კატეგორიები

ეკონომიკა

სავალუტო ფონდი მხარს უჭერს ნებისმიერ ღონისძიებას, რაც წაახალისებს კერძო ინვესტიციებს
მთავრობას სჯერა, რომ მოგების გადასახადის დაბეგვრის მოდელის ცვლილება წაახალისებს კერძო ინვესტიციებს და მხარს დაუჭერს ეკონომიკურ ზრდას. 
ფინანსთა მინისტრის აზრით, ქვეყანაში უცხოური ვალუტის რყევაზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს
ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობისა და ეროვნული ბანკის პრინციპული ამოცანაა, რომ ქვეყანაში უცხოური ვალუტის რყევაზე დამოკიდებულება შემცირდეს.
მთის კურორტების განვითარება მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელმაც როგორც ტურისტული ნაკადის, ისე შემოსავლების ზრდა უნდა უზრუნველყოს.  

ფინანსთა მინისტრის თქმით, 2017 წლის ბიუჯეტი მიმართულია შეუქცევად წინსვლაზე

ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ მთავრობის უმთავრესი ფუნქციაა პირობების შექმნა განვითარებისთვის და შესაძლებლობების მიცემა თითოეული მოქალაქისთვის.

დიმიტრი ქუმსიშვილი ბიზნესის მხარდაჭერას მთავრობის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტად ასახელებს

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია,განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა,ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვისას.

სემეკ-მა შპს "ენგურჰესის" ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 0,309 თეთრით გაზარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში კენჭისყრის შედეგად დადგინდა, რომ შპს "ენგურჰესის" ელექტროენერგიის წარმოების ახალი ტარიფი 1 კვტ/სთ-ზე 1,496 თეთრი იქნება.

ლარი დოლართან მიმართებაში 0.0005 პუნქტით გაუფასურდა

ლარის გაცვლითი კურსი 15 დეკემბრიდან 1 აშშ დოლართან მიმართებაში 2.6604 ნიშნულზე დააფიქსირა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

საქართველოში თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური სპორტის სასახლეები აშენდება

მომავალ წელს საქართველოს ოთხ ქალაქში თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური სპორტის სასახლეები აშენდება. 

გიორგი კობერიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.

ფინანსთა მინისტრი ათიათასობით სამუშაო ადგილის შექმნას აანონსებს

ფინანსთა მინისტრ,დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით,მოგების გადასახადის რეფორმა ყოველწლიურად,500 მილიონი ლარის ლიკვიდობას შექმნის კერძო ბიზნესში,რაც ნიშნავს,რომ ათიათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ქუმსიშვილი დარწმუნებულია,რომ დაგეგმილი რეფორმა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს

ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში, ბიუჯეტის პროექტის განხილვის ფარგლებში, მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს მთავრობის გეგმას დადებითად აფასებს

უმრავლესობის ფრაქცია თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ მსოფლიო თანამეგობრობა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დადებითად აფასებენ საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გეგმას.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, ტურიზმიდან შემოსავალმა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

ტურიზმის სფეროში გატარებული პოლიტიკის შედეგად ყოველწლიურად იზრდება ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი.

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი არ გაიზრდება

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. შედეგად, ლარში გაცემულ სესხებზე პროცენტი უცვლელი დარჩება.

უმრავლესობის დეპუტატი ლარის გაუფასურებაში მთავრობის ბრალეულობას ვერ ხედავს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის ბრალი არ არის.

უმცირესობის დეპუტატი შესაძლებლად მიიჩნევს ლარის კურსს 1 დოლართან 1.65 ნიშნულზე

"ნაციონალური მოძრაობის"დეპუტატის რომან გოცირიძის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი "ოცნებების სასაფლაოა, სადაც მესაფლავის როლი როვნული ვალუტის გაუფასურების შეუქცევადმა პროცესმა ითამაშა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი ბიუჯეტის პროექტს დადებითად აფასებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ფრანსუა პეჰშო მოხარულია, რომ ბიუჯეტში ასახულია მთავრობის განზრახვა, უზრუნველყოს ქვეყნის ფისკალური მდგრადობა“ .

ქუმსიშვილი რეფორმებისადმი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერაზე მიუთითებს
პირველი ვიცეპრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებს.
ფინანსთა მინისტრი მთავრობის სერვისების ეფექტიანობის ზრდის შესაძლებლობაზე საუბრობს

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე პარლამენტში, ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ისაუბრა.

22%-ით გაიზარდა საქართველოს საგარეო ვაჭრობა 11 თვის განმავლობაში

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10830 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა 2016 წლის იანვარ-ნოემბერში, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22 %-ით მეტია.