eng eng geo
15:00
ხუთშაბათი
18დეკემბერი 2014 წ
კონტაქტი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
A4

TV3-დან ყველა ჟურნალისტი რეორგანიზაციის მიზეზით გაუშვეს

17 დეკემბერი 21:40
როგორც არხის დირექტორმა ლალი ეგაძემ "პირWელს" განუცხადა, არხი თებევრვალში კასტინგს გამოაცხადებს და ტელევიზიას ისე დააკომპლექტებს.

„ადამიანი კანონი თავისუფლება“ სასჯელაღსრულებაში 2011-2014 წლებში არსებულ სტატისტიკას ასაჯაროვებს

17 დეკემბერი 20:10
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სტატისტიკური მონაცემების ანალიზისა და კვლევის მიზეზი სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ნეგატიური ინფორმაციის არსებობა გახდა.
ფოტო ბანკი
მოძებნე და ჩამოტვირთე ნებისმიერი ფოტო უფასოდ
PIA-ს ფოტობანკში ინახება 26892 მაღალხარისხიანი ფოტო
business news
business news
17 დეკემბერი 19:58
"სპორტულ-სამეჯლისო ცეკვებში აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატი საქართველოში პირველი და უპრეცენდენტო არაა"

საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმი განცხადებას ავრცელებს და სპორტულ-სამეჯლისო ცეკვებში აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს.

17 დეკემბერი 19:46
თბილისის მერის მოადგილემ ბოტანიკურ ბაღში საახალწლო ღონისძებების მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საახალწლო ღონისძებებისთვის მზადება მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, საახალწლო ღონისძიების ცენტრალურ ადგილს, მესხურ კოშკს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

17 დეკემბერი 15:48
"ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, "მაესტრო“ კვლავ დეზინფორმაცის ავრცელებს"

ვიქტორ წილოსანი აცხადებს, რომ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაში შეტანილი განცხადებით არა მხოლოს ერთი ადამიანის, არამედ ზოგადად, დეზინფორმაციის გამო ნებისმიერი დაზარალებული ადამიანის ინტერესების დაცვა სურდა.

17 დეკემბერი 15:14
ვაზიანში, ქუთაისსა და ზუგდიდში დევნილთათვის მცირე ბიზნესპროექტების განხორციელება იგეგმება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ამ მიმართულებით თანამშრომლობისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

17 დეკემბერი 14:22
"რატიფიკაციას წარმომადგენლობითი დელეგაცია უნდა დაესწროს და დასანანია თუკი ეს არ მოხდება"

როგორც საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა "პირWელთან" საუბარში განაცხადა, რატიფიკაციის პროცესი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. ფანჯიკიძისთვის უცნობია, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვიტილება ხელისუფლებამ.

17 დეკემბერი 13:46
გარემოს დაბინძურება და მომსახურების დაბალი ხარისხი ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებად დასახელდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ადმინისტრაციის 2015 წლის გეგმებსა და ხედვებზე „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ პრეზენტაციაზე დეტალურად ისაუბრა.

17 დეკემბერი 12:01
ჯანდაცვის სამინისტრო რეზიდენტურაში სწავლის გაგრძელების მსურველებს სწავლას დაუფინანსებს

"დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის" ფარგლებში სტუდენტებს, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო დააფინანსებს, შემდეგი 3 წლის მანძილზე მაღალმთიან და საზღვრისპირა სოფლებში მუშაობა მოუწევთ.

17 დეკემბერი 10:10
თბილისის 69-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია გააცნეს

შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანია გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა ამჯერად 69-ე საჯარო სკოლაში გაიმართა

17 დეკემბერი 07:58
"არ მგონია, რომ აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსის მინიჭების საკითხის ამოღება რამეს ცვლიდეს"

საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ საქართველოს როგორც აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსის ვერმიღება საერთო სურათს არ ცვლის.

2014 © www.pia.ge
Created By R.Ratiani