ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: გადამხდელს საბაჟო სერვისების 100 პროცენტი ელექტრონული წესით მიეწოდება

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ გადამხდელს საბაჟო სერვისების 100 პროცენტი ელექტრონული წესით მიეწოდება.

ივანე მაჭავარიანი: საწარმოები დაიყოფა სახელმწიფო კორპორაციებად და სამთავრობო საწარმოებად

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი ფისკალური მდგრადობაა.

ივანე მაჭავარიანი: ჩვენი ამოცანაა სახელმწიფო ინვესტიციების ეფექტური მართვა  

"ჩვენი ამოცანაა, სახელმწიფო ინვესტიციების ეფექტური მართვა",- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა. 

 

11 თვის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 4%-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, 2019 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 4,869,190 მგზავრს მოემსახურა, რაც 4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 4,696,115 მგზავრი).

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები III კვარტალში 13.7%-ით გაიზარდა, წლიურად კი, 17%-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის III კვარტალში $417 მლნ შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7%-ით მეტია.

თბილისსა და რეგიონებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის საინფორმაციო დღეები გაიმართება 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.

ნათია თურნავა - სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანი მიმართულებაა

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ავიატორების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტებისა და ვერტოდრომების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

ლარი გამყარებას განაგრძობს

6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9466 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9573 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.07 თეთრი შეადგინა.

მაია ცქიტიშვილი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ 

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ.

ელექტროენერგიის გენერაციისას წარმოქმნილი სასადგურე დანაკარგები აღარ დაიბეგრება 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ინიციატივით და მიმართვის საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ელექტროენერგიის გენერაციისას წარმოქმნილი სასადგურე დანაკარგები აღარ დაიბეგრება.

ნათია თურნავა: ენერგეტიკული ბირჟის დაფუძნება ენერგობაზრის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია

საქართველოში ენერგობაზრის რეფორმის ფარგლებში ენერგეტიკული ბირჟა დაფუძნდა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ფართოვდება საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმეებისთვის

"ფართოვდება საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს წარმოებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას".

ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში 2.9573 ლარი შეადგინა

5 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი დარჩა და 2.9573 ლარი შეადგინა.

ნათია თურნავა: ჩვენ მივაგენით სწორ ბალანსს მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესებს შორის იმისთვის, რომ ჰესი აშენდეს

„ჩვენ მივაგენით იმ სწორ ბალანსს, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს ნაპოვნი მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესებს შორის იმისთვის, რომ ჰესი აშენდეს. ჩვენ შეიძლება იმ ტემპით ვერ ვვითარდებით, რაც ენერგეტიკოსებს  გაუხარდებოდათ და ჩვენს ეკონომიკას სჭირდება, მაგრამ ტემპი იზრდება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავა

ნათია თურნავა: პროექტის "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში 6 ობიექტი გაიყიდა და 8 მილიონ ლარზე მეტი შემოვიდა 

"ჩვენს მიერ რამდენიმე დღის წინ დაწყებული უპრეცედენტო საპრივატიზაციო პროექტი - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ წარმატებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ნათია თურნავა: მცირე და საშუალო მეწარმეები ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიებს მიიღებენ

„უახლოეს დღეებში 120-მდე მცირე და საშუალო მეწარმე ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიებს მიიღებს“ - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელზეც საქართველოს წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგია დამტკიცდა.

ნათია თურნავა: წიაღის სექტორის რეფორმის მთავარი მიზანი ადგილობრივი მრეწველობის განვითარება, ახალი ინვესტიციები და ახალი სამუშაო ადგილებია

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგია დამტკიცდა.

საქართველოდან ექსპორტზე 86 მილიონამდე ბოთლი ღვინო გავიდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 10%-ით აღემატება.

რეგიონული განვითარების სამინისტრომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 1,67 მლრდ ლარი დახარჯა

2019 წლის 11 თვის შედეგებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას 1 მლრდ 670 მილიონი ლარი მოახმარა.

გენადი არველაძე - აუცილებელია ხელი შევუწყოთ ქართველ და ფრანგ მეწარმეებს, უკეთ გაიცნონ ერთმანეთის შესაძლებლობები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ MEDEF International - ში საფრანგეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ქართველი და ფრანგი მეწარმეების გაცნობის მნიშნელობაზე ისაუბრა.