ეკონომიკა

მიხეილ ალხანიშვილი: საავტომობილო ბიზნესში კარტერულ გარიგეგებზე საუბარი გამორიცხულია

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის მიხეილ ალხანიშვილის განცხადებით, საავტომობილო ბიზნესში კარტერულ გარიგეგებზე საუბარი გამორიცხულია.

აუდიტის სამსახური საზოგადოებას ანგარიშების არამიზნობრივი გამოყენებისგან თავშეკავებას ურჩევს

აუდიტის სამსახური საზოგადოებას მიმართავს, თავი შეიკავოს ანგარიშების არამიზნობრივი გამოყენებისა და იმ სახის ინტერპრეტაციებისგან, რომელიც ხელს შეუშლის უწყების მანდატის სრულფასოვან განხორციელებას.

"ტოიოტა თბილისის" პრეზიდენტი: საავტომობილო ბიზნესში კარტერული გარიგება წარმოუდგენელია

საქართველოში ”ტოიოტას” წარმომადგენლობის პრეზიდენტს, ირაკლი გურჩიანს საქართველოში წარმოუდგენლად მიაჩნია, საავტომობილო ბიზნესში რაიმე კარტერულ გარიგებას ჰქონდეს ადგილი.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

9 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5803 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5895 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.92 თეთრი შეადგინა.

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა

Bloomberg-ის მონაცემებით, მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე, ლონდონსა და ნიუ-იორკში, 8 იანვრის ვაჭრობის შედეგებით, ნავთობი გაძვირდა. ლონდონის ბირჟაზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 68,13 (+0.52%) აშშ დოლარი შეადგინა.

ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა

2017 წლის დეკემბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა.

საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის ვადა შემცირდა

საბაჟო საწყობებში წლობით გაჩერებული საქონლის პრობლემის მოგვარებისთვის, საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

8 იანვარის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5895 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.5967 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.72 თეთრი შეადგინა. 

საქართველოში პოლონურ-ქართული სავაჭრო პალატა შეიქმნა

პირველად საქართველოში პოლონურ-ქართული სავაჭრო და ეკონომიკური პალატა შეიქმნა. 

გიორგი ფანგანი „Energy Community“-ს მარეგულირებელ საბჭოს 2 წლის ვადით უხელმძღვანელებს

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) ისტორიაში პირველად, გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს (ECRB) ქართველი პრეზიდენტი ჰყავს.

2013 წლის შემდეგ ეროვნული ბანკის რეზერვები მაქსიმალურ მაჩვენებელზეა

2013 წლის ნოემბრის შემდეგ ეროვნული ბანკის რეზერვები მაქსიმალურ მაჩვენებელზეა.

ეკონომიკის სამინისტრომ კომუნიკაციების კომისიისგან მაგთიკომის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა

შპს „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, 2018 წლის 18 იანვრიდან კომპანია „მაგთიკომის“ მიერ ძვირდება მობილური ინტერნეტპაკეტების ტარიფები.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენის წესში ცვლილება შედის

5 იანვრიდან ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენის წესში ცვლილება შედის. ცნობას ამის შესახებ ეროვნული ბანკი აქვეყნებს. ცვლილებების შედეგად ოფიციალური კურსი უფრო მეტად დაუახლოვდება საბაზროს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

5 იანვარის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5967 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5851 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.16 თეთრი შეადგინა.

მაგთის მიერ მობილური ინტერნეტის ტარიფის გაძვირება საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს სცილდება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებით, შპს „მაგთიკომის“ მიერ მობილური ინტერნეტის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის გაძვირება საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს სცილდება.

EBRD-ის მხარდაჭერით ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი გრძელდება

საქართველოსა და  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმდა შეთანხმება „ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტის - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება“ - დაფინანსების მიზნით.

საქართველოში 2017 წლის I-III კვარტალში ტურიზმიდან შემოსავალმა 2,2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

2017 წლის I-III კვარტალის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2.2მილიარდ (2 174 481 448) დოლარს (ზრდა +29%), რაც 489 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2017 წელს საქართველოს 7.5 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოს 7 554 936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1 194 433-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +18.8%)-ია.

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა

Bloomberg-ის მონაცემებით, მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე, ლონდონსა და ნიუ-იორკში, 4 იანვრის ვაჭრობის შედეგებით, ნავთობი გაძვირდა. ლონდონის ბირჟაზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 68,11 აშშ დოლარი შეადგინა.

კომპანია „m2 უძრავი ქონება“ სასტუმროების ქსელის გაფართოებას აგრძელებს

4 იანვარი, 2017 წელი - კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ თბილისში მშენებარე სასტუმროს  წილი შეისყიდა. ბუტიკური ტიპის სასტუმრო მთაწმინაზე შენდება.