კატეგორიები

უცხოეთი

შენობა, სადაც ეუთო-ს სამიტი იყო დაგეგმილი, დაუდგენელმა პირებმა დაწვეს
საგამოფენო პავილიონის შენობას, სადაც ეუთო-ს სამიტი უნდა გაიმართოს, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს. შემთხვევა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში შაბათს საღამოს მოხდა. ინფორმაციას გამოცემა Bild ავრცელებს.
ისრაელში ტყის მასივებზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ისრაელში, საცხოვრებელი დასახლებების სიახლოვეს, ტყის მასივებზე ოთხშაბათს გაჩენილი ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია. 
უკრაინაში "გოლოდომორის" რეპრესიების ამსახველი დოკუმენტაცია გამოაქვეყნეს

"გოლოდომორის" მსხვერპლთა ხსოვნის დღეს უკრაინის ხელისუფლებამ იმ პირთა რეპრესიების ამსახველი დოკუმენტაცია გამოაქვეყნა, რომელიც 1932-33 წლებში მოსახლეობის ხელოვნურად გაწყვეტას ეწინააღმდეგებოდნენ.

ერაყში "ISIS"-ის ტერორისტების თავდასხმას მინიმუმ 16 ადამიანი ემსხვერპლა
ერაყის ქალაქ მოსულში, "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების თავდასხმას სულ მცირე 16 მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა. ტერორისტებმა მოსახლეობაზე თავდასხმა ნაღმმტყორცნებიდან განახორციელეს.
ერდოღანი ევროკავშირის ლიდერებს მიგრანტებისთვის საზღვრის გახსნით ემუქრება
თურქეთის პრეზიდენტი ევროკავშირს არალეგალი მიგრანტებისთვის თურქეთის საზღვრების გახსნით დაემუქრა. განცხადება ერდოღანმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ გააკეთა.
ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა ისრაელში, საპორტო ქალაქ ხაიფაში

80-მდე მაცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა ისრაელში, ქალაქ ხაიფას საცხოვრებელ რაიონში, ტყის მასივზე ოთხშაბათს გაჩენილი ხანძრის გამო.  

ელექტროსადგურის ჩამონგრევისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა ჩინეთში

მშენებარე ელექტროსადგურის დროებითი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა ჩინეთში, ცზიანსის პროვინციაში. 

ტრაგიკულად დაიღუპა რუსი ბიზნესმენის, პლატონ ლებედევის შვილიშვილი შვეიცარიაში

ავტომობილი, სადაც რუსი ბიზნესმენის პლატონ ლებედევის შვილიშვილი დიანა და მისი 23 წლის მეგობარი ისხდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ლუგანის ტბაში გადავარდა, შვეიცარიის სოფელ კასტაგნოლაში.  

მოხუცთა სახლზე თავდასხმის დროს ქალი მოკლეს საფრანგეთში

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მოხუცთა თავშესაფარში ცეცხლსასროლი იარაღითა და დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, შენობაში შესვლამდე კი, დანით ქალი მოკლა. 

ერაყში მომხდარ აფეთქებას 70–ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის ქალაქ ჰილაში 70–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ხუთშაბათს ავტოგასამართ სადგურზე დანაღმული სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად. გარდაცვლილთაგან უმეტესობა ირანელი მომლოცველია. 

ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეწყდა

ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა მხარი დაუჭირეს თურქეთის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების შეჩერებას, ანკარის მიერ ქვეყნაში გატარებული რეპრესიების გამო, ხუთშაბათს მიღებული რეზოლუციით.

მარტინ შულცი ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან მიდის

მარტინ შულცი ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კენჭისყრას აღარ აპირებს. მარტინ შულცი გერმანულ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ მან ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ელექტროსადგურის ჩამონგრევას ჩინეთში მინიმუმ 40 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში, ცზიანსის პროვინციაში მშენებარე ელექტროსადგურის დროებითი კონსტრუქციის ჩამონგრევას ხუთშაბათს, სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები გარდაცვლილთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავენ.

ბარაკ ობამამ მადლიერების დღეს ინდაურები შეიწყალა

შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ თეთრ სახლში მადლიერების დღის ასაღნიშნი ტრადიციული ცერემონია ჩაატარა და ინდაურები შეიწყალა.

დონალდ ტრამპმა მომავალი მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები დაასახელა

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა მომავალი მინისტრთა კაბინეტის წევრების ვინაობა დაასახელა. 

თურქეთში მომხდარი ძლიერი აფეთქებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა
თურქეთში, ადანას პროვინციაში, გუბერნიის შენობის წინ ხუთშაბათს მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
კიევში თოვლის ბაბუას და ფიფქიას “დეკომუნიზაცია“ შეეხო

უკრაინის მთავარი ნაძვის ხის გაფორმებაზე პასუხისმგებელი, ეთნოკულტურული პროექტის Folk Ukraine-ის დამფუძნებელი იგორ დობრუცკი თოვლის ბაბუას საბჭოთა ეპოქის გადმონაშთად თვლის. 

ბარაკ ობამამ რობერტ დე ნირო, ტომ ჰენკსი, მერილ სტრიპი და მაიკლ ჯორდანი დააჯილდოვა

პრეზიდენტის რანგში ბარაკ ობამაბ თეთრ სახლში ბოლო დაჯოლდოების ცერემონიალს უმასპინძლა. პრეზიდენტმა 21 გამორჩეულ ამერიკელს პრეზიდენტის თავისუფლების მედლები გადასცა. 

ჩინეთში 17 ადამიანი დაიღუპა 57 ავტომობილის შეჯახების შედეგად

ჩინეთში მომხდარ ავტოავარიაში 17 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა. ავარიაში 57 ავტომობილი დაიმტვრა. მომხდარის შესეხაბ უცხოური მედია იუწყება.

ტერორიზმის საფრთხის შესახებ აფრთხილებს ამერიკა ევროპელებს

შობის დღესასწაულზე ტერორიზმის საფრთხის შესახებ აფრთხილებს ევროპას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.