კატეგორიები

სამართალი

პროკურორებისთვის ქალთა უფლებების დაცვის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

მართლმსაჯულების სისტემისადმი ქალთა ხელმისაწვდომობის ზრდის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე პროკურორებისთვის ტრენინგი ჩატარდა.

ადვოკატის თქმით, ბარის თანამშრომელმა ლაშა თორდია გახმაურებული საქმის შემდეგ ამოიცნო

კაფე-ბარი "პ.ა.მ კლუბის" თანამშრომელმა გიორგი კალაძემ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას იდენტიფიცირება თორდია-ფარცხალაძის კონფლიქტის ამსახველი ვიდეოკადრების ნახვის შემდეგ შეძლო.

პატრიარქის მდივნის განცხადებით, ბრალდებული დეკანოზის ქონების დადგენა გამოძიების პრეროგატივაა

პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმის ფიგურანტის დეკანოზ გიორგი მამალაძის ქონებასთან დაკავშირებით საპატრიარქო საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებს, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს.

სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეს ახალი მტკიცებულებები ემატება

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ საქმეზე მომდევნო მოსამზადებელი სხდომა ხვალ გაიმართება, რომელზეც მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატი როინ მიგრიაული დამატებით მტკიცებულებებს წარადგენს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ავსტრიის ვიცე-კანცლერს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, ვენაში, ავსტრიის რესპუბლიკის ვიცე-კანცლერს, იუსტიციის ფედერალურ მინისტრს ვოლფგანგ ბრანდშტეტერს შეხვდა.

მოქმედ დეპუტატსა და წინა მთავრობის მაღალჩინოსანს 15 წელი და 17.2 მილიონის გადახდა მიესაჯათ

“რაკია ჯორჯიას“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, პარლამენტის წევრს “პატრიოტთა ალიანსიდან“ გელა მიქაძეს, ასევე მის პარტნიორებს გიორგი ჯანაშიასა და ხატერ მასაადს არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ლაშა თორდიასთან დაკავშირებულ ინციდენტში დაზარალებულის ადვოკატი პრესკონფერენციას გამართავს

კაფე-ბარი "პ.ა.მ კლუბში" მომხდარი ინციდენტის დროს დაზარალებულის ადვოკატი 16:00 საათზე, "პირველ პრესკლუბში" პრესკონფერენციას გამართავს. ინციდენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას უკავშირდება.

ლაშა თორდიას მუქარის შემცველი ვიდეომასალა შსს-ს კაფე-ბარის მენეჯერმა გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტრო კაფეში მომხდარ საქმესთან დაკავშირებით, სადაც ლაშა თორდია ფიგურირებს, განცხადებას ავრცელებს. 

ინციდენტზე, რომელშიც ლაშა თორდია ფიგურირებს, რამდენიმე თვეა გამოძიება მიმდინარეობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 24 დეკემბერს მომხდარ ინციდენტზე, რომელშიც ლაშა თორდია ფიგურირებს, რამდენიმე თვეა გამოძიება მიმდინარეობს.

ქართული მხარე უცხო სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში ვერ მოახდენს გელა მიქაძის ექსტრადირებას

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ქართული მხარე უცხო სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში, ვერ მოახდენს საქართველოს მოქალაქის გელა მიქაძის სხვა სახელმწიფოში ექსტრადირებას.

თურქეთში ქართველი ემიგრანტის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა ქართველი ემიგრანტის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს. ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ლაშა თორდია ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოკადრებში მონაწილეობას ადასტურებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია ადასტურებს, რომ ნამდვილად არის იმ ვიდეოკადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე თურქეთის 2 და საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე, თურქეთის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.

დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით რუსეთის 2 მოქალაქე დააკავეს

პოლიციელებმა რუსეთის 2 მოქალაქე 1980 წელს დაბადებული დმიტრი უ. და 1974 წელს დაბადებული ვიტალი ლ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

თურქეთში ქართველი ემიგრანტი მოკლეს

თურქეთში 34 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

"ლანცეტის" დირექტორს პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ლანცეტის დირექტორს ფარმან ჯეირანლის წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ქუთაისში ავარია მოხდა. დაშავებულია 4 ადამიანი

ქუთაისში, ჭომის დასახლებაში, ლესელიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "პირველს" თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.

შემოსავლების სამსახურმა 15-21 მაისს საგადასახადო სამართალდარღვევის 1,013 ფაქტი აღკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 15-21 მაისს, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 1,013 ფაქტი გამოვლინდა.

თბილისში ქვეითად მოსიარულეს მანქანა დაეჯახა

თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა. სხეულის მსუბუქი დაზიანებით დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ "პირველს" შს სამინისტროდან აცნობეს.

ავთო საყვარელიძე, რომელიც ბიზნესმენებს ატყუებს, მოვალეთა რეესტრის შავ სიაშია

ავთო საყვარელიძე, რომლის სასარგებლოდაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი წილოსანისთვის მიყიდული 25% აქციების ხელშეკრულება ბათილად სცნო, მოვალეთა რეესტრშია დარეგისტრირებული.