კატეგორიები

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრაში მონაწილეობს

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობა 24,4%-ით გაიზარდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის მარტის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 5 071 ერთეული შეადგინა.

გერმანიის დაფინანსება საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას მოხმარდება

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის დაფინანსება საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას მოხმარდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეროვნული ბანკის პოლიტიკას აფასებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ფასების სტაბილურობის და გაცვლითი კურსის მოქნილობის უზრუნველყოფას განაგრძობს. 

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

13 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.3896 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3915 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.19 თეთრი შეადგინა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია ბიზნესთან გაგრძელდეს აქტიური კომუნიკაცია   

ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ 2017-2020 წლების სტრატეგიდან გამომდინარე, ეკონომიკურ და საინვესტიციო პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.

საქართველოში 2017 წლის მარტში შესული ფულადი გზავნილების მოცულობა 23.5%-ით გაიზარდა

საქართველოში 2017 წლის მარტში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 112,0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 276,6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 23,5%-ით (21.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მთავრობის რეფორმის პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებას

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რეფორმის პროგრამა, რომელსაც სსფ მხარს უჭერს გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით, მიზნად ისახავს საქართველოს ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებას.

ფინანსთა მინისტრის თქმით, კერძო და საჯარო პარტნიორობის კანონზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია

ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მუშაობს კერძო და საჯარო პარტნიორობის (PPP) შესახებ კანონზე.

სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარებების გეგმები განიხილეს

სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარების მიზნით ბორჯომში პირველი რეგიონალური სიმპოზიუმი გაიმართა. ღონისძიება ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და USAID-ის პროექტ Zrda-ს ფარგლებში გაიმართა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 285.3 მილიონი აშშ დოლარის პროგრამა დაუმტკიცა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ, “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში, საქართველოს 285.3 მილიონი აშშ დოლარის პროგრამა დაუმტკიცა.

საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-მარტში 2285 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში 2017 წლის იანვარ-მარტში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ  (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2285 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18%-ით მეტია.

ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო 5 ლარიანი ვერცხლის მონეტის რეალიზაცია ივლისიდან დაიწყება

2017 წელს საფრანგეთში, ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო წარსდგება, სადაც იგი წარმოაჩენს როგორც  მევენახეობა-მეღვინეობას, ასევე ქართულ კულტურას, ეთნოგრაფიასა და ისტორიას.

საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და უკრაინა ერთობლივ სატრანსპორტო საწარმოს ქმნიან

კიევში ყაზახეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელებმა ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვების ზრდისა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტიანობის საკითხები განიხილეს.  

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

12 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.3915 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4097 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.82 თეთრი შეადგინა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

2017 წლის 12 აპრილს საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3913 შეადგინა. 

ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს

2017 წლის 12 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

"ჯიპიაი ჰოლდინგი" მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტს განაგრძობს

სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგის" წარმომადგენლები, მცირე და საშალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, სავაჭრო ცენტრ "საბას" მოვაჭრეებს შეხვდნენ. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგებს აქვეყნებს

2017 წლის 12 აპრილს ფინანსთა, სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2017 წლის პირველ კვარტალში გეგმა 105%-ით შეასრულა

პირველი ვიცე-პრემიერის, ეფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2017 წლის პირველ კვარტალში 105%-ით შეასრულა გეგმა.