კონფლიქტები

საქართველოში ტერორიზმის საფრთხის შემცირებას ხელისუფლების პოლიტიკას უკავშირებენ

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოდან ექსტრემისტულ დაჯგუფებებში საბრძოლველად წამსვლელთა რიცხვი შემცირებულია, რაც გარკვეულწილად, ხელისუფლების პოლიტიკით არის განპირობებული.

რუსი ოკუპანტები ახალგორში რუსულ სკოლასა და ბაგა-ბაღს აშენებენ
ოკუპირებულ ახალგორში რუსი ოკუპანტები სკოლასა და ბაგა-ბაღს აშენებენ. დაწესებულებებში სწავლება რუსულ ენაზე ჩატარდება. ამის შესახებ "პირველს" ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განუცხადა. 
რუსული ავიაკომპანია ოკუპირებულ აფხაზეთში ფრენებს განაახლებს
რუსული ავიაკომპანია "ვოლოგოდსკის ავიახაზები" ოკუპირებულ სოხუმში ფრენების განახლებას გეგმავს. ამის შესახებ ავიაკომპანიის დირექტორმა მიხაილ ზუევმა აფხაზურ მედიასთან საუბარში განაცხადა.
ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე სანქციების გამკაცრებას აპირებს
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე სანქციების გამკაცრების შესახებ.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პარლამენტმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის თარიღად 9 აპრილი განსაზღვრა.
ოკუპანტები "ქვემო ზარამაგს" ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მესაზღვრეებთან ერთად გააკონტროლებენ
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მესაზღვრეები 2017 წელს რუს ოკუპანტებთან ერთად გააკონტროლებენ ე.წ. საბაჟო გამშვებ პუნქტს "ქვემო ზარამაგს". 
ოკუპირებული ცხინვალი საქართველოსთან ე.წ საბაჟო პუნქტს გახსნის

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლენინგორის რაიონში განლაგებულ გამშვებ პუნქტ "რაზდახანზე" ტრანზიტული ტვირთების კავკასიაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში გადასატანად, შესაძლოა, ე.წ საბაჟო პუნქტი გაიხსნას.

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს
დეფაქტო მთავრობა საქართველოს მოუწოდებს ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ისტორიულ ძეგლების მდგომარეობის შესახებ საკითხის პოლიტიზირება შეწყვიტოს.
"ფსბ"-ეს სასაზღვრო კონტროლის სამსახური აფხაზეთში ტაძრის დანგრევაში მონაწილეობას უარყოფს

აფხაზეთში რუსეთის ფედერალური უშიშროების სასაზღვრო კონტროლის სამსახური საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ წებელდაში ტაძრის დანგრევაში მონაწილეობას უარყოფს.

დეფაქტო აფხაზეთის დელეგაცია ნიკარაგუას პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის დელეგაცია, ნიკარაგუას მესამე ვადით არჩეული პრეზიდენტის დანიელ ორტეგას ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო.

ცხინვალის პროკურატურამ მოსწავლეების ცემის ფაქტზე სპეცრაზმის თანამშრომლის მიმართ საქმე აღძრა
ოკუპირებული ცხინვალის პროკურატურამ მილიციის სპეცრაზმის წარმომადგენლის დოჩიევის წინააღმდეგ სკოლის მოსწავლეების ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი საქმე აღძრა. 
ოკუპირებული აფხაზეთი სოფელ წებელდაში სამხედრო პოლიგონის მშენებლობას უარყოფს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო სოფელ წებელდაში, სადაც ქართული ეკლესიის დანკრევა ოფიციალურმა თბილისმა გააპროტესტა, სამხედრო პოლიგონის მშენებლობას უარყოფს.

რუსი ოკუპანტების მიერ აფხაზეთში ეკლესიის დანგრევას გმობს საქართველოს საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს ეკლესიების ნგრევა საქართველოს ტერიტორიაზე.

პრეზიდენტი რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებებზე რეაგირებას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ რეაგირებას ითხოვს.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია 29 იანვრამდე დაიწყება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, შესაძლოა, უახლოეს დღეებში დაიწყოს ე.წ. საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია. 

აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის დელეგაცია ნიკარაგუას პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრება
აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ნიკარაგუაში ჩავიდნენ, რათა დღეს, მესამე ვადით არჩეულ პრეზიდენტ დანიელ ორტეგას ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრონ. 
რუსმა ოკუპანტებმა აფხაზეთში სამხედრო მიზნებისთვის ტაძარი დაანგრიეს
რუსმა ოკუპანტებმა აფხაზეთის სოფელ წებელდაში XIX საუკუნის ტაძარი სამხედრო მიზნებისთვის დაანგრიეს. 
დეფაქტო ხელისუფლება ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე გაეროში საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს

დეფაქტო ხელისუფლება გაერო-ს მიმართავს და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ, ოკუპირებული აფხაზეთისთვის საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალების მიცემას ითხოვს. 

რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონიდან ახალგაზრდა კაცი გაიტაცეს
გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენიდან 25 წლის კაცი გაიტაცეს რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა. სოფელი ჯარიაშენი საოკუპაციო ზოლთან მდებარეობს.
აფხაზი პოლიტიკოსი დეფაქტო ხელისუფლებას საქართველოს გამოცდილების გაზიარებას არ ურჩევს
"ერთიანი აფხაზეთის" ლიდერი სერგეი შამბა დეფაქტო ხელისუფლებას ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით, საქართველოს გამოცდილების გაზიარებას არ ურჩევს. 
აფხაზეთის დეფაქტო მთავრობა საქართველოს NATO-სკენ სვლას საფრთხედ მიიჩნევს

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის მინისტრის მერაბ ქიშმარიას შეფასებით, საქართველოს მიერ აფხაზეთის არაღიარების პოლიტიკის გაგრძელაბა და NATO-სკენ სვლა, სახრეთ კავკასიაში დაძაბულობას ზრდის.

მდინარე ენგურზე, იანვარში, თვითგამოცხადებული მთავრობა 2 გამშვებ პუნქტს დახურავს
ოკუპირებულ აფხაზეთში თვითგამოცხადებული მთავრობა მდინარე ენგურზე, იანვარში, 2 გამშვებ პუნქტს დახურავს. დეფაქტო ხელისუფლებაში მესამე გამშვები პუნქტის დახურვასაც არ გამორიცხავენ.
რუსი ოკუპანტების მიერ გუშინ გატაცებული ქართველი მამაკაცი გაათავისუფლეს

ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან, 27 დეკემბერს რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი, 31 წლის მიხეილ ბიბილაშვილი დღეს გაათავისუფლეს.  

ჟენევის დისკუსიები ოკუპირებულ აფხაზეთს საერთაშორისო საზოგადოებასთან დიალოგისთვის სჭირდება

დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ჟენევის დისკუსიები ოკუპირებული აფხაზეთს მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებამდე საკუთარი პოზიციების მისატანად სჭირდება.

საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთში შეტანილ საქონელზე კონტროლი მკაცრდება

დეფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში შეზიდულ საქონელზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს. 

ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიციის უფროსის მანქანა დაცხრილეს
ოკუპირებული ახალი ათონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ნური სმირის მანქანა უცნობმა პირებმა დაცხრილეს. ინციდენტის შედეგად პოლიციის უფროსი არ დაშავებულა.
აფხაზები დეფაქტო პარლამენტში ეთნიკურად რუსი მოქალაქეებისთვის კვოტებს ითხოვენ

ეთნიკურად რუსი მოქალაქეებისთვის თვითგამოცხადებული აფხაზეთის პარლამენტში კვოტების შექმნას ითხოვს არაღიარებული რესპუბლიკის მმართველი პარტიის "ერთიანი აფხაზეთი" პოლიტსაბჭო. 

ენგურის ხიდზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაინიშნა
ენგურის ხიდზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაინიშნა, რომელიც მოსახლეობას უფასოდ 22 დეკემბრიდან ემსახურება.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვალიფიციური მედიკოსების მწვავე დეფიციტია
სამედიცინო კადრების დეფიციტისა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის არარსებობის გამო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე გადიან მკურნალობას. 
ოკუპირებულ აფხეზეთში ოპოზიციური ძალების ბლოკის წარმომადგენლები ცესკო-ში დანიშნეს


ოკუპირებულ აფხაზეთში დეფაქტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციიური ძლების ბლოკის ოთხი წარმომადგენელი აირჩიეს.

ექსპერტი თვლის, რომ მთავრობამ იცის, რაც უნდა გააკეთოს უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებისთვის
ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ მსოფლიოში უსაფრთხოების კრიტერიუმები შეიცვალა, თუმცა საქართველოს მთავრობას არ სჭირდება კარნახი, როგორ უზრუნველყოს უსაფრთხოება ქვეყანაში.
აფხაზურმა ოპოზიციამ დეფაქტო პრეზიდენტისადმი მოთხოვნები თანამდებობებში გაცვალა

აფხაზეთში დეფაქტო ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც პოლიტიკური პრობლემების არაკანონიერი გზებით მოგვარებას გამორიცხავს. შედეგად, ოპოზიციამ მნიშვნელოვანი თანამდებდობები მიიღო.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ექსპრეზიდენტ კოკოითს არჩევნებზე გამარჯვების შანსი არ აქვს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მარტში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ექსპრეზიდენტი კოკოითის გამარჯვების შანსს ვერ ხედავს და სამოქალაქო დაპირისპირებას არ გამორიცხავს ექსპერტი მამუკა არეშიძე.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გასამართ რეფერენდუმს სამართლებრივი ძალა არ ექნება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სახელის შეცვლასთან დაკვშირებით, დეფაქტო ხელისუფლების მიერ რეფერენდუმის ჩატარება, სამართლებრივი ჩარჩოებიდან გასული იქნება.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს სახელს შეუცვლიან

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის ინიციატივით, "სამხრეთ ოსეთისთვის" სახელის შესაცვლელად საყოველთაო რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.

გალის რაიონის სოფლებში ოკუპანტები ადგილობრივებს გადაადგილებას უზღუდავენ


ოკუპირებული გალის რაიონის ზოგიერთ სოფლებში ოკუპანტები ადგილობრივებს გადაადგილებას უზღუდავენ. ამის შესახებ "პირველს" ადგილობრივებმა აცნობეს.

დეფაქტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კომპრომისული შეთანხმება შედგა ოკუპირებულ აფხაზეთში
აფხაზურმა ოპოზიციამ დეფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას წინადადება მიიღო, რის შედეგადაც ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციის შეთანხმება შედგა.
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი კომპრომისზე წავიდა

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ოპოზიციას მიტინგების შეწყვეტის სანაცვლოდ, მაღალი თანამდებობები შესთავაზა.

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი გადადგომაზე უარს აცხადებს


ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ოპოზიციის მოთხოვნებს უარყოფით პასუხს სცემს და თანამდებობიდან გადადგომაზე უარს აცხადებს, რის გამოც ოპოზიციის მიტინგი კვლავ გრძელდება.

ხაჯიმბა ძალას არ გამოიყენებს და არც გადადგება, ოპოზიცია დაშლას არ აპირებს
ოკუპირებულ აფხაზეთში დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების მიტინგები, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. მომიტინგეები დაშლას ე.წ. პრეზიდენტის გადადგომამდე არ აპირებენ.  
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ძალის არგამოყენების მემორანდუმს მოაწერა ხელი
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, ძალის არგამოყენების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერა. 
სოხუმში დეფაქტო პრეზიდენტის მომხრეებისა და მოწინააღმდეგების მიტინგი მიმდინარეობს

ოკუპირებულ სოხუმში, დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერებისა და მოწინააღმდეგეების მიტინგები პარალელურად მიმდინარეობს.

აფხაზი დეპუტატის აზრით, ხელისუფლების შეცვლა ოკუპირებულ აფხაზეთში სიტუაციას დაასტაბილურებს


პარტია "ერთიანი აფხაზეთის" ლიდერი და პარლამენტის დეპუტატი,  სერგეი შამბა ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტს სთავაზობს, ოპოზიციას ხელისუფლების ფორმირების შესაძლებლობა მისცეს. 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ექსპრეზიდენტი აფხაზეთის პოლიტიკურ ძალებს დიალოგისკენ მოუწოდებს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში კრიზისის გამწვავებას ვარაუდობს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავას შეფასებით, ოკუპირებულ აფზახეთში არსებული პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი საფუძველი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე უძრავი ქონების მიყიდვის საკითხია. 
აფხაზი ოპოზიციონერი დეფატქო პრეზიდენტზე თავდასხმისკენ მოწოდებას უარყოფს


აფხაზი ოპოზიციონერი ასლან ბჟანია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 15 დეკემბერს დეფაქტო პრეზიდენტზე თავდასხმა და ხელისუფლების ძალადობრივად მოპოვება იგეგმება. 

აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენი დესტაბილიზაციას არ დაუშვებს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს პროვოკაციებს არ აჰყვნენ.
აფხაზურ ოპოზიციას 15 დეკემბერს სოხუმში მიტინგის გამართვის ნება არ დართეს
ოკუპირებული სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ადგურ ხარაზიას ინფორმაციით, არსებული დაძაბული მდგომარეობიდან გამომდინარე, 15 დეკემბერს ოპოზიციას მიტინგის გამართვის ნება არ დაერთო.
ექსპერტი ოკუპირებულ აფხაზეთში სამოქალაქო დაპირისპირებას არ გამორიცხავს
უსაფრთხოების საკითხში პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ლაშა ძებისაშვილის ვარაუდით, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობა სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზრდება. 
ოკუპირებულ სოხუმში იარაღის სამალავი აღმოაჩინეს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 11 დეკემბერს, იარაღისა და საბრძოლო მასალების სამალავი აღმოაჩინა. 
ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია ე.წ. პრეზიდენტის ლიკვიდაციას გეგმავს
ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის რადიკალურად განწყობილი მომხრეები ძალისმიერი გზებით ძალაუფლების მოპოვებასა და ე.წ. პრეზიდენტის ფიზიკურ განადგურებას გეგმავენ. 
კონფლიქტოლოგი ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკურ პროცესებში ქართველების გააქტიურებას არ ელოდება
"მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი - საქართველოს" დირექტორი ლევან გერაძე ოკუპირებულ აფხაზეთში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური ქართველების გააქტიურებას არ ელოდება. 
ჟენევის დისკუსიების 38-ე რაუნდზე, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხზეც იმსჯელებენ


ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 38-ე რაუნდზე, 13-14 დეკემბერს, სხვა საკითხებთან ერთად, ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას თემასაც განიხილავენ. 

უსაფრთხოების საკითხში ექსპერტის აზრით, სირიის საკითხმა საქართველოს თემა უკანა პლანზე გადაწია


უსაფრთხოების საკითხში პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ლაშა ძებისაშვილის განცხადებით, სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა უკრაინისა და საქართველოს საკითხების მოგვარება გადაწია. 

ოკუპირებულ აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნები 2017 წლის 12 მარტს გაიმართება

ოკუპირებულ აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნები ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განკარგულებით 2017 წლის 12 მარტს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მასმედია ავრცელებს.

 
აფხაზური ოპოზიცია სოხუმში, სახალხო კრებაზე გალის მოსახლეობის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს

ოკუპირებულ სოხუმში, ოპოზიციის მიერ 15 დეკემბერს დაგეგმილ სახალხო კრებაზე გალის რაიონიდან დასწრების მსურველებს, ორგანიზატორები ტრანსპორტით უზრუნველყოფას სთავაზობენ.  

 
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ექსპრეზიდენტი ედუარდ კოკოითი მესამე ვადით იყრის კენჭს
ოკუპირებული ცხივნალის რეგიონის ე.წ. ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი 2017 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ კოკოითმა მედიასთან განაცხადა.
სოხუმში, სავარაუდოდ, რუსეთიდან ჩასული შეიარაღებული ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ
"ევროპელი დემოკრატების" ლიდერ პაატა დავითაიას ვარაუდით, ოკუპირებულ სოხუმში გამოჩენილი ნიღბიანები, შესაძლოა, რუსეთიდან იყვნენ ჩამოყვანილები. 
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ოპოზიციის პირობების მიღებას არ აპირებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, როგორც სახელმწიფოს მეთაური, ოპოზიციის პირობების მიღებას არ აპირებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევებზე მკაცრი რეაგირებით ემუქრება ოპოზიციას.

ე.წ. მესაზღვრეებმა ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული სკოლის მოსწავლეები გაათავისუფლეს

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მკვიდრი მოზარდები, ​რომლებიც ე.წ. მესაზღვრეებმა დარჩელის სკოლაში არ გაუშვეს. მშობლების მიერ შესაბამისი საბუთების წარდგენის შემდეგ, მოსწავლეები გაათავისუფლეს.

აფხაზეთი - პოლიტიკური კრიზისი, თუ რუსიფიკაციის საფრთხე
ოკუპირებულ აფხაზეთში შიდა პოლიტიკური კრიზისია, რაც ექსპერტების შესაფებით, შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. 
სამხედრო ექსპერტის აზრით, ოკუპირებულ გალში რუსეთი დემოგრაფიულ ბალანსს შეცვლის

სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ოკუპირებულ გალის რაიონში რუსეთი დემოგრაფიული ბალანსის შეცვლას გეგმავს. ამის შესახებ მაისაიამ "პირველ პრესკლუბში" ისაუბრა.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთი სარაკეტო-საზენიტო კომპლექს C400-ებს შეიტანს

სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ოკუპანტები სარაკეტო-საზენიტო კომპლექსებს C400-ებს შეიტანს, რაც საქართველოს წინააღმდეგ იქნება მიმართული. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი პოლიტიკურ პარტიებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი პარტიებს მოუწოდებს პოლიტიკური თავშეკავებისა და აფხაზეთის კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებისკენ.
ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას რუსეთი ასლან ბჟანიათი ჩაანაცვლებს
სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, შესაძლოა, ოპოზიციური პარტიის "ამცახარა" წარმომადგენელით ასლან ბჟანიათი ჩანაცვლდეს.
ჟენევის შეხვედრაზე ოკუპირებულ აფხაზეთში გამშვები პუნქტების დახურვის საკითხს განიხილავენ
შერიგებისა და საქამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში გადასასვლელი პუნქტებისა დაკეტვის ტენდენციას უარყოფითად აფასებს.
ენგურის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება
ენგურის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დეკემბრის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ "პირველს" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.
მდინარე ენგურზე აფხაზები ორ გამშვებ პუნქტს ხურავენ

ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ადმიისტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას განცხადებით, მდინარე ენგურზე არსებული 4 გამშვები პუნქტიდან, 2016 წლის ბოლომდე 2 დაიხურება.

ოკუპირებულ აფხაზეთში, სავარაუდოდ, ახალი სამხედრო აეროდრომი შენდება
სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ოკუპანტების მიერ ახალი სამხედრო აეროდრომის მშენებლობასა და საჰაერო საზენიტო კომპლექსის შეყვანას არ გამორიცხავს. 
აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა აფხაზი ოპოზიციონერის დაკავბის საკითხი რუსეთის ელჩთან განიხილა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ რუსეთში დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საკითხზე, აფხეზეთში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სემიონ გრიგორიევთან იმსჯელა. 
აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ოპოზიციის ლიდერის დაკავება ე.წ. უშიშროების საბჭოზე განიხილა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, რუსეთში დაკავებული აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ასლან ბჟანიას საკითხზე უშიშროების საბჭო მოიწვია.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მზადაა გადადგეს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ის მზადაა გადადგეს, თუ ამას აფხაზეთის მთელი საზოგადოება მოითხოვს. 
ექსპერტის აზრით, საქართველოს უნდა მოეპოვებინა აფხაზების ნდობა
სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების ოპოზიცია საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი არ არის. 
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს გაფრთხილება მისცა
სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, რუსეთის პრეზიდენმა ვლადიმერ პუტინმა დღეს, კრემლში გამართულ შეხვედრაზე, ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტს, ერთგვარი გაფრთხილება მისცა. 
ოკუპირებულ აფხაზეთში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ ოკიუპირებულ აფხაზეთში შიდაპოლიტიკური სიტუაცია სამართლებრივ ფარგლებს არ გასცდება.
პუტინი აფხაზეთის დეფაქტო მთავრობას 9 მილიარდზე მეტი რუბლის ინვესტიციას გამოუყოფს
რუსეთის პრეზიდენტსა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს შორის დღეს კრემლში გამართული შეხვედის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რუსეთი აფხაზეთს საინვესტიციოდ 9 მილიარდზე მეტ რუბლს გამოუყოფს. 
აფხაზურ-რუსული თანამშრომლობის გააქტიურების გზები მოსკოვში განიხილეს

რეგიონულ დონეზე აფხაზურ-რუსული თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები განიხილეს მოსკოვში, რუსეთისა და ოკიუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმადგენლებმა. 

რუსეთის მიერ კავკასიაში ახალი სამხედრო სტრუქტურის შექმნა საქართველოსთვის სახიფათოა
რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიაში ახალი სამხერო სტრუქტურის შექმნას ქართველი ექსპერტი მამუკა არეშიძე საქართველოსთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს. 
ოკუპირებულ აფხაზეთში ქართულ ტოპონიმებს აფხაზურით ანაცვლებენ

აფხაზეთის დეფაქტო მთავრობა ოკუპირებულ გალის რაიონის სოფლებს ქართული სახელების ნაცვლად, აფხაზურ სახელებს არქმევს. ამის შესახებ "პირველს" ადგილობრივებმა აცნობეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია დეფაქტო პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

ოკუპირებულ აფხაზეთში დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ ოპოზოციური ძალები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია "ამცახარას" წევრები სოხუმში სახალხო კრების გამართვით იმუქრებიან.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 72-ე შეხვედრაზე, მხარეებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირებული ინციდენტები განიხილეს. 
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, დღეს, ვლადიმერ პუტინთან ენგურჰესის საკითხს განიხილავს


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე, პირველ დეკემბერს აფხაზეთის ელექტრომომარაგების საკითხი განიხილება. 

სოხუმი ბიძინა ივანიშვილის წინადადებას სასტუმროს მშენებლობაზე, ჯერ არ გამოხმაურებია

საქართველოს ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს შეთავაზებას სასტუმროს მშენებლობის შესახებ, ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობა ოფიციალურ დონეზე ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. 

აფხაზეთის მთავრობა – ოკუპაციის კანონის ლიბერალიზაციას საერთაშორისო საზოგადოება ითხოვს
საერთაშორისო ორგანიზაციები და უცხოეთში მყოფი ქართველები "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ ლიბერალიზაციას ითხოვენ, განაცხადა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ.
აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე, "ოკუპაციის შესახებ კანონზე" საუბარი არ გამართულა
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, კარასინთან შეხვედრებზე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონზე საუბარი არ შემდგარა. 
გორის რაიონიდან გატაცებული 18 წლის მამაკაცი რუსმა ოკუპანტებმა გაათავისუფლეს

სოფელ ჯარიაშენის ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული 18 წლის მიხეილ ხუბულაშვილი რუსმა ოკუპანტებმა მოლაპარაკებების შედეგად, ჯარიმის გადახდის გარეშე გაათავისუფლეს.

რუსმა ოკუპანტებმა 18 წლის გორელი მამაკაცი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ჯარიაშენის ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან, გორის მუნიციპალიტეტის მკვიდრი18 წლის მიხეილ ხუბულაშვილი გაიტაცეს. 

აბაშიძე-კარასინის შემდეგ შეხვედრაზე, შესაძლოა, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი განიხილონ


ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას საკითხი, შესაძლოა, აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატში, 2017 წლის დასაწყისში გასამართ პირველ შეხვედრაზე კვლავ განიხილონ. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რუსეთის პირველ პირს მოსკოვში შეხვდება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება და რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებს განიხილავს პირველ დეკემბერს, რუსეთის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტის დროს. 

ნატო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან დადებულ ხელშეკრულებას არ აღიარებს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან, 22 ნოემბერს დადებულ ე.წ. ხელშეკრულებას ნატო-ში საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებენ.

ოკუპირებული აფხაზეთიდან ლტოლვილთა ახალი ნაკადის მიღებას ვარაუდობს სამხედრო ექსპერტი

აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველო, სავარაუდოდ, ათასობით ახალი ლტოლვილის მისაღებად უნდა მოემზადოს. ამის შესახებ "პირველს" სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ უთხრა.

გალის ე.წ.სამხედრო ქალაქში შესასვლელად საშვთა ახალი სისტემა ამოქმედდა
ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადების გამო, რაიონში შემოსვლის მსურველთათვის ე.წ. საშვთა ახალი სისტემა ამოქმედდა. ამის შესახებ „პირველს“ ხუთშაბათს ადგილობრივებმა აცნობეს. 
აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ გალი "სამხედრო ქალაქად" გამოაცხადა

ოკუპირებულ აფხაზეთში ოთხშაბათიდან ამოქმედებული კანონით, გალი "სამხედრო ქალაქად" გამოცხადდა. გადაწყვეტილება აფხაზეთის საოკუპაცუიო რეჟიმმა და ოფიციალურმა მოსკოვმა ერთობლივად მიიღეს.

თბილისი პროვოკაციად აფასებს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სამხედრო დაჯგუფების შექმნას

რუსეთის მიერ საოკუპაციო რეჟიმთან სამხედრო დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებულ "კანონზე ხელმოწერას" პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან სამართლებრივ საქმეებზე ორმხრივი დახმარების დოკუმენტი დაამტკიცა
რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სისხლის სამართლის საქმეებზე ორმხრივი იურიდიული დახმარების შესახებ კანონს, სამშაბათს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი. 
ცხინვალის დეფაქტო მთავრობა ნატო-საქართველოს სწავლების საპასუხოდ, ე.წ საზღვრებს აძლიერებს
  

ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების საპასუხოდ, სამშაბათიდან, ე.წ. საზღვრების გაძლიერება გადაწყვიტა. 

საქართველო-ნატოს სწავლებას რევანშისტულ განზრახვად აღიქვამს ოკუპირებული აფხაზეთი
"საქართველო-ნატოს სწავლება 2016"- ს საქართველოს ხელისუფლების რევანშისტული განზრახვის რეალიზაციის მცდელობად აფასებს ოკუპირებული აფხაზეთი.  
ცხინვალი შეშფოთებულია საქართველოსთან კონფედერაციაზე რუსი პოლიტიკოსის განცხადებით

საქართველოსთან შესაძლო კონფედერაციის შესახებ რუსი დეპუტატის ლეონიდ კალაშნიკოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში აპროტესტებენ.

აფხაზეთთან ერთობლივი სამხედრო დაჯგუფების შექმნა დააკანონა რუსეთის ფედერაციის საბჭომ

აფხაზეთთან ერთობლივი სამხედრო დაჯგუფების შექმნის შესახებ 2015 წლის 21 ნოემბერს დადებული ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირება ოთხშაბათს რუსეთის ფედერაციის საბჭომ მოახდინა.

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. საზღვარზე მოსახლეობას გადაადგილება შეეზღუდა

ოკუპირებულ აფზახეთში ე.წ. საზღვარზე, ორშაბათიდან მოსახლეობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილება შეეზღუდა. აღნიშნულის შესახებ "პირველს" ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აცნობეს.

გალში გამართულ შეხვედრაზე უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი განიხილეს გალში, პარასკევს, ქართულ აფხაზური მოლაპარაკების დროს.