კატეგორიები

არქივი

თბილისის მასშტაბით, საზოგადოებრივი საპირფარეშოები პირველ ეტაპზე 30 ადგილზე მოეწყობა

თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო საზოგადოებრივი  საპირფარეშოების მოწყობისთვის აუქციონს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. მიწის ნაკვეთები 20 წლიანი სარგებლობის უფლებით გაიცემა. 

საგადასახადო ცვლილებების მიზანი ბიზნესისთვის მეგობრული გარემოს შექმნაა

ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ნქუმსიშვილმა შემოსავლების სამსახურის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე, ისაუბრა კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელიც კერძო სექტორის წახალისებას და გაძლიერებას ემსახურება.

მიხეილ ჩინჩალაძის მოსამართლედ განმწესებას არასამთავრობოები ეწინააღმდეგებიან

არასამთავრობოები მოუწოდებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატ მიხეილ ჩინჩალაძის მოსამართლედ გამწესების თაობაზე. მესამე სექტორი მიზეზად მოსამართლის მიერ განხილულ საქმეთა მცირე რაოდენობას ასახელებს.

სამგორის რაიონში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს   

ვარკეთილში, 7 მისამართზე, გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.  სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის ახალი საფარი 7500კვ/მ-ზე დაიგო.

ევროპარლამენტარი ლუკა ვოლონტე კორუფციაში ამხილეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ სამი დამოუკიდებელი ექსპერტი დანიშნა გამოძიების საწარმოებლად, რომლის მიზანია ამ სტრუქტურის რამდენიმე წევრის კორუფციული საქმიანობის გამოვლენა.

ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლებს გამოავლენენ

საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან ერთად ევროკავშირის პროექტის – ENIGMMA-ს ფარგლებში აგრძელებს მუშაობას პროგრამაზე – ~საქართველოს მაღალ-პროფილური დიასპორის ჩართულობა“.

“თეგეტა მოტორსი“ VARTA-ს ბრენდის აკუმულატორების ყველაზე დიდ არჩევანს გთავზობთ

“თეგეტა მოტორსი” ექსკლუზიურად გთავაზობთ გერმანული ბრენდის VARTA-ს აკუმულატორების ყველაზე დიდ არჩევანს, VARTA-ს ბრენდის ასორტიმენტში ნებისმიერი ავტომობილისთვის მოიძებნება შესაბამისი აკუმულატორი.

აშშ სამხრეთ კორეაში ანტისარაკეტო სისტემებს აძლიერებს

ჩრდილოეთ კორეასთან კონფლიქტის გამწვავების ფონზე აშშ სამხრეთ კორეაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებას დააჩქარებს.

საქართველოში დღეიდან გამოიდარებს

26 აპრილიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება. სინოპტიკოსების ცნობით, დღეს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება.

არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადება იწყება

“ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგებში, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადება იწყება.

საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა გერმანიაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველს შეხვდა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ქრისტოფერ ჰოისგენთან.

"არა ფობიას!" წევრი ორგანიზაციები რელიგიის საკითხთა სააგენტოს უკანონობაში ადანაშაულებენ

"არა ფობიას!" წევრი ორგანიზაციები მიიჩვევენ, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ რელიგიური გაერთიანებებისგან სასულიერო პირთა სიის და სხვადასხვა პირადი ინფორმაციის მოთხოვნა უკანონოა.

50 აბი "სუბოქსინის" შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1969 წელს დაბადებული თ.ჩ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

ბარსელონაში სპეცოპერაციისას 8 ისლამისტი დააკავეს

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 8 ისლამისტი დააკავეს.

მეტრო “ახმეტელის” მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ხსნარით მოირეცხა

"თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენლებმა გარევაჭრობის კონსტრუქციებისგან დაცლილი მეტრო "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ტექნიკის დახმარებით დაასუფთავეს.

მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიასთვის პატიმრობის შეფარდებას ხმაური მოჰყვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს დარბაზში დაკავებული ირაკლი ჩხვირკიას დედამ, მოსამართლის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა.

მერაბ ღოღობერიძემ მისი დაკავება "ქართული ოცნების" რევანშად შეაფასა

სასამართლო დარბაზიდან გასვლამდე ბათუმის მოვლენებისთვის ბრალდებულმა მერაბ ღოღობერიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს "ქართული ოცნების" პროვოცირებული იყო.

მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდათ

ბათუმში, 11-12 მარტს მომხდარი არეულობის გამო დაკავებულ ორ პირს, მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

საგადასახადო სამართალდარღვევაზე სისხლის სამართლის პასუხისგება უქმდება

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ ქმედებებისთვის, რომლებიც რეალურად მხოლოდ საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს, უქმდება.