კონფლიქტები

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პარლამენტმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის თარიღად 9 აპრილი განსაზღვრა.
ოკუპანტები "ქვემო ზარამაგს" ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მესაზღვრეებთან ერთად გააკონტროლებენ
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მესაზღვრეები 2017 წელს რუს ოკუპანტებთან ერთად გააკონტროლებენ ე.წ. საბაჟო გამშვებ პუნქტს "ქვემო ზარამაგს". 
ოკუპირებული ცხინვალი საქართველოსთან ე.წ საბაჟო პუნქტს გახსნის

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლენინგორის რაიონში განლაგებულ გამშვებ პუნქტ "რაზდახანზე" ტრანზიტული ტვირთების კავკასიაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში გადასატანად, შესაძლოა, ე.წ საბაჟო პუნქტი გაიხსნას.

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს
დეფაქტო მთავრობა საქართველოს მოუწოდებს ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ისტორიულ ძეგლების მდგომარეობის შესახებ საკითხის პოლიტიზირება შეწყვიტოს.
"ფსბ"-ეს სასაზღვრო კონტროლის სამსახური აფხაზეთში ტაძრის დანგრევაში მონაწილეობას უარყოფს

აფხაზეთში რუსეთის ფედერალური უშიშროების სასაზღვრო კონტროლის სამსახური საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ წებელდაში ტაძრის დანგრევაში მონაწილეობას უარყოფს.

დეფაქტო აფხაზეთის დელეგაცია ნიკარაგუას პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის დელეგაცია, ნიკარაგუას მესამე ვადით არჩეული პრეზიდენტის დანიელ ორტეგას ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო.

ცხინვალის პროკურატურამ მოსწავლეების ცემის ფაქტზე სპეცრაზმის თანამშრომლის მიმართ საქმე აღძრა
ოკუპირებული ცხინვალის პროკურატურამ მილიციის სპეცრაზმის წარმომადგენლის დოჩიევის წინააღმდეგ სკოლის მოსწავლეების ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი საქმე აღძრა. 
ოკუპირებული აფხაზეთი სოფელ წებელდაში სამხედრო პოლიგონის მშენებლობას უარყოფს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო სოფელ წებელდაში, სადაც ქართული ეკლესიის დანკრევა ოფიციალურმა თბილისმა გააპროტესტა, სამხედრო პოლიგონის მშენებლობას უარყოფს.

რუსი ოკუპანტების მიერ აფხაზეთში ეკლესიის დანგრევას გმობს საქართველოს საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს ეკლესიების ნგრევა საქართველოს ტერიტორიაზე.

პრეზიდენტი რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებებზე რეაგირებას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ რეაგირებას ითხოვს.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია 29 იანვრამდე დაიწყება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, შესაძლოა, უახლოეს დღეებში დაიწყოს ე.წ. საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია. 

აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის დელეგაცია ნიკარაგუას პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრება
აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ნიკარაგუაში ჩავიდნენ, რათა დღეს, მესამე ვადით არჩეულ პრეზიდენტ დანიელ ორტეგას ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრონ. 
რუსმა ოკუპანტებმა აფხაზეთში სამხედრო მიზნებისთვის ტაძარი დაანგრიეს
რუსმა ოკუპანტებმა აფხაზეთის სოფელ წებელდაში XIX საუკუნის ტაძარი სამხედრო მიზნებისთვის დაანგრიეს. 
დეფაქტო ხელისუფლება ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე გაეროში საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს

დეფაქტო ხელისუფლება გაერო-ს მიმართავს და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ, ოკუპირებული აფხაზეთისთვის საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალების მიცემას ითხოვს. 

რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონიდან ახალგაზრდა კაცი გაიტაცეს
გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენიდან 25 წლის კაცი გაიტაცეს რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა. სოფელი ჯარიაშენი საოკუპაციო ზოლთან მდებარეობს.
აფხაზი პოლიტიკოსი დეფაქტო ხელისუფლებას საქართველოს გამოცდილების გაზიარებას არ ურჩევს
"ერთიანი აფხაზეთის" ლიდერი სერგეი შამბა დეფაქტო ხელისუფლებას ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით, საქართველოს გამოცდილების გაზიარებას არ ურჩევს. 
აფხაზეთის დეფაქტო მთავრობა საქართველოს NATO-სკენ სვლას საფრთხედ მიიჩნევს

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის მინისტრის მერაბ ქიშმარიას შეფასებით, საქართველოს მიერ აფხაზეთის არაღიარების პოლიტიკის გაგრძელაბა და NATO-სკენ სვლა, სახრეთ კავკასიაში დაძაბულობას ზრდის.

მდინარე ენგურზე, იანვარში, თვითგამოცხადებული მთავრობა 2 გამშვებ პუნქტს დახურავს
ოკუპირებულ აფხაზეთში თვითგამოცხადებული მთავრობა მდინარე ენგურზე, იანვარში, 2 გამშვებ პუნქტს დახურავს. დეფაქტო ხელისუფლებაში მესამე გამშვები პუნქტის დახურვასაც არ გამორიცხავენ.
რუსი ოკუპანტების მიერ გუშინ გატაცებული ქართველი მამაკაცი გაათავისუფლეს

ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან, 27 დეკემბერს რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი, 31 წლის მიხეილ ბიბილაშვილი დღეს გაათავისუფლეს.  

ჟენევის დისკუსიები ოკუპირებულ აფხაზეთს საერთაშორისო საზოგადოებასთან დიალოგისთვის სჭირდება

დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ჟენევის დისკუსიები ოკუპირებული აფხაზეთს მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებამდე საკუთარი პოზიციების მისატანად სჭირდება.