კატეგორიები

უცხოეთი

ცუნამის საფრთხე შეიქმნა იაპონიაში, სამშაბათს, 7.3-ბალიანი მიწისძვრის გამო

ძლიერი მიწისძვრა მოხდა იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, გამთენიას, რომლის სიმძლავრემ რიხტერის შკალით 7,3 მაგნიტუდა შეადგინა. სპეციალისტები მიწისძვრის გამო, ცუნამს ელოდებიან.

პოლიციამ ტერაქტები აღკვეთა სტრასბურგსა და მარსელში

ტერაქტის შესაძლო მზადების ბრალდებით, სტრასბურგსა და მარსელში შვიდი ადამიანი დააკავა ადგილობრივმა პოლიციამ. აღნიშნული ინფორმაცია საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნერმა გაავრცელა. 

სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობას უკრაინელების შეურაცხყოფად აფასებს ვლადიმერ პუტინი


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობა, ოდესელებისა და უკრაინელების შეურაცხყოფად მიაჩნია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. 

ქაბულის შიიტურ მეჩეთში აფეთქებას 27 ადამიანი შეეწირა

თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა ორშაბათს, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის ერთ-ერთ შიიტურ მეჩეთში.

არგენტინაში მიწისძვრა მოხდა
არგენტინაში 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ორშაბათს. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. 
ანგელა მერკელი მეოთხე ვადით აპირებს კენჭისყრას გერმანიის კანცლერის პოსტზე

ანგელა მერკელი მეოთხე ვადით აპირებს კენჭისყრას გერმანიის კანცლერი პოსტზე. ამის შესახებ მერკელის პარტიის "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" წევრმა განაცხადა. 

ასამდე გაიზარდა ინდოეთის სარკინიგზო ავარიაში დაღუპულთა რაოდენობა

ასამდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი კვირას, ინდოეთში, შტატ უტარ-პრადეში 14 ვაგონის რელსებიდან გადასვლის შედეგად. დაშავებულთა რაოდენობა 150-ს აჭარბებს. 

სააკაშვილი ოპოზიციურ მოძრაობას წარადგენს უკრაინაში 27 ნოემბერს
 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი 27 ნოემბერს, კიევში, ახალი ოპოზიციური მოძრაობის "ახალი ძალების პლატფორმის" საბჭოს მოიწვევს. 

ათობით ადამიანი ემსხვერპლა ინდოეთში მომხდარ სარკინიგზო შემთხვევას 
სამოცი დაიღუპა და ასოც ადამიანზე მეტი დაშავდა სამგზავრო მატარებლის 14 ვაგონის რელსებიდან გადასვლის გამო,  კვირას, ინდოეთში. 
უკრაინის პრეზიდენტი "ევრომაიდნის" საქმეზე დაკითხეს
"ევრომაიდანის" აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის საქმეზე, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, პარასკევს ქვეყნის გენპროკურატურამ დაკითხა. 
ტელეკომპანია "ალ ჯაზირა" ალეპოში ბავშვთა ჰოსპიტალის დაბომბვის მძიმე კადრებს ავრცელებს


სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ალეპოში, პარასკევს, ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვისა და ჩვილების გადარჩენის მძიმე კადრებს ტელეკომპანია "ალ ჯაზირა" ავრცელებს

"ისლამური სახელმწიფოს" 80-მდე მებრძოლი ევროპაში თავდასხმებს გეგმავს

ევროპაში ტერორისტული აქტების მოსაწყობად "ისლამური სახელმწოფოს" 60-დან 80-მდე მებრძოლი იმყოფება. ამის შესახებ ჰოლანდიის ტერორიზმთან ბრძოლის კოორდინატორი დიკ შუფი დაზვერვაზე დაყრდნობით აცხადებს. 

ნატო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო-სომხეთის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს

საქართველო-სომხეთის კეთილმეზობლური ურთიერთობები რეგიონში საინტერესო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს ნატო-ს, განაცხადა ერევანში ხუთშაბათს ნატო-ს წარმომადგენელმა ჯეიმი შიმ.

სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა თავდაცვის მინისტრის მრჩეველმაც მოითხოვა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ილია კივამ, ოდესის ყიფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა ხუთშაბათს მოითხოვა.

სააკაშვილის ექსტრადაციის მოთხოვნით დეპუტატმა უკრაინის პროკურატურას მიმართა

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადაციის შესახებ უკრაინის მთავარ პროკურატურას მიმართა უმაღლესი რადას დეპუტატმა რაბიმ რაბიმოვიჩმა.

ინტერნეტში პრეზიდენტის შეურაცხყოფისათვის აზერბაიჯანში სასჯელის შემოღებას აპირებენ

ინტერნეტში პრეზიდენტის შეურაცხყოფისათვის სასჯელის დაწესების ინიციატივით მიმართა პარლამენტს აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურორმა, იუწყება ადგილობრივი მედია. 

ახალ ზელანდიაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
ახალ ზელანდიაში, მიწისძვრის შემდეგ ქალაქ კაიკურადან მაშველები ტურისტებისა და ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაციას სტიქიური უბედურების მაღალი რისკის გამო ახორციელებენ. 
ახალ ზელანდიაში 5,4 ბალიანი განმეორებითი მიწისძვრა მოხდა

ახალ ზელანდიაში ორ დღეში მესამე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამჯერად 5,4 ბალიანი მიწისძვრა ქალაქ ბლენჰეიმში დაფიქსირდა. დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

პუტინსა და ტრამპს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა
რუსეთ-ამერიკას შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი განიხილეს პირველ სატელეფონო საუბარში ორშაბათს აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. 
ლეხ კაჩინსკის ცხედარს ექსგუმაცია ჩაუტარდება

პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის გვამს, ქვეყნის ხელისუფლების სურვილით, ექსგუმაცია ჩაუტარდება.