უცხოეთი

უკრაინის ელჩი: რუსეთს არ სურს საქართველო და უკრაინა თავისუფლები იყვნენ

"საქართველოში და უკრაინაში ძალიან კარგად ვიცით, ვინ არის მტერი და რატომ გვაქვს ასეთი მოცემულობა",- ამის შესახებ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა, ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ერდოღანის თქმით, ანკარამ "ისლამური სახელმწიფოს" ყოფილი ლიდერის ცოლი დააკავა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ თაიფ ერდოღანის თქმით, ანკარამ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ყოფილი ლიდერის აბუ ბაქრ ალ ბაღდადის ცოლი დააკავა. აღნიშნულის შესახებ გამოცემა " Reuters"-ი წერს.

აგვისტოს ომში დამსახურებისთვის ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაჯილდოებული რუსი გენერალი გარდაიცვალა

რუსი გენერალ–პოლკოვნიკი ანატოლი ნოგოვიცინი, რომელიც რუსეთს–საქართველოს 2008 წლის ომის დროს რეგულარულად მართავდა პრეს–კონფერენციებს საომარი მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იენს სტოლტენბერგი: უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი

"უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება",-ამის შესახებ  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

უკრაინა მზადაა რუსეთიდან გაზის ტრანზიტი შეწყვიტოს

"უკრაინა მზად არის შეწყვიტოს რუსეთიდან გაზის ტრანზიტი",- ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსეი ორჟელმა განაცხადა.

სომხეთში, რუსულ ავიაბაზაზე ხანძარია 

ერევნის აეროდრომზე "ერებუნი", სადაც რუსული სამხედრო ავიაბაზაა განლაგებული, ანგარის სახურავი იწვის.

საფრანგეთში ძლიერი შტორმის გამო 140 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ძლიერმა ქარიშხალმა შტორმი გამოიწვია.  შტორმი "ამელის" გამო 140 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ბორის ჯონსონმა ბრექსითის გადადების გამო ბოდიში მოიხადა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ქვეყნის წინაშე ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ბრექსითი 31 ოქტომბერს ვერ შედგა. 

რუსეთში ტანკერზე აფეთქება მოხდა - დაღუპულია 3 ადამიანი

რუსეთში, პრიმორიეს მხარეში ქალაქ ნახოდკას მახლობლად, ტანკერზე აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და ამდენივე დაშავდა. აფეთქება სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია. 

პაკისტანში მატარებელში გაჩენილ ხანძარს 73 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

პაკისტანში, ყარაჩაი - რავალპინდის მიმართულებაზე მოძრავ მატარებელში ხანძრის გაჩენის შედეგად 73 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეული კი დაშავდა.

თურქულმა და რუსულმა სამხედრო ძალებმა სირიაში ერთობლივი პატრულირება დაიწყეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თურქულმა და რუსულმა სამხედრო ძალებმა ერთობლივი პატრულირება დაიწყეს. 

კონგრესის ქვედა პალატამ „სომეხთა გენოციდი“ აღიარა და თურქეთს სანქციებს უმზადებს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე განხორციელებული „სომეხთა გენოციდის“ შესახებ რეზოლუცია No.296 სამშაბათს, 29 ოქტომბერს მიიღო.

სოფი ვილმესი ბელგიის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა

პოლიტიკოსმა სოფი ვილმესმა ბელგიის მთავრობის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა. 

ქართული ღვინო ვარშავაში საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საერთაშორისო გამოფენაში ,,Ferment” (Warsaw Wine Experience 2019), ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 22 კომპანია მონაწილეობდა.

ინგლისში კაცი 90მ სიმაღლეზე თავდაყირა ჰკიდია - მის გადარჩენას ვერ ახერხებენ

ჩრდილოეთ ინგლისში მაშველები ცდილობენ დაეხმარონ კაცს, რომელიც ყოფილი ტექსტილის ქარხნის მილზე, 90მ სიმაღლეზე, თავდაყირა ჰკიდია. 

არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში ალბერტო ფერნანდესი ლიდერობს

არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატი ალბერტო ფერნანდესი 48,1%-ით ლიდერობს.

 

ქვევრის ღვინოს აშშ-ში ეცნობიან

ქვევრის ღვინის მწარმოებელები აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში მიმდინარე ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში ,,RAW Wine” (The Artisan Wine Fair) მონაწილეობენ.

ტრამპი ტერორისტ აბუ ბაქრ ალ ბაღდადზე : მოკვდა როგორც ძაღლი, ღმერთმა დალოცოს ამერიკა

თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მსოფლიოს პირველი ტერორისტი აბუ ბაქრ ალ ბაღდადი მკვდარია.

ერაყში საპროტესტო აქციები გრძელდება

ერაყში საპროტესტო აქციები განახლდა. გუშინ  15 ადამიანი დაიღუპა უსაფრთხოების ძალებთან შეტაკების დროს. წერს უცხოური მედია.

კალიფორნიაში 90 000 მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო

ჩრდილოეთ კალიფორნიაში ხანძრის გამო, საკუთარი საცხოვრებელი ადგილის დატოვება 90 000 მოქალაქეს მოუწია. წერს bbc.