ეკონომიკა

ლარი გამყარდა

4 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8064 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8155 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.91 თეთრი შეადგინა.
 

გენადი არველაძე - სერბეთის მხარესთან შევთანხმდით, რომ დაიწყება მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

საქართველოსა და სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა, რომელიც 3-4 ივლისს თბილისში გაიმართა, ორმხრივი ოქმის ხელმოწერით დასრულდა.

ნიკოლოზ ალავიძე: „საქართველოს 3000 მოქალაქეს ეძლევა შანსი, დასაქმდეს საერთაშორისო ბაზარზე“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე საერთაშორისო ტენდერი ICT -საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტენდეტის გახსნას დაესწრო.

 

მაია ცქიტიშვილი: მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო მეტი ევროპული კომპანია ჩაერთოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში

მნიშვნელოვანია რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ ევროპული კომპანიები ჩვენთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სხვა ტიპის პროექტებში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საქართველო-იტალიის ბიზნეს-ფორუმზე განაცხადა.

ისტორიული საკუთრებიდან იურიდიულ სტატუსამდე – “ნენსკრა ჰიდრო“ სვანებს მიწის რეგისტრაციაში ეხმარება

სვანეთში, კერძოდ ჭუბერის თემში, ნენსკრას ხეობის მაღალმთიან სოფლებში, მიწის საკუთრების საკითხი წლების განმავლობაში გადაუჭრელი იყო. თითოეულმა მოსახლემ ზუსტად იცოდა მისი ისტორიული საკუთრება, თუმცა იურიდიული სტატუსი არ ჰქონდათ.

ნათია თურნავა: სასიხარულოა, რომ ქართულ ბაზარზე იტალიური კომპანიების წილი მუდმივად იზრდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველო-იტალიის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ავიაკომპანია AIR MALTA-მ დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ავიაკომპანია "AIR MALTA"-მ დაიწყო. პირველი რეგულარული რეისი მალტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 06:30 წუთზე Airbus A 320 ტიპის თვითმფრინავით შესრულდა. 

ქართული ღვინის ნიმუშების 91%-მა შემოწმება წარმატებით გაიარა

ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის  მიზნით, მიმდინარე წლის 6 თვეში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში 72 საინსპექციო კონტროლი განახორციელა.

ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის მეორე ფაზა სრულდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობით გათვალისწინებული მეორე ფაზის სამუშოები დასასრულს უახლოვდება.

ნათია თურნავა: უნდა ვისაუბროთ არა ჩანაცვლებაზე, არამედ ტურისტების რიცხვის ზრდაზე და დავრჩეთ ისევ ისეთი ნაირფეროვანი ბაზარი და ქვეყანა ვიზიტორებისთვის,როგორიც ვართ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, ტურიზმთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ნათია თურნავა: ტურიზმის სექტორიდან მოთხოვნები სამი მიმართულებით ისმის და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მათ მოგვარებაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქუთაისში, მცირე და საოჯახო სასტუმროების მფლობელებს შეხვდა.

ლარის კურსი

3 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8155 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8237 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.82 თეთრი შეადგინა.
 

გენადი არველაძე: "ანტიდემპინგური კანონმდებლობა კერძო სექტორის, ადგილობრივი ინდუსტრიის დაკვეთაა"

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ანტიდემპინგური კანონმდებლობის შესახებ ისაუბრა.

გენადი არველაძე: საქართველოსა და სერბეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები აქტიურდება

ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საქართველო-სერბეთის ბიზნესფორუმს დაესწრო.

ბაქო-თბილისი-ყარსის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

ახალქალაქში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ერთ-ერთ მონაკვეთზე, მშენებლობა სამი დღეა შეჩერებულია. მუშები დაგვიანებული ხელფასების გამო გაიფიცნენ.  

ექსპერტი: საერთაშორისო რეიტინგები ქმნიან ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს

აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებში მცირე და საშუალო მეწარმეობის ინდექსში საქართველოს ლიდერობასთან დაკავშირებით ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

სოსო არჩვაძე - მცირე და საშუალო ბიზნესის ინდექსში ლიდერობა სისტემური რეფორმების ლოგიკური შედეგია

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე OECD-ის ეგიდით ჩატარებულ კვლევაში, მცირე და საშუალო ბიზნესის ინდექსში, საქართველოს ლიდერობას სისტემური რეფორმების ლოგიკურ შედეგად მიიჩნევს.

FAO ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო სისტემების შესახებ რეგიონულ დიალოგს მართავს

2019 წლის 2-3 ივლისს, FAO-მ ბათუმში გამართულ კონფერენციაზე, რომელსაც ევროპისა და აზიის რვა ქვეყნის 18 წარმომადგენელი ესწრებოდა, მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის პროგრამა (GIAHS) წარადგინა

ინფლაციის განაკვეთმა მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა

ინფლაციის წლიურმა განაკვეთმა ივნისში 4.3%-ს მიაღწია და მარტი-მაისის მსგავსად სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა.

ექსპერტი: მიმდინარე რეფორმები ბიზნესზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის სწორ სტრატეგიას ადასტურებს

აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებში მცირე და საშუალო მეწარმეობის ინდექსში საქართველოს ლიდერობასთან დაკავშირებით საბანკო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: