ოქრო 2%–ით გაძვირდა.

სამეგრელოს რეგიონში მცირე მეწარმეობის დასაწყებად გრანტი 70 დევნილს გადაეცა

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მცირე მეწარმეობის დასაწყებად ან განსავითარებლად სამეგრელოს რეგიონში გრანტი 70 დევნილს გადასცა.

პროგრამის “ისწავლე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოში 5 უნგრელი სტუდენტი ჩამოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ 2017 სასწავლო წლისთვის გამოცხადებული კონკურსი - “სტიპენდია უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის“ დასრულდა.

თბილისში „კინგს კვადრატის“ ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

კინგსის ახალი პროექტის, „კინგს კვადრატის“ ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 29 ივნისს თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართება.

ქობულეთში სავალუტო ჯიხური გაძარცვეს

ბოროტმოქმედებმა სავალუტო ჯიხური ქობულეთში რუსთაველის #118–ში გაძარცვეს.

ანკარის ღამის კლუბში შეიერაღებული შეტაკება მოხდა

თურქეთის დედაქალაქის ერთ–ერთ ღამის კლუბში ორმხრივი სროლა მოხდა. დაჭრილია 5 ადამიანი.

დიმიტრი ქუმსიშვილი ავღანეთის ფინანსთა მინისტრს ხვდება

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ავღანეთის ფინანსთა მინისტრ იქლილ ჰაკიმის ხვდება, რომელიც საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

ქალი, რომელსაც წუხელ შვილთან ერთად მანქანა დაეჯახა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

53 წლის ქალი, რომელსაც წუხელ 13 წლის ქალიშვილთან ერთად ქვეითად გადაადგილებისას მანქანა დაეჯახა, საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოს ავღანეთის ფინანსთა მინისტრი ეწვია

ავღანეთის ფინანსთა მინისტრი იქლილ ჰაკიმი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით დღეს ეწვია

ვენეციის კომისიის თავმჯდომარე საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად დღეს თბილისს ეწვევა

ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო დღეს თბილისს ეწვევა, სადაც მმართველ პოლიტიკურ გუნდთან და ოპოზიციურ პარტიებთან გამართავს შეხვედრებს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხებზე.

ვენესუელას უზენაეს სასამართლოზე ვერტმფრენით მიიტანეს იერიში

ვენესუელას უზენაესი სასამართლოს შენობაზე დაუდგეენელი ვერტმფრენით მიიტანეს იერიში, რომელსაც, დაუდასტურებელი ინფორმაციით, პოლიციელი მართავდა. მან თავი ამბოხებულად გამოაცხადა.

თსუ–ში ,,სამოქალაქო აქტივიზმის ფესტივალი“ გაიმართება

თსუ–ში ,,სამოქალაქო აქტივიზმის ფესტივალი“ ფესტივალი „სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის ცენტრის (CARC)“ ორგანიზებით გაიმართება.

რუსთავში ფეხით მოსიარულე დედა-შვილს მანქანა დაეჯახა

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ფეხით მოსიარულე დედა-შვილს მანქანა დაეჯახა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

ფეისბუქის მომხმარებელთა რაოდენობამ 2 მილიარდს მიაღწია

ფეისბუქის რეგისტრირებულ მომხმარებელთა რაოდენობამ 2 მილიარდ ადამიანს მიაღწია. ამის შესახებ დღეს უდიდესი სოციალური ქსელის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა თავის გვერდზე დაწერა.

„გამომძალველმა ვირუსმა“ ნავთობზე ფასების ზრდა გამოიწვია

ნავთობისა და სატრანსპორტო კომპანიების სერვერებზე მასირებულმა ჰაკერულმა თავდასხმებმა ორშაბათს მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასის 2%–ით ზრდა გამოიწვია.

ნიუ-იორკის მეტროში ავარიის შედეგად 34 ადამიანი დაშავდა

ნიუ-იორკის მეტროში ორი ვაგონი რელსებიდან გადავიდა და გვირაბის კედელს შეეჯახა. ავარიის შედეგად 34 ადამიანი დაშავდა. აქედან 17 ადამიანი მძიმე დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას www.nytimes.com ავრცელებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა, რომლის დროსაც მან შეხვედრები გამართა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩევლის მოადგილესთან, იოხიმ ბერტელესთან.

საქართველომ და მოლდოვამ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღნიშნეს

საქართველომ და მოლდოვამ 25 ივნისს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღნიშნეს, რომლის ფარგლებშიც ორივე ქვეყანაში რიგი ღონისძიებები გაიმართა.