კატეგორიები

არქივი

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

23 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4509 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4498 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.11 თეთრი შეადგინა.

მაია რჩეულიშვილი ქმარზე ნერვიულობის გამო ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს

პატიმრობაში მყოფი "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი, მის მეუღლის ავადმყოფობის გამო, ნერვიულობის ნიადაგზე ცუდად გახდა, რის გამოც ის გულის კლინიკაში გადაიყვანეს.

მსჯავრდებულები უმაღლეს განათლებას მიიღებენ

დაბალის რიკის პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდის პრეიოდში უმაღლესი განათლების მიღების საშუალება მიეცემათ.

უკრაინის პრეზიდენტი კიევში რუსი პოლიტიკოსის მკვლელობას, მოსკოვის ტერორისტულ აქტად აფასებს

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, დღეს, კიევში, რუსეთის სახერლმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის მკვლელობა, რუსეთის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტად შეაფასა.

სადაზღვევო კომპანიები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილ ცვლილებებს დადებითად აფასებენ

წამყვანი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრთან ერთად დღეს განიხილეს, დადებითად აფასებენ. მათი თქმით, ეს ცვლილებები მისაღებია.

ომბუდსმენი პარლამენტს სამსახურეობრივი უსაფრთხოების კანონმდებლობის სრულყოფისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი ლიფტის შახტაში ჩავარდნილი მუშის დაღუპვას ეხმიანება და როგორც მთავრობას, ასევე პარლამენტს სამსახურებრივი უსაფრთხოების კანონმდებლობის მაქსიმალურად დახვეწისა და მონიტორინგის გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ნაციონალების განცხადებებს უაპელაციოს უწოდებს

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, ირაკლი სესიაშვილი გუშინ “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ ბრიფინგს ეხმაურება და იქ გაჟღერებულ განცხადებებს აბსოლუტურად უაპელაციოს უწოდებს.

მსჯავრდებულებს გათავისუფლებისთვის მოამზადებენ

პენიტენციურ სისტემაში ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება შეიქმნება.

მინისტრმა სადაზღვევო კომპანიებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 10 მოწინავე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს გააცნო. 

კომიტეტის თავმჯდომარე "ნაციონალების" განცხადებას ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოს უწოდებს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთის მიმართულებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას სახელმწოფოს საწინააღმდეგოდ მიიჩნევს.

დეპუტატის აზრით, საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება არ არსებობს

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის ნუკრი ქანთარიას აზრით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა არ ნიშნავს, რომ მათ შორის დაპირისპირება არსებობს. ამის შესახებ ქანთარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კომპანია "მაიქროსოფთმა" მეოთხე ტექნოლოგიური რევოლუცია "ქლაუდი" წარადგინა

კომპანია "მაიქროსოფთმა" მეოთხე ტექნოლოგიური რევოლუცია "ქლაუდი" მედიასთან დისკუსიის ფორმატში თბილისში დღეს წარადგინა და აღნიშნა, რომ ახალი სტრატეგია კომპანიებს საქმიანობას გაუმარტივებს.

24 მარტს, თსუ-ში ევროპული კვლევების ინსტიტუტის დაარსების 10 წლისთავი აღინიშნება

24 მარტს, 10:30 საათზე თსუ-ში ევროპული კვლევების ინსტიტუტის დაარსებიდან 10 წლის იუბილე და რომის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 წლისთავი აღინიშნება. 

საგარეო საქმეთა მინისტრი სენატორ ტოდ იანგს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში შეხვედრა გამართა სენატორ ტოდ იანგთან (Tod Young).

წმინდა ბარბარეს უბანში  გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მერი დავით ნარმანია და სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი წმინდა ბარბარეს უბანში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. 

ძმები ყარამანიშვილები "რუსთავი 2"-ის წილს ტელეკომპანიის ჟურნალისტებს უთმობენ

ლევან და გია ყარამანიშვილები "რუსთავი 2"-ის საკუთარ წილებს ტელეკომპანიის ჟურნალისტებს უთმობენ. ამის შესახებ ლევან ყარამანიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"კრიმინალური ავტორიტეტი" 18-წლიანი პატიმრობის შემდეგ პარლამენტს უჩივის

"კრიმინალურ ავტორიტეტად" ცნობილი მსჯავრდებული გიორგი ქართველიშვილი, სასჯელის იმ ზომას ასაჩივრებს, რაც პატიმრის მიერ სასჯელაღარულების დაწესებულების თანამშრომლისადმი არაერთგზის დაუმორჩილებლობისთვისაა გათვალისწინებული.

თბილისში ნაგვის დაყრისთვის მოქალაქეებს ქვეითი ინსპექტორები დააჯარიმებენ

3 აპრილიდან, დედაქალაქში, "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები გამოჩდებიან, რომლებიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის დააჯარიმებენ.

 

საქართველოს და სომხეთის უსაფრთხოების უწყებები იარაღის კონტრაბანდის საკითხში თანამშრომლობენ

საქართველოს და სომხეთის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებს შორის შედგა კომუნიკაცია და უწყებები ერთობლივად იკვლევენ, თუ საიდან მოხვდა აღმოჩენილი საბრძოლო მასალა სომხეთის ტერიტორიაზე.

ქართულ სუფრას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 13 მარტის ბრძანებით, ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.