კატეგორიები

უცხოეთი

15 წლის გოგო ექვსმა კაცმა გააუპატიურა, ფაქტის ამსახველი ვიდეო კი "ფეისბუქში" გავრცელდა

ჩიკაგოს პოლიციის ინფორმაციით, 15 წლის გოგო ექვსმა კაცმა გააუპატიურა, ფაქტის ამსახველი ვიდეო კი "ფეისბუქის" ათობით მომხმარებელმა ნახა. პოლიცია ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიებას აწარმოებს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბრუნო ლე რუ თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც თავისი შვილების თანაშემწეებად დასაქმების ბრალდება წაუყენეს.

სომალში პრეზიდენტის სასახლესთან მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

სომალის დედაქალაქში, პრეზიდენტის სასახლესთან ახლოს, მანქანაში დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად მინიმუმ 5 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან.

ერდოღანი თურქებს მოუწოდებს, "სასტიკ ფაშისტურ" ევროპას უპასუხონ

თრქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, პრეზიდენტის ძალაუფლების გაზრდის მხარდაჭერა საუკეთესო პასუხი იქნება "სასტიკი ფაშისტური" ევროპისათვის.

ჩრდილოეთ კორეამ ამერიკული ავიამზიდის განადგურების იმიტირებული ვიდეოკადრები გაავრცელა

ჩრდილოეთ კორეის მედიამ ამერიკული ავიამზიდისა და თვითმფრინავების განადგურების იმიტირებული ვიდეოკადრები გაავრცელა.

ბელარუსში რამდენიმე ათეული მებრძოლი დააკავეს

ბელარუსში რამდენიმე ათეული მებრძოლი დააკავეს, რომლებიც შეიარაღებულ პროვოკაციას ამზადებდნენ. ამის შესახებ მოლდავეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. 

ამერიკამ 8 ქვეყნის მოქალაქეებს ლეპტოპებისა და ტაბლეტების თვითფრინავში ატანა აუკრძალა

აშშ-მა ელექტრონულ მოწყობილობების, კერძოდ, ლეპტოპებისა და ტაბლეტების ფრენის დროს ტარება ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის 8 ქვეყნის მოქალაქეებს აუკრძალა.

ესტონეთმა და ამერიკამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

20 მარტს, ესტონეთისა და აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებმა ერთობლივი წვრთნები დაიწყეს. სწავლება Kuldlabidakene–2017-ში 1000-ზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს.

რუსები რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებას არ ემხრობიან

რუსები რუსულად მოლაპარაკეებისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების მცხოვრებლებისათვის ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებას არ ემხრობიან. ამის შესახებ სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის ცენტრის კვლევის შედეგებშია ნათქვამი.

სამხედრო ექსპერტი ბალკანეთსა და კავკასიაში ცივი ომის საფრთხეს ხედავს

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ შავიზღვისპირეთში შექმნილი ვითარება ახალი, ცივი ომის საფრთხეს ქმნის.

რუსულ გემთან შეჯახების შედეგად ესპანური ხომალდი ჩაიძირა

ბარსელონას სანაპიროდან რამდენიმე მილის მოშორებით რუსულ სავაჭრო გემთან "მიდვოლგა 2" შეჯახების შედეგად, ესპანური თევზმჭერი ხომალდი ჩაიძირა. ინციდენტის შედეგად მაშველებმა 2 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, 2 - დაკარგულად ითვლება.

ტერორისტული დაჯგუფების 6 ლიდერი ლიკვიდირებულია

ერაყის ქალაქ მოსულში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" 6 ლიდერი ამერიკული საჰაერო დარტყმის შემდეგ დაიღუპა.

სუდანში ავიაკატასტროფას 44 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ სუდანში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 44-ვე მგზავრი დაიღუპა.

პარიზის ცენტრში მდებარე ფინანსური პროკურატურის შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა

პარიზის ცენტრში მდებარე ფინანსური პროკურატურის შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა. ევაკუაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც პოლიციაში უცნობმა პირმა დარეკა და შენობაში ბომბის არსებობის შესახებ განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის ელჩი „ტატამზე“ გამოიძახა

ისრაელის ელჩი ჰარი კორენი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ებრაული მოიერიშეების მიერ პალმირაში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის სიახლოვეს განხორციელებული ავიაიერიშების საკითხზე დაიბარეს.

რუსული ბანკები უკრაინის ბაზარს ტოვებენ

რუსული და უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული სახელმწიფო კაპიტალის ყველა ბანკი პოტენციურ გაყიდვაზე მოლაპარაკებას აწარმოებს.

თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენა ქვეყანას ევროკავშირისკენ გზას ჩაუკეტავს

თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენა, რომელზეც ანკარა 16 აპრილს გასამართი რეფერენდუმის შემდეგ იმსჯელებს, ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას შეუშლის ხელს. 

ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი გერმანიის კენცლერობისათვის იბრძოლებს

ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი მარტინ შულცი გერმანიის კანცლერობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა. მას "სოციალ-დემოკრატიული" პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ავღანელმა ჯარისკაცმა 3 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაჭრა

ავღანეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცმა, ჰელმანდის პროვინციაში განთავსებულ ბაზაზე, 3 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაჭრა. ამის შესახებ ავღანეთში ნატოს ოპერაცია "გადამწყვეტი მხარდაჭერა" ტვიტერზე წერს.

მოზამბიკელი ფეხბურთელი ნიანგის თავდასხმის შედეგად დაიღუპა

ბრაზილიურ კლუბ "ატლეტიკო მინეიროში, მოთამაშე 19 წლის მოზამბიკელი ფეხბურთელი ესტევაო ალბერტო ჟინო ნიანგის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ფეხბურთელის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ ინფორმაცია კლუბმა გაავრცელა.