კატეგორიები

ეკონომიკა

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

4 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6692 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6478 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.14 თეთრი შეადგინა.

სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 40 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ინფლაციამ დეკემბერში 1% შეადგინა

2016 წლის დეკემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 1,0%, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 1,8% შეადგინა.

საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 50 მლნ-მდე ბოთლი ღვინო

საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 50 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 38%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 

ლარი დოლართან მცირედით გაუფასურდა, ევროსთან მკვეთრად გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, 4 იანვარს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6478 ლარი იქნება.

სახელმწიფო ბიუჯეტი 100 პროცენტით შესრულდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ინფორმაციით, 100 პროცენტით შესრულდა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. 

ლარი მცირედით გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, 3 იანვარს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6468 ლარი იქნება.

ახალი სასაზღვრო ხიდის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

სადახლო-ბაგრატაშენის ახალი სასაზღვრო ხიდის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალბანერამ მოაწერეს ხელი.

2017 წელს "ჰუავეი" საქართველოში ახალ ტექნოლოგიებსა და სერვისებს დანერგავს
2017 წელს, კომპანია "ჰუავეი", კავშირგაბმულობის მიმართულებით, საქართველოში ახალი ტექნოლოგიებისა და სერვისების განვითარებას გეგმავს (მაგალითად როგორიც არის VoLTE,IMS და სხვა). 
ეკონომიკური ზრდის ტემპმა 2016 წლის ნოემბერში 2% შეადგინა

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2016 წლის ნოემბერში მშპ-ს ზრდის ტემპმა 2%, ხოლო 2016 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,4 % შეადგინა. 

Forbes: ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში საქართველო 4 ადგილით დაწინაურდა
საერთაშორისოდ აღიარებული გამომცემლობა „Forbes“-ის მიერ გამოქვეყნდა ბიზნესისათვის საუკეთესო ქვეყნების ჩამონათვალი, რომელსაც ცნობილი ჟურნალი ყოველწლიურად აქვეყნებს. 
ეროვნული ბანკი ოფიციალური კურსის დათვლაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ამატებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალური კურსის დადგენისას მომავალი წლიდან ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარიგებებსაც გაითვალისწინებს.

“თეგეტა მოტორსი“ წლევანდელ წელს 20%-იანი ზრდით ხურავს
მიუხედავად რთული ეკონომიკური და ძლიერი კონკურენტული გარემოსი რაოდენობაში ჯამური ზრდა 50% დაფიქსირდა, თუმცა სხვა მიმართულებებით ზრდა გაცილებით მაღალია და 80%-საც კი აღწევს.


ნავთობკომპანია "რომპეტროლ საქართველო" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
კომპანიაში განმარტავენ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, სომხეთის მიმართულებით "რომპეტროლ საქართველოს" ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე, არ შეესაბამება სიმართლეს. 
ლარი მცირედით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, 30 დეკემბერს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6562 ლარი იქნება.

ირანი ტრანსანატოლიური გაზსადენის ეკონომიკურ მიმზიდველობას სწავლობს

თუ ეკონომიკური თვალსაზრისით TANAP მომგებიანი იქნება, ირანი შეიძლება შეუერთდეს ამ პროექტს. ამისა შესახებ სააგენტო APA-ს ნაციონალური გაზის კომპანიის გენდირექტორმა ჰამიდ მირზა ირაგმა განუცხადა.

"სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში 60-ზე მეტი ახალი დამწყები ბიზნესი დაფინანსდა

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობამ 2016 წლიდან დაიწყო პროექტი "სტარტაპ საქართველო", რომლის ფარგლებშიც უკვე დაფინანსდა 60-ზე მეტი ახალი დამწყები ბიზნესი.

"აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სახელმწიფომ 10 კომპანიას 5 289 000 ლარი მისცა

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფომ 10 კომპანიას სუბსიდიის სახით 5 289 000 ლარი მისცა.

მოგების გადასახადის დაუბეგრავი თანხა სამუშაო ადგილების შექმნას მოხმარდება
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მოგების გადასახადის ესტონური მოდელის გამოყენებით, ბიზნესსექტორში 600 მილიონამდე ლარი დარჩება. 
ფინანსთა სამინისტრო საბიუჯეტო კუთხით რეფორმების გატარებას იწყებს

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტთა პაკეტი, რომლის მიზანი ლარიზაციის რეფორმის დაწყება და მომხმარებელთა უფლებების დაცვაა.