კატეგორიები

არქივი

საქართველოში გოგოების ე.წ. წინა დაცვეთა შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს

საქართველოში გოგოების ე.წ წინადაცვეთა სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს. იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის განცხადებით, ამ თემაზე მისი უწყება და პარლამენტი აქტიურად იმუშავებს.

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ვიქტორ დოლიძის კანდიდატურა დასახელდა

"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრის, ვიქტორ დოლიძის კანდიდატურა დაასახელა  ევროინტეგრაციის მინისტრის პოსტზე სამშაბათს, მთავრობის ადმინისტრაციაში,  გიორგი კვირიკაშვილმა. 

ზურაბ ალავიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იქნება

ზურაბ ალავიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატად სამშაბათს, პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა. 

იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს საგარეო უწყება სპეციალურ რეჟიმში მუშაობს

იაპონიაში სამშაბათს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო, საქადრთველოს საელჩოში ტოკიოში ოცდაოთხ საათიან რეჟიმში მოქმედებს ცხელი ხაზი +8170 31805601. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროა ავრცელებს.

მთავრობის ახალ კაბინეტში ვიქტორ დოლიძემ დავით ბაქრაძე შეცვალა

ევროინტეგრაციის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელად "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი წარადგინა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა, სამშაბათს, მთავრობის კანცელარიაში.

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა, სამშაბათს, მთავრობის კანცელარიაში.

კახა კალაძე ენერგეტიკის სამინისტროში ბრუნდება

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის მეორე ნომერი კახა კალაძე კვლავ ენერგეტიკის მინისტრი იქნება.

საქართველოს 7 ქალაქის ინფრასტრუქტურაში ინვესტიცია ჩაიდება
საქართველოს 7 ქალაქში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებში ინვესტირებას გეგმავს ფრანგული კომპანია SUEZ. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგება“ სამშაბათს ავრცელებს.
წყალტუბოში ქარმა 100-ზე მეტი სათბური დააზიანა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ძლიერი ქარის გამო, 100-ზე მეტი სათბური დაზიანდა ორშაბათს და სამშაბათს. სათბურების მფლობელები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. 

"ნაცმოძრაობის" იდეების გამტარებლად არ მიაჩნია ვლადიმერ ჩაჩიბაია სამხედრო ჟურნალის რედაქტორს
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკის გამტარებლად არ მიაჩნია გენშტაბის ახალი ხელმძღვანელი ვლადიმერ ჩაჩიბაია სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარ რედაქტორ ირაკლი ალადაშვილს. 
ადვოკატთა უფლებებს საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშრი დაიცავს

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის პრეზენტაცია გაიმართა სამშაბათს სასტუმრო „ვერე პალასში“. პროფკავშირის ძირითადი მიზანი ადვოკატთა უფლებების დაცვაა. 

ევროკავშირის ქვეყნებთან საგარეო ვაჭრობა გაიზარდა, ხოლო დსთ-ს ქვეყნებთან შემცირდა

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში 9957 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 22 %-ით მეტია.

ქალების მიერ რეზერვის გავლას სასურველად მიიჩნევს სამხედრო ჟურნალის რედაქტორი

ქალების მიერ რეზერვის სამსახურის გავლის მომხრეა სამხედრო–ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. ამის შესახებ ალადაშვილმა სამშაბათს "პირველ პრესკლუბში" განაცხადა.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა და შს მინისტრის მოადგილემ ზურაბ გამეზარდაშვილმა თანამდებობები სამშაბათს, პირადი სურვილით დატოვეს.  
 
ჩინეთში 17 ადამიანი დაიღუპა 57 ავტომობილის შეჯახების შედეგად

ჩინეთში მომხდარ ავტოავარიაში 17 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა. ავარიაში 57 ავტომობილი დაიმტვრა. მომხდარის შესეხაბ უცხოური მედია იუწყება.

"ენერგო-პრო ჯორჯია", უამინდობის გამო, კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობს
სს "ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. ქუთაისის ენერგომომარაგება თითქმის სრულად არის აღდგენილი. ამის შესახებ კომპანიის პრეს–სამსახური იუწყება.
რუსეთში ონლაინ-გაყიდვებიდან იმიტირებული ქართული ღვინოები ამოიღეს

ქართული მხარის ძალისხმევით, რუსეთის ღვინის ბაზარზე ოპერირებადი ერთ-ერთი მსხვილი კომპანია "აგორას" ონლაინ-გაყიდვებიდან "ხვანჭკარას“ და "ქინძმარაულის“ იმიტირებული ღვინოები "ХВАНЧМАРАУЛИ“ ამოიღეს.

მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი ქალი, რომელსაც ქუთაისში ქარის გადმოგდებული ფიცარი დაეცა

მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში ქალი სამშაბათს, რომელსაც თამარ მეფის ქუჩაზე მშენებარე ტაძრის ხარაჩოდან ძლიერი ქარით გადმოგდებული ფიცარი დაეცა თავში.

გენერალური შტაბის უფროსად ვლადიმერ ჩაჩიბაია დაინიშა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია სამშაბათს დანიშნა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
თოვლის, ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა სამშაბათიდან აკრძალულია.