კატეგორიები

საზოგადოება

სტალინის მუზეუმში რუსი ვიზიტორების რაოდენობა იზრდება
სტალინის სახლ-მუზეუმს წელს 90 ათასამდე ვიზიტორი სტუმრობდა. მუზეუმში უკრაინელ, პოლონელ, ებრაელ ტურისტებთან ერთად, რუსი ვიზიტორების რაოდენობაც გაზრდილია. 
კონკურსი „წერილი თოვლის ბაბუას“ დასრულებულია!

ვინც სოციალურ ქსელ ფეისბუქში ლეონიდ ჩერნოვეცკის პირად გვერდს თვალყურს ადევნებს, იცის, რომ ყოველწლიურად, ახალი წლის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე, ის მართავს კონკურსს, სახელწოდებით „წერილი თოვლის ბაბუას“.

შსს-ს საპატრულო პოლიციას ახალი დანაყოფი დაემატა - მოთხილამურე პატრული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალ სათხილამურო სეზონზე საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრული დაიცავს.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი საქმიანობის სამწლიან ანგარიშს წარადგენს

22 დეკემბერს, 17:00 საათზე, შოთა რუსთაველის თეატრში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი საზოგადოებას საქმიანობის სამწლიან ანგარიშს წარუდგენს. 

ხის სათამაშოების გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში 22 დეკემბერს გაიმართება

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 22 დეკემბერს 16:00 საათზე ხისგან დამზადებული სათამაშოების გამოფენა გაიმართება. .

პედაგოგთა საქმიანობის განახლებული სქემა სახელმწიფო კომისიამ დაამტკიცა

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის განახლებულ სქემას სახელმწიფო კომისიამ დაამტკიცა.

თსუ-ში დიმიტრი უზნაძის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიმიტრი უზნაძის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიება გაიმართა.

"ჯეოსელმა" პირველ სტარტაპ ექსპოს გაუწია პარტნიორობა

"ჯეოსელმა" ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გამართულ პირველ სტარტაპ ექსპოს გაუწია პარტნიორობა. გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას იღებდნენ 16 განსხვავებული ინდუსტრიის დამწყები და წარმატებული მეწარმეები.

თბილისის ჰაერის მონიტორინგის ყოველდღიური შედეგები ვრცელდება

გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისის ჰაერის მონიტორინგის ყოველდღიურ შედეგებს აქვეყნებს. მოქალაქეებს უკვე შესაძლებლობა აქვთ ჰაერის მონიტორინგის შედეგებს ვებ-გვერდზე www.nea.gov.ge გაეცნონ.


სპეციალური რეჟიმია დაწესებული საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე

საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმი თოვისა და ზვავსაშიშროების გამო. ამის შესახებ "პირველს" საავტმობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

ჟურნალისტის თქმით, საქართველოს ეკლესიაში რუსეთის პრეზიდენტის პროპაგანდაა გააქტიურებული

ტელეკომპანია "ტაბულას" ჟურნალისტის, ლევან სუთიძის, განცხადებით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში რუსეთის პრეზიდენტის პროპაგანდაა გააქტიურებული, რომელიც ყოველგვარ უმცირესობას გმობს.

ჟურნალისტის თქმით, პატრიარქის ძმისშვილი პატრიარქობისთვის იბრძვის

ჟურნალისტი საპატრიარქოში არსებულ ორ ფრთას შორის დაპირისპირებაზე ღიად საუბრობს და აცხადებს, რომ საჯარო დაპირისპირებაში გამოსული სასულიერო პირების უკან პატრიარქობისთვის ბრძოლის ინტერესი დგას.

მამა ილია ვაშაკიძე აცხადებს, რომ მეუფე იაკობის ძმები ყელის გამოჭრით ემუქრებოდნენ

მამა ილია ვაშაკიძის განცხადებით, ქორეპისკოპოს მეუფე იაკობის ძმა ტელეფონით დაუკავშირდა და აგინა.  

ქორეპისკოპოსი იაკობის თქმით, პატრიარქის დაცვის უფროსი საპატრიარქოში სცემეს

ქორესპისკოპოსმა იაკობმა ქადაგების დროს განაცხადა, რომ პატრიარქის უსაფრთხოების დაცვის სამსახურის უფროსი, სოსო ოხანაშვილი, საპატრიარქოში სცემეს.

პატრიარქს შესაძლოა დაცვა მოუხსნან

კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, შესაძლოა, დაცვა მოუხსნან. ამ საკითხზე უახლოეს დღეებში სინოდის სხდომაზე იმსჯელებენ. 

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მიმართულებით ტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, ჯვარი-ხაიშის მონაკვეთზე  მოძრაობა აიკრძალა. 

თსუ-ში დოკუმენტური ფილმის "მორფოლოგიის ინსტიტუტი-70" ჩვენება გაიმართება
ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დაარსებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება თსუ-ში გაიმართება.
საქართველოში ბელარუსის საელჩო საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბელარუს კოლეგა ვლადიმირ მაკეისთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოში ბელარუსის საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში. 

გაუქმებული რეისები აღდგა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში

 გაუქმებული რეისები აღდგა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ამის შესახებ აეროპორტის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი.

უმრავლესობის დეპუტატი ბერლინში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი, ბერლინში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.