კატეგორიები

კონფლიქტები

აჭარის ა.რ. მთავრობა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შექმნილი ვითარებას განმარტავს

აჭარის ა.რ. მთავრობა საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის საზღვარის სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შექმნილი ვითარების შესახებ, კიდევ ერთხელ განმარტავს.

ექსკლუზივი
რუსეთი შეშფოთებულია აშშ–ის სამხედრო–ბიოლოგიური ობიექტების საქართველოში განთავსებით

რუსეთი შეშფოთებულია იმის გამო, რომ აშშ მის მოსაზღვრე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, სამხედრო–ბიოლოგიურ ობიექტებს აშენებს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

რუსმა ოკუპანტებმა ხუჩადან ადგილობრივი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა აფხაზეთის საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ხურჩადან  საკუთარი ნაკვეთის დამუშავების დროს 59 წლის ადგილობრივი გაიტაცეს. 

ექსკლუზივი
აფხაზეთში ოკუპანტები ანაკლიის ანალოგიური პორტის სამშენებლოდ ტყის მასივის ჩეხვას შეუდგნენ

ოკუპირებულ აფხაზეთში სოფელ პრიმორსკთან, რომელიც ანაკლიიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, პორტის ასაშენებლად რუსი ოკუპანტები სახმელეთო პლატფორმის მზადებას შეუდნენ.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი დააკავეს

ცხინვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვიტალი პლიევი დააპატიმრეს.

ექსკლუზივი
აფხაზეთში რუსი ოკუპანტები სომხურ და თურქულ კომპანიებთან ერთად ახალ პორტს აშენებენ

ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ პრიმორსკში რუსი ოკუპანტები პორტის მშენებლობას იწყებენ. ამის შესახებ „პირველს“ ადგილობრივებმა აცნობეს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფი მორიგ შეხვედრას დღეს გალში გამართავს

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე გალში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მომხდარ ყველა ინციდენტს განიხილავენ.

ცხინვალის ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი მოვალეობების შესრულებას დღეიდან შეუდგა

არაღიარებული სამხრეთ ოსეთის ახლად არჩეული დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოვალეობის შესრულებას დღეიდან, ე.წ. კონსტიტუციაზე ფიცის დადების შემდეგ შეუდგა.

საგარეო საქმეთა მინისტრი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სამ ძირითად ასპექტს გამოყოფს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და რეინტეგრაციის პროცესში მთავრობის პოლიტიკის სამ ძირითად ასპექტს გამოჰყოფს. 

რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მხარდაჭერის შესუსტებას არ აპირებს

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დათბობა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მხარდაჭერას არ შეასუსტებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

დე ფაქტო ცხინვალი 20-22 აპრილს ე.წ საზღვარს ჩაკეტავს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიასთან დაკავშირებით, საოკუპაციო რეჟიმი საქართველოსთან არსებულ ე.წ. საზღვარს რამდენიმე დღით ჩაკეტავს.

სუს-ის ინფორმაციით, ტერორისტული მიზნებით სირიასა და ერაყში საქართველოს რამდენიმე მოქალაქეა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ამჟამად სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით საქართველოს რამდენიმე მოქალაქე იმყოფება.

გამოვლენილია უცხოელები, ვის ქმედებებშიც იკვეთება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან კავშირი

სუსი-ს უფროსის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გამოვლენილია უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომელთა ქმედებებში იკვეთება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები.

სუს-ი ოკუპირებული ტერიტორიებზე რუსულ სამხედრო კონტინგენტს მთავარ საფრთხედ ასახელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა და იქ განთავსებული რუსული სამხედრო კონტინგენტი სახელმწიფოსთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.

რუსეთის მოქალაქეობას აფხაზეთში მცხოვრებლებს მასობრივად მიანიჭებენ

ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებლებს რუსეთის მოქალაქეობას მასობრივად მიაღებინებენ. ამ მიზნით რუსეთმა დე ფაქტო ხელისუფლებას "ორმაგი მოქალაქეობის შესახებ" შეთანხმების პროექტი შესთავაზა. 

რუსეთი უსაფრთხოების სფეროში პარტნიორებს აფხაზეთთან თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს

რუსეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის აფხაზეთთან თანამშრომლობას მიესალმება. ამის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დე ფაქტო აფხაზეთს მხარდაჭერა გამოუცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას სოხუმში შეხვდა. ლავროვმა შეხვედრაზე დე ფაქტო აფხაზეთის მიერ არჩეულ კურსს მხარი დაუჭირა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სოხუმის აეროპორტში ყანწით დახვდნენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი ბაბუშერას აეროპორტში დაჯდა, სადაც მას აფხაზეთის დეფაქტო ხელმძღვანელები ყანწით და ღვინით დახვდნენ.

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია

"პირველის" ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ, გორის რაიონიდან 17 აპრილს გატაცებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, საქართველო-რუსეთს შორის არსებული ვითარება ჩიხურია

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის თქმით, საქართველო-რუსეთს შორის არსებული ვითარება ჩიხურია, თუმცა ის არ უნდა გამწვავდეს.