კატეგორიები

კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რუსეთის პირველ პირს მოსკოვში შეხვდება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება და რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებს განიხილავს პირველ დეკემბერს, რუსეთის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტის დროს. 

ნატო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან დადებულ ხელშეკრულებას არ აღიარებს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან, 22 ნოემბერს დადებულ ე.წ. ხელშეკრულებას ნატო-ში საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებენ.

ოკუპირებული აფხაზეთიდან ლტოლვილთა ახალი ნაკადის მიღებას ვარაუდობს სამხედრო ექსპერტი

აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველო, სავარაუდოდ, ათასობით ახალი ლტოლვილის მისაღებად უნდა მოემზადოს. ამის შესახებ "პირველს" სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ უთხრა.

გალის ე.წ.სამხედრო ქალაქში შესასვლელად საშვთა ახალი სისტემა ამოქმედდა
ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადების გამო, რაიონში შემოსვლის მსურველთათვის ე.წ. საშვთა ახალი სისტემა ამოქმედდა. ამის შესახებ „პირველს“ ხუთშაბათს ადგილობრივებმა აცნობეს. 
აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ გალი "სამხედრო ქალაქად" გამოაცხადა

ოკუპირებულ აფხაზეთში ოთხშაბათიდან ამოქმედებული კანონით, გალი "სამხედრო ქალაქად" გამოცხადდა. გადაწყვეტილება აფხაზეთის საოკუპაცუიო რეჟიმმა და ოფიციალურმა მოსკოვმა ერთობლივად მიიღეს.

თბილისი პროვოკაციად აფასებს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სამხედრო დაჯგუფების შექმნას

რუსეთის მიერ საოკუპაციო რეჟიმთან სამხედრო დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებულ "კანონზე ხელმოწერას" პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან სამართლებრივ საქმეებზე ორმხრივი დახმარების დოკუმენტი დაამტკიცა
რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სისხლის სამართლის საქმეებზე ორმხრივი იურიდიული დახმარების შესახებ კანონს, სამშაბათს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი. 
ცხინვალის დეფაქტო მთავრობა ნატო-საქართველოს სწავლების საპასუხოდ, ე.წ საზღვრებს აძლიერებს
  

ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების საპასუხოდ, სამშაბათიდან, ე.წ. საზღვრების გაძლიერება გადაწყვიტა. 

საქართველო-ნატოს სწავლებას რევანშისტულ განზრახვად აღიქვამს ოკუპირებული აფხაზეთი
"საქართველო-ნატოს სწავლება 2016"- ს საქართველოს ხელისუფლების რევანშისტული განზრახვის რეალიზაციის მცდელობად აფასებს ოკუპირებული აფხაზეთი.  
ცხინვალი შეშფოთებულია საქართველოსთან კონფედერაციაზე რუსი პოლიტიკოსის განცხადებით

საქართველოსთან შესაძლო კონფედერაციის შესახებ რუსი დეპუტატის ლეონიდ კალაშნიკოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში აპროტესტებენ.

აფხაზეთთან ერთობლივი სამხედრო დაჯგუფების შექმნა დააკანონა რუსეთის ფედერაციის საბჭომ

აფხაზეთთან ერთობლივი სამხედრო დაჯგუფების შექმნის შესახებ 2015 წლის 21 ნოემბერს დადებული ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირება ოთხშაბათს რუსეთის ფედერაციის საბჭომ მოახდინა.

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. საზღვარზე მოსახლეობას გადაადგილება შეეზღუდა

ოკუპირებულ აფზახეთში ე.წ. საზღვარზე, ორშაბათიდან მოსახლეობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილება შეეზღუდა. აღნიშნულის შესახებ "პირველს" ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აცნობეს.

გალში გამართულ შეხვედრაზე უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი განიხილეს გალში, პარასკევს, ქართულ აფხაზური მოლაპარაკების დროს.