საზოგადოება

ხევსურეთში ტურისტულად პოპულარულ ადგილებში საინფორმაციო დაფები და მიმართულების მანიშნებლები დამონტაჟდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მაღალმთიან რეგიონში მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოაწყო.

გიორგი მარგველაშვილმა ესეების კონკურსში "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

დაჯილდოების ცერემონია დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და საქართველოს პრეზიდენტმა გამარჯვებულებს სიგელები და საჩუქრები პირადად გადასცა.

ექსპერტის თქმით, ქალაქში არსებული სამშენებლო მტვერი ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა

ჰაერის დაბინძურება ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური თემაა. არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე მუშაობს პროექტებზე, რომლებიც მიეწოდება პარლამენტის სპეციალურ სამუშაო ჯგუფს და შემუშავდება პრობლემის გადაწყვეტის სტრატეგია.

საგარეო: მეზღვაურების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

საგარეო საქმეთა სამინისტრო კონგოს ტერიტორიულ წყლებში შვიდი დღის წინ გაუჩინარებულ გემთან, PANTELENA-სთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის შეხვედრა თსუ-ს სტუდენტებთან

„ეს არის ოკუპაცია. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული. ეს არის დიდი უსამართლობა. საქართველო და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი“ 

ვახუშტის ხიდიდან „ვეფხის და მოყმის“ ძეგლამდე ხვალ მოძრაობა შეიზღუდება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 25 აგვისტოს დილის ათი საათიდან, მოძრაობა შეიზღუდება ვახუშტის ხიდიდან „ვეფხის და მოყმის“ ძეგლამდე.

პრემიერ-მინისტრი უკრაინას და მეგობარ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უკრაინას და მეგობარ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ექსკლუზივი
მერკელის ვიზიტი სხეულის ენაზე

ფსიქოლოგიაში არავერბალურ ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. პოლიტიკაში სხეულის ენის საშუალებით ხშირად მნიშვნელოვანი მესიჯებიც გადაიცემა.

ლაბორატორიის სპეციალისტებმა ცოფის შესახებ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტებმა ქ .ბათუმში, სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

ჩუღურეთის რაიონში 17 სექტემბერს კიდევ ერთი ახალი ბაგა-ბაღი გაიხსნება

ჩუღურეთის რაიონს ახალი სააღმზრდელო წლიდან კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება.

ჯიპიაი ჰოლდინგმა სამოგზაურო დაზღვევის მიმართულებით 384 515 ლარი აანაზღუარა

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის სამოგზაურო დაზღვევით 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით 167 ათასმა ადამიანმა ისარგებლა.

ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება  

25 აგვისტოს 04:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, ახალქალაქი-კარწახი(თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 1 კმ-ზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

 

ლავასოღლის და ხონსკის ქურდული გარჩევა ხოფაში

თურქეთის, ქალაქ ხოფაში 12 აგვისტოს ე.წ. კანონიერი ქურდების მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის და ჯეირან კინწურაშვილის, იგივე ხონსკის მორიგი „ქურდული გარჩევა“ ჩხუბით დასრულდა.

ამინდის პროგნოზი

დღეს, დასავლეთ საქართველოში, მათ შორის შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, დღის საათებში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ღამისა და საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

 

დაკარგული გემი, რომელზეც საქართველოს 17 მოქალაქე იმყოფებოდა, ნაპოვნია

გაბონის სანაპიროსთან 14 აგვისტოს დაკარგული ნავთობის ტანკერი, რომელზეც საქართველოს 17 მოქალაქე იმყოფებოდა, ნაპოვნია.

15 სექტემბრისთვის თბილისში ყველა საგზაო ინფრასტრუქტურა იქნება მოწესრიგებული

ამ წუთებში დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე ეცნობა და მოსახლეობას მიმართავს.

კომისიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთვი 2“-ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს ეთერში პოლიტიკური რეკლამის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევით  განთავსების გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულების/მსჯავდებულებისთვის მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით,  ამანათების მიღებას უზრუნველყოფს.

ცნობილმა უცხოელმა მზარეულებმა მომავალ ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს

საქართველოში გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი წამოიწყო, რომელიც   ყოველწლიური გახდება და ფესტივალის სახეს მიიღებს.   

ლაბორატორიაში სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ.