კატეგორიები

ეკონომიკა

ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს გააჩნია პოტენციალი, რომ გახდეს ოთხი სეზონის სამთო კურორტი

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს ნამდვილად გააჩნია ყველა პოტენციალი იმისათვის, რომ გახდეს ოთხი სეზონის სამთო კურორტი.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

4 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4220 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4354 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.34 თეთრი შეადგინა.

ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა, 2017 წლის მარტის მონაცემებით, 5,4% შეადგინა

საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის მარტში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,5% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 5,4%-ით განისაზღვრა.

საგადასახადო შემოსავლების შესრულება პირველ კვარტალში მნიშვნელოვანად გაიზარდა

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ 2017 წლის პირველ კვარტალში საგადასახადო შემოსავლების შესრულების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა.

თბილისში "ვითიბი ბანკის" ახალი სერვის ცენტრი გაიხსნა

თბილისში გლდანის რაიონში ხიზანიშვილის 15ა-ში "ვითიბი ბანკის" მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნა.

ქუთაისის აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ქუთაისში დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

3 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4354 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4313 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.41 თეთრი შეადგინა.

2017 წლის მარტში ტურისტების რაოდენობა 28.6%-ით გაიზარდა

2017 წლის მარტში საქართველოს 511,045 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 59,308-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ქუთაისის აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა იწყება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა იწყება. პროექტს ხვალ, ქუთაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩაუყრის საფუძველს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

31 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4313 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4452 ლარი იყო. შესაბამსად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.39 თეთრი შეადგინა.

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 15.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 15.5 მლრდ აშშ დოლარი (41.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2016 წლის მშპ-ს 108.2 პროცენტია.

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ -19.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით -19.7 მლრდ აშშ დოლარი (-52.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2016 წლის მშპ-ს -137.1 პროცენტია.

საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 661.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2016 წლის მეოთხე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 661.6 მლნ აშშ დოლარი (1.7 მლრდ ლარი, მეოთხე კვარტალის მშპ-ს 17.5 პროცენტი) შეადგინა.

საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხვი 2016 წელს 4,5%-ით შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 2016 წელს  56 569 (28 887 ბიჭი და 27 682 გოგო) შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 4,5%-ით ნაკლებია.

პრემიერი 2017 წლის ბიუჯეტს რეალისტურს უწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის წლევანდელ ბიუჯეტს რეალისტურს და 4 პუნქტიან გეგმას კარგს უწოდებს.

გადასახადის გაზრდა-შემოღებას ისევ რეფერენდუმი გადაწყვეტს

კონსტიტუციაში სახელმწიფო გადასახადებზე ჩანაწერი სავარაუდოდ არ შეიცვლება, მაგრამ მოქმედი რედაქციით, გადასახადის გაზრდა და ახალი გადასახადის შემოღება მხოლოდ რეფერენდუმის გზით არის შესაძლებელი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ირაკლი კობახიძისა და გიორგი გახარიას შეხვედრა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით გაიმართა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

30 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4452 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4472 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.20 თეთრი შეადგინა.

საქართველო გლობალური ფულის კვირეულს აღნიშნავს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის და ბრიტანულ-ქართული სკოლის უფროსკლასელებს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში უმასპინძლა.

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში 2016 წელს მგზავრთა ნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 2016 წელს მგზავრთა ნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი წინა წელთან შედარებით 22%-ით გაიზარდა.