არქივი

"ნაცმოძრაობის" იდეების გამტარებლად არ მიაჩნია ვლადიმერ ჩაჩიბაია სამხედრო ჟურნალის რედაქტორს
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკის გამტარებლად არ მიაჩნია გენშტაბის ახალი ხელმძღვანელი ვლადიმერ ჩაჩიბაია სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარ რედაქტორ ირაკლი ალადაშვილს. 
ადვოკატთა უფლებებს საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშრი დაიცავს

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის პრეზენტაცია გაიმართა სამშაბათს სასტუმრო „ვერე პალასში“. პროფკავშირის ძირითადი მიზანი ადვოკატთა უფლებების დაცვაა. 

ევროკავშირის ქვეყნებთან საგარეო ვაჭრობა გაიზარდა, ხოლო დსთ-ს ქვეყნებთან შემცირდა

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში 9957 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 22 %-ით მეტია.

ქალების მიერ რეზერვის გავლას სასურველად მიიჩნევს სამხედრო ჟურნალის რედაქტორი

ქალების მიერ რეზერვის სამსახურის გავლის მომხრეა სამხედრო–ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. ამის შესახებ ალადაშვილმა სამშაბათს "პირველ პრესკლუბში" განაცხადა.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა და შს მინისტრის მოადგილემ ზურაბ გამეზარდაშვილმა თანამდებობები სამშაბათს, პირადი სურვილით დატოვეს.  
 
ჩინეთში 17 ადამიანი დაიღუპა 57 ავტომობილის შეჯახების შედეგად

ჩინეთში მომხდარ ავტოავარიაში 17 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა. ავარიაში 57 ავტომობილი დაიმტვრა. მომხდარის შესეხაბ უცხოური მედია იუწყება.

"ენერგო-პრო ჯორჯია", უამინდობის გამო, კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობს
სს "ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. ქუთაისის ენერგომომარაგება თითქმის სრულად არის აღდგენილი. ამის შესახებ კომპანიის პრეს–სამსახური იუწყება.
რუსეთში ონლაინ-გაყიდვებიდან იმიტირებული ქართული ღვინოები ამოიღეს

ქართული მხარის ძალისხმევით, რუსეთის ღვინის ბაზარზე ოპერირებადი ერთ-ერთი მსხვილი კომპანია "აგორას" ონლაინ-გაყიდვებიდან "ხვანჭკარას“ და "ქინძმარაულის“ იმიტირებული ღვინოები "ХВАНЧМАРАУЛИ“ ამოიღეს.

მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი ქალი, რომელსაც ქუთაისში ქარის გადმოგდებული ფიცარი დაეცა

მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში ქალი სამშაბათს, რომელსაც თამარ მეფის ქუჩაზე მშენებარე ტაძრის ხარაჩოდან ძლიერი ქარით გადმოგდებული ფიცარი დაეცა თავში.

გენერალური შტაბის უფროსად ვლადიმერ ჩაჩიბაია დაინიშა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია სამშაბათს დანიშნა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
თოვლის, ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა სამშაბათიდან აკრძალულია.
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს შეუქცევადს უწოდებს საქართველოს მთავრობა

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს შეუქცევადად მიიჩნევს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი. 

კომპოზიტორ გია ყანჩელის შესახებ "ვითიბი ბანკის" მხარდაჭერით დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის "სევდის ანგელოზების“ პრემიერა გაიმართება ოთხშაბათს თბილისში, კინოთეატრ "ამირანში. ფილმი "ვითიბი ბანკის" მხარდაჭერით გადაიღეს.

გენერალური ინსპექცია კორუფციის წინააღმდეგ ევროპული გაერთიანების წევრი გახდა
შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია კორუფციის წინააღმდეგ ევროპელი პარტნიორების გაერთიანების წევრი გახდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ლატვიაში ორგანიზაციის კონფერენციაზე უყარეს კენჭი.
პოლიციამ 224 აბი "სუბუტექსი“ ამოიღო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ნ. ბათუმში დააკავეს.

მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით GWP მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, "რუსთავის წყალი“ და "მცხეთის წყალი“ აბონენტებს რეკომენდაციით მიმართავენ.

ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დროულ გადაწყვეტილებას ელოდება ევროკავშირისგან საქართველო

საქართველომ სრულად შეასრულა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები და ახლა ჯერი ევროპელებზეა, აცხადებს პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი.

22 ნოემბერს თბილისს ხარისხიანი სასმელი წყალი მიეწოდება

კომპანია GWP-ს ცნობით, თბილისის მოსახლეობისთვის 22 ნოემბერს მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიის რეკომენდაციებს.

"ფილიფსი“-ს და "ავერსის" თანამშრომლობა საქართველოში პაციენტის მოვლის გასაუმჯობესებლად

"ავერსი“-ს კლინიკა "ფილიფს“-თან პარტნიორობით წარმოგვიდგენს ახლად გახსნილ ჰიბრიდულ საოპერაციო და დიაგნოსტიკურ ოთახებს, რომლებიც საუკეთესო, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყო .

ტერორიზმის საფრთხის შესახებ აფრთხილებს ამერიკა ევროპელებს

შობის დღესასწაულზე ტერორიზმის საფრთხის შესახებ აფრთხილებს ევროპას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.