კატეგორიები

არქივი

არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
საქართველოში 25 დეკემბრიდან არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, რაც ყინვის შესუსტებას გამოიწვევს. დაბლობში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მაღალმთიან რაიონებში თოვლი.
სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის დაგეგმვაში ორი ეჭვმიტანილი დააკავეს გერმანიაში

2 მამაკაცი დააკავეს გერმანია-ჰოლანდიის საზღვარზე, ქალაქ დუისბურგში, სამართალდამცავებმა. დაკავებულები სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის განხორციელებას გეგმავდნენ.

ბიზნესმენის დაყაჩაღების მცდელობისთვის მარნეულში დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს

სამართალდამცველებმა, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.

საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზის რამდენიმე საუღელტეხილო მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.

ენერგეტიკის მინისტრი "გაზპრომ-ექსპორტისა" და "ინტერ-რაოს" ხელმძღვანელობას შეხვდება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, 23-24 დეკემბერს, მინკსში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ და კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.

 
ლიტვის სასამართლო "გაზპრომზე" 35.6 მილიონ ევროიანი ჯარიმის დაკისრებას გამართლებულად მიიჩნევს
ლიტვური სააგენტო BNS-ის ცნობით, ლიტვის სასამართლომ დააკმაყოფილა ადგილობრივი კონკურენციის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კომპანია"გაზპრომს" ჯარიმის სახით 35.6 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა.
GWP წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა ბერიძე ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას დედაქალაქში წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ სიცრუეს უწოდებს.
ტურიზმის სექტორის წარმატებული კომპანიები დაჯილდოვდნენ "მაგნოლია 2016"-ზე
ტურიზმის რეგიონალური ფორუმი "მაგნოლია 2016" გაიმართა, სადაც ტურიზმის სექტორის წარმატებული კომპანიები დაჯილდოვდნენ. 
ასადის რეჟიმმა ალეპოზე სრული კონტროლი დაამყარა
სირიის სახელმწიფო მედიის განაცხადებით, ბაშარ ალ ასადის რეჟიმმა ალეპოზე სრული კონტროლი დაამყარა და ხუთწლიანი სამოქალაქო ომის განმავლობაში ყველაზე გადამწყვეტ მომენტს აღნიშნავს. 
დონალდ ტრამპი აშშ-ის ბირთვული პოტენციალის გაზრდას გეგმავს
აშშ-ის ბირთვული პოტენციალის გაზრდას გეგმავს ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. აღნიშნული განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
ვინ ქმნის ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებს – "არაჩვეულებრივი გამოფენა" ეროვნულ ბიბლიოთეკაში

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციულ კორპუსში, შშმ პირთათვის ადაპტირებულ დარბაზში, ეკოლოგიურად სუფთა, ხის მასალისგან დამზადებული სათამაშოების გამოფენა გაიმართა.

ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეფერხებულია

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, დიდთოვლობისა და გაუმართავი ავტომობილების გამო, აღმოსავლეთ ალეპოდან ათასობით მშვიდობიანი მოქალაქისა და მეამბოხე მებრძოლის ევაკუაცია შეფერხებულია.

ბერლინის ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტუნისელის ანაბეჭდები აღმოაჩინეს სატვირთოზე

სატვირთო ავტომობილზე ბერლინის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ანის ამრის თითის ანაბეჭდები აღმოაჩინეს გერმანელმა სამართალდამცველებმა.

საპროკურორო საბჭოს წევრებმა საქართველოს სახალხო დამცველს მოუსმინეს
საპროკურორო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ესწრებოდა, უჩა ნანუაშვილმა პროკურატურის ორგანოებში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და საბჭოს წევრებს საკუთარი ხედვა გააცნო.
ცოლის მკვლელი კაცი თელავის საავამდყოფოში გარდაიცვალა

წინანდალში 29 წლის ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გაამართლა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხულიგნობის ნაწილში გაამართლა, ცემის ფაქტზე კი, 1000-1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

 
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა სამწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა საზოგადოებას ბოლო სამი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა დღეს რუსთაველის თეატრში.
#მოდიწავიდეთ - პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის

#მოდიწავიდეთ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც "დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად განახორციელა.

ექსკლუზივი
სტალინის შვილიშვილს მოსკოვში დაკრძალავენ

სტალინის შვილიშვილს ევგენი ჯუღაშვილს მოსკოვში, გოლოვინის სასაფლაოზე, დედის, ნანა ნოზაძის გვერდით დაკრძალავენ. ამის შესახებ "პირველს" გარდაცვლილის შვილმა იაკობ ჯუღაშვილმა აცნობა.

ბერლინის მეტროსა და სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია მიმდინარეობს
ბერლინის მეტროში საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მგზავრების ევაკუაცია დაიწყეს.