კატეგორიები

უცხოეთი

ექსკლუზივი
რუსეთში ფერად რევოლუციას პოლიტოლოგი მოკლევადიან პერიოდში არ ვარაუდობს

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძის განცხადებით, რუსეთში პროცესების რევოლუციური გზეთ განვითარება მოკლევადიან პერსპექტივაში გამორიცხულია. თუმცა, სოციალური ფონის გაუარესებასთან ერთად, საზოგადოებაში უკაყოფილება უფრო მეტად გაიზრდება.

თურქეთის თავდაცვის მინისტრი ავარიაში მოყვა

თურქეთის თავდაცვის მინისტრის საავტომობილო კორტეჟი ავტოკატასტროფაში მოყვა. რადიო "თურქეთის ხმის" ინფორმაციით, დაშავებულია 5 ადამიანი.

ტრამპის ყოფილი მრჩეველი რუსეთთან კონტაქტებზე ჩვენებას იმუნიტეტის სანაცვლოდ მისცემს

აშშ–ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი მზადაა, ჩვენება მისცეს პრეზიდენტის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე. სანაცლოდ ის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტს მოითხოვს.

სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი დააპატიმრეს

სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი პაკ კინ ხე სეულის სასამართლოს ორდერის საფუძველზე დააპატიმრეს. მას მექრთამეობაში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონფიდენციალური ინფორმაციის უცხო პირისათვის გადაცემაში ადანაშაულებენ.

უკრაინის პრეზიდენტმა 1 აპრილიდან დონბასში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გენშტაბსა და თავდაცვის სამინისტროს დონბასში პირველი აპრილიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განკარგულება გასცა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ლიდერის პრესმდივანმა გაავრცელა.

ბრიუსელში თურქეთის საკონსულოსთან შეკრებილებს ცივი იარაღით დაესხნენ თავს

ბრიუსელში თურქეთის საკონსულოს შენობის წინ რამდენიმე ადამიანი დაჭრეს. მათ თავს დანით შეიარაღებული ადამიანები დაესხნენ. სამიდან ერთ-ერთი მსხვერპლი მუცლის არეშია დაჭრილი და მძიმე მდგომარეობაშია.

ხოდორკოვსკის მოძრაობა ანტიპუტინურ აქციას „მოგვბეზრდა“ ამზადებს

მიხაილ ხოდორკოვსკის მოძრაობამ „ღია რუსეთი“ ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო აქცია ლოზუნგით „მოგვბეზრდა“ („Надоел“) დააანონსა. აქცია მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში 29 აპრილს უნდა გაიმართოს.

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეზღუდვები მოხსნილია

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეზღუდვები მოხსნილია, შესაბამისად, თავისუფლად გადაადგილდებიან ქვეითები. ასევე, აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა.

სინგაპურის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავები ერთმანეთს შეეჯახნენ

სინგაპურის აეროპორტში არაბთა გაერთიანებული საემიროების თვითმფრინავი Emirates A380 ჩინეთის ავიალაინერს Scoot B777 შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თავად თვითმფრინავი კი მსუბუქად დაზიანდა.

ამერიკელი გენერლის ვარაუდით, "თალიბანს" იარაღით რუსეთი ამარაგებს

ამერიკელი მაღალჩინოსანი სამხედრო პირი არ გამორიცხავს, რომ ავღანეთში მოძრაობა "თალიბანს" იარაღით მოსკოვი ამარაგებს. 

დომოდედოვოს აეროპორტში სახანძრო მანქანა ქვეითებს დაეჯახა, ერთი ადამიანი დაიღუპა

მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტის ტერიტორიაზე სახანძრო ეკიპაჟი რამდენიმე ადამიანს დაეჯახა. ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა. მძიმედ დაშავებული 4 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.

ამერიკელი დიპლომატები ნარკოტიკების მოხმარების გამო გაათავისუფლეს

6 ადამიანი, რომელებიც ქაბულში აშშ-ის საელჩოში მუშაობდნენ, ნარკოტიკების უკანონო შენახვა-გამოყენების გამო გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

აშშ-ის სამხედრო წვრთნებისათვის ბერლინში "რუსების" როლის შემსრულებელს ეძებენ

აშშ-ის სამხედრო წვრთნებისათვის ბერლინში "რუსების" როლის შემსრულებელს ეძებენ. ამის შესახებ განცხადება გავრცელებულია ბერლინის ერთ-ერთ პორტალზე berlin.de.

რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დამატებით შეთანხმებას დღეს მოაწერს ხელს

რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრები დღეს, მოსკოვში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცალკეული ქვედანაყოფების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შესახებ დამატებით შეთანხმებას მოაწერენ ხელს.

ბაღდადში ტერაქტს 17 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა, 60 დაშავდა.

ხმელთაშუა ზღვაში, სავარაუდოდ, კიდევ 150 მიგრანტი დაიღუპა

ხმელთაშუა ზღვაში ნავის ჩაძირვას, სავარაუდოდ, 150 მიგრანტი ემსხვერპლა.

ვაშინგტონში კაპიტოლიუმთან კაცი პოლიციელებს დაესხა

ვაშინგტონში კაპიტოლიუმთან კაცი პოლიციელების მანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც მიმალვას შეეცადა. ტერიტორიაზე სროლის ხმა ისმოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უკრაინის 5 ქალაქში პოლონეთის საკონსულოებმა მუშაობა შეწყვიტეს

უკრაინის 5 ქალაქში - კიევში, ლუცკში, ხარკოვში, ოდესაში და ვინიციში პოლონეთის გენერალურმა საკონსულოებმა მუშაობა შეწყვიტეს. 

სამგზავრო თვითმფრინავს პერუში დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა, 26 ადამიანია დაშავებული

ავიაკომპანია Peruvian Airlines-ის სამგზავრო Boeing-737-ს დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა. ქალაქ ხაუხაში მოხდარი ინციდენტის დროს სულ მცირე 26 ადამიანი დაშავდა. დასავებულთა შორის ერთი ბავშვია.

ამერიკული მედია დონალდ ტრამპს რუს კრიმინალებთან კავშირში ადანაშაულებს

წლების განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, მის კომპანიასა და ბიზნესპარტნიორებს დახმარებისათვის ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებულ მდიდარი რუსი ოლუიგარქებისათვის არაერთხელ მიუმართავთ.