კატეგორიები

ეკონომიკა

34 804 გადამხდელს 1 492 271 038 ლარის დავალიანება ჩამოეწერა

საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ცვლილების ამოქმედებიდან დღემდე, გადასახადის 34 804 გადამხდელს 1 492 271 038.00 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა.

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

2017 წლის 1 მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. 

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

მცხეთელები და ადგილობრივი საკრებულოს წარმომადგენლები იუნესკოს მორატორიუმს აპროტესტებენ

მცხეთის მოსახლეობა და საკრებულოს წევრები დღეს 18:00 საათზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის წინ მცხეთის ტერიტორიაზე მშენებლობის უფლების აღდგენას მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავენ.

მსოფლიოში მილიარდერთა რაოდენობა 13%-ით გაიზარდა

მსოფლიოში მილიარდერთა რაოდენობა გაიზარდა და 2017 წელს 2043 ადამიანი შეადგინა. მონაცემებს ჟურნალი Forbes-ი აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

23 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4509 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4498 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.11 თეთრი შეადგინა.

“საქართველოს ეროვნული ბანკი "გლობალური ფინანსური ჩართულობის დაჯილდოების" ფინალისტია

"გლობალური ფინანსური ჩართულობის დაჯილდოების" ფარგლებში “საქართველოს ეროვნული ბანკი“ 2017 წლის "რეგიონული პროექტის" ნომინაციაში ფინალისტად დასახელდა.

სამთავრობო ქალაქის აშენებას ხელისუფლება ხარჯების ოპტიმიზაციას უკავშირებს

ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ზოგიერთი სამინისტრო ქალაქში ისეთადგილას არის განთავსებული, სადაც უმჯობესი იქნება, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო განთავსდეს.

ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქი აშენდება, სადაც ყველა სამინისტრო განთავსდება

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, სადაც ყველა სამინისტრო განთავსდება.

მალთაყვის სანაპირო ზოლის სახით ფოთს კიდევ ერთი საკურორტო ზონა შეემატება

საქართველოს პრემირ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მალთაყვის სანაპირო ზოლის განაშენიანების გენერალური გეგმის შედგენა უკვე ხორციელდება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთის მონაკვეთზე გზის მშენებლობა 800 მილიონ დოლარამდე ჯდება

პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე სივრცითი მოწყობის ფარგლებში ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთის მონაკვეთზე 42 კილომეტრიანი სიგრძის გზის მშენებლობის პროექტირევბის ხელშეკრულება განიხილება.

სამეგრელოში გახსნილ საწარმოს პროდუქციის თითქმის 100%-ზე შეკვეთა წინასწარ აქვს მიღებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოში გახნილ ახალ საწარმოზე მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საწარმოს პროდუქციის თითქმის 100%-ზე შეკვეთა წინასწარ აქვს მიღებული.

საქართველოში ორი ახალი საწარმო შეიქმნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კირიკაშვილის განცხადებით, პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში ორი ახალი საწარმო თბილისსა და ქუთაისში გაიხსნება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

22 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4498 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4491 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.07 თეთრი შეადგინა.

მაღალმთიანი დასახლებების განვითარებისთვის 20 მილიონი ლარი გამოიყო

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდში არსებული 20 მილიონი ლარიდან, 10 მილიონი მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდასაჭერად გამოიყო, დანარჩენი თანხით კი ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. 

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ლიბერთი ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა

22 მარტს, ჯანდაცვის სამინისტროში, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ და ლიბერთი ბანკის დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

საარსებო მინიმუმის გამოსათვლელი კალკულატორი არ შეიქმნება

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ადამინის მიერ საშუალო მოხმარების 2300 კკალორიის გათვალისწინებით გამოითვლება საარსებო მინიმუმის ინდექსი. ამიტომ, საქსტატი ამ ინდექსის გამოსათვლელ კალკულატორს ვერ შექმნის.

ექსპერტის შეფასებით, საწვავის ფასის ზრდა საფასო პოლიტიკის კორექტირებას გამოიწვევს

საწვავის ფასის ზრდა გამოიწვევს საფასო პოლიტიკის კორექტირებას და მგზავრების მომსახურების ტარიფის ცლილებას. ამის შესახებ "პირველს" ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში ლევან კალანდაძემ უთხრა.

საქსტატმა პერსონალური ინფლაციის კალკულატორი შექმნა

საქსტატის ახალი პროგრამა - პერსონალური ინფლაციის კალკულატორი, მომხმარებელს საშუალებას აძლევს გამოიანგარიშოს ინფლაციის დონე პირადი ხარჯების სტრუქტურის გათვალისწინებით. კალკულატორის პრეზენტაცია საქსტატმა დღეს გამართა.

მშპ-ის მაჩვენებელი 2016 წლის IV კვარტალში 2,8%-ით გაიზარდა

მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 2016 წლის IV კვარტალში მიმდინარე ფასებში 9 445,5 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მშპ-ს რეალური ზრდა 2,8%-ის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 4,7%-ით.