არქივი

აფხაზეთს 15 თებერვლიდან, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

აფხაზეთს 15 თებერვლიდან, სავარაუდოდ, ენგურჰესიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. ამის შესახებ აფხაზურ მედიასთან "ენგურჰესის" ტექნიკური დირექტორი ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან გია ხუბუა აცხადებს.

სოზარ სუბარი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს შეხვდა

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ახლადდანიშნულ წარმომადგენელს იოჰანეს ფან დერ კლაუს შეხვდა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესპანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს მარიანო რახოის შეხვდა.

დეტექტივ-გამომძიებელმა ქრთამის აღებაზე წაყენებული ბრალი აღიარა

იმერეთის კრიმუნალური პოლიციის უფროსთან ერთად დაკავებულმა დეტექტივ-გამომძიებელმა ზურაბ ჭელიძემ ქრთამის აღების ფაქტი აღიარა და თავი დამნაშავედ სცნო.

გერმანიის ბუნდესტაგში ქართულ-გერმანული წლის პრეზენტაცია მოეწყო
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლადო ჭანტურიამ შეხვედრა გამართა გერმანიის ბუნდესტაგის წევრ დეპუტატებთან. 
პრემიერის თქმით, საქართველოში ტურიზმის ზრდის მაჩვენებელი წელიწადში 20%-ს შეადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოში ტურიზმის ზრდის მაჩვენებელი წელიწადში 20%-ს შეადგენს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6624 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6543 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.81 თეთრი შეადგინა.

თავდაცვის მინისტრმა აშშ-ს ელჩს უწყებაში მიმდინარე რეფორმის პროცესი გააცნო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი გააცნო.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს
მედიის მიერ სამინისტროებისა და სსიპ-ების მიერ გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პასუხობს.


პროგრამა "მომავალი თაობის" მონაწილე სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაცია გამართეს
სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავალი თაობის" ფარგლებში მონაწილე თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ძალადობის წინააღმდეგ მხატვრული ნამუშევრების პრეზენტაცია დღეს გამართეს.
სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" ინვესტორის მოძიებას იწყებს

სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" გეგმავს ინვესტორის მოძიებას, რომელთან ერთადაც დააფუძნებს საერთო საწარმოს ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის პროექტის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით. 

მადრიდში ქართულ საგამოფენო სივრცეს ესპანეთის მეფე სტუმრობდა

საქართველო მადრიდში, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს. პირველად, გამოფენის ისტორიაში, ქართულ საგამოფენო სივრცეს დღეს ესპანეთის მეფე ფელიპე VI, დედოფალ ლეტიციასთან ერთად ესტუმრა.

ელექტრომომარაგება 20 იანვარს დროებით შეიზღუდება

ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით ელექტრომომარაგება 20 იანვარს დროებით შეიზღუდება.

სოფლის ექიმები დამატებით შრომის ანაზღაურებას 2017 წელსაც მიიღებენ

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხდებით, სოფლის ექიმები დამატებით შრომის ანაზღაურებას 2017 წელსაც მიიღებენ.

თამარ კიკნაძეს "გაზპრომთან" შეთანხმებაზე გრიფის მოხსნის განცხადებაზე ხელი არ მოუწერია

ასოციაცია  „ქალები საუნივერსიტეტო განათლების“ პრეზიდენტი თამარ კიკნაძე აცხადებს, რომ "გაზპრომთან” ხელშეკრულებაზე გრიფის მოხსნის მოთხოვნით, მისი ხელმოწერაცაა, თუმცა დოკუმენტზე ხელია არ მოუწერია.

უძრავი ქონების რეგისტრაცია გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს უძრავი ქონების რეგისტრაციის რაოდენობა წინა წელთან შედარებით 18.3%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 647 117 ერთეული შეადგინა.

დაზარალებულ მეანაბრეებსა და პარლამენტის დაცვას შორის დაპირისპირება მოხდა

საფინანსო კომპანია "საქართველოს" დაზარალებულ მეანაბრეებსა და პარლამენტის დაცვას შორის დაპირისპირება პარლამენტის შესასვლელთან კედელზე ტრანსფარანტის გაკვრის მცდელობამ გამოიწვია.

რუსეთს კონფლიქტების მთავარ "მომგვარებლად" ხედავენ აზერბაიჯანში, მოლდოვასა და უკრაინაში
აზარბაიჯანი და მოლდოვა საკუთარი კონფლიქტების მოგვარებაში რუსეთს მთავარ გარანტორად აღიქვამენ. უკრაინაში დონბასის სანაცვლოდ ყირიმის დათმობაზე ფიქრობენ. საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის იმედადაა.
გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნები, სავარაუდოდ, 24 სექტემბერს გაიმართება

გერმანიის ხელისუფლებამ ბუნდესტაგის არჩევნების ჩატარების თარიღად 24 სექტემბერი განსაზღვა, თუმცა, ფორმალურად გადაწყვეტილება ფედერალურმა პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს.

მინისტრის შეფასებით ზოგიერთ კლინიკაში მხოლოდ მენეჯმენტის კეთილდღეობაზე ზრუნავენ

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უკმაყოფილოა ზოგიერთი კლინიკის მუშაობით და აცხადებს, რომ არის შემთხვევები, როცა პერსონალი არა პაციენტის ჯანმრთელობაზე, არამედ მენეჯმენტის კეთილდღეობაზე ზრუნავენ.