კატეგორიები

უცხოეთი

უკრაინაში ძლიერი აფეთქება მოხდა

უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში ქარხანა "ზაპოროჟკოკსში" მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. 3 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეოთხე კი, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას დაიღუპა.

ლიბიის სანაპიროსთან თურქეთის გემი ჩაიძირა

თურქეთის სატვირთო გემი ლიბიის სანაპიროსთან ჩაიძირა, რის შედეგადაც 7 ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა.

საფრანგეთის კოლეჯში მომხდარი თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიჭრა

საფრანგეთის ქალაქ გრასში მდებარე სამხედრო კოლეჯში მომხდარი თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიჭრა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ერთი თავდამსხმელი უკვე დააკავა. სავარაუდოდ, პოლიცია მეორე თავდასხმელსაც ეძებს.

გერმანიის ბანკში მყოფი მძევლები პოლიციამ გაათავისუფლა

 

გერმანიის ქალაქ დიუსბურგის ბანკის მომხმარებლები, რომლებიც 2 შეიარაღებულ პირს მძევლად ჰყავდა აყვანილი, სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს. პოლიციამ თავდამსხმელები დააკავა.

საფრანგეთის სამხედრო სკოლის თავდამსხმელი ამავე კოლეჯის სტუდენტი აღმოჩნდა

საფრანგეთის ქალაქ გრასში მდებარე სამხედრო სკოლის თავდამსხმელი ამავე კოლეჯის სტუდენტი აღმოჩნდა. 17 წლის ალექსის დე თოქვილი კოლეჯში შეიარარებული შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

საეთაშორისო სავალუტო ფონდის პარიზის ოფისში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საეთაშორისო სავალუტო ფონდის პარიზის ოფისში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

საფრანგეთის სამხედრო სკოლზე თავდამსხმელი დააკავეს

საფრანგეთის ქალაქ გრასში მდებარე სამხედრო სკოლზე თავდამსხმელი ერთი პირი დააკავეს. რამდენიმე წუთის წინ, კოლეჯში შეიარაღებული კაცი შეიჭრა. სროლის შედეგად რამდენიმე პირი დაიჭრა.

საფრანგეთის სამხედრო სკოლაში შეიარაღებული კაცი შეიჭრა

საფრანგეთის სამხედრო სკოლაში შეიარაღებული კაცი შეიჭრა. სროლის შედეგად რამდენიმე პირი დაიჭრა.

ინგლისის დედოფალმა "ბრექსითი" დაამტკიცა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II "ბრექსითი" დაამტკიცა. ამის შესახებ ინგლისის პარლამენტის თემთა პალატის სპიკერმა განაცხადა.

თურქეთი ევროპას "წმინდა ომებით" ემუქრება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ევროპაში მალე "წმინდა ომები" დაიწყება. ამის შესახებ მინისტრმა გამომცემლობა Hurriyet Daily News-თან ინტერვიუში ჰოლანდიის არჩევნების შეფასებისას განაცხადა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი კუდრინი გახდება

რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, შესაძლოა, ალექსეი კუდრინი გახდეს, რომელსაც ახლა ეკონომიკური კომიტეტის მოადგილის თანამდებობა უკავია. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

 

უკრაინამ რუსული ბანკები შავ სიაში შეიყვანა

უკრაინის ეროვნულმა ბანკმა რუსული ბანკების შავი სია შეადგინა, რომელთა მიმართ სანქციები უნდა გატარდეს. ესენია: "სბერბანკი", "ვთბ" ბანკი, "პრომინვესტბანკი", "ვს ბანკი" და "ბმ ბანკი".

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე რუსული სადაზვერვო გემი დააფიქსირეს

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის სადაზვერვო გემი "ვიკტორ ლეონოვი" შეამჩნიეს. ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი რუსეთს არ ენდობა

გაერო-ში აშშ-ის ახალი მუდმივი წარმომადგენელი ნიქი ჰეილი აცხადებს, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება და მოუწოდებს დასავლეთს, რუსეთიდან მომდინარე საფრთხებს ზერელედ არ მოეკიდონ.

ავსტრიის საკურორტო ქალაქში ზვავის ჩამოწოლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

სამი ადამიანი დაიღუპა ავსტრიის საკურორტო ქალაქ შმირნში ზვავის ჩამოწოლის შედეგად.

ნიდერლანდების არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში, მმართველმა მემარჯვენე-ლიბერალურმა პარტიამ 31 მანდატი მიიღო.

ქართველებისათვის SMS შეტყობინების გაგზავნისათვის რუსეთში კიდევ ერთი ქალი იხდის სასჯელს

ქართველებისათვის SMS შეტყობინების გაგზავნისათვის სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დაპატიმრებული ოკსანა სევასტიდისის ინფორმაციით, ამავე ბრალდებით რუსეთში კიდევ ერთი სოჭელი ქალი იხდის სასჯელს.

დამასკოში მომხდარ აფეთქებას 25 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის დედაქალაქ დამასკოში, სასამართლოს შენობასთან მომხდარ აფეთქებას 25-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

რუსეთის ხელისუფლება საბჭოთა კავშირის აღდგენას არ გეგმავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებას იმპერიისა და საბჭოთა კავშირის აღდგენის ამბიაცია არ გააჩნია.

მოსკოვში Regnum-ის რედაქტორი დააკავეს

მოსკოვში, ბელარუსიის მოთხოვნით საინფორმაციო სააგენტო Regnum-ის შეფ-რედაქტორი იური ბარანჩიკი დააკავეს. გასულ წელს ბელარუსიის ხელისუფლებამ სააგენტოს 3 კორესპონდენტი დაიჭირა. მათ ერთაშორის მტრობის გაღვივებაში ადანაშაულებენ.