კატეგორიები

ეკონომიკა

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ კრწანისის რაიონში, წყალარინების ქსელზე მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კორპორაცია "Denso"-ს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
უმსხვილესი იაპონური ავტომწარმოებელი კორპორაცია "Denso", რომელიც ევროპაში ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს, საქართველოს შესაძლებლობებს შეისწავლის.
ანალიტიკოსის შეფასებით, ფინანსური პირამიდების არსებობა არასწორი რეგულირების შედეგია
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ბოლო პერიოდში გამოვლენილი ფინანსური პირამიდების საკითხს ეხმაურება. 
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი დაგეგმილთან მიმართებაში 100,5%-ით შესრულდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა საქართველოს პარლამენტს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები წარუდგინა. 
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6763 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც

დღეს მოქმედებდა, 2.6624 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან

მიმართებაში 1.39 ლარი შეადგინა.

საქართველოს პრემიერი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტს წარმატებულად აფასებს
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობის შედეგებზე ისაუბრა და ორდღიან ვიზიტს წარმატებული უწოდა.
სს „ენერგო პრო ჯორჯია გენერაციაზე“ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გაიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, საჯარო სხდომაზე სს „ენერგო პრო ჯორჯია გენერაციაზე“ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა. 

საქართველოში 2017 წელს რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი

2016 წელს რუსეთიდან საქართველოში 1 მილიონამდე ტურისტი შემოვიდა და 2017 წელს შესაძლოა ეს რიცხვი გაიზარდოს. ამის შესახებ "პირველს" პრემიერის წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობებში ზურაბ აბაშიძემ უთხრა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2016 წელს 20%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული

ვაჭრობის გარეშე) 11,966 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 20%–ით მეტია.

აფხაზეთს 15 თებერვლიდან, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

აფხაზეთს 15 თებერვლიდან, სავარაუდოდ, ენგურჰესიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. ამის შესახებ აფხაზურ მედიასთან "ენგურჰესის" ტექნიკური დირექტორი ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან გია ხუბუა აცხადებს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6624 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6543 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.81 თეთრი შეადგინა.

სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" ინვესტორის მოძიებას იწყებს

სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" გეგმავს ინვესტორის მოძიებას, რომელთან ერთადაც დააფუძნებს საერთო საწარმოს ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის პროექტის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით. 

თამარ კიკნაძეს "გაზპრომთან" შეთანხმებაზე გრიფის მოხსნის განცხადებაზე ხელი არ მოუწერია

ასოციაცია  „ქალები საუნივერსიტეტო განათლების“ პრეზიდენტი თამარ კიკნაძე აცხადებს, რომ "გაზპრომთან” ხელშეკრულებაზე გრიფის მოხსნის მოთხოვნით, მისი ხელმოწერაცაა, თუმცა დოკუმენტზე ხელია არ მოუწერია.

უძრავი ქონების რეგისტრაცია გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს უძრავი ქონების რეგისტრაციის რაოდენობა წინა წელთან შედარებით 18.3%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 647 117 ერთეული შეადგინა.

გალარების აქციის ფარგლებში, ბანკებს პოტენციური ბენეფიციარების 8%-მა მიმართა

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას განცხადებით, გალარების პირველივე დღეს ბანკებს პოტენციური ბენეფიციარების დაახლოებით 8% შეეხმიანა .

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6543 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7084 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 5.41 თეთრი შეადგინა.

ფინანსთა სამინისტროსა და ISET-ს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ ლივნიმ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. 


ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა 297 სახელმწიფო უწყებაში დაინერგა 
ელექტრონული მმართველობის (e-Governance) პოლიტიკის, კონცეფციების შემუშავება და განვითარება ქვეყნის პრიორიტეტული ამოცანაა. 
"ვითიბი ბანკი" გალარების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო

დღეიდან "ვითიბი ბანკის" კლიენტებს შეუძლიათ ჩაერთონ მთავრობის და ეროვნული ბანკის ერთობლივ პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, დოლარში აღებული სესხის გალარებას. 

ხულო-გოდერძის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის, რომელიც 8 მილიონი ქუვეითური დინარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.