კატეგორიები

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობას აქვეყნებს

პირველი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 – უცხოური ბანკის ფილიალით.

დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციებს ეროვნული ბანკი აქვეყნებს

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი თებერვლისათვის 17.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 167.8 მილიონი ლარით, ანუ 1.0%-ით მეტია პირველი იანვრისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

ფინანსთა მინისტრმა ჩინეთის ელჩთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან ძი იენჩისთან ორ ქვეყანას შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილა.

საქართველო EBRD-ის წლიურ შეხვედრაზე საინვესტიციო შესაძლებლობებზე პრეზენტაციას წარადგენს

EBRD-ის წლიურ შეხვედრაზე, საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა ექნება, წლიური შეხვედრის მონაწილე ბიზნეს წრეების წარმომადგენლების წინაშე ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებზე პრეზენტაცია გამართოს.

სადაზღვეო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" გაყიდვების 300 სპეციალისტს დაასაქმებს

სადაზღვეო კომპანიამ "ჯიპიაი ჰოლდინგმა" დღეს, თბილისში დასაქმების ფორუმი გამართა. პროექტის ფარგლებში კომპანია საცალო გაყიდვების 300 სპეციალისტის აყვანას გეგმავს მთელი საქართველოს მაშტაბით.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

23 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6014 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6029 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.

ბელარუსისა და საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

ბელარუსის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ და შემოსავლების სამსახურის უფროსმა ხელი მოაწერეს ოქმს - საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის მიმართ, საბაჟო სამართალდარღვევების სფეროში ურთიერთანამშრომლობის შესახებ.

„გაზის სამხრეთის დერეფნის“ საკოსულტაციო საბჭომ ბაქოში მუშაობა დაიწყო

„სამხრეთის გაზის დერეფნის“ საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში პროექტის წევრი ქვეყნების დარგობრივი სამინისტროების ხელმძღვანელები ბაქოში ჰეიდარ ალიევის ცენტრში დღეს შეიკრიბნენ.

ზაჰესის ახალი ხიდის მშენებლობის პარალელურად წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაც განახლდა

საბურთალოს რაიონში, სხვიტორის ქუჩაზე, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა.

მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია წარადგინა

საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მთავრობის წევრებს ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

22 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6029 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6325 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.96 ლარი შეადგინა.

არარსებულ ოპერაციებზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ღირებულებამ 1 809 915 ლარი შეადგენა

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო ოფიცრებმა, არარსებული ოპერაციებისთვის გამოწერილი 1 809 915 ლარის ღირებულების სასაქონლო ზედნადებები გამოავლინეს.

დეპუტატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ამომრჩევლისთვის მიცემულ პირობას ასრულებს

უმრავლესობის დეპუტატი ლევან კობერიძე საქართველოში მიმდინარე პოზიტიურ ეკონომიკურ პროცესებზე საუბრისას აცხადებს, რომ ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება და რომ ხელისუფლება ამომრჩევლისთვის მიცემულ პირობას ასრულებს.

ჯიპიაი ჰოლდინგის დასაქმების კვირეული 24–25 თებერვალს თბილისში, ექსპოჯორჯიაში დასრულდება

მასშტაბური დასაქმების კვირეულის ფარგლებში „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 300 სამუშაო ადგილს აცხადებს გაყიდვების სპეციალისტის ვაკანსიაზე.

ექსკლუზივი
ყოფილი დეპუტატი სებ-ში საფინანსო ზედამხედველობის დაბრუნებაში პოლიტიკურ სარჩულს ხედავს

ყოფილი დეპუტატი თამაზ მეჭიაური საფინანსო ორგანიზაციებზე ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნულ ბანკში დაბრუნების შეფასებისას აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი, შესაძლოა, პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენონ.

ფინანსთა სამინისტრომ აუქციონზე 20 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციები განათავსა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2017 წლის 22 თებერვალს 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ბანკების ასოციაცია საფინანსო ზედამხედველობის სებ-ში დაბრუნებას მხარს უჭერს

საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი ცუცქირიძეს საფინანსო ორგანიზაციებზე ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკისათვის დაბრუნება მართებულ ნაბიჯად მიაჩნია. 

"ვითიბი ბანკში" სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სესხების 19 პროცენტია გალარებული

"ვითიბი ბანკის" ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ბანკის იმ სესხებიდან რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გალარებას ექვემდებარება, 19 პროცენტია გალარებული.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

21 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6325 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6386 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.61 ლარი შეადგინა.

ფასდაკლებების კვირეულის ფარგლებში კახეთის რეგიონში პრეს-ტური მოეწყო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, პირველად საქართველოში ფასდაკლებების კვირეული იმართება.