კატეგორიები

უცხოეთი

ტრამპმა ყატარი ტერორიზმის სპონსორად გამოაცხადა

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყატარი „ისტორიულად ტერორიზმის სპონსორი იყო“.

ერაყში აფეთქებას 30 ადამიანი ემსხვერპლა

30 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა ერაყის ქალაქ ქარბალაში აფეთქების დროს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში თვითმკვლელმა ტერირისტმა მოიყვანა. 

 

თურქეთში სამხედროების ავტობუსი გადაბრუნდა. დაშავებული 47 ადამიანი

თურქეთის ქალაქ კავაკში ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც 47 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ოქტომბერში ჩატარდება 

ესპანეთის ავტონომიურ გაერთიანება კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 2017 წლის 1 ოქტომბერს ჩატარდება. ამის შესახებ ავტონომიური გაერთიანების ხელმძღვანელმა კარლეს პუჩდემონმა განაცხადა.

რაქაში 40 000 ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, სირიის ჩრდილოეთის ქალაქ რაქაში მიმდინარე ბრძოლები 40 ათასზე მეტი ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

რუსეთში ნავთობის ბაზა იწვის

იაროსლავში საწვავ-საპოხი პროდუქტების საწყობი იწვის. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

სააკაშვილი პოპულარობას კარგავს

ოდესის ექს–გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში პოპულარობას დღითიდღე კარგავს. ამის შესახებ სოციოლოგიური ჯგუფი „რეიტინგის“ მიერ წარმოებულ აპრილ–მაისის კვლევაშია ნათქვამი.

ბრიტანეთის პარლამენტში კონსერვატორები უმრავლესბას ვეღარ შექმნიან

მმართველი კონსერვატიული პარტია დიდი ბრიტანეთის პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობით ვერ შევიდა. წინასწარი ინფორმაციით, პარტიას უმრავლესობის მოსაპოვებლად 20 ადგილი დააკლდა.

დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის პარტია ლიდერობს

დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის პარტია ლიდერობს. კონსერვატიულმა პარტიამ 650 ადგილიდან 314 მიიღო. თუმცა, აბსოლუტური უმრავლესობა რომ მოიპოვოს, 12 ხმა აკლდება.

"ისლამური სახელმწიფო" ტერაქტებს 8 ქვეყანაში გეგმავს

ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" მიმართვა გაავრცელა, რომელშიც იმ 8 ქვეყანას ასახელებს, სადაც მომავალში ტერორისტულ თავდასხმებს განახორციელებს.

ლონდონში ტრაფალგარის მოედანზე ევაკუაცია განხორციელდა

ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე საეჭვო ნივთის აღმოჩენის გამო, ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

ერაყის ქურთისტანი დამოუკიდებლობის რეფერენდუმს ჩაატარებს

ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰომინ ჰავრამიმ განაცხადა, რომ პლებისციტზე, რომელიც 25 სექტემბერს გაიმართება, ქურთები გადაწყვეტენ, შეინარჩუნონ ფართო ავტონომია, თუ სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადონ.

ბაქოში გაზეთ "ტოლიში სადოს" მთავარი რედაქტორი დააკავეს

ბაქოში გაზეთ "ტოლიში სადოს" მთავარი რედაქტორი ჰილალი მამედოვი დააკავეს. დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

აშშ-ში დაკავებულ ერთ-ერთ ქართველს უვადო პატიმრობა ემუქრება

აშშ-ში დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთ ქართველ წევრს, 26 წლის ნიკოლოზ ჯიქიას უვადო პატიმრობა ემუქრება.

ირანში აფეთქება მოხდა

ირანის დედაქალაქ თეირანში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ძალოვან სტრუქტურებზე დაყრდნობით ტელეარხი Al Mayadeen ავრცელებს.

კიევში აშშ-ის საელჩოს აფეთქების საქმეს ტერაქტის მუხლით აღარ გამოიძიებენ

კიევში აშშ-ის საელჩოში მომხდარი აფეთქების საქმეს ტერორისტული აქტის მუხლი მოეხსნა და ის ხულიგნობად გადაკვალიფიცირდა. 

ნატო-ში 2018 წელს მაკედონია გაწევრიანდება

ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსი 2018 წლის გაზაფხულამდე ორგანიზაციის რიგებში მაკედონიის მიღებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით რია ნოვოსტი ავრცელებს.

ამერიკის საელჩო კიევში მომხდარ აფეთქებას ტერაქტად არ განიხილავს

კიევში აშშ-ის საელჩო მათ ტერიტორიაზე წუხელ მომხდარ აფეთქებას ტერაქტად არ განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინამ ნატო–სკენ სწრაფვა კანონით გაამყარა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ხმათა უმრავლესობით კანონპროექტს დაუჭირა მხარი, რომელიც ოფიციალურად ამყარებს ქვეყნის სწრაფვას ნატო–ში გაწევრიანებისაკენ.

კიდევ ერთი თავდასხმა თეირანში - დაშავებულია 16 ადამიანი

ირანის დედაქალაქში უცნობმა პირმა რამდენიმე ადამიანს მჟავა შეასხა. შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა. თავდამსხმელი დაკავებულია.