უცხოეთი

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ნატო თავდაცვითი შესაძლებლობების საფუძვლიან გადახედვას ახორციელებს

"Chatham House"-ის მიმომხილველის, ჯონ ლოუს თქმით, რომ ნატო-სა და რუსეთს შორის, გაუთვალისწინებელი ინცინდენტის შემთხვევაში, სიტუაციის ესკალაციის დიდი შანსი არსებობს.

ამერიკა ავღანეთში 300 ჯარისკაცს განალაგებს

აშშ-ის საზღვაო მედესანტეთა კორპუსი, გაზაფხულზე, სამხრეთ ავღანეთში 300 ჯარისკაცს განალაგებს.

პორტუგალიის ექსპრეზიდენტი მარიო სუარესი გარდაიცვალა

პორტუგალიის ექსპრეზიდენტი მარიო სუარესი ლისაბონში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ანკარაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის საქმეზე 5 ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ, ანკარაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის საქმეზე 5 ადამიანი დააკავა.ამის შესახებ ინფორმაციას, ქალაქ იზმირის პროკურატურაზე დაყრდნობით, სააგენტო "Anadolu" ავრცელებს.

სირია-თურქეთის საზღვართან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა
სირიაში, თურქეთის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქ აზაზში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი კი, დაშავდა.
სირია–თურქეთის საზღვართან აფეთქებას 43 ადამიანი ემსხვერპლა
სულ მცირე 43 ადამიანი დაიღუპა ავტომობილში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად სირიაში, თურქეთის საზღვართან ახლოს.
ფლორიდის აეროპორტში სროლის გამო ერაყის ომის ვეტერანი დააკავეს

ფლორიდის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება კაცი, რომელიც შტატის ერთ–ერთ აეროპორტში გუშინ მომხდარ სროლაშია ეჭვმიტანილი, რომლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 8 დაიჭრა. 

ეუთოზე კიბერთავდასხმაში გერმანიის სპეცსამსახურებმა რუსულ კვალს მიაგნეს

ეუთოს წარმომადგენლების თქმით, სერვერებში შეღწევის შედეგად ჰაკერებმა, შესაძლოა, ორგანიზაციის საიდუმლო დოკუმენტებზე მიიღეს წვდომა.

თურქეთში კიდევ 6 ათასი საჯარო მოხელე დაითხოვეს სამსახურებიდან

თურქეთში ახალი მასობრივი წმენდის ფარგლებში 6 ათასი საჯარო მოხელე გაათავისუფლეს სამსახურებიდან. მათ შორის არიან პოლიციის ოფიცრები, იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროების თანამშრომლები და მეცნიერები.

ისრაელი გაეროს დაფინანსებას უმცირებს

ისრაელის ხელისუფლება გაეროს დაფინანსებას დაახლოებით 6 მილიონი დოლარით შეამცირებს. ამას ოფიციალური თელავივი გაეროს მიერ ებრაული დასახლებების წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციას უკავშირებს.

ამერიკის დაზვერვაში მიაჩნიათ, რომ პუტინი ცდილობდა ტრამპს არჩევნებში გამარჯვებაში დახმარებოდა
აშშ-ის დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისას, ჰილარი კლინტონის საწინააღმდეგოდ და დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად, "ზეწოლის კამპანიის" დაწყების ბრძანება გასცა.
ამერიკამ ევროპაში სამხედრო ტექნიკა გაგზავნა

გერმანიაში ჩავიდა აშშ-ის ასობით ტანკი და სხვა სამხედრო ტექნიკა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს წარმომადგენლობის გაზრდის გეგმასთან დაკავშირებით უნდა განთავსდეს.


სტამბოლის ათათურქის აეროპორტში ფრენების ნაწილი გაუქმებულია

სტამბოლის ათათურქის აეროპორტში ფრენების ნაწილი გაუქმდა, ნაწილი კი გადაიდო ძლიერი თოვის გამო.

ფლორიდის აეროპორტში თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ფლორიდაში, ჰოლივუდის საერთაშორისდო აეროპორტში მომხდარი თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 9 დაიჭრა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ფლორიდის აეროპორტში ცეცხლი გახსნეს დაუდგენელმა პირებმა

აშშ–ის ფლორიდის შტატის საკურორტო ქალაქ ფორტ–ლოდერდეილის აეროპორტში ორმხრივი სროლა მოხდა. არიან დაღუპული და დაჭრილები.

დონალდ ტრამპი „პოლიტიკურ ელჩებს“ თანამდებობებიდან ათავისუფლებს

აშშ–ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განკარგულებით, ყველა ელჩმა, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით დაინიშნენ, თანამდებობები პრეზიდენტის ინაუგურაციამდე უნდა დატოვონ.

ირანში მომხდარ მიწისძვრას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ირანში მაგნიტუდით 5,1 მიწისძვრა მოხდა, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა, 4  - დაშავდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ფარსის პროვინცია ქალაქ ჰონდჯში იყო. ნგრევის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

დონალდ ტრამპის მთავარი მრჩეველი გადადგა

ამერიკის არჩეული პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა ჯეიმს ვულსეიმ თანამდებობა დატოვა. უკვე ყოფილი მთავარი მრჩეველი ტრამპს ხედვას უწუნებს. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post წერს. 

ორი მოზარდი დაიღუპა თურქეთში სკოლის ავტობუსის გადაბრუნების შედეგად

ორი მოზარდი დაიღუპა და 16 დაშავდა თურქეთში სკოლის ავტობუსის გადაბრუნების შედეგად. შემთხვევა დღეს დილით, კონიას პროვინციაში მოხდა.

რუსეთმა სირიაში შეიარაღებული ძალების შემცირება დაიწყო

რუსეთმა სირიაში თავის შეიარაღებული ძალების შემცირება დაიწყო, რომლის ფარგლებში სირიას, პირველი, ავიამზიდი "ადმირალი კუზნეცოვი", კრეისერი "პეტრე დიდი" და მათი თანამგზავრი ხომალდები დატოვებენ.