საზოგადოება

დღეს თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

თბილისში, საშობაო ალილოსთან დაკავშირებით, ქუჩების ნაწილი გადაიკეტება. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ალილოს გამო, ავტობუსების მარშრუტები იცვლება

შობის დღესასწაულზე, ტრადიციული ალილოს მსვლელობის გამო, დღეს, 14:00 საათიდან რუსთაველის გამზირი, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩები და ბარათაშვილის აღმართი დროებით დაიკეტება.

დღეს თბილისში საშობაო ალილო გაიმართება

თბილისში საშობაო ალილო "ვარდების მოედნიდან" 14:00 საათზე დაიწყება და ყოვლადწმინდა სამების საკათწედრო ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე:

დღეს შობაა

დღეს, 7 იანვარს მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.

სამებაში საშობაო ლიტურგია მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.

პატრიარქი საშობაო წირვას სამების ტაძარში აღავლენს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობის დღესასწაულის შესახვედრად ემზადება. საზეიმო წირვა ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა ტაძარში აღევლინება. ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს შობის დღესასწაულს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო წირვა ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა ტაძარში აღევლინება.

შობა-ახალი წელი კრწანისის რაიონის მოსახლეობას საახალწლო კონცერტით მიულოცეს

კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზემო ფონიჭალაში კულტურულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა.

გარემოს დაბინძურების მორიგი ფაქტები! (ფოტოკოლაჟი)

სააგენტო "პირველს" ერთ-ერთმა მოქალაქემ მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხათწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებული ფოტომასალა მიაწოდა, სადაც ნათლად ჩანს, გარემოს დაბინძურების ფაქტები. გთავაზობთ ფოტოკადრებს უკომენტაროდ.

საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდი" ზაზა ჯანაშიამ იყიდა

საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდი" ამავე კლუბის ამჟამინდელმა დირექტორმა, ყოფილმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამ იყიდა.

პატრიარქი მრევლს შობის ღამეს სანთლების დანთებისკენ მოუწოდებს

მართლმადიდებელი ეკლესია შობის დღესასწაულისთვის ემზადება. სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძრებში დღეს 23:00 საათიდან დაიწყება. ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.

პრეზიდენტი სომეხ თანამოქალაქეებს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომეხ თანამოქალაქეებს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს.

ექიმი მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე: დღეს დადებითი დინამიკის ნიშნები გამოჩნდა

ექიმის თქმით, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა, დღეს, დადებითი დინამიკის ნიშნებიც გამოჩნდა.

პრემიერი სომხური ეკლესიის მრევლს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სომხური ეკლესიის მრევლს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს. მისალოცი ტექსტი პრემიერის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდი" 61 000 ლარად გაიყიდა

საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდი" ელექტრონული აუქციონის შედეგად 61 000 ლარად გაიყიდა.

"ქედელებს" პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საშობაო საჩუქრები გადასცეს

თემ "ქედელებს" საშობაო საჩუქრები პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისაგან საშობაო საჩუქრები გადაეცათ.

შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

თბილისში, საშობაო ალილოსთან დაკავშირებით, ქუჩების ნაწილი გადაიკეტება. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ხონში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ხონში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველოს ახალი შენობა გახსნა.

იტალიაში ქართველი მწერალი დავით მაღრაძე დააჯილდოვეს

იტალიის ქალაქ ტივოლში 17 დეკემბერს მწერალთა დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.