უცხოეთი

დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ჩაშლა იგეგმება

20 იანვარს, ათასობით აქტივისტი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ჩაშლის მიზნით, საპროტესტო აქციას გამართვს. 

იტალიაში იმედოვნებენ, რომ რუსეთი "დიდ რვიანს" მალე დაუბრუნდება

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანჯელინო ალიანო იმედოვნებს, რომ რუსეთი მალე დაუბრუნდება "დიდ რვიანს", რომელიც გაერთიანებას 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო  გამოეთიშა.

უკრაინის პრეზიდენტმა ოდესის ოლქის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განკარგულებით, ოდესის ოლქის გუბერნატორად მაქსიმ სტეპანოვი დაინიშნა, რომლის კანდიდატურას მხარს ხელისუფლებაც უჭერდა. 
აზერბაიჯანი სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად დაფინანსებას ზრდის

აზერბაიჯანის ხელისუფლება ქვეყნის თავდაცვის სისტემასა და შეიარაღებული ძალების სიძლიერეს ყოველწლიურად ზრდის. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

ამერიკული სამხედრო ტექნიკა და ჯარი პოლონეთში მიდის

ამერიკული ტანკები და ჯარი პოლონეთისკენ დაიძრა, რომელიც ევროპაში აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს წარმომადგენლობის გაზრდის გეგმასთან დაკავშირებით უნდა განთავსდეს.


თურქი პარლამენტარები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
თურქეთის პარლამენტის დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ტრამპმა რუსეთთან ურთიერთობების "გადატვირთვა" გამორიცხა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან ურთიერთობების "გადატვირთვა" გამორიცხა. ამის შესახებ ტრამპმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

თურქები და ბერძნები კვიპროსის საკითხზე შეთანხმდნენ

ჟენევაში კვიპროსის საკითხზე დღეს გამართულ მოლაპარაკებებზე შეთანხმება მთელ რიგ საკითხებზე შედგა. ამის შესახებ გაეროს გენმდივნის სპეციალურმა მრჩეველმა კვიპროსის საკითხებში ესპენ ბარტ ეიდემ განაცხადა.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა აღიარა რუსეთის კიბერთავდასხმები ამერიკაზე

ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაეთანხმა მზვერავების ანგარიშს, რომლის თანხმად რუსმა ჰაკერებმა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის სერვერები გატეხეს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში.

“ისლამურმა სახელმწიფომ“ და “თალიბანმა“ ერთმანეთს “წმინდა ომი“ გამოუცხადეს

ტერორისტულმა დაჯგუფებამ “ისლამური სახელმწიფო“ და ავღანეთის რადიკალურმა მოძრაობამ “თალიბანი“ ერთმანეთს “წმინდა ომი - ჯიჰადი“ გამოუცხადეს.

თურქეთი სომხეთის საზღვრზე კედლს ააშენებს

თურქეთი სომხეთის საზღვრის გასწვრივ კედლის მშენებლობას გეგმავს. აღნიშნულ საკითხი დღეს თურქეთის ეროვნული თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებში განიხილება.

რუსეთს ტრამპზე კომპრომატები აქვს


დონალდ ტრამპს შეატყობინეს, რომ რუსეთის სპეცსამსახურმა მასზე კომპრომატები შეაგროვა - ამის შესახებ CNN, რამდენიმე საინფორმაციო წყაროზე დაყრდნობით იუწყება. 

სენატი ღია მოსმენებს მართავს რუსეთის მიერ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაზე
სენატის დაზვერვის კომიტეტი ღია მოსმენას მართავს რუსეთის მიერ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის ბრალდებებთან დაკავშირებით.
ალაბამას ბანკში მძევლები აიყვანეს

შეიარაღებულმა უცნობმა პირმა ბანკში მძევლები აიყვანა აშშ-ში, ალაბამას უნივერსიტეტის სტუდენტური ქალაქის ტერიტორიაზე.

ანკარაში მიტინგების ჩატარება აკრძალეს
თურქეთის დედაქალაქის ანკარის მერმა მელიჰ გიოკჩეკმა ქალაქში მიტინგებისა და დემონსტრაციების გამართვა 1 თვით აკრძალა. მერმა აღნიშნული შეზღუდვა ტერორისტული საფრთხეების არსებობით განმარტა.
სამეფო ოჯახის ვებგვერდიდან დედოფალ ელისაბედ II-ს გარდაცვალების შესახებ განცხადება მოხსნეს

სამეფო ოჯახის ვებგვერდზე დედოფალ ელისაბედ II-ს გარდაცვალების შესახებ განათავსეს ინფორმაცია, რომელიც მალევე მოხსნეს საიტიდან. დედოფლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ უარყვია სამეფო ოჯახს.

თურქეთის სამხრეთ–აღმოსავლეთში სავარაუდო თვითმკვლელი ტერორისტი გაანეიტრალეს

თურქმა პოლიციელებმა ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთში სავარაუდო თვითმკვლელი ტერორისტი მოკლეს, რომელიც პოლიციის განყოფილებაში შეღწევას ცდილობდა.

ავღანეთის დედაქალაქში აფეთქებები 30 ადამიანი ემსხვერპლა

ორი ძლიერი აფეთქება მოხდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დღეს, რასაც 30 ადამიანი ემსხვერპლა, 80 კი, დაშავდა.

გაერთიანებული გერმანიის პირველი არჩეული პრეზიდენტი რომან ჰერცოგი გარდაიცვალა
რომან ჰერცოგი, რომელმაც 90-იან წლებში,თავისი პრეზიდენტობის დროს, გერმანიაში ეკონომიკური რეფორმები გაატარა და დაგმო ნაცისტური ჰოლოკოსტი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. 
აშშ რუსეთის წინააღმდეგ „ყოვლისმომცველ“ სანქციებს ამზადებს

მოსკოვის მიერ აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ „ყოვლისმომცველი“ სანქციების კანონპროექტს ამზადებს ამერიკელ სენატორთა ჯგუფი ჯონ მაკკეინის ხელმძღვანელობით.