9 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პროექტისა და წიგნის - „ქალები ქართულ პრესაში“ - პრეზენტაცია გაიმართა.
საზოგადოება
მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებს გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
საქართველოს ვიცე- პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მეგზევეებს პროფესიული დღე მიულოცა.
ყაზბეგის გამზირზე, N1 და N3 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.
10 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CDA) და ჩეხეთის საბაჟო უწყების მხრდაჭერით განხორციელებული პროექტის "საქართველოს კინოლოგიის მომსახურების ეფექტიანობის და ხარისხის გაუმჯობესება" დახურვის ცერემონია გაიმართა.
რამდენიმე დღეში თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალურ ფორუმს, TEDx-ს უმასპინძლებს. TEDx თბილისში უკვე მეექვსედ ტარდება.
მიმდინარე წლის 13 დეკემბერს, თელავში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ევროპის სურსათის უვნებლობის უზენაეს ორგანოსთან (EFSA) თანამშრომლობას აღრმავებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ჟურნალთან „ველური ბუნება“ მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
ჟენევაში, გაერო-ს ოფისთან საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
„თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 50%-იან ქეშბექ აქცია დაიწყო.
კომპანიაში დასაქმებული 3000-მდე თანამშრომლისთვის, პროფესიული დღე უქმედ გამოცხადდება. ხოლო თანამშრომლები, რომლებიც 24 საათიანი საწარმოო ციკლის გამო ვერ შეძლებენ დასვენებას, აღნიშნული დღის შრომის ანაზაურებას ორმაგი ოდენობით მიიღებენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მერაბ ქვარაიამ პლენარულ სხდომაზე მეგზევეებს პროფესიული დღე მიულოცა, რომელიც 10 დეკემბერს აღინიშნება.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ვალეს დამაკავშირებელ გზაზე. შემთხვევის შედეგად შუახნის ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ბავშთა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელებს შეხვდა.
10 დეკემბრიდან დეველოპერული კომპანია „m2 დეველოპმენტი“ ახალ აქციას იწყებს და საახალწლო საჩუქრების თვეს აცხადებს. აქცია მშენებარე უბან m3 საბურთალოს ეხება, ბინის ყველა მყიდველი კი დაწესებული სამი საჩუქრიდან ერთ-ერთს მიიღებს.
"პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის საკითხი არის ყველაზე მძიმე ბრალდება და წითელი ხაზი", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია სახალხო დამცველის ანგარიშს.
პოლონეთში, საშობაო ბაზრობებზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „ვინისფერას“ ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა კამპანიის - „შეიცანი საქართველო“ ფარგლებში მიმდინარეობს.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ იქნას უზრუნველყოფილი ხელმისაწვდომობა ხარისხიან მედიკამენტებზე“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებთან დაკავშირებულ შეხვედრაზე განაცხადა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატის წინააღმდეგ კომიტეტის წევრების მიერ წარდგენილი არგუმენტები სწორია.