კატეგორიები

უცხოეთი

ქაბულის ერთ-ერთ მეჩეთში აფეთქება მოხდა

ავღანეთის დედაქალაქის ერთ-ერთ მეჩეთში აფეთქება მოხდა. თვითმხილველების ცნობით, აფეთქების შემდეგ სროლის ხმა ისმოდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აშშ-ის საკონსულოსთან სტამბოლში კაცი თავის აფეთქებით იმუქრება

სტამბოლში აშშ-ის გენერალურ საკონსულოსთან უცნობი კაცი თავის აფეთქებით იმუქრება. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

17-მდე გაიზარდა ლონდონის ხანძარის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა

ლონდონის 24 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. ადგილობრივი პოლიცია დაღუპულთა რაოდენობის მატებას ვარაუდობს.

 

საბავშვო ბაღში აფეთქებას ჩინეთში 7 ადამიანი ემსხვერპლა, 60 დაიჭრა

ჩინეთის პროვინცია ციანსუს ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მომხდარი აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 60 დაიჭრა.

პუტინი ამერიკას მტრად არ მიიჩნევს

რუსეთი აშშ-ის თავის მტრად არ მიიჩნევს. აღნიშნული განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირდაპირ ეთერში რუსოფობიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

აფეთქება საბავშვო ბაღში ჩინეთში - არიან დაშავებულები

ჩინეთის პროვინცია ციანსუს ერთ-ერთი საბავშვო ბაღის კარებთან აფეთქება მოხდა. უცხოური მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

მამა-შვილ ლე პენებს ევროპარლამენტმა სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა

ევროპარლამენტმა "ეროვნული ფრონტის" დამფუძნებელს ჟან-მარი ლე პენსა და პარტიის ლიდერს მარინ ლე პენს სადეპუტატო ხელშეუხებლობის იმუნიტეტი გააუქმა.

მალაიზიაში სამხედრო თვითფრინავის ავიაკატასტროფას ეკიპაჟის 2 წევრი ემსხვერპლა

მალაიზიის სამეფო საჰაერო ძალების თვითმფრინავის ავიაკატასტროფას ეკიპაჟის 2 წევრი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი უცხოური სააგენტო ავრცელებს.

ლონდონის დამწვარ შენობაში გამომწყვდეული კაცი გადაარჩინეს

ლონდონის დამწვარ საცხოვრებელ კორპუსში გამომწყვდეული 70 წლის კაცი მაშველებმა დღეს დილით გადაარჩინეს. ინფორმაციას express.co.uk ავრცელებს.

საფრანგეთის ენერგეტიკის ექს-მინისტრს თავს დაესხნენ

საფრანგეთის ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს, დეპუტატობის კანდიდატს ნატალი კოსციუშკო-მორიზეს უცნობი პირი დაესხა თავს. ის უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ტელეარხი BFMTV ავრცელებს.

 

ბელარუსის საზღვრებთან ნატო დამრტყმელ უპილოტო თვითმფრინავებს განალაგებს

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ნატო ქვეყნის საზღვრებთან სამხედრო კონტინგეტს ზრდის და უპილოტო თვითმფრინავებს განათავსებს.

თურქეთმა სირიის საზღვარზე 700 კილომეტრიანი კედელი ააშენა

თურქეთმა სირიის საზღვარზე 700 კილომეტრიანი კედელი ააშენა. კედლის მშენებლობის მოტივად სირიიდან ქვეყანაში ტერორისტების შემოსვლის შეზღუდვა სახელდება. ინფორმაციას გამოცემა Hurriyet ავრცელებს.

 

თურქეთში ოპოზიციამ ანკარიდან სტამბოლის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა დაიწყო

თურქეთის ხელისუფლების ძირითადმა ოპოზიციურმა ძალამ - სახალხო-რესპუბლიკურმა პარტიამ თანაპარტიელი ენის ბერბეროღლუსთვის გამოტანილის სასჯელის გამო, დღეს ანკარიდან სტამბოლის მიმართულებით საპროტესტო მარში დაიწყო.

უკრაინაში "გეორგიევსკის ბაფთა" ოფიციალურად აიკრძალა

დღეიდან უკრაინაში ძალაში შევიდა კანონი "გეორგიევსკის ბაფთის ტარებისა და პროპაგანდის აკრძალვის შესახებ".

ლესოთოს პრემიერის ცოლი მისი ინაუგურაციის შემდეგ მოკლეს

ლესოთოს სამეფოს პრემიერ-მინისტრის, თომი თაბონის მეუღლე მისი ინაუგურაციდან რამდენიმე საათში მოკლეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

12-მდე გაიზარდა ლონდონის ხანძარის მსხვერპლთა რაოდენობა

ლონდონში 24 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა მაჩვენებელი 12-მდე გაიზარდა. მეხანძრეები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ, რადგან დაკარგულთა მაჩვენებელი დაღუპულთა რიცხვს აღემატება.

ლონდონში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს მოხალისეები ეხმარებიან

ლონდონში 24 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ დაზარალებულებს მოხალისეები სხვადასხვა საჭირო ნივთებით ეხმარებიან.

ყატარსა და აზერბაიჯანს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა

კომპანია Qatar Airway-ის დოჰა-ბაქოს დღევანდელი ავიარეისი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ყატარი ვაშინგტონისგან 36 ავიაგამანადგურებელს შეიძენს

ყატარი აშშ-ისგან 12 მილიარდი დოლარის ოდენობის 36 ავიაგამანადგირებელ F-15-ს შეიძენს. შესაბამისი შეთანხმება ქვეყნებს შორის ოთხშაბათს შედგა.

ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტი ხანძრის გამო პარალიზებულია

ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტი ხანძრის გამო მთლიანად ბლოკირებულია. ხანძარი აეროპორტში დილის 05:00 საათზე გაჩნდა. მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია.