საზოგადოება

მოქალაქეობის საკითხთა კომისია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადადის

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრეზიდენტის მიერ 2017 წლის 26 დეკემბრის ბრძანებულებას გამოეხმაურა, რომელიც „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულებაში ცვლილებებს ითვალისწინებს.

 

თეა წულუკიანის თქმით, 2017 წელს პრეზიდენტმა 565 პირს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, 2017 წელს სერვისების განვითარების სააგენტოს დადებითი დასკვნის მიუხედავად, პრეზიდენტმა 565 პირს უარი უთხრა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე.

 

საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილი პრეზიდენტი გარდაიცვალა

საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ჭანტურია, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

უამინდობის გამო 112-ში 400-ზე მეტი შეტყობინება შევიდა

უამინდობის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 400-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.

ადვოკატის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილს პანკისში დღეს გადაასვენებენ

პანკისში ჩატარებული სპეოცპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის თქმით, მაჩალიკაშვილს სახლში დღეს გადაასვენებენ.

ნაქერალას უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ38-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მერიამ მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების განახლებული წესი დაამტკიცა

თბილისის მთავრობამ „გამგეობების მიერ მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ღირებულების დაფინანსების მიზნით ფინანსური დახმარების გაცემის წესი“ დაამტკიცა. 

ათი დეპუტატი ათას-ათასი ლარით დაჯარიმდა

ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევების გამო, 2017 წელს ათი მოქმედი და ორი ყოფილი პარლამენტარი ათას-ათასი ლარით დაჯარიმდა.

კახა კალაძემ მერიის მოსახლეობას საახალწლო ღონისძიებებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, მოსახლეობასა და კერძო კომპანიებს საახალწლო ღონისძიებებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

მერის თქმით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებზე 28 მილიონი იხარჯება, რაც ეფექტიანი არ არის

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ილია ელოშვილს დაავალა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების სისტემის არსებული ფორმა და მისი ფუნქციები გადაიხედოს.

სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახური დილიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობს

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკურმა სამსახურმა უკვე მოახერხა, აბონენტების ნაწილისთვის აღედგინა ელექტროენერგიის მიწოდება. სამუშაოებისთვის საჭირო სარეზერვო მასალები ოპერატიულად იქნა მობილიზებული.

კახა კალაძის თქმით, 2018 წელს პრიორიტეტული იქნება სატრანსპორტო სისტემის განვითარება

2018 წელს, ყველა სხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, პრიორიტეტული იქნება დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარება და თბილისის ისტორიული იერსახის აღდგენა.

ძლიერი ქარის გამო თბილისში საბაგიროები არ იმუშავებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ ძლიერი ქარის გამო, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე „რიყე-ნარიყალას“ და „კუს ტბის“ საბაგირო გზები დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს.

ძლიერმა ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა

თბილისში ძლიერმა ქარმა რესტორნების ქსელის "subway"-ს ვიტრინები ჩაამსხვრია და გლდანში მოგლიჯა ხე.

კახა კალაძემ გამგებლებს მოუწოდა, მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მოკლე დროში შეისწავლონ

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გამგებლებს სთხოვა, თბილისის სხვადასხვა რაიონში ძლიერი ქარის შედეგად, მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მაქსიმალურად მოკლე დროში შეისწავლონ.

საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 იანვარს განახლდება

გავრცელებული ინფორმაცია, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დაწყების გადაწევასთან დაკავშირებით, არ დასტურდება.

უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისი გაუქმდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უამინდობის გამო, თურქეთის მიმართულებით დაგეგმილი ორი რეისიდან ერთი გადაიდო და ერთი გაუქმდა.

საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოს ყველა რეგიონში მოსალოდნელია ძლიერი ქარი და ნალექების ინტენსივობის კლება. 

ძლიერი წვიმა სურამში - დატბორილია ეზოები

ძლიერი წვიმის გამო, სურამსა და ოსიაურში ქუჩები დაიტბორა. სანიაღვრე არხებმა წყალი ვეღარ გაატარა და სურამში წყალი რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზოში შევიდა.

ადვოკატის თქმით, მაჩალიკაშვილს თურქეთში სპეციალურად შერჩეული თვითმფრინავით გადაიყვანენ

პანკისში, სოფელ დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ თურქეთის ერთ-ერთ კლინიკასთან შეთანხმება მიღწეულია და მხოლოდ გარკვეული დეტალებია დასაზუსტებელი.