კატეგორიები

კონფლიქტები

ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედ ლიდერს პარლამენტის სპიკერმა აჯობა

თვითაღიარებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ანატოლი ბიბილოვმა, რომელიც აქამდე პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მოქმედ დე ფაქტო პრეზიდენტს შანსი არ დაუტოვა ხმების 58%–ის მოპოვებით.

ცხინვალმა "სახელმწიფო ალანია" დაირქვა

ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად რეგიონისთვის სახელის შეცვლის ე.წ. რეფერენდუმიც ჩაატარეს, რომლის წინასწარი მონაცემებით, 2981 ხმის მიმცემთა 81,5%–მა მოისურვა რეგიონისთვის "სახელმწიფო ალანიის" დარქმევა.

ეგზითპოლის მიხედვით, ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი

ეგზითპოლის თანახმად, ცხინვალის რეგიონში ამჟამინდელ ე.წ. პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს ამომრჩეველთა ხმების 45,8% ერგო, მისმა ოპონენტმა ანატოლი ბიბილოვმა ხმათა 36,9% მოიპოვა. ასეთ შემთხვევაში არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს.

 

მოგადიშოში ტერაქტს 13 ადამიანი ემსხვერპლა

სულ ცოტა 13 ადამიანი დაიღუპა სომალის დედაქალაქ მოგადიშოში განლაგებული სამხედრო ბაზასთან მომხდარი აფეთქების შედეგად.

ალექსანდრიაში, ქრისტიანულ ეკლესიასთან მომხდარ აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა

ალექსანდრიაში მდებარე წმინდა მარკოზის სახელობის კოპტურ ეკლესიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა 70-მდეა.

ეგვიპტეში საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს

ეგვიპტეში საქართველოს მოქალაქეებისათვის ცხელი ხაზი მოქმედებს. კაიროში საქართველოს კონსულის მოვალეობის შემსრულებელის გიორგი ჩხიკვაძის თქმით, ეგვიპტეში მომხდარი აფეთქებების შესახებ ცხელ ხაზზე ინფორმაცია არ შესულა.  

ცხინვალის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი ცხინვალის ანექსიას არ აპირებს

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის აზრით, ამ ეტაპზე რუსეთის ინტერესებში ოკუპირებული ცხინვალის ანექსია არ შედის. ამის შესახებ სანაკოევმა ჟურნალისტებთან დღეს განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტი ცხინვალის რეფერენდუმს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის სცენარს ადარებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ცხინვალისთვის სახელის შეცვლას რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის სცენართან აიგივებს და აცხადებს, რომ ეწ არჩევნები და რეფერენდუმი საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ცხინვალის არჩევნებს და რეფერენდუმს განცხადებით პასუხობს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს, რომ ცხინვალში მიმდინარე არჩევნები და რეფერენდუმი, მიუხედავად შედეგისა, არის არალეგიტიმური და არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

საგარეო უწყება ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს გმობს

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2017 წლის 9 აპრილს მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს.

 

ცხინვალის სეპარატისტულ რეგიონში ე.წ. პრეზიდენტს და „ალანიას“ ირჩევენ

ცხინვალის სპერატისტული ხელისუფლება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და რეგიონისთვის სახელის შეცვლაზე რეფერენდუმს პარალელურად ატარებს.

ექსკლუზივი
ოკუპანტებმა გალის რაიონში სოფლებს შორის გადაადგილება შეზღუდეს

რუსი ოკუპანტები გალის რაიონის სოფლების საზღვრებზე დგანან და ერთი სოფლიდან მეორეში მოსახლეობას დოკუმენტების წარდგენის გარეშე არ უშვებენ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველო ცხინვალში მიმდინარე პროცესს ვერ შეაჩერებს

ექსპერტი მამუკა არეშიძის აზრით, საქართველო ცხინვალში მიმდინარე პროცესების შესაჩერებლად არანაირ ბერკეტს არ ფლობს და დასავლური პარტნიორების მიერ ოკუპირებული ტერიტორიაზე ე.წ. არჩევნების არაღიარება საქმის დაკონსერვებას ჰგავს.

არაღიარებულ ცხინვალში სამხედრო ქალაქის მშენებლობა იგეგმება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფატქო თავდაცვის მინისტრის იბრაგიმ გასეევის ინფორმაციით, ე.წ. რესპუბლიკაში სამხედრო ქალაქის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ მან ИА "Рес"-თან ინტერვიუში განაცხადა. 

ოკუპანტებმა ზუგდიდის რაიონში მცხოვრები მამა-შვილი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მცხოვრებლები, მამა-შვილი გაიტაცეს.

მინისტრი მიიჩნევს, რომ დე ფაქტო ცხინვალის რეგიონისათვის სახელის გადარქმევა არალეგიტიმურია

საქართველოს საგარეო მინისტრის მიხეილ ჯანელიძის თქმით, დე ფაქტო ცხინვალის რეგიონისათვის სახელის გადარქმევის შესახებ დაგეგმილი რეფერენდუმი ყველანაირ საერთაშორისო კანონსა და ნორმას არღვევს.

არაღიარებული ცხინვალი 7-დან 11 აპრილის ჩათვლით ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მმართველები 9 აპრილის დანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოსთან არსებულ ე.წ. საზღვარს 7-დან 11 აპრილის ჩათვლით ჩაკეტავს.

სოფელ ბერშუეთიდან გატაცებულ ქართველს ოკუპანტები, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გაათავისუფლებენ

სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იმედოვნებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ სოფელ ბერშუეთის ტერიტორიიდან გატაცებული ადგილობრივის გათავისუფლება დღის ბოლომდე მოხდება.

ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთი და არაღიარებული რესპუბლიკები დააკვირდებიან

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთი და რამდენიმე არაღიარებული რესპუბლიკის დამკვირვებლები დააკვირდებიან.

 

საგარეო უწყება დე ფაქტო ცხინვალის საჯარისო ნაწილების რუსეთის არმიაში შესვლას გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით  31 მარტს ე.წ. შეთანხმების ხელმოწერას გმობს.