უცხოეთი

ორმოცი ჯიჰადისტი მოკლეს სირიაში საჰაერო თავდასხმებისას

მინიმუმ 40 ჯიჰადისტი მოკლეს დასავლეთ ალეპოში საჰაერო თავდასხმების დროს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ატარებდა აღნიშნულ საჰაერო იოპერაციას, ამერიკის კოალიცია, სირიის სამთავრობო ჯარები, თუ რუსეთი.

თურქეთის პარლამენტში მომხდარ ჩხუბში ორი ქალი დეპუტატი დაშავდა
ორი ქალი დეპუტატი დაშავდა თურქეთის პარლამენტში საკონსტიტუციო რეფორმის განხილვის დროს მომხდარ ჩხუბში. რეფორმა საპრეზიდენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლას გულისხმობს.
რუსეთის სახელმწიფო დუმამ "თურქული ნაკადის" შესახებ დადებული შეთანხმება დაამტკიცა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ გაზსადენის “თურქული ნაკადი” მშენებლობის შესახებ თურქეთთან დადებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

იტალიაში ზვავში მოყოლილი სასტუმროს ნანგრევებში 6 ცოცხალი ადამიანი იპოვეს
ექვსი გადარჩენილი ადამიანი იპოვეს იტალიაში 18 იანვარს ზვავის ჩამოწოლის შედეგად დანკრეულ სასტუმროში.
ამერიკის ავიაციამ ლიბიაზე პირველი საჰაერო იერიში მიიტანა
ამერიკის ავიაციამ ლიბიაზე პირველი საჰაერო იერიში მიიტანა და ისლამური სახელმწიფოს პოზიციები დაბომბა. 
რუსეთისა და სომხეთის საგარეო მინისტრებმა პრეზიდენტების შეხვედრის საკითხები განიხილეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოსკოვში სომხეთ კოლეგას ედვარდ ნალბანდიანს შეხვედა, სადაც 24 იანვარს დაგეგმილი რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედის საკითხები განიხილეს.

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა 150 ბავშვი გაიტაცეს ერაყში

ერაყის პოლიტიკური ბლოკის "კანონის სახელმწიფო" წევრი ნალა ალ-ჰაბიბი აცხადებს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა 150 ბავშვი იძულებით გაიწვია საკუთარ რიგებში.

კრემლი მზადაა აშშ–სთან დიალოგი კონსტრუქციულ ჩარჩოებში მოაქციოს

რუსეთი მზადაა, აშშ–სთან დიალოგი კონსტრუქციულ ჩარჩოებში გადაიყვანოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუს მეცნიერებს მთვარეზე კულტურული მემკვიდრეობის საგანძურის შექმნა სურთ

რუსი მეცნიერები კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ომისგან, ტერორიზმისგან, ბუნებრივი და ტექნოლოგიური კატასტროფისგან დასაცავად, საზოგადოებას მთვარეზე სპეციალური საცავების შექმნას სთავაზობენ.

ვაშინგტონში, საპროტესტო აქციაზე ტრამპის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ვაშინგტონში, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა. ინციდენტის შედეგად აქციის ერთ-ერთი მონაწილე დაშავდა.

იაპონიის პრემიერი სადაო ტერიტორიებზე მოლაპარაკებებს მოსკოვში ახლო მომავალში გამართავს

იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე რუსეთში უახლოეს პერიოდში ჩავა, სადაც სამხრეთ კურილის კუნძულების საკითხზე გაიმართება მსჯელობა. 

ავსტრალიაში მსუბუქი ავომობილის ხალხში შევარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ავსტრალიაში, მელბურნის ცენტრში მსუბუქი ავომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც დაიღუპა სამი და დაშავდა 20-მდე ადამიანი.
ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი კაპიტოლიუმის შენობის წინ ფიცს დადებს და სიტყვით გამოვა.
Facebook-მა რუსულ ტელეარხ RT-ის გვერდი დაბლოკა

სოციალურ ქსელ Facebook-ში რუსული ტელეარხის RT-ის გვერდი დაიბლოკა.

უკრაინამ რუსეთის საზღვარზე კედლის მშენებლობა შეაჩერა
უკრაინული პროექტი "კედელი", რომელიც რუსეთთან საზღვრის გაძლიერებას გულისხმობდა, შეჩერებულია. რუსეთის საზღვარზე კედლის მშენებლობის შეჩერების მიზეზად არასაკმარისი ფინანსები სახელდება.
ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა ლიბიაში "ისლამური სახელმწიფოს" ორი ბანაკი დაბომბეს

ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა ლიბიაში განლაგებული "ისლამური სახელმწიფოს" ორი ბანაკი დაბომბეს, რადგან ჯიჰადისტები ქვეყანაში ტერიტორიისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

აშშ-ის მხრიდან რუსულ ტელეარხ "RT"-ის შეზღუდვის შემთხვევაში, რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს

ამერიკული მედიისა და სოციალური ქსელების მიერ რუსულ ტელეარხ " RT"-ის შეზღუდვის შემთხვევაში, რუსეთის კომუნიკაციების ზედამხედველობის სამახური საპასუხო ქმედებების განხორციელებით იმუქრება.

აზერბაიჯანი რუსეთთან შეიარაღების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

აზერბაიჯანი რუსეთთან ახალი შეიარაღების შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებები საჰაერო ტექნიკისა და დაცვის სისტემების შესყიდვაზე მიმდინარეობს.

სომეხი ექსპერტი საქართველოსთან ურთიერთობას პოზიტიურად აფასებს
ექსპერტი საქართველოს საკითხებში ჯონი მელიქიანი აცხადებ, რომ თბილისსა და ერევანს, მიუხედავად განსხვავებული საგარეო პოლიტიკური კურსისა, თანამშრომლობის ფართო სპექტრი გააჩნიათ.
სომხეთში რუსეთის მოქალაქეებს პირადობის მოწმობით შეეძლებათ შესვლა
სომხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეებს პირადობის მოწმობით შეეძლებათ შესვლა, ყოფნა და გადაადგილება. 
დონალდ ტრამპის ინაუგურაციას 60-მა კონგრესმენმა ბოიკოტი გამოუცხადა
აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 60 კონგრესმენი ბოიკოტს უცხადებს და ინაუგურაციაზე დასწრებას არ აპირებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
დონალდ ტრამპმა ინაუგურაციისთვის 100 მილიონი დოლარი შეაგროვა

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციისთვის, კერძო შემოწირულობის სახით, 100 მილიონი დოლარი შეგროვდა.

ჩინურმა რობოტ-ჟურნალისტმა პირველი სტატია გამოაქვეყნა

სანამ ათობით ათასი სტუდენტი მთელ მსოფლიოში ჟურნალისტის პროფესიას შესაბამის ფაკულტეტზე შეისწავლის, ჩინელებმა რობოტი-კორესპონდენტი შექმნეს, რომელმაც პირველი სტატია უკვე გამოაქვეყნა.

რუსეთში შიშობენ, რომ ტრამპი მათ მიმართ დამოკიდებულებას შეცვლის
კრემლში შიშობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებების ეიფორიამ გაიარა და შესაძლოა, მან რუსეთის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოს.
ოცდაათი ირანელი მეხანძრე დაიღუპა კომერციულ შენობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებისას
თეირანის ერთ-ერთ უძველეს შენობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებისას 30 მეხანძრე დაიღუპა.
ინდოეთში სასკოლო ავტობუსის სატვირთოზე შეჯახებას15 მოსწავლე ემსხვერპლა
სულ მცირე 15 მოსწავლე დაიღუპა და 45 დაშავდა ინდოეთში მომხდარი ავარიის შედეგად. სასკოლო ავტობუსი სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა.
ზვავის ჩამოწოლის შედეგად, იტალიის სასტუმროში 30 ადამიანი დაიღუპა

იტალიის სასტუმრო Rigopiano di Farindola-ს ტერიტორიაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად, 30 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა მხოლოდ ორი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სისტემებზე კიბერთავდასხმების რიცხვი გაიზარდა

ნატო-ს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის ინფორმაციით, 60%-ით გაიზარდა კიბერთავდასხმების რიცხვი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სისტემებზე გასულ წელს.

იტალიაში მომხდარ რამდენიმე მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა
იტალიაში რამდენიმე საათის შუალედით მომხდარ ოთხ ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. აბრუცოს რეგიონში 83 წლის მამაკაცი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში იპოვეს. დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი.
მეცნიერების აზრით, 2016 ყველაზე ცხელი წელი იყო

მსოფლიოს საშუალო ტემპერატურა 2016 წლისთვის რეკორდულად მაღალი აღმოჩნდა - ამ დასკვნას NASA-ს და ბრიტანული მეტეორლოგიური განყოფილების მეცნიერები აქვეყნებენ.

რუსეთმა და თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე ერთობლივი ავიაიერიშები განახორციელეს
სირიის ტერიტორიაზე რუსეთმა და თურქეთმა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ პირველი ერთობლივი ავიაიერიშები განახორციელეს.
ნიგერიის ავიაციამ შეცდომით ლტოლვილთა ბანაკი დაბომბა, რასაც 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის ავიაციამ შეცდომით ლტოლვილთა ბანაკი დაბომბა, რასაც 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა და 120-ზე მეტი დაშავდა.

მექსიკის ერთ-ერთ სკოლაზე თავდასხმისას 4 ადამიანი დაიჭრა
ოთხი ადამიანი დაიჭრა მექსიკის ჩრდილოეთით ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად.
სენეგალის ჯარები გამბიაში შესასვლელად მზად არიან
სენეგალის ჯარები მეზობელი გამბიის საზღვართან იმყოფებიან და ღამით ქვეყანაში შევლენ, თუ პრეზიდენტი იაჰია ჯამეჰი თანამდებობიდან არ გადადგება.  
დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო რადას ეროვნული უშიშროების კომიტეტიდან გარიცხეს

უკრაინის უმაღლესი რადას ეროვნული უშიშროების კომიტეტიდან დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო მას შემდეგ გარიცხეს, რაც მან დონბასში დატყვევებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების სია გამოაქვეყნა.

აშშ-ში 12 წლის მოზარდმა მასწავლებელი და თანაკლასელები მოკლა
აშშ-ში 12 წლის მოზარდმა მასწავლებელსა და 2 თანაკლასელს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ადილზე სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან.
რუსეთმა და თურქეთმა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სირიაში ერთობლივი ოპერაცია დაიწყეს

რუსეთის სამხედრო კოსმოსურმა ძალებმა და თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა ერთობლივი საჰაერო ოპერაცია დაიწყეს სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ.

რუსეთს კონფლიქტების მთავარ "მომგვარებლად" ხედავენ აზერბაიჯანში, მოლდოვასა და უკრაინაში
აზარბაიჯანი და მოლდოვა საკუთარი კონფლიქტების მოგვარებაში რუსეთს მთავარ გარანტორად აღიქვამენ. უკრაინაში დონბასის სანაცვლოდ ყირიმის დათმობაზე ფიქრობენ. საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის იმედადაა.
გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნები, სავარაუდოდ, 24 სექტემბერს გაიმართება

გერმანიის ხელისუფლებამ ბუნდესტაგის არჩევნების ჩატარების თარიღად 24 სექტემბერი განსაზღვა, თუმცა, ფორმალურად გადაწყვეტილება ფედერალურმა პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს.

ყირიმის დროებით დათმობის სანაცვლოდ დონბასის დაბრუნების იდეა გამოთქვა უკრაინელმა დეპუტატმა

დონბასის მშვიდობიანი გზით დაბრუნება ყირიმის დროებით დათმობამდე მიიყვანს უკრაინას. ამის შესახებ რადას სახალხო დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ ტელეკომპანია “112 უკრაინას“ ეთერში განაცხადა.

ძლიერი მიწისძვრა მოხდა იტალიაში
ცენტრალურ იტალიაში მაგნიტუდით 5,4 მიწისძვრა მოხდა. უცხოური მედიის ცნობით, ბიძგები რომშიც იგრძნობოდა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი საავადმყოფიში მოათავსეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, 92 წლის ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუში საავადმყოფოში მოათავსეს. ბუშს პარკინსონის დაავადება აქვს, რის გამოც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია და ინვალიდის ეტლს იყენებს.

უკრაინაში სამი ადამიანის გენის მატარებელი ბავშვი დაიბადა

უკრაინელ უნაყოფო წყვილს ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი ტიპის გამოყენებით ბავშვი შეეძინა. ახალშობილი სამი ადამიანის გენის მატარებელია.

ევროპის პარლამენტს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

იტალიელი პოლიტიკოსი, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი ანტონიო ტაიანი ევროპის პარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს. მან აღნიშნულ პოსტზე მარტინ შულცი ჩაანაცვლა.

ნიგერიაში საჰაერო ძალების გამანადგურებელი თვითმფრინავის თავდასხმას 50 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ნიგერიული საჰაერო ძალების გამანადგურებელი თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად, მინიმუმ 50 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.

პოლონელი დიპლომატები რუსმა მესაზღვრეებმა სმოლენსკის ოლქში მდებარე საზღვარზე არ გაატარეს
რუსმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში 6 პოლონელი დიპლომატი არ შეუშვეს, რომლებიც ბელარუსი რუსეთის საზღვრის სმოლენსკის ოლქის სასაზღვრო პუნქტის "კრასნაია გორკა" გადაკვეთას აპირებდნენ.
აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს მიანიჭებს
აზერბაჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის თვითმმართველობასთან დაკავშირებით კომპრომისის დაშვება შესაძლებელია სუბიექტისთვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებით.
დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს

დაღესტანის ორ რაიონში კონტრტერორისტული ოპერაციები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რესპუბლიკის ოპერატიულ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთმა თურქული პროდუქტის იმპორტი კვლავ აკრძალა
რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურმა თურქული ფორთოხალის რუსეთში შეტანა კვლავ აკრძალა. უწყების განმარტებით, იმპორტირებულ ტვირთში ნაყოფის ხმელთაშუაზღვისპირული ბუზი აღმოაჩინეს.
რუსეთში იმედოვნებენ, რომ აშშ-სთან ბირთვულ შეიარაღებაზე დიალოგი შედგება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით დიალოგი შედგება. 
ტრამპის მრჩეველის რეპლიკას: „რუსებს თავის გასატანად თოვლის ჭამაც შეუძლიათ“, მოსკოვმა უპასუხა

დონალდ ტრამპის მრჩევლის რეპლიკას, „რუსებს, თავის გასატანად, თოვლის ჭამაც შეუძლიათ“, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ადგილობრივი წარმოების დელიკატესების უპირატესობით უპასუხა.

სტამბოლის ღამის კლუბის თავდამსხმელმა უზბეკეთის მოქალაქემ საბრძოლო მომზადება ავღანეთში გაიარა
სტამბოლის გუბერნატორის ინფორმაციით, ღამის კლუბში ტერაქტი უზბეკმა აბდულგადირ მაშარიპოვმა განახორციელა, რომელმაც საბრძოლო მომზადება ავღანათში გაიარა.
ნატოს ჯარების განთავსებას ბალტიისპირეთში რუსეთი ნეგატიურად აღიქვამს

ბალტიის ქვეყნებში ნატოს ჯარების განთავსებას რუსეთი ნეგატიურად აფასებს. ამის შესაებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „დიდ პრესკონფერენციაზე“ განაცხადა.

რუსეთი უარყოფს ბრალდებებს ამერიკელ დიპლომატებზე თვალთვალის შესახებ

რუსეთის ფედერაცია უარყოფს ბრალდებებს, თითქოს ამერიკელ დიპლომატებს უთვალთვალებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა 2016 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

ევროპარლამენტის ახალ თავმჯდომარეს დღეს აირჩევენ
სტრასბურგში, პლენარულ სხდომაზე, ევროპარლამენტის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. მოქმედმა თავმჯდომარემ მარტინ შულცმა თანამდებობის დატოვების შესახებ გასული წლის ნოემბერში განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში ყირიმს რუსეთის ნაწილად აღიარებს

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი გამარჯვების შემთხვევაში ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებას გეგმავს. ამის შესახებ ლე პენმა გაზეთ "იზვესტიასთან" ინტერვიუში განაცხადა.

2014 წელს გაუჩინარებული მალაიზიური თვითმფრინავის ძებნა შეჩერდა

მალაიზიური თვითმფრინავის ძებნის ოპერაცია, რომელიც 2014 წელს გაუჩინარდა შეჩერდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

მოგერინი ევროკავშირის სტაბილურობაში 100%-ით დარწმუნებულია

ევროკავშირი არსებული შემადგენლობით გააგრძელებს არსებობას, განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ფედერიკა მოგერინიმ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ.

გიგანტური ზომის ენით დაიბადა ბავშვი ინდოეთში

ინდოეთში ჩვილი გიგანტური ზომის ენით დაიბადა. თანდაყოლილი ანამალიური დაავადება - მაკროგლოსია მის სიცოცხლეს საფრთხე უქმნიდა, რის გამო ბავშვისთვის ქირურგიული ჩარევა და ენის ნახევრის მოკვეთა გახდა საჭირო.

უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა

უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი ჰააგაში გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ხუთი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა მექსიკის ღამის კლუბში მომხდარი სროლისას

სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა მექსიკაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დროს მომხდარი სროლებისას. დაშავებულთა შორის ათი მათგანი კვლავ საავადმყოფოში იმყოფება.

რუსეთის დუმა ოჯახში ძალადობის დეკრიმინალიზაციას დაჩქარებული წესით დააკანონებს

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ოჯახში ძალადობის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტს მეორე მოსმენით 20 იანვარს განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, დეკრიმინალიზაცია პირველად მომხდარ ძალადობის ფაქტს შეეხება.

ფედერაციის საბჭოში „არასერიოზული“ უწოდეს ტრამპის განცხადებას ბირთვული არსენალის შემცირებაზე

აშშ–ის არჩეული პრეზიდენტის წინადადებას, სანქციების სანაცვლოდ ბირთვული არსენალის შემცირების შესახებ „არასერიოზული“ და რეალობას მოწყვეტილი უწოდეს მოსკოვში.

აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ძალაში ტოვებს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მანამდე უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე მოსკოვი მინსკის შეთანხმებით დაკისრებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
მახაჩყალის პროკურატურას ქალთა წინადაცვეთის ფაქტებზე 42 ანონიმური ინტერვიუ გადასცეს

დაღესტნის პროკურატურას ქალთა წინადაცვეთის ფაქტებთან დაკავშირებით, 42 ანონიმური ინტერვიუ გადასცა ორგანიზაცია "რუსეთის სამართლებრივმა ინიციატივამ".

დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთი Brexit–ის გამო შეაქო

აშშ–ის არჩეულმა პრეზიდენტმა თავის პირველ ინტერვიუში დიდი ბრიტანეთი შეაქო Brexit–ის გამო. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში სადაზვერვო ორგანიზაცია იყო ჩართული

თურქეთის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში სადაზვერვო ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას, თუმცა არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნის დაზვერვაზეა საუბარი.

ბიშკეკთან ჩამოვარდნილი ბოინგის „შავი ყუთი“ ნაპოვნია

მაშველებმა ყირგიზეთის დედაქალაქთან ჩამოვარდნილი Boeing 737–ის „შავი ყუთი“ იპოვეს. ამის შესახებ ბიშკეკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს.

ირანში 20 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით

ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისთვის, ძარცვისა და მკვლელობისთვის, ბოლო ორი დღის განმავლობაში ირანში 20 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი ორგანიზაცია "ჰერანა" ავრცელებს.

ყირგიზეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ყირგიზეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 37 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაშავდა.

თვითმფრინავი დასახლებულ პუნტქში ჩამოვარდა და 15 ადგილობრივის სახლი დააზიანა. 

ყირგიზეთში ავიაკატასტრიფას 32 ადამიანი ემსხვერპლა
ყირგიზეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 32 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაშავდა.
პარიზში ახლო აღმოსავლეთს "ორი სახელმწიფოს" გეგმა შესთავაზეს


პარიზის კონფერენციის მონაწილე 70-მა ქვეყანამ ისრაელსა და პალესტინას კონფლიქტის დასრულების გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა, რომელიც ორი სახელმწიფოს თანაარსებობას გაითვალისწინებს. 

Facebook-მა გერმანულ სეგმენტში "ფეიკებს“ ომი გამოუცხადა

Facebook-ის მენეჯერები გერმანულ საგამოძიებო ცენტრთან Correctiv ითანამშრომლებს, გერმანიაში შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ყალბი შინაარსის ინფორმაციის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით.

სერბეთი კოსოვოს ემუქრება - ნატო ბალკანეთში შესაძლო ახალი ეთნიკური ომისთვის ემზადება

სერბეთი კოსოვოში ჯარის შეყვანით იმუქრება. ამ ფონზე ნატო ბალკანეთში შესაძლო ახალი ეთნიკური ომისთვის ემზადება. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ფედერაციაზე განხორცილებულ ჰაკერულ თავდასხმებზე საუბრობს

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი დარწმუნებულია, რომ აშშ რუსეთს ჰაკერული თავდასხმის განხორციელებაში უსაფუძლოდ ადანაშაულებს.

მოსკოვის ერთ-ერთი ბაზრობიდან აფეთქების საფრთხის გამო ხალხის ევაკუაცია განხორციელდა
მოსკოვის ერთ-ერთი ბაზრობის ტერიტორიიდან, აფეთქების საფრთხის გამო 250-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას.
ნატოს ჯარებს პოლონეთში სიხარულით დახვდნენ
პოლონეთში, მოქალაქეები სიხარულით დახვდნენ ნატოს ჯარებს, რომლებიც ქვეყანაში რუსეთის აგრესიის შეკავების მიზნით ჩავიდნენ.
"საუკუნის თაღლითმა" ამერიკულ ციხეში ცხელი შოკოლადის მონოპოლია შექმნა
ცნობილმა ამერიკელმა თაღლითმა ბერნარდ მედოფფმა, რომელსაც 150 წელი აქვს მისჯილი, ციხეში "ბიზნესი" შექმნა და ცხელი შოკოლადით ვაჭრობის მონოპოლიზება მოახდინა. 
ინდოეთში გემის ჩაძირვის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში, მდინარე განგზე, 14 იანვარს სამგზავრო გემის გადაბრუნების შედეგად დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. ინციდენტი ქალაქ პათნასთან მოხდა.

ბაჰრეინში 3 შიიტი აქტივისტი სიკვდილით დასაჯეს

ბაჰრეინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით სამი შიიტი აქტივისტი დასაჯეს სიკვდილით. მათ 2014 წელს სამი პოლიციელის მკვლელობა ედებოდათ ბრალად.

რუსეთში სასტუმროს 83-ე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად 18 წლის კაცი დაიღუპა

რუსეთის სასტუმროში მცხოვრები კაცი, საერთაშორისო კომპლექს "მოსკოვი სითის" 83-ე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა.


აფეთქების საფრთხის გამო, ქუვეითის სამგზავრო თვითმფრინავმა საგანგებო დაშვება განახორციელა

დღეს დილით, აფეთქების საფრთხის გამო, ქუვეითის სამგზავრო თვითმფრინავის ევაკუაცია განხორციელდა. ბორტმზე მყოფმა 188 ადამიანმა თვითმფრინავი უკვე დატოვა.

ბრაზილიის ციხეში ბუნტს 10 ადამიანი შეეწირა
ბრაზილიის ქალაქ ნათალის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ბუნტს 10 ადამიანი შეეწირა. ბუნტის მიზეზი ციხეში მყოფ დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის არსებული კონფლიქტი გახდა.
ბრიუსელში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ, სამართალდამცველები მასშტაბურ სპეცოპერაციას ატარებდნენ.

თურქეთმა ერაყთან და სირიასთან არსებულ საზღვარზე 330 კილომეტრიანი კედელი ააშენა

თურქეთმა ერაყის და სირიის საზღვარზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, 330 კილომეტრიანი ბეტონის კედელი ააშენა, სამხრეთ საზღვრების 191 კილომეტრის სიგრძეზე კი მავთულხლართები გააბა.

ლიტვა რუსეთის საზღვარზე კედელს ააშენებს

ლიტვა რუსეთის საზღვარზე, კალინინგრადის ოლქთან კედელს ააშენებს. აღნიშნულს ლიტვის 2017 წლი სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს.

გერმანიის სპეცსამსახურები რუსეთს ევროპისა და აშშ-ის ურთიერთობების გაუარესებაში ადანაშაულებენ

გერმანიის სპეცსამსახურები რუსეთს ევროპისა და აშშ-ის შორის ურთიერთობების სისტემატური გაუარაესების მცდელობაში ადანაშაულებენ.

ბარაკ ობამამ რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის წინააღმდეგ, ყირიმის ანექსიის გამო 2014 წელს დაწესებული სანქციები, ერთი წლით გაახანგრძლივა.

ტაილანდში ავიაგამანადგურებელმა ავიაშოუს დროს კატასტროფა განიცადა

ტაილანდის სამხედრო საჰაერო ძალების გამანადგურებელი "Jas 39C Gripen"-ი ავიაშოუს დროს, უცაბედი თავდასხმის მანევრის დემონსტრირებისას, ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად პილოტი დაიღუპა.

დონალდ ტრამპი რუსეთს სანქციებს არ გაუუქმებს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთს სანქციებს არ გაუუქმებს. ამის შესახებ ტრამპმა Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.

ობამა პრეზიდენტის რანგში ბოლო პრესკონფერენციას 18 იანვარს გამართავს

აშშ–ის მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამ რანგში ბოლო პრესკონფერენციას 18 იანვარს გამართავს.

რუსეთში რეალიზებული სურსათის მეოთხედი ფალსიფიცირებულია

რუსეთის დახლებზე არსებული სურსათის ერთი მეოთხედი ფალსიფიცირებულია. ამის შესახებ რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის ხელმძღვანელის თანაშემწემ ალექსეი ალექსეენკომ განაცხადა.

კვიპროსიდან თურქეთის ჯარების გაყვანის საკითხი ჯერ არ განიხილება

გაყოფილი კვიპროსის ტერიტორიიდან თურქეთის ჯარების სრულად გაყვანა ჯერ არ განიხილება. ამის შესახებ დღეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. 

გერმანელი სამხედროები ლიტვაში იანვრის ბოლოს შევლენ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებზე ჯარების გადაადგილების ფარგლებში ლიტვამ გერმანელი სამხედროების მიღებისთვის მზადყოფნა განაცხადა.

რუსეთმა, შესაძლოა, კვიპროსის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები ჩაშალოს

კვიპროსის თურქული და ბერძნული თემის ლიდერები, ასევე მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეები შიშობენ, რომ კვიპროსის გაერთიანების მოლაპარაკებებს რუსეთი ჩაშლის.

ამერიკაში ავტობუსების ტერმინალზე აფეთქება მოხდა
ამერიკის ქალაქ დეტროიტში ავტობუსების ერთ-ერთ ტერმინალზე აფეთქება მოხდა, რასაც თან ძლიერი ხანძარი მოჰყვა.
საფრანგეთში რამდენიმე აფეთქება მოხდა
საფრანგეთის ქალაქ მარსელში აფეთქებების სერია მოხდა. 
ტატარსტანის ხელისუფლება ელექტროენერგიის დავალიანების მქონე ოჯახებს ბავშვებს ჩამოართმევს

რუსეთის ფედერაციის ბავშვთა ომბუცმენმა აღნირშნული გადაწყვეტილება დაუშვებლად მიიჩნია მოუწოდა ადგილობრივ ხელისუფლებას, შეეშვას ბავშვების ჩამორთმევით მანიპულირებას.

С-400–ებით შეიარაღებული რუსული საზენიტო–სარაკეტო პოლკი ყირიმში საბრძოლო მორიგეობას შეუდგა

რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალების მეოთხე არმიის საზენიტო–სარაკეტო პოლკი, რომელიც С-400–ებითაა შეიარაღებული, სამბრძოლო მორიგეობას შეუდგა ყირიმის ნახევარკუნძულზე.

სააკაშვილმა პეტრო პოროშენკო "თავხედ მატყუარად" მოიხსენია
საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო "თავხედ მატყუარად" მოიხსენია, რადგან მანამდე პოროშენკომ მას კორუმპირებულობაში დასდო ბრალი.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ჩაშლა იგეგმება

20 იანვარს, ათასობით აქტივისტი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ჩაშლის მიზნით, საპროტესტო აქციას გამართვს. 

იტალიაში იმედოვნებენ, რომ რუსეთი "დიდ რვიანს" მალე დაუბრუნდება

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანჯელინო ალიანო იმედოვნებს, რომ რუსეთი მალე დაუბრუნდება "დიდ რვიანს", რომელიც გაერთიანებას 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო  გამოეთიშა.

უკრაინის პრეზიდენტმა ოდესის ოლქის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განკარგულებით, ოდესის ოლქის გუბერნატორად მაქსიმ სტეპანოვი დაინიშნა, რომლის კანდიდატურას მხარს ხელისუფლებაც უჭერდა. 
აზერბაიჯანი სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად დაფინანსებას ზრდის

აზერბაიჯანის ხელისუფლება ქვეყნის თავდაცვის სისტემასა და შეიარაღებული ძალების სიძლიერეს ყოველწლიურად ზრდის. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

ამერიკული სამხედრო ტექნიკა და ჯარი პოლონეთში მიდის

ამერიკული ტანკები და ჯარი პოლონეთისკენ დაიძრა, რომელიც ევროპაში აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს წარმომადგენლობის გაზრდის გეგმასთან დაკავშირებით უნდა განთავსდეს.


თურქი პარლამენტარები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
თურქეთის პარლამენტის დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ტრამპმა რუსეთთან ურთიერთობების "გადატვირთვა" გამორიცხა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან ურთიერთობების "გადატვირთვა" გამორიცხა. ამის შესახებ ტრამპმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

თურქები და ბერძნები კვიპროსის საკითხზე შეთანხმდნენ

ჟენევაში კვიპროსის საკითხზე დღეს გამართულ მოლაპარაკებებზე შეთანხმება მთელ რიგ საკითხებზე შედგა. ამის შესახებ გაეროს გენმდივნის სპეციალურმა მრჩეველმა კვიპროსის საკითხებში ესპენ ბარტ ეიდემ განაცხადა.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა აღიარა რუსეთის კიბერთავდასხმები ამერიკაზე

ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაეთანხმა მზვერავების ანგარიშს, რომლის თანხმად რუსმა ჰაკერებმა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის სერვერები გატეხეს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში.

“ისლამურმა სახელმწიფომ“ და “თალიბანმა“ ერთმანეთს “წმინდა ომი“ გამოუცხადეს

ტერორისტულმა დაჯგუფებამ “ისლამური სახელმწიფო“ და ავღანეთის რადიკალურმა მოძრაობამ “თალიბანი“ ერთმანეთს “წმინდა ომი - ჯიჰადი“ გამოუცხადეს.

თურქეთი სომხეთის საზღვრზე კედლს ააშენებს

თურქეთი სომხეთის საზღვრის გასწვრივ კედლის მშენებლობას გეგმავს. აღნიშნულ საკითხი დღეს თურქეთის ეროვნული თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებში განიხილება.

რუსეთს ტრამპზე კომპრომატები აქვს


დონალდ ტრამპს შეატყობინეს, რომ რუსეთის სპეცსამსახურმა მასზე კომპრომატები შეაგროვა - ამის შესახებ CNN, რამდენიმე საინფორმაციო წყაროზე დაყრდნობით იუწყება. 

სენატი ღია მოსმენებს მართავს რუსეთის მიერ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაზე
სენატის დაზვერვის კომიტეტი ღია მოსმენას მართავს რუსეთის მიერ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის ბრალდებებთან დაკავშირებით.
ალაბამას ბანკში მძევლები აიყვანეს

შეიარაღებულმა უცნობმა პირმა ბანკში მძევლები აიყვანა აშშ-ში, ალაბამას უნივერსიტეტის სტუდენტური ქალაქის ტერიტორიაზე.

ანკარაში მიტინგების ჩატარება აკრძალეს
თურქეთის დედაქალაქის ანკარის მერმა მელიჰ გიოკჩეკმა ქალაქში მიტინგებისა და დემონსტრაციების გამართვა 1 თვით აკრძალა. მერმა აღნიშნული შეზღუდვა ტერორისტული საფრთხეების არსებობით განმარტა.
სამეფო ოჯახის ვებგვერდიდან დედოფალ ელისაბედ II-ს გარდაცვალების შესახებ განცხადება მოხსნეს

სამეფო ოჯახის ვებგვერდზე დედოფალ ელისაბედ II-ს გარდაცვალების შესახებ განათავსეს ინფორმაცია, რომელიც მალევე მოხსნეს საიტიდან. დედოფლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ უარყვია სამეფო ოჯახს.

თურქეთის სამხრეთ–აღმოსავლეთში სავარაუდო თვითმკვლელი ტერორისტი გაანეიტრალეს

თურქმა პოლიციელებმა ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთში სავარაუდო თვითმკვლელი ტერორისტი მოკლეს, რომელიც პოლიციის განყოფილებაში შეღწევას ცდილობდა.

ავღანეთის დედაქალაქში აფეთქებები 30 ადამიანი ემსხვერპლა

ორი ძლიერი აფეთქება მოხდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დღეს, რასაც 30 ადამიანი ემსხვერპლა, 80 კი, დაშავდა.

გაერთიანებული გერმანიის პირველი არჩეული პრეზიდენტი რომან ჰერცოგი გარდაიცვალა
რომან ჰერცოგი, რომელმაც 90-იან წლებში,თავისი პრეზიდენტობის დროს, გერმანიაში ეკონომიკური რეფორმები გაატარა და დაგმო ნაცისტური ჰოლოკოსტი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. 
აშშ რუსეთის წინააღმდეგ „ყოვლისმომცველ“ სანქციებს ამზადებს

მოსკოვის მიერ აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ „ყოვლისმომცველი“ სანქციების კანონპროექტს ამზადებს ამერიკელ სენატორთა ჯგუფი ჯონ მაკკეინის ხელმძღვანელობით.

Yahoo სახელს და მენეჯმენტს იცვლის

Yahoo სახელწოდებასა და ხელმძღვანელობას იცვლის, რის შემდეგაც მას ახალი სახელი  - AltabA ეწოდება.

ირანის ექსპრეზიდენტი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი დაკრძალეს
ირანის ექსპრეზიდენტი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანიმ რომელიც 9 იანვარს გარდაიცვალა, დღეს დაკრძალეს.
მაგნიტუდით 7,3 მიწისძვრა მოხდა ფილიპინებზე

მაგნიტუდით 7,3 მიწისძვრა მოხდა ფილიპინებზე. აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა 617 კმ-ის (380 მილი) სიღრმეზე, ფილიპინების სამხრეთ-აღმოსავლეთით დაფიქსირდა.

დონალდ ტრამპი პრეზიდენტის მთავარი მრჩეველის პოსტზე საკუთარი სიძის დანიშვნას აპირებს
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს, რომ საკუთარი სიძე ჯარედ კუშნერი პრეზიდენტის მრჩეველის პოსტზე დანიშნოს.
საბერძნეთში რუსეთის კონსული გარდაცვლილი იპოვეს
საბერძნეთში რუსეთის საკონსულოს ხელმძღვანელი ანდრეი მალანინი ათენში გარდაცვლილი იპოვეს.

რუსეთის კონსული ათენში გარდაცვლილი იპოვეს
რუსეთის კონსული ანდრეი მალანინი ათენში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვილი იპოვეს. ფაქტს საბერძნეთში რუსეთის საელჩო ადასტურებს.
აშშ-ში ებრაულ სათემო ცენტრებში აფეთქების საფრთხის გამო ევაკუაცია განხორციელდა

აშშ-ში, მათ შორის, ფლორიდაში, კალიფორნიაში, მერილენდსა და ტენესში, ებრაულ სათემო ცენტრებში ნაღმის არსებობის საფრთხის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რის შემდეგ შენობების ევაკუაცია განხორციელდა.

ჩრდილოკავკასიელმა მეამბოხეებმა თავდასხმების ტაქტიკა გააუმჯობესეს

ჩრდილოკავკასიელმა მებრძოლებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ტაქტიკით დაიწყეს თავდასხმების განხორციელება. ისინი მცირე ჯგუფებად დაიყვნენ, რომელთა დევნა სამართალდამცველებისთვის მეტ სირთულეებს ქმნის. 

Ту-154-ის "შავი ყუთის" გაშიფვრის შემდეგ კატასტროფის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება

"შავი ყუთის" გაშიფვრის წინასწარი შემდეგებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავის Ту-154-ის კატასტროფის მიზეზად, ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.

ეგვიპტეში პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმას 9 ადამიანი შეეწირა
ეგვიპტის ქალაქ ელ–არიშში პოლიციის საგუშაგოზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას 9 ადამიანი შეეწირა, 10 დაშავდა.
ირანის ექსპრეზიდენტი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი გარდაიცვალა

ირანის ყოფილი პრეზიდენტი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბაღდადში დღის განმავლობაში მეორე აფეთქება მოხდა, რასაც 20 ადამიანი ემსხვერპლა
ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში, დღის მეორე ნახევარში, დღის განმავლობაში მეორედ, აფეთქება მოხდა, რომელსაც 20 ადამიანი ემსხვერპლა.
იერუსალიმში სატვირთო ავტომობილი ბულვარში შევარდა და ქვეითებს გადაუარა
იერუსალიმის ცენტრში, ძველი ქალაქის კედლის მახლობლად, სატვირთო ავტომობილი ბულვარში შევარდა და ფეხით მოსიარულეებს გადაუარა.
სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია

სტამბოლის ღამის კლუბში 1 იანვრის ღამეს განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორის ვინაობა დაადგინეს თურქმა სამართალდამცვლეებმა.

ფიდელ კასტროს თანამოაზრე, კუბის შს მინისტრი, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა კუბის შინაგან საქმეთა მინისტრი, ფიდელ კასტროს თანამოაზრე, კარლოს ფერნანდეს გონდინი. 
დამასკოს პროვინციაში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
ხუთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 15 დაშავდა დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად. შემთხვევა სირიის დასავლეთში, დამასკოს პროვინციაში მოხდა. 
ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში
ხუთი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საფრანგეთში. დაშავებულთაგან რამდენიმე მძიმე მდგომარეობაში.
მეხიკოში საპროტესტო აქციაზე დაწყებული შეტაკებისას 6 ადამიანი დაიღუპა

მეხიკოში საწვავის ფასის 20%-იანი ზრდის საწინააღმდეგო საპროტექსტო აქცია შეტაკებაში გადაიზარდა, რასაც 6 ადამიანი ემსხვერპლა.


ევროპაში ძლიერ ყინვას 23 ადამიანი ემსხვერპლა
სულ მცირე 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ძლიერ ყინვას ევროპაში. მათ შორის მიგრანტები და უსახლკაროები.
ბაღდადში მომხდარ აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა
ბაღდადის აღმოსავლეთ რაიონში მდებარე ბაზართან ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც დაიღუპა 11 და დაშავდა ათეულობით ადამიანი.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ნატო თავდაცვითი შესაძლებლობების საფუძვლიან გადახედვას ახორციელებს

"Chatham House"-ის მიმომხილველის, ჯონ ლოუს თქმით, რომ ნატო-სა და რუსეთს შორის, გაუთვალისწინებელი ინცინდენტის შემთხვევაში, სიტუაციის ესკალაციის დიდი შანსი არსებობს.

ამერიკა ავღანეთში 300 ჯარისკაცს განალაგებს

აშშ-ის საზღვაო მედესანტეთა კორპუსი, გაზაფხულზე, სამხრეთ ავღანეთში 300 ჯარისკაცს განალაგებს.

პორტუგალიის ექსპრეზიდენტი მარიო სუარესი გარდაიცვალა

პორტუგალიის ექსპრეზიდენტი მარიო სუარესი ლისაბონში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ანკარაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის საქმეზე 5 ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ, ანკარაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის საქმეზე 5 ადამიანი დააკავა.ამის შესახებ ინფორმაციას, ქალაქ იზმირის პროკურატურაზე დაყრდნობით, სააგენტო "Anadolu" ავრცელებს.

სირია-თურქეთის საზღვართან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა
სირიაში, თურქეთის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქ აზაზში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი კი, დაშავდა.
სირია–თურქეთის საზღვართან აფეთქებას 43 ადამიანი ემსხვერპლა
სულ მცირე 43 ადამიანი დაიღუპა ავტომობილში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად სირიაში, თურქეთის საზღვართან ახლოს.
ფლორიდის აეროპორტში სროლის გამო ერაყის ომის ვეტერანი დააკავეს

ფლორიდის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება კაცი, რომელიც შტატის ერთ–ერთ აეროპორტში გუშინ მომხდარ სროლაშია ეჭვმიტანილი, რომლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 8 დაიჭრა. 

ეუთოზე კიბერთავდასხმაში გერმანიის სპეცსამსახურებმა რუსულ კვალს მიაგნეს

ეუთოს წარმომადგენლების თქმით, სერვერებში შეღწევის შედეგად ჰაკერებმა, შესაძლოა, ორგანიზაციის საიდუმლო დოკუმენტებზე მიიღეს წვდომა.

თურქეთში კიდევ 6 ათასი საჯარო მოხელე დაითხოვეს სამსახურებიდან

თურქეთში ახალი მასობრივი წმენდის ფარგლებში 6 ათასი საჯარო მოხელე გაათავისუფლეს სამსახურებიდან. მათ შორის არიან პოლიციის ოფიცრები, იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროების თანამშრომლები და მეცნიერები.

ისრაელი გაეროს დაფინანსებას უმცირებს

ისრაელის ხელისუფლება გაეროს დაფინანსებას დაახლოებით 6 მილიონი დოლარით შეამცირებს. ამას ოფიციალური თელავივი გაეროს მიერ ებრაული დასახლებების წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციას უკავშირებს.

ამერიკის დაზვერვაში მიაჩნიათ, რომ პუტინი ცდილობდა ტრამპს არჩევნებში გამარჯვებაში დახმარებოდა
აშშ-ის დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისას, ჰილარი კლინტონის საწინააღმდეგოდ და დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად, "ზეწოლის კამპანიის" დაწყების ბრძანება გასცა.
ამერიკამ ევროპაში სამხედრო ტექნიკა გაგზავნა

გერმანიაში ჩავიდა აშშ-ის ასობით ტანკი და სხვა სამხედრო ტექნიკა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს წარმომადგენლობის გაზრდის გეგმასთან დაკავშირებით უნდა განთავსდეს.


სტამბოლის ათათურქის აეროპორტში ფრენების ნაწილი გაუქმებულია

სტამბოლის ათათურქის აეროპორტში ფრენების ნაწილი გაუქმდა, ნაწილი კი გადაიდო ძლიერი თოვის გამო.

ფლორიდის აეროპორტში თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ფლორიდაში, ჰოლივუდის საერთაშორისდო აეროპორტში მომხდარი თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 9 დაიჭრა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ფლორიდის აეროპორტში ცეცხლი გახსნეს დაუდგენელმა პირებმა

აშშ–ის ფლორიდის შტატის საკურორტო ქალაქ ფორტ–ლოდერდეილის აეროპორტში ორმხრივი სროლა მოხდა. არიან დაღუპული და დაჭრილები.

დონალდ ტრამპი „პოლიტიკურ ელჩებს“ თანამდებობებიდან ათავისუფლებს

აშშ–ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განკარგულებით, ყველა ელჩმა, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით დაინიშნენ, თანამდებობები პრეზიდენტის ინაუგურაციამდე უნდა დატოვონ.

ირანში მომხდარ მიწისძვრას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ირანში მაგნიტუდით 5,1 მიწისძვრა მოხდა, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა, 4  - დაშავდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ფარსის პროვინცია ქალაქ ჰონდჯში იყო. ნგრევის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

დონალდ ტრამპის მთავარი მრჩეველი გადადგა

ამერიკის არჩეული პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა ჯეიმს ვულსეიმ თანამდებობა დატოვა. უკვე ყოფილი მთავარი მრჩეველი ტრამპს ხედვას უწუნებს. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post წერს. 

ორი მოზარდი დაიღუპა თურქეთში სკოლის ავტობუსის გადაბრუნების შედეგად

ორი მოზარდი დაიღუპა და 16 დაშავდა თურქეთში სკოლის ავტობუსის გადაბრუნების შედეგად. შემთხვევა დღეს დილით, კონიას პროვინციაში მოხდა.

რუსეთმა სირიაში შეიარაღებული ძალების შემცირება დაიწყო

რუსეთმა სირიაში თავის შეიარაღებული ძალების შემცირება დაიწყო, რომლის ფარგლებში სირიას, პირველი, ავიამზიდი "ადმირალი კუზნეცოვი", კრეისერი "პეტრე დიდი" და მათი თანამგზავრი ხომალდები დატოვებენ.

კრემლში ტრამის გამარჯვება, როგორც გეოპოლიტიკური წარმატება, საზეიმოდ აღნიშნეს
რუსი მაღალჩინოსნები დონალდ ტრამპის ამერიკის აპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მოსკოვის გეოპოლიტიკურ წარმატებად მიიჩნევენ.
ტერორისტებს დაფინანსება შეუწყვიტეს

ერაყის ქალაქ მოსულში, ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს ხელფასს აღარ უხდიან. ამის შესახებ გამომცემლობაTelegraph-ი ადგილობრივებზე დაყრდნობით იუწყება.

აშშ-მა ოსამა ბინ ლადენის შვილი ტერორისტების შავ სიაში შეიყვანა

აშშ-მა ტერორისტული ორგანიზაციის "ალ ქაიდას" ყოფილი ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ვაჟი ჰამზა ბინ ლადენი ტერორისტების შავ სიაში შეიყვანა და მასზე ძებნა გამოაცხადა.

იზმირის ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 2 პირია ლიკვიდირებული

იზმირის ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 2 ტერორისტი იქნა პოლიციასთან ურთიერთსროლის დროს ლიკვიდირებული. არსებული ინფორმაციით, პოლიცია მესამე ტერორისტს ეძებს.

თურქეთში სასამართლო შენობასთან ძლიერი აფეთქება მოხდა

თურქეთის ქალაქ იზმირში, სასამართლო შენობასთან ორი ავტომობილი აფეთქდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე 3 დაშავდა და მოკლულია ეჭვმიტანილი.

სტამბულის ღამის კლუბზე თავდამსხმელი სირიაში გადავიდა


სტამბულის ღამის კლუბზე თავდამსხმელი სირიაში, "ისლამური სახელმწიფოს" დედაქალაქად გამოცხადებულ ქალაქ რაქქაში ჩავიდა. 

თურქეთი "ინჯირლიკის" ავიაბაზაზე აშშ-ის ჯარების ყოფნას კითხვის ნიშნის ქვეშ აყანებს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ "ინჯირლიკის" ავიაბაზაზე აშშ-ის ჯარების დისლოცირების საჭიროების საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყანებს.
აფეთქებას ბაღდადში 6 ადამიანი ემსხვერპლა
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ხალხმრავალ ქუჩაზე მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 17 დაშავდა.
აშშ–ის ხელისუფლება Google–ს კონტრაქტების შეჩერებით ემუქრება

ინტერნეტ გიგანტი Google უარს ამბობს აშშ–ის ხელისუფლებისთვის თავისი თანამშრომლების კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემაზე. ამის გამო კომპანიას აშშ–ის ადმინისტრაციის კონტრაქტების გაუქმებით ემუქრებიან.

საბერძნეთში ანარქისტი დააკავეს, რომელმაც აშშ-ის საელჩოს ყუმბარმტყორცნიდან ესროლა


საბერძნეთის სპეცსამსახურებმა პოლა რუპა დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა და ტერაქტებში მონაწილეობა, მათ შორის აშშ-ის საელჩოსთვის ყუმბარმტყორცნიდან ცეცხლის გახსნა.

მაკკეინმა რუსეთის შესაძლო კიბერთავდასხმებს „ომის აქტი“ უწოდა

სენატორმა ჯონ მაკკეინმა რუსეთის მხრიდან სავარაუდო კიბერთავდასხმებს „ომის აქტი“ უწოდა. აშშ–ის არჩეული პრეზიდენტი საეჭვოდ მიიჩნევს ამერიკული სპეცსამსახურების მუშაობის შედეგებს.

საქართველოში დეკემბერში 486 141 ვიზიტორი შემოვიდა

საქართველოში 2016 წლის დეკემბერში 486 141 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 4,3 %-ით მეტია.

კანადელმა ვეტერანმა ჯერ ოჯახის წევრები ამოხოცა, შემდეგ თავი მოიკლა

ავღანეთის ომის კანადელმა ვეტერანმა ოჯახის წევრები დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა.

ნიგერიაში 3 თვითმკვლელი ტერორისტი ქალი მოკლეს
ნიგერიაში სამართალდამცავებმა 3 თვითმკვლელი ტერორისტი ქალი მოკლეს, რომლებიც ერთ-ერთ ხალხმრავალ ბაზრობაზე ტერაქტის განხორციელებას გეგმავდნენ.
კანადის აეროპორტში ერთმანეთს სამგზავრო თვითმფრინავები შეეჯახნენ

კანადაში, პირსონის საერთაშორისო აეროპორტში ორი სამგზავრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სტამბოლის ერთ-ერთ რესტორანში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა
თურქეთში, სტამბოლის ერთ-ერთ რესტორანში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რომლის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ინგლისის სამხედრო ნაწილიდან ევაკუაცია განხორციელდა

ევაკუაცია განხორციელდა ინგლისში ცენტრალური საჯარისო ნაწილიდან ტერიტორიაზე საეჭვო ჩანთის აღმოჩენის გამო.

ნიუ–იორკში სარკინიგზო კატასტროფა მოხდა
ნიუ–იორკში, ბრუკლინში სარკინიგზო კატასტროფა მოხდა. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია 76 ადამიანი. კატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია.
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ევროკავშირს ევროს გაუქმებისკენს მოუწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი ევროპას ევროს გაუქმებისკენ და ერთიანი საანგარიშსწოდებო ვალუტის (ECU - European Currency Unit) დაბრუნებისკენ  მოუწოდებს. 

ჩინეთში საბავშვო ბაღს დანით შეიარაღებული კაცი დაესხა თავს

ჩინეთში 41 წლის, დანით შეიარაღებული კაცი საბავშვო ბარის ღობეზე გადაძვრა და ბავშვებს თავს დაესხა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 11 ბავშვი დაშავდა, 3 ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

ებრაელი ჯარისკაცი დაჭრილი პალესტინელის მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს
ისრაელის სამხედრო სასამართლომ ებრაელი ჯარისკაცი ელორ აზარია დაჭრილი პალესტინელის მკვლელობაში დამნაშავედ სცნო.
სტამბულელი ტერორისტის ვინაობა დაადგინეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს, სტამბულის ერთ-ერთ ღამის კლუბზე თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია.

ყაზახეთმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა
ყაზახეთი სავიზო რეჟიმს უუქმებს ევროკავშირს, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის წევრებს და რამდენიმე სხვა სახელმწიფოს.
რუსი ჰაკერების შესახებ სრულ ინფორმაციას აშშ–ის დაზვერვა ერთ ანგარიშში მოაქცევს

აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა ჯონ ბრენანმა ერთ–ერთი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ მზადდება ანგარიში, რომელიც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას შეეხება.

Glencore-მა და ყატარის სუვერენულმა ფონდმა "როსნეფტის" აქციები იყიდეს


ნავთობით მოვაჭრე Glencore და ყატარის სუვერენული ფონდი "როსნეფტის" აქციების 19,5%-ის შესყიდვაზე გარიგდნენ.  

ლიტვა ყოფილ ქართველ მაღალჩინოსანს რუსეთს არ გადასცემს
ლიტვა საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს ზურაბ მაისურაძეს, რომელიც ვილნიუსში 2016 წლის 3 დეკემბერს დააკავეს, რუსეთს არ გადასცემს. 
ტერაქტის საფრთხის გამო ლონდონის მუზეუმის ევაკუაცია მიმდინარეობს

ტერაქტის საფრთხის გამო ლონდონის V&A მუზეუმის ევაკუაცია მიმდინარეობს. შენობაში სამართალდამცველები ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ.

ინდოეთსა და ბანგლადეშში მაგნიტუდით 5,7 მიწისძვრა მოხდა

ინდოეთსა და ბანგლადეშში მაგნიტუდით 5,7 მიწისძვრა მოხდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სტამბულის თავდასხმაში ეჭვმიტანილი ყირგიზი ტერაქტთან კავშირს უარყოფს

სტამბულის ტერაქტში ეჭვმიტანილი ყირგიზეთის მოქალაქე იახიე მაშრაპოვი ტერორისტულ აქტთან კავშირს უარყოფს.

სტამბულის აეროპორტში ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 2 უცხოელი დააკავეს

ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 2 უცხოელი დააკავეს სტამბულის ათათურქის აეროპორტში. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტო AFP ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ყირიმის რუსეთთან შეერთებას ანექსიად არ მიიჩნევს
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, "ეროვნული ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენი ყირიმის რუსეთთან შეერთებას და აღნიშნულ საკითხზე გამართულ რეფერენდუმს კანონიერად მიიჩნევს.
სტამბულელი ტერორისტი ყირგიზეთის მოქალაქე აღმოჩნდა

თურქეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა სტამბულის ღამის კლუბზე თავმდამსხმელის ვინაობა დაადგინეს. ბრალდებული ყირგიზეთის მოქალაქე, 28 წლის იახიე მაშრაპოვი აღმოჩნდა. 

შვეიცარიაში პოლიციელებს შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს

შვეიცარიაში, რეჰეთობელშის მუნუციპალიტეტში უცნობმა შეიარაღებულმა მამაკაცმა 2 პოლიციელი დაჭრა. დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.

ჩილეში ძლიერი ხანძარია

ჩილეში ტყის მასივებზე გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად, 19 ადამიანი დაშავდა, ასობით საცხოვრებელი სახლი კი, განადგურდა.

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერრიში გახდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეცხრე გენერალური მდივანი, პორტუგალიელი ანტონიუ გუტერრიში საქმიანობას 2017 წლის პირველი იანვრიდან შეუდგა.

სირიის ოპოზიციის ნაწილმა ასტანის მოლაპარაკებებისთვის მზადება შეაჩერა

სირიის ოპოზიციის ათამდე დაჯგუფებამ, ოფიციალური დამასკოს მიერ ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევის გამო, ყაზახეთის დედაქალაქში გასამართი მოლაპარაკებებისთვის მზადება შეაჩერა. 

სტამბულის ღამის კლუბზე თავდამსხმელი ტერორისტის ოჯახის წევრები დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა სტამბულის ღამის კლუბზე თავდამსხმელი ტერორისტის ოჯახის წევრები დააკავეს.

თურქეთში გიულენის მომხრე 10 ათასი ადამიანი გაათავისუფლეს პატიმრობიდან

თურქეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში კავშირის ბრალდებით დაპატიმრებული 10 265 ადამიანი ბრალეულობის მტკიცებულების არ ქონის გამო გაათავისუფლეს.

თურქეთის პოლიცია სტამბულის ღამის კლუბზე თავდამსხმელის პირველ ფოტოებს ავრცელებს

თურქეთის პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცის ფოტოები გაავრცელა, რომელმაც ახალი წლის ღამეს, სტამბულის ღამის კლუბზე განხორციელებულ თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი მოკლა.

სტამბოლის ტერაქტში ეჭვმიტანილი რვა პირი დააკავეს თურქეთში
თურქმა სამართალდამცველებმა რვა პირი დააკავეს, რომლებიც სტამბოლის ღამის კლუბში მომხდარ ტერაქტში არიან ბრალდებულნი.
ტერორიზმში ბრალდებული ათი პატიმარი გაიქცა ბაჰრეინის ციხიდან

ბაჰრეინის დედაქალაქში მდებარე ციხეში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ტერორიზმში ბრალდებული 10 პატიმარი გაათავისუფლეს.

ყაზახეთში ცხრა ადამიანი დაიღუპა საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად
სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა ყაზახეთში მრავალსართულიანი სახლის ჩამონგრევის შედეგად, რომელიც სავარაუდოდ, აფეთქებამ გამოიწვია.
სომალიში აეროპორტთან ძლიერი აფეთქება მოხდა
სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ძლიერი აფეთქება მოხდა აეროპორტის მახლობლად, რასაც წინ სროლა უძღვოდა.
დონალდ ტრამპი ამერიკიდან რუსი დიპლომატების გაძევებას არასათანადო ქმედებად აფასებს
ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკიდან 35 რუსი დიპლომატის გაძევება არასათანადო ქმედება იყო.
ბაღდადში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მანქანის აფეთქებას 35 ადამიანი ემსხვერპლა
სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა და 61 დაშავდა ბაღდადში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მანქანის აფეთქების შედეგად.
სტამბოლში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

პირველ იანვარს სტამბოლის ღამის კლუბში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. 

ბოლივიაში წყალდიდობამ რვა ადამიანი იმსხვერპლა
სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა და ასეულობით ევაკუირებულია ბოლივიაში მომხდარი წყალდიდობის გამო.
ბარსელონაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა
ბარსელონას ცენტრში შეიარაღებული პირის მიერ ცეცხის გახსნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
იტალიელმა პოლიციელმა ბომბის განეიტრალების მცდელობისას თვალი და ხელი დაკარგა
იტალიის ქალაქ ფლორენციაში ბომბის განეიტრალებისას სამართალდამცველმა თვალი და ხელი დაკარგა.
თურქი სამართალდამცველები სტამბოლის ტერაქტში ბრალდებულის ძებნას განაგრძობენ
თურქი სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ სტამბოლის ტერაქტში ბრალდებულს, რომელიც ღამის კლუბში შეიჭრა და 39 ადამიანი მოკლა.
სტამბოლის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა

სტამბოლოს ღამის კლუბზე თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, 65 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთი პოლიციელია. ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრები ადასტურებენ.

თურქეთის პრეზიდენტი ტერორიზმის განადგურების პირობას დებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთი ყველანაირი ფორმით ბოლომდე იბრძოლებს, რათა ტერორიზმი გაანადგუროს.


რუსეთის პრეზიდენტმა თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მწუხარება გამოთქვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რის შედეგადაც 35 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მწუხარება გამოთქვა.

სტამბოლში, ღამის კლუბში შეიარაღებულ თავდასხმას 35 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

სტამბოლში, ბეშიკთაშის რაიონში მდებარე ღამის კლუბში, სადაც ახალ წელს აღნიშნავდნენ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. კლუბში გახსნილი სროლის შედეგად დაღუპულია 35 და დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი.

ლუკაშენკომ მხარი დაუჭირა ევრაზიულ საბაჟო კოდექსს

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განკარგულება გამოსცა, რომლითაც მხარი დაუჭირა ევრაზიული კავშირის საბაჟო კოდექსს, როგორც მოლაპარაკებების გაგრძელების საფუძველს. 

ტრამპის საინაუგურაციო აღლუმში 8 ათასზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას

აშშ–ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციისადმის მიძღვნილ აღლუმში 8 ათასზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

საბერძნეთის ელჩის მკვლელობა მისმა მეუღლემ $25 ათასად შეუკვეთა

ეჭვმიტანილმა პოლიციელმა ბრაზილიაში საბერძნეთის ელჩის, კირიაკოს ამირიდისის მკვლელობა აღიარა და განაცხადა, რომ ეს ელჩის მეუღლის, დიპლომატის ფრანსუაზა დე სოუზა ოლივეირას დავალებით გააკეთა.

რუსმა ჰაკერებმა ამერიკის ენერგოსისტემაში შეაღწიეს

აშშ-ის ვერმონტის შტატის ენერგოსისტემაში აღმოაჩინეს კოდი, რომლითაც სავარაუდოდ რუსი ჰაკერები სარგებლობდნენ. 

ბაღდადში ბაზარზე მომხდარ აფეთქებებს 21 ადამიანი ემსხვერპლა

21-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და 40–ზე მეტი დაიჭრა ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ხალხმრავალ ბაზარზე მომხდარი ორმაგი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.  

აშშ–დან გაძევებულ რუს დიპლომატებს სპეციალურ თვითმფრინავს გაუგზავნიან

რუსეთი აშშ–დან გამოძევებული დიპლომატებისა და მათი ოჯახების წევრების რუსეთში გადასაყვანად სპეციალურ თვითმფრინავს გაგზავნიან. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

უკრაინა რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს
უკრაინა თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ დადებული ხელშეკრულების დარღვევის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელს შეიტანს. 
შვიდი ადამიანი დაიღუპა ინდოეთში ქვანახშირის მაღაროს ჩამონგრევის შედეგად
ინდოეთში ქვანახშირის მაღაროს ჩამონგრევას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაკარგულად ითვლება.
რუსეთის პრეზიდენტი აშშ-ის დიპლომატებს ქვეყნიდან არ გააძევებს
ოფიციალური მოსკოვი აშშ-დან რუსი დიპლომატების გაძევებას უპასუხოდ არ დატოვებს, თუმცა რუსეთში მყოფ ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნიდან არ გააძევებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პუტინს ქვეყნიდან 35 ამერიკელი დიპლომატის გაძევებას ურჩევს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრეზიდენტს რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ ახალი სანქციების დაკისრების საპასუხოდ, ქვეყნიდან 35 ამერიკელი დიპლომატის გაძევებისკენ მოუწოდებს.  

სირიაში სამშვიდობო ზავი დაირღვა
სირიაში, 30 დეკემბერს 0:00 საათზე ძალაში შესული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, დაირღვა. სირიის მთავრობა და მეამბოხე ძალები ზავის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ბრაზილიაში საბერძნეთის ელჩის დამწვარი გვამი იპოვეს
რიო დე-ჟანეიროს პოლიციამ დამწვარი მანქანა იპოვა, რომელიც საბერძნეთის ელჩს იჯარით ჰქონდა აღებული. მანქანაში დამწვარი გვარი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებულ ელჩს ეკუთვნის.
რუსეთმა აშშ-ის სანქციებს ანგლო-ამერიკული სკოლის დახურვით უპასუხა
რუსეთმა, აშშ-დან რუსი დიპლომატების გამოძევებას, მოსკოვში ანგლო-ამერიკული სკოლის დახურვით უპასუხა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ინდონეზიაში მაგნიტუდით 6.2 მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე, მაგნიტუდით 6.2 მიწისძვრა მოხდა. დაშავებულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გავრცელებული ცნობით, ცუნამის საფრთხეც არ არსებობს.

ყვავმა პასპორტი მოპარა ესტონეთის მოქალაქეს

რუსეთ-ესტონეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რეგისტრაციის დროს ესტონეთის მოქალაქეს ყვავმა პასპორტი მოპარა.

სირიის ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებითი ზავი დადეს

სირიის ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმება, რომელსაც ხელი შვიდმა დაჯგუფებამ მოაწერა, ძალაში 30 დეკემბრიდან შევა.

სამ დღეში მხოლოდ ერთხელ ვჭამთ - შიმშილი ნიგერიაში

ჩრდილოეთ ნიგერიაში შიმშილით ათასობით ადამიანი იტანჯება, მათ შორის ბავშვები. BBC-მ გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, სადაც რესპონდენტი ყვება, რომ საკვებს სამ დღეში მხოლოდ ერთხელ იღებენ.

რუსეთი სირიაში სამხედრო კონტიგენტს შეამცირებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დათანხმდა თავდაცვის სამინისტროს წინადადებას, სირიაში სამხედრო კონტიგენტის შემცირებასთან დაკავშირებით.

რუსეთში Ту-154-ის ტიპის თვითმფრინავების ფრენები აკრძალეს

სოჭთან, შავ ზღვაში Ту-154-ის ავიაკატასტროსფის მიზეზების გამორკვევამდე, რუსეთში ამ მოდელის თვითმფრინავების ფრენები აკრძალეს. 

აზერბაიჯანი სომხეთს მოსალოდნელ მსხვერპლზე აფრთხილებს პროვოკაციების გაგრძელების შემთხვევაში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის მიერ პროვოკაციების გაგრძელების შემთხვევაში, სომხეთს დიდი მსხვერპლის შესახებ აფრთხილებს.

სირიის მთავრობა და ოპოზიცია ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

სირიის მთავრობა და შეიარაღებული ოპოზიცია ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მზადყოფნაზე შეთანხმდნენ. 

მოსკოვში ტერაქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი 7 ტერორისტი დააკავეს

დაღესტანში "ისლამური სახელმწიფოს" 7 მებრძოლი დააკავეს, რომლებიც მოსკოვში ტერაქტების განხორციელებას გეგმავდნენ. ამის შესახებ უშიშროების ფედერალური სამსახურის საზოგადოებრივი კავშირების ცენტრი იუწყება.

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დღეს განახლებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად სამი სომეხი სამხედრო დაიღუპა.

ყარაბაღის გამყოფ ხაზზე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს

აზერბაიჯანის სამხედროების მიერ დღეს დილით დივერსიული მოქმედებების საპასუხოდ სომეხმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. საბრძოლო მოქმედებები ტავუშის მარზის სოფელ ჩინართან მიმდინარეობს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ ანტიებრაულ რიტორიკაში დაადანაშაულა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ანტიებრაულ რიტორიკაში დაადანაშაულა.
ეუთო-ზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის IT სისტემაზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა ორგანიზაციის ინფორმაციის უსაფრთხოება.

სირიაში რუსეთის საელჩო დაცხრილეს

სირიაში ტერორისტებმა რუსეთის საელჩო დაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, ერთი ნაღმი საელჩოს ეზოში, მეორე კი მიმდებარე ტერიტორიაზე დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საფრანგეთში ტერაქტების მომზადებაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს

საფრანგეთში მამაკაცი დააკავეს, რომელიც საახალწლოდ ტერორისტული აქატის განხორციელების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. დაკავებულია კიდევ 2 მამაკაციც, რომელთაგან ერთ-ერთი პოლიციელებზე გეგმავდა თავდასხმას.

გერმანელი ტერორისტის ანის ამრის თანამზრახველი დააკავეს

გერმანელმა სამართალდამცველებმა 19 დეკემბერს ბერლინის საშობაო ბაზრობაზე ტერორისტული აქტის განმახორციელებლის, წარმოშობით ტუნისელი ანის ამრის თანამზრახველი დააკავეს.

ტოკიოში მაგნიტუდით 6,3 მიწისძვრა მოხდა

ტოკიოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მაგნიტუდით 6,3 მიწისძვრა მოხდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფა მოხდა
ინდოეთში, უტარ პრადეშის შტატში, სამგზავრო მატარებლის ლიანდაფიდან გადასვლას და მდინარის ხეობაში გადავარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა და 45 დაშავდა. 
სოჭთან ჩამოვარდნილი Ту-154-ის მეორე "შავი ყუთი" იპოვეს

სოჭთან ჩამოვარდნილი რუსული თვითმფრინავის Ту-154-ის მონაცემთა ჩამწერი მეორე "შავი ყუთი" იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.

თურქეთი და რუსეთი დამასკოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას წარუდგენს


სირიის თაობაზე რუსეთ-თურქეთის ჩარჩო ხელშეკრულება ითვალისწინებს ქვეყანაში საომარი მოქმედებების დასრულებას, რომელიც ადგილობრივი დროით შუაღამისას, 29 დეკემბერიდან დაიწყება.  

კუბაში ფიდელ კასტროს პიროვნების კულტი აიკრძალა


კუბას პარლამენტმა, ქუჩების ან რაიმე დაწესებულების, ჯილდოების და სხვადასხვა ტიტულების სახელდებისას, ქვეყნის გარდაცვლილი ლიდერის ფიდელ კასტროს სახელის გამოყენება აკრძალა. 

კანადაში ერთმანეთს 40 ავტომანქანა შეეჯახა
კანადაში მასშტაბური ავტოავარია მოხდა, რომელშიც 40 მანქანა მონაწილეობდა. შემთხვევის შედაგად 15-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 
აშშ-ში თურქეთის პრეზიდენტის ბრალდებებს სასაცილოს უწოდებენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტაენტი უარყოფს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდორანის ბრალდებებს სირიაში ექსტრემისტების მხარდაჭერასთან დაკავშირებით და განცხადებას სასაცილოს უწოდებს.

Ту-15-ის ჩამოვარდნის ადგილზე კიდევ 3 ცხედარი იპოვეს

სოჭის რაიონში, შავ ზღვაში რუსული თვითმფრინავის Ту-154-ის ჩამოვარდნის ადგილზე, მაშველებმა კიდევ 3 ცხედარი იპოვეს. ჯამში 15 ცხედარია უკვე ნაპოვნი.

"ვარსკვლავური ომების" მსახიობი კერი ფიშერი გარდაიცვალა
ამერიკელი მსახიობი, რომელიც "ვარსკვლავური ომებიდან" პრინცესა ლეიას როლით არის ცნობილი, გულის შეტევასთან ბრძოლის შემდეგ, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.


შეიარაღებულმა პირმა ერაყელი ჟურნალისტი ქალი გაიტაცა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, საკუთარი სახლიდან ჟურნალისტი ქალი აფრაჰ შავქი ალ-ქაისი შეიარაღებულმა პირმა გაიტაცა. ჟურნალისტი ქვეყანაში არსებული კორუფციის წინააღმდეგ კამპანიას ახორციელებდა.

ტერორისტი ნიგერიელი ქალი ლინჩის წესით გაასამართლეს

ტერორისტი ქალი, რომელმაც ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანა ვერ მოახერხა, ნიგერიაში, ქალაქ მაიდუგურიში, ხალხმა ბაზრობაზევე ლინჩის წესით გაასამართლა.

გოა–მუმბაის რეისის თვითმფრინავმა ასაფრენ ბილიკზე განიცადა ავარია, დაშავდა 15 ადამიანი

გოადან მუმბაიში მიმავალმა თვითმფრინავმა დაბოლიმის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკიდან ასაფრენად მზადებისას მიმართულება შეიცვალა, რის გამოც ბორტზე მყოფი 161 მგზავრიდან 15 დაშავდა.

შავ ზღვაში ჩავარდნილი რუსული ავიალაინერიდან პირველი "შავი ყუთი" ამოიღეს

შავ ზღვაში 25 დეკემბერს ჩავარდნილი რუსული სამხედრო ავიალაინერიდან ფრენის მონაცემთა ჩამწერი ერთი "შავი ყუთი" ამოიღო რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა. 

თურქეთში სასადილოს მფლობელი დააპატიმრეს პრეზიდენტის შეურაცხყოფის გამო

ოპოზიციური თურქული გაზეთის Cumhuriyet სასადილოს მფლობელი შელონ ბურანი იმის გამო დააკავეს, რომ მან საჯაროდ განაცხადა „ერდოღანს ჩაის ცხოვრებაში არასოდეს მოვუდუღებ“.

რუსეთმა საქართველოდან მსხვილფეხა საქონლის შეტანა აკრძალა

რუსეთმა საქართველოდან მსხვილფეხა საქონლისა და მისგან მიღებული პროდუქციის ნაწილის შეტანა აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას ria.ru ავრცელებს. 

უგანდის ალბერტის ტბაში ფეხბურთელები დაიხრჩვნენ

უგანდის ალბერტის ტბაში საფეხბურთო გუნდის გადამყვანი ნავის გადაბრუნების შედეგად, 30-მდე ადამიანი დაიხრჩო.  

მოსკოვის სადგურებზე ათასობით ადამიანის ევაკუაცია ცრუ განგაშის გამო მოხდა

მოსკოვის რკინიგზის სამ სადგურზე გამოცხადებული განგაში ცრუ აღმოჩნდა. ამის შესახებ რუსული მედია, სარკინიგზო დეპარტამენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

მოსკოვის სამ სარკინიგზო სადგურზე ევაკუაცია მიმდინარეობს

მოსკოვის სამ სარკინიგზო სადგურზე – იაროსლავსკაია, კაზანსკი და ლენინგრადსკი – მგზავრთა ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ BBC რუსეთის რკინიგზის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.

მომღერლის მენეჯერის თქმით, ჯორჯ მაიკლი გულის შეტევით გარდაიცვალა
ბრიტანელი მომღერლის ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა, აცხადებს პოპვარსკვლავის მენეჯერი. 
შავ ზღვაში ჩავარდნილი რუსული თვითმფრინავის 10 მგზავრის ცხედარი მოსკოვში გადაასვენეს

საქართველოს საზღვართან ახლოს, შავ ზღვაში ჩავარდნილი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავის ათი დაღუპული მგზავრის ცხედარი მოსკოვში გადაასვენეს, სადაც ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

საქართველოს საზღვართან ჩამოვარდნილი რუსული თვითმფრინავის 7 მგზავრის ცხედარი ნაპოვნია

საქართველოს საზღვართან ახლოს, შავ ზღვაში ჩავარდნილი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავის შვიდი დაღუპული მგზავრის ცხედარი ნაპოვნია. ლაინერის ფრაგმენტები 70 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს.

მსოფლიო ვარსკვლავი ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა
მსოფლიო ვარსკვლავი ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა 53 წლის ასაკში . ის გარდაცვლილი ლონდონში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს.  
შავ ზღვაში ჩავარდნილი რუსული თვითმფრინავის სამაშველო ოპერაციის ვიდეოკადრები

სოჭთან ახლოს, შავ ზღვაში ჩავარდნილი თვითმფრინავის Ту-154-ის სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ვიდეოკადრები ვრცელდება.

მოსკოვის აეროპორტში თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა

მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა. ავიალაინერი რეისს მოსკოვიდან დრეზდენის მიმართულებით ასრულებდა.

ჩილეში 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

სამხრეთ დასავლეთ ჩილეში, ქალაქ პუერტო მონტთან 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრი ავრცელებს. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსოფლიო ტერორიზმსა და ომს დაამარცხებს

რომის პაპმა ფრანცისკემ საშობაო ქადაგებაში მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიოში ომი და ტერორიზმი დამარცხდება.

თვითმფრინავ Ту-154-ის კატასტროფის ადგილიდან ვიდეოკადრები ვრცელდება

სოჭში, თვითმფრინავ Ту-154 კატასტროფის ადგილიდან ვიდეოკადრები ვრცელდება. ვიდეოში შავ ზღვაში მიმდინარე სამძებრო სამუშაოების კადრები ჩანს. 

გერმანიაში მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ევაკუაცია მიმდინარეობს

გერმანიის ქალაქ აუგსბურგის 54 ათასი მცხოვრებლის ევაკუაცია მიმდინარეობს. ქალაქის ევაკუაციის მიზეზი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბრიტანული ბომბის აღმოჩენა გახდა.

სოჭში ავიაკატასტროფის ადგილზე ცხედრები იპოვეს

შავ ზღვაში, სადაც რუსეთის თავდაცვის თვითმფრინავმა Ту-154-მა ავიაკატასტროფა განიცადა, რამდენიმე ცხედარი იპოვეს.

სოჭში დაკარგული თვითმფრინავი, შავ ზღვაში ჩავარდა

რუსული თვითმფრინავი Ту-154, რომელის ბორტზე 91 ადამიანი იმყოფებოდა, შავ ზღვაში ჩავარდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსული მედია ავრცელებს. 

თურქეთის მინისტრთა კაბინეტმა "თურქული ნაკადის" მშენებლობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

თურქეთის მინისტრთა კაბინეტმა რუსეთთან გაზსადენის “თურქული ნაკადის” მშენებლობის შესახებ დადებული შეთანხმება დაამტკიცა.

რუსული თვითმფრინავი ბორტზე მყოფი 91 მგზავრით რადარებიდან გაქრა

რუსული თვითმფრინავი, რომალიც სოჭიდან სირიის ქალაქ ლატაკიის მიმართულებით მიფრინავდა რადარებიდან გაქრა. ბორტზე 91 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ალექსანდროვის ანსამბლის წევრები და ჟურნალისტები.

თურქეთში რუსი დიპლომატის მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი

თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელი, მევლუთ მერთ ალთინთაში მარტო არ მოქმედებდა.ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ტერორიზმის პროპაგანდისთვის 1656 ადამიანი დააკავეს თურქეთში

სოციალურ ქსელებში ტერორიზმის პროპაგანდისთვის, ნახევარი წლის განმავლობაში, 1656 ადამიანი დააკავეს თურქეთში.

ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი პირის ნათესავი დააკავეს

ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი პირის ანის ამრის ნათესავი და 2 ეჭვმიტანილი დააკავეს ტუნისში უშიშროების სამსახურებმა.

ისრაელი არ შეასრულებს გაეროს რეზოლუციას

ისრაელის ხელისუფლებამ უარი განაცხადა გაეროს 23 დეკემბრის რეზოლუციის შესრულებაზე პალესტინის ტერიტორიაზე ებრაული დასახლებების მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით და მას "სამარცხვინო" უწოდა.

ჯონ მაკკეინის ხელმძღვანელობით საქართველოს ამერიკელი სენატორები ლატვიის შემდეგ ეწვევიან
ლატვიას ამერიკელი კონგრესმენების დელეგაცია სენატორ ჯონ მაკკეინის ხელმძღვანელობით 28-29 დეკემბერს ეწვევა.
რუსეთში ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

რუსეთის ფედერაციაში, ბაშკირეთის ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, რასაც დაუდასტურებელი ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა.

საშობაოდ მოსალოდნელ ტერაქტებზე აფრთხილებს ამერიკელებს ფედერალური საგამოძიებო ბიურო

აშშ-ის მოსახლეობას "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდამ, საშობაოდ ტერაქტების შესაძლო განხორციელების შესახებ აფრთხილებს ფედერალური საგამოძიებო ბიურო.

რუსეთმა ალეპოში სამხედრო პოლიციის ბატალიონი გადაისროლა

სირიის ქალაქ ალეპოში, რომელიც მთლიანად დაიკავეს ასადის მებრძოლებმა, რუსეთმა სამხედჟრო პოლიციის ბატალიონი გადაისროლა. რუსი კონტრაქტორები ქალაქის ადმინისტრაციას წესრიგის დამყარებაში დაეხმარებიან.

მილანში მოკლული ტერიტორისტი ვიდეოჩანაწერში ისლამურ სახელმწიფოს ერთგულებას უცხადებდა

ბერლინის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა ანის ამრიმ ვიდეომიმართვაში ისლამური სახელმწიფოს ერთგულების ფიცსა და მუსულმანების დაბომბვისთვის ევროპელ "ჯვაროსნებზე" შურისძიების პირობას დებს.

ლიბიის თვითმფრინავის გამტაცებლები მალტის ხელისუფლებას ჩაბარდნენ

ლიბიის თვითმფრინავის გამტაცებლები, რომლებმაც პილოტი აიძულეს, მალტაში დაშვებულიყო, ადგილობრივ ხელისუფლებას ჩაბარდნენ. ამის შესახებ მალტის პრემიერმა ჯოზებ მუსკატმა განაცხადა.

ლიბიური თვითმფრინავის გამტაცებლები მუამარ კადაფის შვილის გათავისუფლებას ითხოვენ

ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის შვილის სეიფ ალ-ისლამის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ მალტაზე თვითმფრინავის გამტაცებლები.

ლიბიიდან გატაცებული თვითმფრინავიდან მძევლები გაათავისუფლეს

ლიბიიდან გატაცებული თვითმფრინავის მგზავრები გაათავისუფლეს. გამტაცებლების მძევლებლად კვლავ რჩებიან ავიალაინერის ეკიპაჟის წევრები.

ლიბიიდან თვითმფრინავი გაიტაცეს

ლიბიიდან თვითმფრინავი გაიტაცეს, რომლის ბორტზეც 118 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი მალტის აეროპორტში დაჯდა.

ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი მილანში მოკლეს

მილანში ორმხრივი სროლის დროს მოკლეს ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი, ტუნისელი წარმოშობის ანის ამრი. 

დიდ ბრიტანეთში ტერორისტული აქტები აღკვეთეს
ბერლინში მომხდარ ტერორისტულ აქტამდე, სასიკვდილო თავდასხმების განხორციელების უამრავი მცდელობა აღიკვეთა საშობაო ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებზე ევროპის მასშტაბით, მათ შორის დიდ ბრიტანეთში.  
ისლამური სახელმწიფო რუსი დიპლომატების "დასახვრეტთა სიას" ამზადებს

რუსი დიპლომატების "დასახვრეტთა სიას" ამზადებენ "ისლამური სახელმწიფო" და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი ილიას უმახანოვი ავრცელებს. 

ძლიერი ხანძარია ბარნაულის რადიოქარხანაში
რუსეთში, ბარნაულის რადიოქარხანაში ძლიერი ხანძარის ჩაქრობას ასობით მეხანძრე ცდილობს. რუსული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი ქარხნის მთელ ტერიტორიაზეა მოდებული.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი დააკავეს თურქეთში

თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი პერვინ ბულდანი დააკევეს პროქურთული პარტიიდან. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ხალხთა დემოკრატია" ავრცელებს.

ცოცხლად დაწვეს თურქი ჯარისკაცები ტერორისტებმა
 ორი თურქი ჯარისკაცი ცოცხლად დაწვეს ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა.
სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის დაგეგმვაში ორი ეჭვმიტანილი დააკავეს გერმანიაში

2 მამაკაცი დააკავეს გერმანია-ჰოლანდიის საზღვარზე, ქალაქ დუისბურგში, სამართალდამცავებმა. დაკავებულები სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის განხორციელებას გეგმავდნენ.

ლიტვის სასამართლო "გაზპრომზე" 35.6 მილიონ ევროიანი ჯარიმის დაკისრებას გამართლებულად მიიჩნევს
ლიტვური სააგენტო BNS-ის ცნობით, ლიტვის სასამართლომ დააკმაყოფილა ადგილობრივი კონკურენციის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კომპანია"გაზპრომს" ჯარიმის სახით 35.6 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა.
ასადის რეჟიმმა ალეპოზე სრული კონტროლი დაამყარა
სირიის სახელმწიფო მედიის განაცხადებით, ბაშარ ალ ასადის რეჟიმმა ალეპოზე სრული კონტროლი დაამყარა და ხუთწლიანი სამოქალაქო ომის განმავლობაში ყველაზე გადამწყვეტ მომენტს აღნიშნავს. 
დონალდ ტრამპი აშშ-ის ბირთვული პოტენციალის გაზრდას გეგმავს
აშშ-ის ბირთვული პოტენციალის გაზრდას გეგმავს ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. აღნიშნული განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეფერხებულია

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, დიდთოვლობისა და გაუმართავი ავტომობილების გამო, აღმოსავლეთ ალეპოდან ათასობით მშვიდობიანი მოქალაქისა და მეამბოხე მებრძოლის ევაკუაცია შეფერხებულია.

ბერლინის ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტუნისელის ანაბეჭდები აღმოაჩინეს სატვირთოზე

სატვირთო ავტომობილზე ბერლინის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ანის ამრის თითის ანაბეჭდები აღმოაჩინეს გერმანელმა სამართალდამცველებმა.

სტალინის შვილიშვილს მოსკოვში დაკრძალავენ

სტალინის შვილიშვილს ევგენი ჯუღაშვილს მოსკოვში, გოლოვინის სასაფლაოზე, დედის, ნანა ნოზაძის გვერდით დაკრძალავენ. ამის შესახებ "პირველს" გარდაცვლილის შვილმა იაკობ ჯუღაშვილმა აცნობა.

ბერლინის მეტროსა და სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია მიმდინარეობს
ბერლინის მეტროში საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მგზავრების ევაკუაცია დაიწყეს.
პუტინი რუსეთს ნებისმიერ აგრესორზე ძლიერად მიიჩნევს

რუსეთი დღეს ნებისმიერ პოტენციურ აგრესორზე ძლიერია, განაცხადა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის გაფართოებული კოლეგიის სხდომაზე.

სტალინის შვილიშვილი გარდაიცვალა
სტალინის შვილიშვილი ევგენი ჯუღაშვილი მოსკოვში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
იაპონიის ერთ-ერთ ქალაქში 140-მდე შენობა დაიწვა
იაპონიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ პატარა ქალაქში, რესტორანში გაჩენილი ხანძარი, ძლიერი ქარის გამო, 140-მდე შენობას მოედო და დაიწვა.
სირიაში 138 ტერორისტის განეიტრალება მოხდა
თურქეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ოპერაცია "ევფრატის ფარის" ფარგლებში, სირიის ალ-ბაბის რეგიონში, დაღუპულია 138 დაეშის ტერორისტი და დაჭრილია მრავალი.  
ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს

გერმანიაში, ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს გერმანელმა სამართალდამცველებმა დორტმუნდში.

ერაყში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა
ერაყის ქალაქ მოსულში სამი მანქანის ერთდროულად აფეთქების შედეგად, სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაიჭრა.
ბუდაპეშტში უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებია მიღებული მოსალოდნელი ტერაქტების გამო

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები მიიღეს მოსალოდნელი ტერაქტების გამო. 

რუსეთში "ბოიარიშნიკით" დაღუპულთა რაოდენობა 71-მდე გაიზარდა

რუსეთის ქალაქ ირკუტსკში მომწამვლელი პარფიუმერული ნივთიერება "ბოიარიშნიკით" დაღუპულთა რაოდენობა 71-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მოსკოვის მეტროსთან აფეთქება მოხდა

მოსკოვში, მეტროსადგურ კოლომენსკაიასთან აფეთქება მოხდა, რის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელის ოჯახის წევრები გაათავისუფლეს

თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელის მევლუთ მერთ ალთინთაშის ოჯახის 6 წევრი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

სირიაში სამხედრო დანაშაულების შემსწაველელი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნება

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა სირიაში სამხედრო დანაშაულების შესასწავლად სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნას.

უკრაინაში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს ბინების ძარცვისთვის

უკრაინაში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს ბინების ძარცვისთვის. 

ორი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალეს

ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი მოშე კაცავი, რომელსაც ორი ქალის გაუპატიურების ბრალდებით 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ხუთწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ შეიწყალეს.

ტუნისელი ტერორისტის ძებნისთვის გერმანიამ 100 000 ევრო დააწესა

ტუნისელი ტერორისტის ანის ამრის ევროპის მასშტაბით ძებნისთვის, გერმანიის ხელისუფლებამ 100 000 ევრო დააწესა. პოლიცია 24 წლის კაცს ეძებს, რომელიც ბერლინში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი.

სირიელი გოგო ამბობს, რომ ყველაზე მეტად სიკვდილის ეშინოდა
შვიდი წლის სირიელი გოგო ბანა ალ-აბედი, რომელიც ცნობილი "ტვიტერის" მეშვეობით  გახდა და რომელსაც დღეს თურქეთის პრეზიდენტმა რეზიდენციაში უმასპინძლა აცხადებს, რომ ყველაზე მეტად მას სიკვდილის ეშინოდა.
თურქეთის პრეზიდენტი 7 წლის სირიელ გოგოს შეხვდა

თურქეთის პრეზენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი 7 წლის სირიელ გოგოს ბანა ალ-აბედის შეხვდა, რომელსაც “ალეპოს პატარა ხმას“ ეძახიან.  

თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა სირიის "განმათავისუფლებელმა არმიამ" აიღო
თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა სირიის "განმათავისუფლებელმა არმიამ" აიღო. 
რუსეთში არასამედიცინო დანიშნულების სპირტის შემცველი პროდუქტების გამოყენება აიკრძალა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ალკოჰოლური პროდუქციის წარმოების და რეალიზაციის რეგულირების საკითხებზე განკარგულებათა პაკეტი გასცა.



კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა

დღეს დილით მომხდარ ავიაკატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა დასავლეთ კოლუმბი პუერტო კარენოში.

გერმანიის პოლიცია ბერლინის ბაზრობაზე თავდასხმისთვის 24 წლის ტუნისელს ეძებს
გერმანიის პოლიცია 24 წლის ტუნისელ კაცს ეძებს, რომელიც ბერლინში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი.
აღმოსავლეთ ალეპოს დაშავებული მოქალაქეების რიცხვი 172-მდე გაიზარდა

აღმოსავლეთ ალეპოს დაშავებული მოქალაქეების რიცხვი 172-მდე გაიზარდა. ისინი თურქეთის საავადმყოფოებში გადიან მკურნალობას.

 
ექვსი ადამიანი ემსხვერპლა ერაყში ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის ოფისთან აფეთქებას

ექვსი ადამიანი ემსხვერპლა ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის ოფისთან მომხდარ აფეთქებას. 

"ბოიარიშნიკით" მასობრივი მოწამვლის საქმეზე რუსეთში 11 პირი დააკავეს
რუსეთის ქალაქ ირკუტსკის სამართალდამცავმა ორგანოებმა მომწამვლელი პარფიუმერული ნივთიერება "ბოიარიშნიკით" მასობრივი ინტოქსიკაციის საქმეზე 11 პირი დააკავეს. 
ვლადიმერ პუტინმა დიდ პრესკონფერენცია 1 დღით გადადო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხვალ დაგეგმილ დიდ პრესკონფერენციას აღარ გამართავს. კრემლში მედიასთან შეხვედრის გადადების მიზეზად თურქეთში მოკლული ელჩის დაკრძალვის ცერემონიას ასახელებენ.  



გაერო-ს 20 დამკვირვებელი ალეპოში იმყოფება
გაერო-მ 20 დამკვირვებელი მიავლინა სირიაში, აღმოსავლეთ ალეპოში მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ამბოხებულთა მებრძოლების ევაკუაციის პროცესის მონიტორინგისთვის.
რუსეთი, ირანი და თურქეთი სირიის სამშვიდობო შეთანხმებას მოამზადებენ

რუსეთი, ირანი და თურქეთი სირიის სამშვიდობო შეთანხმებას შეიმუშავებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის, ირანისა და თურქეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრებმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

მექსიკაში ფეიერვერკების ბაზრობაზე მომხდარ აფეთქებას 29 ადამიანი ემსხვერპლა
მექსიკაში, ფეიერვერკების ბაზრობაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. 
აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაზარდა
ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ რუსეთს ყირიმსა და უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტისათვის სანქციები გაუზარდა. 
ბერლინის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გუშინ განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Independent ავრცელებს Amaq news agency-ზე დაყრდნობით.

რუს ბლოგერს 2 წელი მიუსაჯეს სირიაში რუსეთის მოქმედებების გაკრიტიკების გამო

ვოლგისპირეთის სამხედრო სასამართლოს საოლქო კოლეგიამ ბლოგერ ალექსეი კუნგუროვს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ტერორიზმის საჯაროდ მხარდაჭერისთვის. 

თურქეთმა რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე თურქეთმა ყირიმთან დაკავშირებით ანტირუსულ რეზოლუციას დაუჭირა მხარი

ერდოღანი რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებას არ დაუშვებს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებას არ დაუშვებს. ამის შესახებ ერდოღანმა "ევრაზიის" გვირაბის გახსნის ცერემონიაზე განაცახადა.
"წითელი ჯვრის" თანამშრომლები გაიტაცეს ავღანეთში
"წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტის რამდენიმე წევრი ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს ავღანეთში, კუნდუზის პროვინციაში.
მოსკოვში თურქეთის, რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს
მოსკოვში თურქეთის, რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხედრა მიმდინარეობს, სადაც ალეპოში არსებულ სიტუაციაზე მსჯელობენ.
სავარაუდო ტერორისტი, რომელიც ბერლინის ტერაქტისთვის წუხელ დააკავეს, დამნაშავე არ აღმოჩნდა
ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე ტერორისტული აქტის განხორციელებაში ბრალდებულ პირს გერმანელი სამართალდამცველები კვლავ ეძებენ.
გერმანიაში მომხდარი სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა


გერმანიის ქალაქ ვისბანედში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ინციდენტი ბიბრიხის ოლქში მოხდა. მსროლელი ადგილიდან მიიმალა.

გერმანიის კანცლერი ბერლინში მომხდარ თავდასხმას ტერორისტულ აქტად აფასებს
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ტერორისტულ აქტად აფასებს ბერლინში საახალწლო ბაზარზე თავდასხმას, რომელმაც 12 ადამიანი იმსხვერპლა.
თურქეთში Facebook და Twitter დაბლოკეს

თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის შემდეგ, სოციალური ქსელები Facebook, Twitter და YouTube დაბლოკეს. ინფორმაციას The Daily Dot ავრცელებს.

ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა გერმანიის პოლიციამ საშობაზე ბაზრობაზე მომხდარ ტრაგედიას

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო, 19 დეკემბერს, ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგედიას ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას ანიჭებს.

ბრიტანეთმა ტერორიზმის საფრთხის გამო, საშობაო ბაზრობებზე უსაფრთხოება გააძლიერა

ტერორისტული თავდასხმების პრევენციის მიზნით, დიდ ბრიტანეთში სშობაო ბაზრობებს შეიარაღებული პოლიციელები დაიცავენ. 

რუსეთის ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი თურქეთში გაფრინდა
თურქეთში რუსეთის ელჩ ანდრეი კარლოვის მკვლელობის შემდეგ, რუსეთის ოპერატიულ-საგამოძიებო 18-კაციანი ჯგუფი მკვლელობის გამოსაძიებლად თურქეთში გაფრინდა.
ჩინეთმა აშშ-ს უპილოტო წყალქვეშა ზონდი დაუბრუნა
კონსულტაციების შემდეგ ჩინეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს დატყვევებული წყალქვეშა უპილოტო ზონდი დაუბრუნა. 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი გარდაცვლილი იპოვეს

მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია РЕН ТВ ავრცელებს. 

ირკუცკში "ბოიარიშნიკით" მოწამვლის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 52-ს მიაღწია
"ბოიარიშნიკით" მოწამვლის შედეგად 52 ადამიანი გარდაიცვალა აღმოსავლეთ ციმბირში, ქალაქ ირკუცკში. ინფორმაციას რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი ოლეგ იაროშენკო ავრცელებს.
აშშ-მა თურქეთში დიპლომატიური მისიები დახურა
თურქეთში აშშ-ის საელჩოსთან მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის გამო, უზაფრთხოების მიზნით, ქვეყანაში აშშ-ის დიპლომატიური მისიები - საელჩო და საკონსულოები დაიხურა. 
ამერიკის საარჩევნო კოლეგიამ დონალდ ტრამპი პრეზიდენტად აირჩია
ამერიკის საარჩენო კოლეგიამ დონალდ ტრამპი ამერიკის 45-ე პრეზიდენტად ოფიციალურად დაამტკიცა. საარჩენო კოლეგიის 270-ზე მეტმა წევრმა დონალდ ტრამპს მხარი დაუჭირა.
ბერლინში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ბრალდებული მიგრანტი დააკავეს

ავღანელი ან პაკისტანელი თავშესაფრის მაძიებელი დააკავა გერმანიის პოლიციამ ბერლინის ბაზრობაზე თავდასხმისთვის. 

თურქეთში აშშ-ის საელჩოსთან ცეცხლის გახსნის გამო, ერთი ადამიანი დააკავეს
თურქეთში, ანკარაში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც წუხელ აშშ-ის საელჩოსთან ცეცხლი გახსნა.
ამერიკა მზად არის თურქეთს და რუსეთს ტერორისტული აქტის გამოძიებაში დაეხმაროს
ამერიკა გმობს თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობას. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ამერიკა ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, როგორც რუსეთს, ასევე თურქეთს, რომ მომხდარი გამოიძიონ. 
სამი ადამიანი დაჭრეს ციურიხში ისლამური ცენტრის მახლობლად

სამი ადამიანი დაჭრეს და ერთის ცხედარია ნაპოვნი შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, წუხელ, ისლამური ცენტრის მახლობლად სროლის შედეგად. 

ტრაილერის მძღოლი, რომელიც ბერლინში საშობაო ბაზრობაზე შევარდა, დაკავებულია

ტრაილერის მძღოლი, რომელიც ბერლინში საშობაო ბაზრობაზე შევარდა, სამართალდამცველებმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ბერლინში საშობაო ბაზრობაზე ტრაილერის შევარდნის ვიდეო ვრცელდება

ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე ტრაილერის შევარდნის ვიდეოკადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში. შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.

ბერლინში საშობაო ბაზრობაზე ტრაილერის შევარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა

ბერლინშის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე ტრაილერის შევარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობამ 50 ადამიანს გადააჭარბა.

თურქეთში რუსი დიპლომატის მკვლელობის გამოსაძიებლად რუსეთი საგამოძიებო ჯგუფს გააგზავნის

რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის ფაქტის გამოსაძიებლად, რუსეთი თურქეთში საგამოძიებო ჯგუფს გააგზავნის. ამის შესახებ თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ.

რუსი დიპლომატის მკვლელობის საპასუხოდ რუსეთი ტერორიზმთან ბრძოლას გააძლიერებს

თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის საპასუხოს, რუსეთის პრეზიდენტი ტერორიზმთან ბრძოლის გაძლერებას გეგმავს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე ტრაილერის შევარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ბერლინის ბაზრობაზე მყოფებმა ტვიტერზე ატვირთეს შემზარავი ფოტოები ინციდენტის ადგილიდან, სადაც სატვირთო მანქანამ მოქალაქეებს გადაუარა. შემთხვევა ანკარაში რუსეთის ელჩის მკვლელობიდან ერთ საათში მოხდა. 
ბერლინში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანა შევარდა

ბერლინში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანა შევარდა. უცხოური მედიის ცნობით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. 


სამართალდამცველებმა რუსი დიპლომატის მკვლელის ოჯახის წევრები დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელის დედა და და დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.

ციურიხში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
სროლის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა შვეიცარიის ქალაქ ციურიხის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუსულმანურ სალოცავ ცენტრში.
ერდოღანმა რუსეთის ელჩზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა პუტინს

პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბარში მიაწოდა ინფორმაცია ანკარაში რუსეთის ელჩზე თავდასხმის შესახებ.  

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსი დიპლომატის მკვლელობით შოკირებულია
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი თურქეთში რუსი დიპლომატის მკვლელობის ფაქტს გმობს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
ნატოს გენერალური მდივანი რუსი დიპლომატის მკვლელობის ფაქტს გმობს

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის ფაქტს გმობს და რუს ხალხს სამძიმარს უცხადებს.

ფედერიკა მოგერინი რუსი ელჩის მკვლელობის გამო რუსეთს სამძიმარს უცხადებს

რუსი ელჩის მკვლელობასთან დაკავშირებით რუსეთს სამძიმარს უცხადებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი.

ტერაქტის კვალიფიკაციას ანიჭებს თურქეთში მომხდარ ფაქტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის ფაქტს, ტერაქტის კვალიფიკაციას ანიჭებს. ამის შესახებ უწყების ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს.

თავდამსხმელი, რომელმაც რუსეთის ელჩი მოკლა, თურქეთის პოლიციაში მსახურობდა

თავდამსხმელი, რომელმაც თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლა, თურქეთის პოლიციაში მსახურობდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

თურქეთში რუსეთის ელჩი მიღებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა

თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ფაქტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

თურქეთში რუსეთის ელჩზე თავდასხმის ვიდეო ვრცელდება

თურქეთში რუსეთის ელჩზე ანდრეი კარლოვზე თავდასხმის ვიდეო ვრცელდება. კადრებში ჩანს, თუ  როგორ ესვრის თავდამსხმელი რუს დიპლომატს.

რუსეთის ელჩზე თავდასხმაში ბრალდებულის ფოტოები ვრცელდება

ფოტოები ვრცელდება პირის, რომელიც თურქეთში რუსეთის ელჩს დაესხა თავს. თურქული მედიის ცნობით, ბრალდებული უკვე ლიკვიდირებულია ადგილობრივი უშიშროების ძალების მიერ.

ანკარში რუსეთის ელჩზე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია
თურქეთში რუსეთის ელჩზე ანდრეი კარლოვზე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთში რუსეთის ელჩს თავს დაესხნენ
რუსეთის ელჩს თურქეთში ანდრეი კარლოვს თავს დაესხნენ. მიღებული ჭრილობის გამო ელჩი თურქეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა ელჩის ხელოვნების გალერეაში ვიზიტისას მოხდა.
შეიარაღებული პირი შეიჭრა ფოტოგამოფენაზე ანკარაში
შეიარაღებული პირი შეიჭრა ანკარის ერთ-ერთ შენობაში, სადაც ფოტოგამოფენა მიმდინარეობს.
"ბოიარიშნიკით" მოწამვლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა

ირკუტსკში, მეთილის სპირტის შემცველი კოსმეტიკური საშუალების "ბოიარიშნიკის" მიღების შედეგად დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სომხეთი ზემო ლარსის ალტერნატიულ მიმართულებაზე მუშაობს

სომხეთის პრემიერ–მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა დღეს განაცხადა, რომ მთავრობა ახალი სატრანსპორტო სქემების შემუშავებაზე მუშაობს, რომელიც საქართველო–რუსეთის საზღვრის ზემო ლარსის ალტერნატივა გახდება.

გაერომ ალეპოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო
გაეროს უშიშროების საბჭომ სიირიის ქალაქ ალეპოდან მოსახლეობის ევაკუაციის საერთაშორისო მონიტორინგის შესახებ რეზოლუცია ერთხმად მიიღო.
ევროკავშირმა რუსეთს სანქციები ოფიციალურად გაუგრძელა
ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები 2017 წლის 31 ივლისამდე ოფიციალურად გაუგრძელა. 
ალეპოდან 12 ათასი მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა


სირიის ქალაქ ალეპოდან დაახლოებით 12 ათასი მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. 

"მკვლელი" ნივთიერების "ბოიარიშნიკის" გამყიდველები დააკავეს რუსეთში

რუსეთის საგამოძიებო ორგანოებმა 2 გამყვიდველი დააკავეს. ისინი ირკუტსკში მეთილის სპირტით დამზადებულ კოსმეტიკურ საშუალება "ბოიარიშნიკს" ყიდდნენ. აღნიშნული ნივთიერებით ინტოქსიკაციას 26 ადამიანი შეეწირა.

გიუმრიში სომხური ოჯახის ამოხოცვისთვის ბრალდებულ რუს ჯარისკაცს უვადო პატიმრობა შეუნარჩუნდა
სომხეთის სააპელაციო სასამართლომ გიურმში რუსეთის 102-ე ბაზის ყოფილ რიგითს ვალერი პერმიაკოვს ავეტისიანების ოჯახის ამოხოცვისთვის უვადო პატიმრობა ძალაში დაუტოვა. 
"ბოიარიშნიკით" მოწამვლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა ირკუტსკში
ირკუტსკში, სპირტის შემცველი ნივთიერების მიღების შედეგად დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა, ხოლო  40 ადამიანი ინტოქსიკაციით სავადმყოფოებშია მოთავსებული.
გაუპატიურებისთვის მსჯავრდებულ ისრაელის ყოფილ პრეზიდენტს ვადაზე ადრე ათავისუფლებენ
ისრაელის ყოფილ პრეზიდენტს მოშე კაცავს, რომელიც სასჯელს გაუპატიურებისთვის იხდის, პატიმრობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლებენ.
სტამბოლის გერმანულ სკოლაში საშობაო აქტივობები აიკრძალა

სტამბოლის გერმანული სკოლის "Istanbul Lisesi"-ს თურქმა ხელმძღვანელობამ საშობაო აქტივობები აკრძალა. სკოლის დირექციის თქმით, სკოლაში იკრძალება ნებისმიერი აქტივობა, რაც შობის დღესასწაულთან ასოცირდება.

იორდანიაში თავდასხმას ერთი ტურისტი და ოთხი პოლიციელი ემსხვერპლა
იორდანიაში, ქალაქ კარაკში თავდასხმას კანადელი ტურისტი და ოთხი პოლიციელი ემსხვერპლა. 9 ადამიანი კი დაიჭრა.  
ფოტორეპორტიორების თვალით დანახული ალეპოს კოშმარი (ფოტოკოლაჟი)
სირიაში, ალეპოში მიმდინარე მოვლენებს ფოტორეპორტიორები აქტიურად აშუქებენ. "პირველი" ალეპოს კრიზისის ამსახველი ფოტოების  მცირე ნაწილს გთავაზობთ.
სირიაში მოსახლეობის ევაკუაციისთვის განკუთვნილი ავტობუსები დაწვეს ამბოხებულებმა
ალეპოში, ხელისუფლების მოწინააღმდეგე ერთ-ერთმა დაჯგუფებამ, მოსახლეობის ევაკუაციისთვის განკუთვნილი ავტობუსები დაწვა.
იემენში მომხდარ ტერაქტს 23 ჯარისკაცი ემსხვერპლა
იემენის ქალაქ ადენში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ, სამხედრო ბაზაზე მოწყობილ ტერაქტს 23 ჯარისკაცი ემსხვერპლა და ათამდე დაშავდა. 
ავიაკატასტროფას 13 ადამიანი ემსხვერპლა ინდონეზიაში

სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავი Hercules C-130 ჩამოვარდა ინდონეზიაში, რასაც 13 ადამიანი ემსხვერპლა.

გაერო-მ, შესაძლოა, ალეპოში დამკვირვებლები გაგზავნოს ევაკუაციის პროცესის მონიტორინგისთვის

გაერო-ს უშიშროების საბჭო ალეპოს ევაკუაციაზე რეზოლუციას განიხილავს. საფრანგეთის მიერ მომზადებული დოკუმენტი ქალაქში დამკვირვებლების გაგზავნას და ევაკუაციის პროცესის მონიტორინგს ითვალისწინებს.  

მედიის საქმიანობის შეზღუდვას აპროტესტებენ პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოსთან
პოლონეთში, ვარშავაში საკანონმდებლო ორგანოსთან მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები მედიის საქმიანობის შეზღუდვას აპროტესტებენ. 
თურქეთში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით 7 პირია დაკავებული
თურქეთის ქალაქ კაისერში 17 დეკემბერს მომხდარ ტერაქტთან კავშირში ბრალდებული 7 პირი დააკავეს თურქმა სამართალდამცველებმა. 
პაპუა-ახალ გვინეაში ცუნამის საფრთხეა ძლიერი მიწისძვრის გამო
პაპუა-ახალ გვინეაში დღეს მომხდარი 7.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის გამო, ცუნამის საფრთხე გამოცხადდა.
ოფიციალური თურქეთი კაისერში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ქურთ მუშათა კავშირს აკისრებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი კაისერში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ქურთ მუშათა კავშირს აკისრებს.

ალეპოდან მოსახლეობის ევაკუაცია განახლდება

სირიაში, ალეპოს აღმოსავლეთ რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მხარეებს შორის მიღწეული ახალი შეთანხმების საფუძველზე დღეს განახლდება. 

თურქეთში მომხდარი აფეთქების შედეგად, 13 ჯარისკაცი დაიღუპა და 43 დაშავდა
ცამეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 43 დაშავდა, დღეს თურქეთის ქალაქ კაისერში უნივერსიტეტთან მომხდარი აფეთქების შედეგად. 
პოლონეთის საკანონმდებლო ორგანო ბლოკირებულია აქციის გამო
პოლონეთში საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირება მოახდინეს მასშტაბური ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც მედიის საქმიანობის შეზღუდვას აპროტესტებენ.


თურქეთში უნივერსიტეტთან აფეთქების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა
რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა თურქეთის ქალაქ კაისერში უნივერსიტეტთან  მომხდარი აფეთქების შედეგად. 


ხუთი ქალი დაიღუპა ყანდაარში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად
ავღანეთში, ყანდაარის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის ხუთი თანამშრომელი ქალი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს. 
გაერო-ს გენერალური მდივანი სამხრეთ კორეის პრეზიდენტობას აპირებს

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა, შესაძლოა, სამხრეთ კორეის პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს. BBC -ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბან კი მუნმა, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

საშობაოდ გაფიცვას აპირებენ ბრიტანეთის აეროპორტების თანამშრომლები

ბრიტანეთის 18 აეროპორტის თანამშრომლებმა შობის წინ, 23 დეკემბერიდან 48 საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს. გაფიცვა ლონდონის მთავარ ეროპორტს ჰიტროუსაც შეეხება.

ჩინეთმა აშშ–ის წყალქვეშა დრონი დააკავა

ჩინეთის საზღვაო ძალების ხომალდმა ამერიკული წყალქვეშა უპილოტო ხომალდი დააკავა. ამის შესახებ როიტერი იუწყება.

ყაზახეთში სოციალურ ქსელებში წვდომა შეიზღუდა

ყაზახი ინტერნეტმომხმარებლები აცხადებენ, რომ პრობლემები აქვთ სოციალურ ქსელებზე Facebook, Instagram, ВКонтакте, Google, Twitter და YouTube წვდომასთან დაკავშირებით.

დამასკოში აფეთქება არასრულწლოვანმა გოგომ მოაწყო

დამასკოში პოლიციის განყოფილებასთან აფეთქება 7–9 წლის გოგომ მოაწყო. ამის შესახებ სირიის მედია იუწყება.

საახალწლო ბაზრობის აფეთქებას 12 წლის მოზარდი გეგმავდა
გერმანელი სამართალდამცავები 12 წლის მოზარდის მიერ საახალწლო ბაზრობის აფეთქების მცდელობის ფაქტს იძიებენ.
რუსეთში მიიჩნევენ, რომ სირიაში არსებულ ვითარებაზე, ხშირად, ინფორმაცია ყალბდება

სირიაში არსებულ ვითარებაზე, ხშირ შემთხვევაში, არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და ახალი ამბები ყალბდება, აცხადებს გაერო-ში რუსეთის ელჩი ვიტალი ჩურკინი. 

ალეპოდან სამოქალაქო პირების და მეამბოხეების ევაკუაცია შეჩერდა
სირიის ქალაქ ალეპოდან სამოქალაქო პირების და მეამბოხეების ევაკუაცია შეწყდა, რის მიზეზადაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა სახელდება. 
ტელეწამყვანი პირდაპირ ეთერში ატირდა - მძიმე და ემოციური კადრები ალეპოზე
თურქი ტელეწამყვანი ალეპოზე მომზადებული ემოციური სიუჟეტის ნახვის შემდეგ, პირდაპირ ეთერში ატირდა. 
კიევში 85 ქართველი სტუდენტის ცემის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

კიევის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში 85 ქართველი სტუდენტის ცემის ფაქტზე, უკრაინელი სამართალდამცველები გამოძიებას აწარმოებენ.


თეთრი სახლი არ გამორიცხავს, რომ ჰაკერული თავდასხმების უკან რუსეთის პრეზიდენტი დგას
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი შესაძლოა უშუალოდ იყოს ჩართული იმ ჰაკერულ თავდასხმებში, რომელიც საარჩევნო პროცესის დროს მიმდინარეობდა.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ ალეპოს კონფლიქტის დაუყოვნებლივი გადაჭრაა საჭირო
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ არ არსებობს არანაირი გამართლება იმისა, რაც ალეპოში ხდება და სასწრაფო გადაწყვეტილებაა მისაღები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
რუსეთისა და ირანის ელჩები ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

სირიის დედაქალაქ ალეპოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით რუსეთისა და ირანის ელჩები ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა
ევროკავშირმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები 2017 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში, დღეს გამართულ სამიტზე მიიღეს.
სოხუმში მომიტინგეები დაშლას დეფაქტო პრეზიდენტის გადადგომამდე არ აპირებენ
სოხუმში მიმდინარე მიტინგზე ოპოზიციის ლიდერებმა მომხრეებს მოუწოდეს არ დაიშალონ, ვიდრე დეფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა არ გადადგება.
რუსეთში მასშტაბური ტერაქტები აღკვეთეს

სოციალურ ქსელში გავრცელდა 4 ტერორისტის დაკავების ვიდეო, რომლებიც რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მასშტაბურ ტერაქტებს გეგმავდნენ.

გერმანიამ მიგრანტების დეპოტრაცია დაიწყო

გერმანიამ ავღანელი მიგრანტების პირველი ჯგუფის დეპორტაცია განახორციელა. 50 დეპორტირებული ავღანელი უკვე სამშობლოში იმყოფება.

გაერო-ს გენერალური მდივანი ორგანიზაციას სირიაში კონფილიქტის შეჩერებისკენ მოუწოდებს

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ორგანიზაციას სირიაში კონფლიქტის შეჩერებისკენ მოუწოდა

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ათი აზერბაიჯანელი მენავთობე უგზოუკვლოდ დაიკარგა კასპიის ზღვაში

ათი აზერბაიჯანელი მენავთობე დაკარგულად ითვლება კასპიის ზღვაში ესტაკადის ჩანგრევის შედეგად.

რუსეთის და ამერიკის პრეზიდენტები მსოფლიოს გავლენიან ადამიანთა სიის სათავეში არიან

ჟურნალმა "ფორბსმა" მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა, რომლის სათავეში უკვე მეოთხედ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოხვდა. 

ნიუ-იორკში უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი იწვის

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ვლადიმერ პუტინმა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სირიაზე ისაუბრეს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეებმა სირიის საკითხი განიხილეს. 

ისრაელის პოლიციისა და ტერორისტების შორის შეტაკების შედეგად 1 ტერორისტი დაიღუპა

სულ მცირე სამი ებრაელი პოლიციელი დაშავდა და ერთი ტერორისტი დაიღუპა იერუსალიმში ისრაელის პოლიციას და ტერიროსტებს შორის მომხდარი შეტაკების გამო. 

პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 2016 წელს 144 ჟურნალისტი დაიღუპა

ჟურნალისტების რეკორდული რაოდენობა დაიღუპა 2016 წელს, ბოლო ათი წლის განმავლობაში. კერძოდ, მსოფლიოს 31 ქვეყანაში, პროფესიული მოვალეობის შესრულებას მედიის 144 წარმომადგენელი შეეწირა. 

ეიფელის კოშკი დროებით დაიხურა
პარიზში ეიფელის კოშკი თანამშრომელთა მასობრივი გაფიცვის გამო დაიხურა. კოშკში მომუშავე პერსონალი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს.
სომხეთში ფიქრობენ, რომ აზერბაიჯანს „რკინის გუმბათის“ შესაძენად ფული არ ეყოფა

თუ აზერბაიჯანი ისრაელისგან ანტისარაკეტო სისტემის შეძენას გადაწყვეტს, ამან შეიძლება სომხეთის სასარგებლოდ შეატრიალოს ვითარება. ამის შესახებ სომეხმა ექსპერტმა სერგეი მინასიანმა უთხრა NEWS.AM-ს.

პარიზის ტერაქტის ორგანიზატორები მოკლეს სირიაში

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, გასული წლის ნოემბერში მომხდარი ტერაქტის ორი ორგანიზატორის მკვლელობაზე იტყობინება აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო. 

აზერბაიჯანმა ისრაელისგან 5 მილიარდამდე დოლარის ღირებულების შეიარაღება შეიძინა

აზერბაიჯანმა ისრაელისგან 4.85 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება შეიძინა. ამის შესახებ აზერბაიჯანის და ისრაელის მედიასაშუალებები იუწყებიან.

სახელმწიფო მდივნის პოსტზე აშშ-ის პრეზიდენტმა "ექსონ მობაილის" ხელმძღვანელი წარადგინა

აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე ნავთობკომპანია "ექსონ მობაილის" ხელმძღვანელი რექს თილერსონი წარადგინა.

ანტონიო გუტიერესი გაერო-ს გენერალური მდივანი გახდა
პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიო გუტიერესი გაერო-ს გენერალური მდივანი გახდა ასამბლეის სპეციალურ სხდომაზე, რომელსაც გაერო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ბან კი მუნი ესწრებოდა. 
"ლუფთჰანზას" თვითმფრინავმა ნიუ იორკის აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა

გერმანული ავიაკომპანია "ლუფთჰანზას" თვითმფრინავმა ნიუ იორკის აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა აფეთქების საშიშორების გამო. 

უსაფრთხოების საკითხში ექსპერტი საქართველოში ტერორისტული აქტების განხორციელებას არ ელოდება
უსაფრთხოების საკითხში პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ლაშა ძებისაშვილის შეფასებით, საქართველოში ტერორისტული აქტების განხორციელების დიდი ალბათობა არ არსებობს. 
სახელმწიფო მდივნის კანდიდატურას დაასახელებს დღეს აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს სახელმწიფო მდივნის კანდიდატურას დაასახელებს. ამის შესახებ განცხადება მან Twitter-ზე გააკეთა.

ეგვიპტისა და სამხრეთ ისრაელის საზღვართან საგანგაშო ზარი ჩაირთო

ეგვიპტისა და სამხრეთ ისრაელის საზღვართან, ღაზას სექტორთან, შესაძლო სარაკეტო იერიშის შესატყობინებლად საგანგაშო ზარი ჩაირთო. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

კრიშტიანო რონალდო 2016 წლის ოქროს ბურთის მფლობელი გახდა

კრიშტიანო რონალდო 2016 წლის ოქროს ბურთის მფლობელი გახდა პარიზში "France Football"-ის დაჯილდოების ცერემონიალზე. 

ორი არასრულწლოვანი ბომბად გამოიყენეს ნიგერიაში

ორი არასრულწლოვანი ბომბად გამოიყენეს და მარკეტში აფეთქება მოაწყვეს ნიგერიაში, ქალაქ მაიდუგურში. უცხოური მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა 18 ადამიანი.

 
ბეთლემში ბავშვებისთვის საშობაო აღლუმი გაიმართა
ბეთლემში ბავშვებისთვის საშობაო აღლუმი საშობაო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა 11 დეკემბერს. ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით მათი მიზანი პალესტინელი პატარებისთვის საშობაო განწყობის შექმნაა.
დნესტრისპირეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში უმაღლესი საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი ლიდერობს
თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში უმაღლესი საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი ვადიმ კრასნოსელსკი ლიდერობს.
ებრაელი ოფიცრები აზერბაიჯანს უსაფრთხოების სფეროში დაეხმარებიან

აზერბაიჯანი და ისრაელი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ ისრაელის პრემიერ–მინისტრის ბაქოში 13 დეკემბერს დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში.

სტამბოლის ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ქურთისტანის თავისუფლების ქორებმა" აიღეს

სტამბოლში მომხდარ ორ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ქურთთა დაჯგუფებამ "ქურთისტანის თავისუფლების ქორებმა" აიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით დაჯგუფება განცხადებას ავრცელებს.

იტალიის პრემიერ-მინისტრად პაოლო ჯენტილონი დაინიშნა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილონი ქვეყნის პრეზიდენტის შეთავაზებას, გამხადრიყო პრემიერ-მინისტრი, დათანხმდა.

კაიროს საკათედრო ტაძარში მომხდარი აფეთქების შედეგად ოცი ადამიანი დაიღუპა

ოცი ადამიანი დაიღუპა და 35 კი დაშავდა კვირას კაიროს კოპტების საკათედრო ტაძარში მომხდარი აფეთქების შედეგად. ინფორმაციას ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს.

ეკლესიის სახურავის ჩამონგრევამ 160 ადამიანი იმსხვერპლა ნიგერიაში

ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 160 ადამიანი დაიღუპა ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ უიოში. დაშავებულების რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება.

რუსეთის პრეზიდენტმა სტამბოლის ტერაქტს "ცინიკური დანაშაული" უწოდა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სტამბოლში მომხდარი ტერაქტის ტრაგიკული შედეგის გამო თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს სამძიმარი გამოუცხადა და მომხდარს "ცინიკური დანაშაული" უწოდა.
ბეშიქთაშის სტადიონთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა

ბეშიქთაშის სტადიონთან მომხდარი აფეთქების შედეგად ბოლო მონაცემებით 38 ადამიანი დაიღუპა, 115 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის 30 სამართალდამცველია. 

სტამბოლის აფეთქების უკან, შესაძლოა, ქურთი მებრძოლები იდგნენ
თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ სტამბოლში მომხდარი აფეთქებების უკან, შესაძლოა, ქურთი მებრძოლები იდგნენ.
თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2016 წლის 10 დეკემბერს, სტამბოლში მომხდარი ტერორისტული აფეთქებების გამო, რომლის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაშავდა და დაიღუპა.

კაიროს საკათედრო ტაძარში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
ხუთი ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა კაიროს კოპტების საკათედრო ტაძარში მომხდარი აფეთქების შედეგად. ინფორმაციას ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს.
საქართველოს პრემიერი სტამბოლში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს

სტამბოლში, შაბათს გვიან ღამით ბეშიქთაშის სტადიონზე მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რასაც 29 ადამიანის სიცოცხე ემსხვერპლა.

თურქეთის პრეზიდენტმა ტერაქტის გამო ყაზახეთში ვიზიტი გააუქმა
სტამბოლში მომხდარი ტერაქტების გამო თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ყაზახეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
თურქეთში გლოვა გამოცხადდა

სტამბოლში განხორციელებული ორმაგი აფეთქების გამო, რასაც 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 166 დაშავდა ხელისუფლებამ ქვეყანაში ერთდღიანი გლოვა გამოაცხადა.


თექვსმეტი ადამიანი გარდაიცვალა სომალში მომხდარი აფეთქებისას

სომალში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი თექვსმეტამდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი საავადმყოფოს დირექტორი ადასტურებს.

აფეთქებას სომალში სამი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა

სამი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა სომალში მომხდარი აფეთქების შედეგად. პოლიცია ვარაუდობს, რომ დაშავებულთა რიცხვი გაიზრდება, რადგან აფეთქება ხალხმრავალ ადგილას მოხდა.

თურქეთში აშშ-ის საელჩო სტამბოლში მომხდარ ტერაქტს გმობს
თურქეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სტამბოლის ცენტრში მომხდარ თავდასხმას გმობს და თურქი ხალხის სიმამაცეს მიესალმება.
სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა

შაბათს გვიან ღამით სტამბოლში ბეშიქთაშის სტადიონთან მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 15 სამართალდამცველი, 166 კი დაშავდა.

პოლიციელები დაშავდნენ სტამბოლში აფეთქების შედეგად

სტამბოლში ბეშიქთაშის სტადიონთან მომხდარი აფეთქების შედეგად თურქეთის რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა. ადგილზე სავარაუდოდ, ავტომობილზე მიმაგრებული ბომბი აფეთქდა.

ოცი ადამიანი დაშავდა სტამბოლში ორი ძლიერი აფეთქების შედეგად

სტამბოლში ბეშიქთაშის სტადიონთან ორი ძლიერი აფეთქების შედეგად სულ მცირე ოცი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა შაბათს მოხდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები და პოლიციაა მობილიზებული.

აფეთქება მოხდა სტამბოლში ბეშიქთაშის სტადიონთან

სტამბოლში ტაქსიმის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ "ტვიტერზე" თვითმხილველები წერენ. 

თურქეთში ტერორისტებმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. მსხვერპლი არ არის

თურქეთის პროვინცია დიარბაკირში პოლიციის შენობასთან დანაღმული ავტომობილი „ქურთების მუშათა პარტიის“ წევრებმა გამთენიისას ააფეთქეს. ამის შესახებ თურქულმა მედიამ განაცხადა.

სირიაში "შარლი ებდოზე" თავდასხმის ორგანიზატორი მოკლეს

აშშ-ის საჰაერო ძალებმა სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი ბუბაკერ ალ-ჰაკიმი მოკლეს, რომელიც 2015 წელს ფრანგულ სატირულ ჟურნალ "შარლი ებდოზე" თავდასხმის მომზადებაში იყო ეჭვმიტანილი.

ყირიმში 15 ათასზე მეტი ადამიანი გათბობის გარეშე დარჩა

ყირიმის ქალაქ ქერჩში 15 ათასზე მეტი ადამიანი თბოტრასის გარღვევის გამო ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა.

თურქეთში პრეზიდენტის ძალაუფლების გასაძლიერებლად საკონსტიტუციო ცვლილებებია მოსალოდნელი

თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს შეიტანს, რომლის თანახმად პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს უფლებამოსილებები გაეზრდება.

სირიაში ორასამდე ამერიკელი სამხედო გაგზავნეს
ორასამდე ამერიკელი სამხედრო გაიგზავნა სირიაში, ქურთების სამხედო ფორმირებების და სირიის შეიარაღებული ოპოზიციის დასახმარებლად, რათა "ისლამური სახელმწიფოს" მიერ აღებული ქალაქი რაკა გაათავისუფლონ.
ოთხი ადამიანი დაიღუპა და ოცი დაშავდა ბულგარეთში სატვირთო მატარებლის აფეთქების შედეგად
თხევადი გაზით დატვირთული 26 ვაგონის აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა და ოცი დაშავდა ბულგარეთში. დღეს მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დანგრეულია რამდენიმე შენობა. 
ტერორისტულ აქტს 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ნიგერიაში

30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმისას ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიის ქალაქ მადაგალიში, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კაიროში მომხდარ აფეთქებას 6 პოლიციელი ემსხვერპლა

ექვსი სამართლადამცველი ემსხვერპლა ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში საკონტროლო-გამშვებ პუქნტთან მომხდარ აფეთქებას. დაშავებულია ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე. 

აშშ–ში რუს დიპლომატებს ქვეყანაში გადაადგილება შესაძლოა კიდევ უფრო შეეზღუდოთ

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც რუსეთის საელჩოებისა და საკონსულოების თანამშრომლებს ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილების შესახებ მთავრობისთვის შეტყობინებას ავალდებულებს.

რუსეთი ცხინვალის რეგიონში ეუთო-ს სადამკვივებლო მისიის განთავსებას მხარს არ დაუჭერს

ეუთოს 23-ე მინისტერიალის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა "მოამბის" ჟურნალისტის კითხვაზე, განაცხადა, რომ რუსეთი "სამხრეთ ოსეთში" ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის განთავსებას მხარს არ დაუჭერს.

ისრაელის პრემიერ–მინისტრი აზერბაიჯანს ეწვევა

ისრაელის პრემიერ–მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 13 დეკემბერს რამდენიმე საათით ეწვევა ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქს.

აზერბაიჯანელ დეპუტატებს უცხოეთში ვიზიტებისთვის ფული არ ყოფნით

აზერბაიჯანელი დეპუტატებისთვის უცხოეთში მივლინებებზე თანხის უკმარისობის შესახებ პარლამენეტის სპიკერმა ოგტაი ასადოვმა განაცხადა. 

გერმანიის სასამართლომ მუსულმანი გოგო დაავალდებულა, ბიჭებთან ერთად აუზში იცურაოს
გერმანიის ხელისუფლებამ მუსულმანი გოგოს პროტესტი, სკოლის აუზში მამრობითი სქესის წარმომადგენლებისგან განცალკევებით ეცურავა, არ დააკმაყოფილა.
რუსეთისადმი სიმკაცრისკენ მოუწოდებენ დონალდ ტრამპს ამერიკელი სენატორები

დონალდ ტრამპს რუსული აგრესიის გამო უკრაინისთვის ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდებენ დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორები.

სოლომონის კუნძულებზე ცუნამის საფრთხეა გამოცხადებული

წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სოლომონის კუნძულების სანაპიროსთან 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ინფორმაციით, გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე.

მიკ ჯაგერი 73 წლის ასაკში მერვე შვილის მამა გახდა

ბრიტანული როკ-ჯგუფის Rolling Stones-ის სოლისტი მიკ ჯაგერი 73 წლის ასაკში მერვედ გახდა მამა. აღნიშნულ ინფორმაციას მისი წარმომადგენელი ავრცელებს.

რუსეთმა სირიაში ჩეჩნური სპეცრაზმები გადაისროლა

რუსეთმა სირიაში "ხმეიმის" სამხედრო ბაზის დასაცავად ჩეჩნეთში დისლოცირებული სპეციალური დანიშნულების სამხედრო ბატალიონების "აღმოსავლეთი" და "დასავლეთი" მებრძოლები გადაისროლა.

ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ერაყში საჰაერო იერიშის დროს

ათობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა ერაყის ქალაქ ელ-ქაიმში საჰაერო იერიშს. არიან დაჭრილებიც. ქალაქს "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს. 

აზერბაიჯანელი ფუხბურთელი ავტოავარიის გამო დააკავეს, რომელშიც ჩვილი ბავშვი დაიღუპა

აზერბაიჯანული კლუბის „ყარაბაღი“ 22 წლის მეკარე ემილ ვალეევი პოლიციამ ავტოავარიის გამო დააკავა, რომელიც 6 თვის ბავშვი დაიღუპა.

ოფიციალური მოსკოვი ტრამპის ყოფილ მრჩეველთან შეხვედრებს უარყოფს
არავითარი შეხვედრები აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მრჩეველ კარტერ ფეიჯთან, რუსეთის საგარეო უწყებაში არ იგეგმება - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი რიაბკოვმა.
თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელს ინგლისის დაპყრობის სურვილი აქვს
თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელ ალექსანდრ ზახარჩენკოს განცხადებით, სახალხო ლაშქარმა არამხოლოდ კიევი და ბარლინი უნდა აიღოს, არამედ დიდი ბრიტანეთიც. 
პაკისტანის ხელისუფლებას რუსეთში სამხედრო სწავლების ჩატარება სურს

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი ტანსიმ ასლამი იმედოვნებს, რომ რუსეთ-პაკისტანის ერთობლივი სამხედრო სწავლება, ტაქტიკური სწავლება "მეგობრობა 2016"-ის მსგავსად, ამჯერად რუსეთის ტერიტორიაზე ჩატარდება.

პაკისტანის ავიახაზების ლაინერი 37 მგზავრით რადარებიდან გაქრა
პაკისტანის ავიახაზების ლაინერი PK 116, რომლის ბორტზეც 37 მგზავრი იმყოფებოდა, რადარებიდან გაქრა. აღნიშნული ინფორმაცია კომპანიის პრესსამსახურმა დაადასტურა.
პარიზში საეჭვო ჩანთა რუსული საინფორმაციო სააგენტოს ოფისთან პოლიციამ აღმოაჩინა

პარიზში, საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის ფილიალის ოფისთან საეჭვო ჩანთა აღმოაჩინეს. ჩანთის შიგთავსი უცნობია.

რუსეთის და თურქეთის ბანკებმა ვაჭრობის ეროვნულ ვალუტაში წარმართვაზე მუშობა დაიწყეს

ორმხრივი ვაჭრობის ეროვნულ ვალუტაში წარმართვისთვის რუსეთის და თურქეთის ცენტრალურმა ბანკებმა მუშაობა დაიწყეს. 

იემენში ჩაძირული ხომალდის 64 მგზავრიდან მხოლოდ ორია ნაპოვნი
იემენთან კუნძულ სოკორტადან 40 კილომეტრში ჩაძირული ხომალდის 64 მგზავრიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ორია გადარჩენილი. მაშველები დანარჩენ მგზავრებს ეძებენ. ინფორმაციას ტელეკომპანია Sky News Arabia ავრცელებს.
ექსტრემიზმის ბრალდებით 20 ადამიანი დააკავეს მოსკოვში
მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში, რუსეთის სპეცსამსახურებმა ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის 20 წარმომადგენელი მოსკოვში და დედაქალაქის გარეუბნებში დააკავეს.
ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 90–ს გადააჭარბა
ინდონეზიაში, აჩეჰის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა. რიხტერის შკალით 6,4 ბალიანი გამანადგურებელი მიწისძვრა დღეს გამთენიისას მოხდა.
აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი ახალი საპრეზიდენტო თვითმფრინავის აშენებაზე უარს აცხადებს

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომპანია Boeing-თან "ბორტი ნომერი ერთის" მშენებლობაზე უარი მისი ღირებულების გამო განაცხადა. 

სირიაში რუსი პოლკოვნიკი მოკლეს
სირიაში რუსი პოლკოვნიკი, სამხედრო მრჩეველი რუსლან ლაციკი საარტილერიო თავდასხმისას მიღებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა.
მალტის ხელისუფლებამ "ჰომოსექსუალიზმის მკურნალობა" აკრძალა
მალტა გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც ოფიციალურად აკრძალეს სექსუალური უმცირესობებისთვის რეპერატიული თერაპია - მეთოდი, რომელიც ლგბტ თემის წარმომადგენლებისთვის ორიენტაციის შეცვლას ითვალისწინებს.
ინდონეზიაში 6,4 ბალიან მიწისძვრას 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სულ მცირე  24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ინდონეზიაში, აჩეჰის პროვინციაში მომხდარ 6,4 ბალიან მიწისძვრას. ათობით დაშავებული ნანგრავებშია მოყოლილი.

აშშ-ში სატვირთო მატარებელი გადაბრუნდა, რომელსაც BMW მარკის მანქანები გადაჰქონდა

აშშ-ში სატვირთო მატარაბელი გადაბრუნდა, რომელსაც BMW მარკის ახალი მანქანები გადაჰქონდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა 120–ზე მეტი მანქანაზე დაზიანდა.

უკრაინა მზადაა რუსეთთან გაზის გამო ევროკავშირის მოლაპარაკებაში ჩაერთოს
უკრაინა მზად არის ჩაერთოს მოლაპარაკებაში, რომელიც რუსეთსა და ევროკავშირს შორის გაიმართება 9 დეკემბერს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაფტოგაზი" ავრცელებს ინფორმაციას. 
ჯაშუშობაში ბრალდებულ 15 ადამიანს საუდის არაბეთში სიკვდილი მიუსაჯეს

ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ 15 ადამიანს საუდის არაბეთში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო BBC ტელეარხ "ალ-არაბიაზე" დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის პრემიერის შეფასებით, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობამ მძიმე პერიოდი უკვე გადაიტანა
თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის განცხადებით, ორი ქვეყნის ურთიერთობამ საკმაოდ მძიმე პერიოდი გადაიტანა. ამის შესახებ მან მოსკოვში განაცხადა.
რადას უკრაინის ბირთვული სტატუსის აღდგენა შესთავაზეს
უკრაინის უმაღლეს რადას ქვეყნის ბირთვული სტატუსის აღდგენა შესთავაზეს. შესაბამისი კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში დღეს შეიტანეს.
თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთთან გაზსადენის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რუსეთთან გაზსადენის “თურქული ნაკადის” მშენებლობის შეთანხმების გასულ კვირას რატიფიცირებულ კანონს ხელი მოაწერა. 
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი შს მინისტრმა დაიკავა
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა ბერნარ კაზნევმა მანუელ ვალსი შეცვალა. ქვეყნის ყოფილი პრემიერი თანამდებობიდან 6 დეკემბერს გადადგა.
ინტერნეტ კომპანიები ტერორიზმის წინააღმდეგ ერთიანდებიან

მსოფლიოს უმსხვილესი IT ინდუსტრიები ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანდებიან. ერთობლივი მექანიზმის შექმნას, რომელიც უკანონო კონტენტს გამოავლენს და წაშლის, კომპანიები 2017 წლისთვის აპირებენ.

პუტინმა რუსეთის ინფორმაციული უსაფრთხოების ახალი დოქტრინა დაამტკიცა

უცხო ქვეყნების მხრიდან „ინფორმაციულ–ფსიქოლოგიური ზემოქმედების“ აღკვეთაა რუსეთის საინფორმაციო უსაფრთხოების ახალი დოქტრინის მთავარი შემადგენელი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტმა დღეს დაამტკიცა. 

თურქეთის პრემიერ–მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება

თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოსკოვში ვიზიტის მთავარ და მწვავე თემად სავიზო რეჟიმის გაუქმება მოიაზრება, რომელიც რუსეთმა ცალმხრივად შემოიღო თურქეთის მიერ მისი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ.

რუსეთში, შესაძლოა, Google დაბლოკონ

რუსეთში ახალი კანონის ამოქმედების საფუძველზე, შესაძლოა, Google და სხვა უცხოური კომპანიები დაბლოკონ.

უკრაინის სასამართლომ "გაზპრომი" 6,66 მილიარდი დოლარით დააჯარიმა
უკრაინის სასამართლომ დააკმაყოფილა ანტიმონოპოლიური კომიტეტის მოთხოვნა, რომელიც "გაზპრომს" ჯარიმის სახით 6,66 მილიარდი დოლარის გადახდას აკისრებს. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს გამოიტანა.
რუსული მოიერიშე Су-33 ხმელთაშუა ზღვაში ჩამოვარდა

რუსულმა ავიაგამანადგურებელმა Су-33-მა, ხმელთაშუა ზღვაზე ავიამზიდ "ადმირალ კუზნეცოვზე" დაშვებისას ავარია განიცადა.

რუსეთის სტომატოლოგიურ კლინიკებში 33 ადამიანი დაიღუპა
რუსეთის სტომატოლოგიურ კლინიკებში გასულ წელს 33 პაციენტი დაიღუპა ლიდოკაინის კარდიოტოქსიკური ეფექტის დროს მედპერსონალის უცოდინრობისა და არასათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევის გამო. 
მეცნიერებმა მაცხოვრის სამარხის წარმომავლობა დაადგინეს


არქეოლოგებმა იერუსალიმში მაცხოვრის სამარხის წარმომავლობა დაადგინეს, რომელშიც, ლეგენდის თანახმად, იესო ქრისტე ჯვარცმის შემდეგ ჩაასვენეს. ამის შესახებ The Independent იუწყება.

 
რუსეთის ისლამური კომიტეტის თავმჯდომარე გარდაიცვალა
რუსეთის ისლამური კომიტეტის თავმჯდომარე ჰეიდარ ჯემალი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი აზერბაიჯანმა საკუთარ საჰაერო სივრცეში არ შეუშვა

სირიის მიმართულებით მოძრავი რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საკუთარ საჰაერო სივრცეში არ შეუშვა. პილოტი იძულებული გახდა უკან, სოჭის აეროდრომზე დაბრუნებულიყო.

პაკისტანის ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გადრაიცვალა, 50-მდე დაშავდა, მათ შორის უცხოელები.

ამერიკელი მინისტრი რუსეთს მთავარ საფრთხედ მიიჩნევს

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მინისტრმა დებორა ჯეიმსმა, აშშ-ის ნომერ პირველ მტრად რუსეთი დაასახელა. ამის შესახებ განცხადება ჯეიმსმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

 
იტალიის პრემიერ–მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა

იტალიის პრემიერ–მინისტრმა მატეო რენციმ გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება მას შემდეგ, რაც გუშინდელ რეფერენდუმზე ქვეყნის მოსახლეობამ უარი დააფიქსირა შეთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე.

თურქმა სტუდენტებმა სირიაში რუსეთის ქმედებები გააპროტესტეს
სტამბოლში, რუსეთის საკონსულოსთან თურქმა სტუდენტებმა რუსეთის მიერ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის სამხედრო ქმედებებისადმი მხარდაჭერა საპროტესტო მსვლეობით გააპროტესტეს. 
ათი ბავშვი დაიღუპა რუსეთში მომხდარ ავტოავარიაში

რუსეთის ჩრდილოეთში მდებარე პატარა ქალაქ ხანტი-მანსიისკში მომხდარ ავტოავარიას 12 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი ემსხვერპლა, რომლებიც სპორტული ტანვარჯიშის შეჯიბრიდან ბრუნდებოდნენ. 

თურქეთის პრეზიდენტი თანახმაა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები რუსული რუბლით წარმართოს
თურქეთი აპირებს შეიმუშაოს სქემა, რომლითაც სამ ქვეყანასთან - რუსეთთან, ირანსა და ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებს დოლარის გარეშე წარმართავს. 
ავსტრიის არჩევნებში ულტრამემარჯვენე კანდიდატი დამარცხდა

ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა ულტრამემარჯვენე, ავსტრიის თავისუფლების პარტია და მისი კანდიდატი, ნორბერტ ჰოფერი. 

უზბეკეთში საარჩევნო უბნები დაიხურა

უზბეკეთში, სადაც დღეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, საარჩევნო უბნები დაიხურა. 

კიევის ნაცვლად "ევროვიზია 2017"-ის მოსკოვში ჩატარებას ორგანიზატორები არ განიხილავენ
"ევროვიზია 2017"-ის ორგანიზატორები გავრცელებულ ინფორმაციას, კონკურსის კიევიდან მოკსოვში გადატანასთან დაკავშირებით, არ ადასტურებენ. 
ფინეთში ერთ-ერთი ქალაქის მერი და ორი ჟურნალისტი მოკლეს
მერი და ორი ადგილობრივი ჟურნალისტი მოკლეს რესტორანთან ახლოს, ფინეთის ქალაქ იმატრაში. 
ჰავაის კუნძულებზე უჩვეულო რაოდენობის თოვლი მოვიდა

რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს ჰავაის კუნძულებზე, სადაც ასეთი თოვა უჩვეულო მოვლენაა. თოვლის სისქემ ზოგ ადგილას 90 სანტიმეტრს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

კიევთან პოლიციელებს შორის სროლას 5 ძალოვანი ემსხვერპლა
ხუთი ადამიანი დაიღუპა უკრაინაში, კიევის მახლობლად მდებარე სოფელ კნიაჟიჩში უკრაინის ორ სხვადასხვა სამართალდამცავ ორგანოს წარმომადგენლებს შორის მომხდარი სროლის დროს. 
აშშ-ში ღამის კლუბში მომხდარი ხანძრის დროს დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, 40-მდე გაიზარდოს

აშშ-ს შტატ კალიფორნიაში, ქალაქ ოკლენდის ღამის კლუბ Rave Cave-ში გუშინ გვიან ღამით მომხდარი ხანძარის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი, შესაძლოა 40-მდე გაიზარდოს. 

კუბის რევოლუციის ლიდერს ფიდელ კასტროს დღეს დაკრძალავენ

კუბის რევოლუციის ლიდერს, მთავრობის მეთაურსა და ყოფილ პრეზიდენტს  ფიდელ კასტროს ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი. რევოლუციონერს სანტიაგოში დღეს დაკრძალავენ.

პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ს რუსეთის მტრად აღქმა არ სურს
პენტაგონის ხელმძღვანელი ეშტონ კარტერი, რომელიც რამდენიმე კვირაში თანამდებობას დატოვებს, აცხადებს, რომ აშშ გააგრძელებს რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლას და დაიცავს მოკავშირეებს. 
Apple-მა დაადასტურა, რომ უპილოტო ავტომობილზე მუშაობს

კორპორაცია Apple ადასტურებს, რომ მუშაობს სისტემაზე, რომელიც მთლიანად შეცვლის სატრანსპორტო საშუალებების მომავალს. 

უზბეკეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ლეგიტიმურად სცნეს

უზბეკეთში, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში დარეგისტრირებულ კანდიდატებს მოსახლეობის 33,73% -მა უკვე მისცა ხმა, აცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 

იტალიაში საკონსტიტუციო რეფერენდუმი მიმდინარეობს

ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილებების შეტანაზე მოსახლეობის უარის შემთხვევაში, იტალიის პრემიერ–მინისტრს მატეო რენცის თანამდებობიდან გადადგომა მოუწევს. 

ევროკომისარი თურქეთის პრეზიდენტს ევროკავშირის მიმართ ბრალდებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ევროკავშრის მიმართ ბრალდებები უნდა შეწყვიტოს. 

დაღესტანში „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების ლიდერი მოკლეს

მახაჩყალაში რუსულმა სპეცსამსახურებმა „ისლამური სახელმწიფოს“ „ვილაიათ კავკაზის“ დაჯგუფების ლიდერი აბუ მუჰამადი მოკლეს. ის ვოლგოგრადის 2013 წლის ტერაქტის ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი.

ასი ათასი ნიუ-იორკელი ახალი პირველი ლედის მეგაპოლისიდან გაძევებას ითხოვს
მელანია ტრამპის ნიუ-იორკიდან გაძევებას ითხოვს მეგაპოლისის 100 ათასზე მეტი მაცხოვრებელი, მისი მეუღლის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე. 
ბაქოში თვითმკვლელი ტერორისტი აფეთქების მცდელობისას მოკლეს
თვითმკვლელი ტერორისტი იმ დროს გაანეიტრალა პოლიციამ ბაქოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან, როდესაც ის თავის აფეთქებას ცდილობდა. 
მსოფლიოში უხუცესი კატა "ველვეტი" დაიკარგა

მსოფლიოში ყველაზე უხუცესი კატა, ამერიკის შტატ ორეგონში მცხოვრები ცნობილი უხუცესი კატა - ველვეტი, რომელიც 2015 წელს "გინესის წიგნში" შევიდა, დაიკარგა.

ვირჯინიის სკოლებში "ჰელკბერი ფინის თავგადასავალი" აკრძალეს

ამერიკის შტატ ვირჯინიის რამდენიმე სკოლაში წიგნები - ჰარპერ ლის "ნუ მოკლავ ჯაფარას" და მარკ ტვენის "ჰელკბერი ფინის თავგადასავალი" დროებით აიკრძალა.  

შვედეთში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

შეიარაღებული ძალების თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა რამდენიმე კი დაშავდა. ოთხმა შიარაღებულმა პირმა ცეცხლი ავტომობილიდან გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ირანმა აშშ–ის კონგრესის მიერ სანქციების გაგრძელების გადაწყვეტილება დაგმო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო სანქციების 10 წლით გაგრძელება, რაც ჯარიმის დაკისრებას გულისხმობს იმ ამერიკული კომპანიებისთვის, რომლებიც ბიზნესს ირანში აწარმოებენ.

საქართველოში გაგზავნილი მესიჯის გამო, რუსეთის მოქალაქეს 7 წლით პატიმრობა შეუფარდეს

რუსეთის მოქალაქე, 46 წლის ოქსანა სევასტიდის შვიდი წლით პატიმრობა შეუფარდეს მას შემდეგ, რაც სასამართლომ იგი სახელმწიფო ღალატის ჩადენაში დამნაშავედ ცნო. 

მსოფლიოს კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები 15 ფოტოში

რუსულმა ინტერნეტსაიტმა rambler.ru-მ გადაწყვიტა, მსოფლიოში მომხდარი კვირის მნიშვნელოვანი ამბები ფოტორეპორტაჟად ექცია. 

პოლონეთში დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა

პოლონეთში დიდთოვლობის და ძლიერი ყინვის გამო ორი ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, სიკვდილის მიზეზი ჰიპოთერმია გახდა.

პარიზში მძევლად აყვანილი 7 ადამიანი თავისუფალია

პარიზში მძევლად აყვანილი 7 ადამიანი თავისუფალია, თავდამსხმელმა კი გაქცევა შეძლო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Francpress პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.  

აშშ-ის კონგრესმა აკრძალა რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის დაფინანსება

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას ზღუდავს.

შეიარაღებულმა პირმა პარიზში შვიდი ადამიანი აიყვანა მძევლად

შეიარაღებული კაცი პარიზის ერთ–ერთი ტურისტული სააგენტოს ოფისში შეიჭრა და 7 ადამიანი აიყვანა მძევლად. ამის შესახებ სააგენტო AFP იუწყება. 

რუსეთი ბანკებზე კიბერშეტევის საფრთხის მოლოდინშია
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები რუსეთის ფინანსური სისტემის დესტაბილიზაციის მიზნით კიბერთავდასხმისთვის ემზადებიან.
ავსტრალიის პოლიციამ ლეიკემიით დაავადებულ მოზარდს ოცნება აუსრულა


ლეიკემიით დაავადებულ 12 წლის დეკლანს, ავსტრალიის პოლიციამ წვრთნებში მონაწილეობა მიაღებინა, რითაც მოზარდს ოცნება აუხდინა. 

აშშ-ის კონგრესში "რუსეთის აგრესიის საპასუხო საკანონმდებლო ინიციატივაზე" მუშაობენ
რუსეთის აგრესიის საპასუხო საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს სენატორი ბენ კარდინი, რომელსაც ის აშშ-ის კონგრესში დასამტკიცებლად გაიტანს. 
ჩინეთში "ტიტანიკის" ანალოგს აშენებენ

XX საუკუნის დასაწყისისთვის უდიდესი სამგზავრო გემის "ტიტანიკის" ანალოგი, რომელიც სრულად გაიმეორებს ორიგინალის ზომებს, ტურისტების მოსაზიდად, ჩინეთის ერთ-ერთი პარკისთვის შენდება.

თურქეთის პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდა საფრთხის შემცველად არ მიაჩნია სამხედრო ექსპერტს
სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, თურქეთის პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გაზრდა, რეგიონულ დონეზე დიდ ცვლილებებს ვერ გამოიწვევს. ამის შესახებ მაისაიამ "პირველთან" საუბარში განაცხადა.
პარიზში, ათენში, მეხიკოსა და მადრიდში დიზელზე მომუშავე ავტომობილებს აკრძალავენ

ქალაქების - პარიზის, ათენის, მეხიკოსა და მადრიდის მერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ჰაერის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, აიკრძალოს დიზელზე მომუშვე ავტომობილები.

პენტაგონის შეფად დონალდ ტრამპმა "ცოფიანი ძაღლი" შეარჩია
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენტაგონის შეფად საზღვაო ქვეითების გადამდგარი გენერალი ჯეიმს მეტისი შეარჩია. ამის შესახებ 45-ე პრეზიდენტმა ქვეყნის მასშტაბით გამართულ ტურნეზე განაცხადა.
„როსკოსმოსმა“ სატვირთო კოსმოსური ხომალდის გაუჩინარება დაადასტურა

„როსკოსმოსში“ ადასტურებენ, რომ გასულ ხუთშაბათს გაუჩინარებული კოსმოსური ხომალდის - „პროგრესი МС-04“-ის ნაწილები, სავარაუდოდ, ციმბირთან ახლოს, ტივას რესპუბლიკის თავზე დაიწვა და ატმოსფეროში გაიფანტა.

რუსეთში შიდსით დაავადებული მილიონამდე ადამიანია

მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს რუსეთი აივ-ინფიცირებულთა რაოდენობით. 2016 წლის მონაცემებით, რუსეთში შიდსით დაავადებული მილიონამდე ადამიანია და ეს რიცხვი დღითიდღე იზრდება.

მოლდოვაში რუმინეთის ეროვნული დღესასწული იზეიმეს

კიშინიოვის ცენტრალურ ქუჩაზე მოლდოვისა და რუმინეთის გაერთიანების მომხრეებმა მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეებმა გაშალეს რუმინეთისა და მოლდოვის სამფეროვანი დროშა, რომლის სიგრძე ათას მეტრს აღწევდა.

რუსეთის „ფარული გავლენის“ წინააღმდეგ აშშ სპეციალურ უწყებას ქმნის

აშშ-ის კონგრესმა კანონპროექტი მიიღო, რომლის მიხედვით, მოქალაქეებსა და სხვა სახელმწიფოების მთავრობებზე რუსეთის ფარული გავლენისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უწყებათაშორისი სპეციალური ჯგუფი შეიქმნება.

თურქეთში ქალთა საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა
თორმეტი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა წუხელ, თურქეთში, ქალთა საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად. 
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკზე უნიკალური სარკოფაგი დამონტაჟდა
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიული მეოთხე ენერგობლოკი ახალი თაობის გიგანტური ფოლადის სარკოფაგით გადაიხურა. 
ალეპოში საომარი მოქმედებების გამო საფრანგეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს

ალეპოში მიმდინარე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-მარკ ეირო გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს.

კოლუმბიაში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში რამდენიმე ბრაზილიელი ფეხბურთელი იმყოფებოდა

სამოცდათორმეტი მგზავრი იმყოფებოდა თვითმფრინავში, რომელიც მიფრინავდა ბრაზილიიდან კოლუმბიაში და კატასტროფა განიცადა. 

ოჰაიოს უნივერსიტეტში თავდასხმის ინციდენტი ამოწურულია


აშშ-ის ოჰაიოს სახელმწიფო უნივესრსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდასხმის ინციდენტი ამოწურულია და სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში ბლოკირება მოისხნა. ინციდენტის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა.

ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა
აშშ-ში, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. სავარაუდოდ, ერთ-ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
რუსმა ექიმებმა კიბოს დამარცხება შეძლეს
რუსი მკვლევარების ჯგუფმა, პროფესორ ალექსანდრ კისილიოვის ხელმძღვანელობით, სიმსივნის საწინააღმდეგო ნაერთი მიიღეს, რომელსაც შეუძლია კიბოს დამარცხება. 
სამართალდამცავებმა უცხოური მედიასაშუალების ჟურნალისტები დააკავეს თურქეთში

სამართალდამცავმა უწყებებმა BBC Turkish-ის კორესპონდენტი ჰატიჯე ქემერი შაბათს თურქეთის ქალაქ შირვანში, ხოლო "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ჰაჯიჯან ფარქინი დეარბაქირში დააკავეს. 

შენობა, სადაც ეუთო-ს სამიტი იყო დაგეგმილი, დაუდგენელმა პირებმა დაწვეს
საგამოფენო პავილიონის შენობას, სადაც ეუთო-ს სამიტი უნდა გაიმართოს, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს. შემთხვევა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში შაბათს საღამოს მოხდა. ინფორმაციას გამოცემა Bild ავრცელებს.
ისრაელში ტყის მასივებზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ისრაელში, საცხოვრებელი დასახლებების სიახლოვეს, ტყის მასივებზე ოთხშაბათს გაჩენილი ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია. 
უკრაინაში "გოლოდომორის" რეპრესიების ამსახველი დოკუმენტაცია გამოაქვეყნეს

"გოლოდომორის" მსხვერპლთა ხსოვნის დღეს უკრაინის ხელისუფლებამ იმ პირთა რეპრესიების ამსახველი დოკუმენტაცია გამოაქვეყნა, რომელიც 1932-33 წლებში მოსახლეობის ხელოვნურად გაწყვეტას ეწინააღმდეგებოდნენ.

ერაყში "ISIS"-ის ტერორისტების თავდასხმას მინიმუმ 16 ადამიანი ემსხვერპლა
ერაყის ქალაქ მოსულში, "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების თავდასხმას სულ მცირე 16 მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა. ტერორისტებმა მოსახლეობაზე თავდასხმა ნაღმმტყორცნებიდან განახორციელეს.
ერდოღანი ევროკავშირის ლიდერებს მიგრანტებისთვის საზღვრის გახსნით ემუქრება
თურქეთის პრეზიდენტი ევროკავშირს არალეგალი მიგრანტებისთვის თურქეთის საზღვრების გახსნით დაემუქრა. განცხადება ერდოღანმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ გააკეთა.
ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა ისრაელში, საპორტო ქალაქ ხაიფაში

80-მდე მაცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა ისრაელში, ქალაქ ხაიფას საცხოვრებელ რაიონში, ტყის მასივზე ოთხშაბათს გაჩენილი ხანძრის გამო.  

ელექტროსადგურის ჩამონგრევისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა ჩინეთში

მშენებარე ელექტროსადგურის დროებითი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა ჩინეთში, ცზიანსის პროვინციაში. 

ტრაგიკულად დაიღუპა რუსი ბიზნესმენის, პლატონ ლებედევის შვილიშვილი შვეიცარიაში

ავტომობილი, სადაც რუსი ბიზნესმენის პლატონ ლებედევის შვილიშვილი დიანა და მისი 23 წლის მეგობარი ისხდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ლუგანის ტბაში გადავარდა, შვეიცარიის სოფელ კასტაგნოლაში.  

მოხუცთა სახლზე თავდასხმის დროს ქალი მოკლეს საფრანგეთში

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მოხუცთა თავშესაფარში ცეცხლსასროლი იარაღითა და დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, შენობაში შესვლამდე კი, დანით ქალი მოკლა. 

ერაყში მომხდარ აფეთქებას 70–ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის ქალაქ ჰილაში 70–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ხუთშაბათს ავტოგასამართ სადგურზე დანაღმული სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად. გარდაცვლილთაგან უმეტესობა ირანელი მომლოცველია. 

ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეწყდა

ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა მხარი დაუჭირეს თურქეთის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების შეჩერებას, ანკარის მიერ ქვეყნაში გატარებული რეპრესიების გამო, ხუთშაბათს მიღებული რეზოლუციით.

მარტინ შულცი ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან მიდის

მარტინ შულცი ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კენჭისყრას აღარ აპირებს. მარტინ შულცი გერმანულ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ მან ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ელექტროსადგურის ჩამონგრევას ჩინეთში მინიმუმ 40 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში, ცზიანსის პროვინციაში მშენებარე ელექტროსადგურის დროებითი კონსტრუქციის ჩამონგრევას ხუთშაბათს, სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები გარდაცვლილთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავენ.

ბარაკ ობამამ მადლიერების დღეს ინდაურები შეიწყალა

შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ თეთრ სახლში მადლიერების დღის ასაღნიშნი ტრადიციული ცერემონია ჩაატარა და ინდაურები შეიწყალა.

დონალდ ტრამპმა მომავალი მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები დაასახელა

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა მომავალი მინისტრთა კაბინეტის წევრების ვინაობა დაასახელა. 

თურქეთში მომხდარი ძლიერი აფეთქებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა
თურქეთში, ადანას პროვინციაში, გუბერნიის შენობის წინ ხუთშაბათს მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
კიევში თოვლის ბაბუას და ფიფქიას “დეკომუნიზაცია“ შეეხო

უკრაინის მთავარი ნაძვის ხის გაფორმებაზე პასუხისმგებელი, ეთნოკულტურული პროექტის Folk Ukraine-ის დამფუძნებელი იგორ დობრუცკი თოვლის ბაბუას საბჭოთა ეპოქის გადმონაშთად თვლის. 

ბარაკ ობამამ რობერტ დე ნირო, ტომ ჰენკსი, მერილ სტრიპი და მაიკლ ჯორდანი დააჯილდოვა

პრეზიდენტის რანგში ბარაკ ობამაბ თეთრ სახლში ბოლო დაჯოლდოების ცერემონიალს უმასპინძლა. პრეზიდენტმა 21 გამორჩეულ ამერიკელს პრეზიდენტის თავისუფლების მედლები გადასცა. 

ჩინეთში 17 ადამიანი დაიღუპა 57 ავტომობილის შეჯახების შედეგად

ჩინეთში მომხდარ ავტოავარიაში 17 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა. ავარიაში 57 ავტომობილი დაიმტვრა. მომხდარის შესეხაბ უცხოური მედია იუწყება.

ტერორიზმის საფრთხის შესახებ აფრთხილებს ამერიკა ევროპელებს

შობის დღესასწაულზე ტერორიზმის საფრთხის შესახებ აფრთხილებს ევროპას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. 

ცუნამის საფრთხე შეიქმნა იაპონიაში, სამშაბათს, 7.3-ბალიანი მიწისძვრის გამო

ძლიერი მიწისძვრა მოხდა იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, გამთენიას, რომლის სიმძლავრემ რიხტერის შკალით 7,3 მაგნიტუდა შეადგინა. სპეციალისტები მიწისძვრის გამო, ცუნამს ელოდებიან.

პოლიციამ ტერაქტები აღკვეთა სტრასბურგსა და მარსელში

ტერაქტის შესაძლო მზადების ბრალდებით, სტრასბურგსა და მარსელში შვიდი ადამიანი დააკავა ადგილობრივმა პოლიციამ. აღნიშნული ინფორმაცია საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნერმა გაავრცელა. 

სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობას უკრაინელების შეურაცხყოფად აფასებს ვლადიმერ პუტინი


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობა, ოდესელებისა და უკრაინელების შეურაცხყოფად მიაჩნია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. 

ქაბულის შიიტურ მეჩეთში აფეთქებას 27 ადამიანი შეეწირა

თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა ორშაბათს, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის ერთ-ერთ შიიტურ მეჩეთში.

არგენტინაში მიწისძვრა მოხდა
არგენტინაში 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ორშაბათს. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. 
ანგელა მერკელი მეოთხე ვადით აპირებს კენჭისყრას გერმანიის კანცლერის პოსტზე

ანგელა მერკელი მეოთხე ვადით აპირებს კენჭისყრას გერმანიის კანცლერი პოსტზე. ამის შესახებ მერკელის პარტიის "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" წევრმა განაცხადა. 

ასამდე გაიზარდა ინდოეთის სარკინიგზო ავარიაში დაღუპულთა რაოდენობა

ასამდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი კვირას, ინდოეთში, შტატ უტარ-პრადეში 14 ვაგონის რელსებიდან გადასვლის შედეგად. დაშავებულთა რაოდენობა 150-ს აჭარბებს. 

სააკაშვილი ოპოზიციურ მოძრაობას წარადგენს უკრაინაში 27 ნოემბერს
 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი 27 ნოემბერს, კიევში, ახალი ოპოზიციური მოძრაობის "ახალი ძალების პლატფორმის" საბჭოს მოიწვევს. 

ათობით ადამიანი ემსხვერპლა ინდოეთში მომხდარ სარკინიგზო შემთხვევას 
სამოცი დაიღუპა და ასოც ადამიანზე მეტი დაშავდა სამგზავრო მატარებლის 14 ვაგონის რელსებიდან გადასვლის გამო,  კვირას, ინდოეთში. 
უკრაინის პრეზიდენტი "ევრომაიდნის" საქმეზე დაკითხეს
"ევრომაიდანის" აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის საქმეზე, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, პარასკევს ქვეყნის გენპროკურატურამ დაკითხა. 
ტელეკომპანია "ალ ჯაზირა" ალეპოში ბავშვთა ჰოსპიტალის დაბომბვის მძიმე კადრებს ავრცელებს


სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ალეპოში, პარასკევს, ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვისა და ჩვილების გადარჩენის მძიმე კადრებს ტელეკომპანია "ალ ჯაზირა" ავრცელებს

"ისლამური სახელმწიფოს" 80-მდე მებრძოლი ევროპაში თავდასხმებს გეგმავს

ევროპაში ტერორისტული აქტების მოსაწყობად "ისლამური სახელმწოფოს" 60-დან 80-მდე მებრძოლი იმყოფება. ამის შესახებ ჰოლანდიის ტერორიზმთან ბრძოლის კოორდინატორი დიკ შუფი დაზვერვაზე დაყრდნობით აცხადებს. 

ნატო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო-სომხეთის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს

საქართველო-სომხეთის კეთილმეზობლური ურთიერთობები რეგიონში საინტერესო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს ნატო-ს, განაცხადა ერევანში ხუთშაბათს ნატო-ს წარმომადგენელმა ჯეიმი შიმ.

სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა თავდაცვის მინისტრის მრჩეველმაც მოითხოვა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ილია კივამ, ოდესის ყიფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა ხუთშაბათს მოითხოვა.

სააკაშვილის ექსტრადაციის მოთხოვნით დეპუტატმა უკრაინის პროკურატურას მიმართა

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადაციის შესახებ უკრაინის მთავარ პროკურატურას მიმართა უმაღლესი რადას დეპუტატმა რაბიმ რაბიმოვიჩმა.

ინტერნეტში პრეზიდენტის შეურაცხყოფისათვის აზერბაიჯანში სასჯელის შემოღებას აპირებენ

ინტერნეტში პრეზიდენტის შეურაცხყოფისათვის სასჯელის დაწესების ინიციატივით მიმართა პარლამენტს აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურორმა, იუწყება ადგილობრივი მედია. 

ახალ ზელანდიაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
ახალ ზელანდიაში, მიწისძვრის შემდეგ ქალაქ კაიკურადან მაშველები ტურისტებისა და ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაციას სტიქიური უბედურების მაღალი რისკის გამო ახორციელებენ. 
ახალ ზელანდიაში 5,4 ბალიანი განმეორებითი მიწისძვრა მოხდა

ახალ ზელანდიაში ორ დღეში მესამე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამჯერად 5,4 ბალიანი მიწისძვრა ქალაქ ბლენჰეიმში დაფიქსირდა. დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

პუტინსა და ტრამპს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა
რუსეთ-ამერიკას შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი განიხილეს პირველ სატელეფონო საუბარში ორშაბათს აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. 
ლეხ კაჩინსკის ცხედარს ექსგუმაცია ჩაუტარდება

პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის გვამს, ქვეყნის ხელისუფლების სურვილით, ექსგუმაცია ჩაუტარდება.   

რუსეთი და სომხეთი გაერთიანებულ სამხედრო დაჯგუფებას ქმნიან

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სომხეთთან გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმების პროექტის ხელმოწერის განკარგულება გასცა.  

პრორუსმა კანდიდატმა მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებზე თავი გამარჯვებულად გამოაცხადა

მოლდოვას „სოციალისტური პარტიის“ წარმომადგენელმა, იგორ დოდონმა, კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. 

ახალ ზელანდიაში დღე-ღამეში მეორე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ახალ ზელანდიაში  6,3 - ბალიანი მიწისძვრა მოხდა, ბოლო 24 საათის განმავლობაში. მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

ახალ ზელანდიაში მიწისძვრის შედეგად ცუნამის საფრთხე შეიქმნა

ძლიერი მიწისძვრის შედეგად ახალ ზელანდიაში ცუნამის საფრთხე შეიქმნა. აღნიშნულ ინფორმაციას „ტვიტერზე“ ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. 


ახალ ზელანდიაში 7,4-ბალიანი მიწისძვრა მოხდა

რიხტერის შკალით 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ახალი ზელანდიის ჩრდილოდასავლეთით, ქალაქ კრაისტჩერჩში. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

სტინგმა პარიზის "ბატაკლანის" საკონცერტო დარბაზი ტერაქტის წლისთავზე გახსნა
ბრიტანელმა მომღერალმა სტინგმა, პარიზის საკონცერტო დარბაზი "ბატაკლანი" მომხდარი ტერაქტის წლისთავზე პირველი კონცერტით გახსნა. 
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს პრორუსი კანდიდატი "სოციალისტური პარტიიდან" იგორ დოდონი და პროევროპული "მოქმედებისა და სოლიდარობის" პარტიიდან მაია სანდუ უპირისპირდებიან.  

პაკისტანში 52 ადამიანი დაიღუპა შაბათს მომხდარი აფეთქების შედეგად
პაკისტანის პროვინცია ბელუჯისტანის ერთ-ერთ სუფისტურ მეჩეთში მომხდარ აფეთქებას 52 ადამიანი შეეწირა, ასამდე დაშავდა. აფეთქება რიტუალური ცეკვის შესრულებისას მოხდა. რიტუალს ასობით ადამიანი ასრულებდა.
ოდესაში, მიხეილ სააკაშვილს ნარკოტიკებისა და იარაღის კონტრაბანდაში ადანაშაულებენ
ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი იარაღისა და ნარკოტიკების კონტრაბანდით იყო დაკავებული. აღნიშნული განცხადება ოდესის ქალაქის საბჭოს დეპუტატმა, ვლადიმერ ვარეშჩენკომ გააკეთა.