კატეგორიები

ეკონომიკა

დიმიტრი ქუმსიშვილი დოლარზე დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობისკენ მიუთითებს
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი საპარლამენტო ფრაქციას "საქართველოს პატრიოტებს“ წარუდგინა. 
ლარი დოლართან მიმართებაში 0.0445 პუნქტით გაუფასურდა

ლარის გაცვლითი კურსი 14 დეკემბრიდან 1 აშშ დოლართან მიმართებაში ნიშნულზე 2.6599 დააფიქსირა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

ქართულმა მხარემ EBRD-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სამომავლო გეგმები განიხილა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, პირველ მოადგილესთან ირაკლი მატკავასთან ერთად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შეხვდა.


ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ლარის გაუფასურების არ სჯერა

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი თაბუაშვილის თქმით, ლარის გაუფასურება მოსახლეობამ არ უნდა დაიჯეროს.

"ექსონ მობაილის" შეფის აშშ-ის მთავრობაში შესაძლო დანიშვნას ექს-პრემიერი პოზიტიურად აფასებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ს მომავალ სახელმწიფო მდივანს, რომლის თანამდებობაზე აქტიურად განიხილავენ "ექსონ მობაილის" პრეზიდენტს, შავი ზღვის რეგიონზე პოზიტიური გავლენა ექნება.

ლევან დავითაშვილი დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად შიდა ქართლში იმყოფებოდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი გორში, ფერმერთა მომსახურებისა და მექანიზაციის სერვისცენტრში პროგრამის ENPARD-კონსორციუმის წარმომადგენლებს შეხვდა.

ლარი დოლართან მიმართებაში 0.0267 პუნქტით გაუფასურდა

ლარის გაცვლითი კურსი 13 დეკემბრიდან 1 აშშ დოლართან მიმართებაში 2,6154 ნიშნულზე დააფიქსირა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

აზიის განვითარების ბანკიდან საქართველომ ბიუჯეტის მხარდამჭერი დაფინანსება მიიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხაზინის სავალუტო ანგარიშზე, აზიის განვითარების ბანკისგან მისაღები დაფინანსება ჩაირიცხა, 98,7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

საქართველოსა და ჩინეთს შორის საინვესტიციო თანამშრომლობა გაღრმავდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კომპანია „China Tianchen Engineering Corporation“-ის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს. 
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს პარლამენტში განიხილავენ
2017 წლის ბიუჯეტზე იმსჯელებენ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. დოკუმენტი კანონმდებლებმა კვირის ბოლოს უნდა დაამტკიცონ. 
ქვესადგურის "მარნეულის-500" მშენებლობის დასრულების ოფიციალური ცერემონია გაიმართება

მარნეულში ქვესადგურის "მარნეულის-500" მშენებლობის დასრულების ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რომლის ღირებულებამ 50 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ღონისძიებას ქვეყნის პირველი პირები დაესწრებიან. 

ვაშინგტონში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია მოეწყო

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ში საქართველოს დესპანთან, გიორგი ციკოლიასთან ერთად ვაშინგტონში გამართულ ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციას "გამარჯობა საფერავო" დაესწრო. 

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ამერიკულ მხარეს განხორციელებული პროექტები გააცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აშშ-ში გამართულ შეხვედრებაზე თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა და უწყების მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. 

ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა

Brent–ის მარკის ნავთობის ფასი გუშინდელთან შედარებით 0,82% -ით გაიზარდა და 54,33 აშშ დოლარი შეადგინა.

მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი მკვეთრად შემცირდა

უნცია ოქროს ფასი 10,8 დოლარით შემცირდა და დღევანდელი მონაცემებით 1159,60 აშშ დოლარიშეადგინა. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში დღეს უნცია ოქროზე რეკორდულად დაბალი ფასი ფიქსირდება.

EBRD-ის დირექტორი იწონებს გადასახადების ინფრასტრუქტურაზე მიმართვის ქართულ გეგმას

EBRD–ის რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა მიიჩნევს, რომ გადასახადების განაკვეთის გაზრდის შედეგად, საქართველო ყოველწლიურად დამატებით შემოსავალს, დაახლოებით 700 მილიონი ლარს მიიღებს.

საქართველოს მთავრობის დაანონსებული ზომები დოლარზე დამოკიდებულების შემცირებაა – EBRD

EBRD-ის დირექტორი ბრუნო ბალვანერა მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვნია საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ზომები, რომელთა მიზანიც მცირე მოვალეებისათვის დოლარზე დამოკიდებულების შემცირებაა.  

EBRD საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის შესაბამის სტრატეგიას ამტკიცებს

EBRD სრულად იზიარებს საქართველოს პრემიერის გეგმას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, აცხადებს კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი ბრუნო ბალვანერა.

ლარი დოლართან მიმართებაში 0.0149 პუნქტით გაუფასურდა

ლარის გაცვლითი კურსი 12 დეკემბრიდან 1 აშშ დოლართან მიმართებაში 2.5887 ნიშნულზე დააფიქსირა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. 

ექსპერტის თქმით, სუამ-ის თავმჯდომარეობა საქართველოს რეგიონის ჰაბად ჩამოყალიბებაში დაეხმარება

ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, საქართველოს სუამ-ის თავმჯდომარეობა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია და ქვეყანას რეგიონის ჰაბად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.