სამართალი

გორში შუახნის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

გორში შუახნის კაცი საკუთარ სახლში ჩამომხვრჩვალი იპოვეს.

სამეგრელოსა და გურიაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში და ქალაქ ოზურგეთში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 49,600 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საგადასახადო სამართალდარღვევის 399 ფაქტი გამოავლინეს

7-13 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო სამართალდარღვევის 399 ფაქტი გამოვლინდა.

ქუთაისში, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებით დაკავებული ექიმის საქმე სტრასბურგში განიხილება

ქუთაისელი ექიმის ირაკლი მერკვილაძის საქმე სტრასბურგში გასაჩივრდა. #2 სამშობიარო სახლის დირექტორის საქმე საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლოში დასრულდა. როგორც დაკავებულის ადვოკატი ალექსანდრე თათელიშვილი აცხადებს, სამივე ინსტანციამ მერკვილაძე დამნაშავედ ცნო.

თბილისში მდებარე ღამის კლუბში სამართალდარღვევის ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში მდებარე ღამის კლუბში სამართალდარღვევის ფაქტები გამოავლინეს.

პაატა სალია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებს პასუხობს

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" - ის გენერალური დირექტორი პაატა სალია, ტელეკომპანიის დამფუძნებლებს ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს პასუხობს.

20 ივნისის საქმეზე დაკავებული მუხრან ფანგანი გაათავისუფლეს

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული მუხრან ფანგანი გაათავისუფლეს. სამართლომ ბრალდებული 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გამოძიება ფანგანს ჯგუფურ ძალადობას ედავება.

 
ბოლნისში ქმარმა ცოლი მოკლა

ბოლნისში ქმარმა ცოლი მოკლა. მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია გარდაცვლილის ქმარი.

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე 5 პირი დააკავა

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე 5 პირი დააკავა,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

თეა წულუკიანი შეწყალებების საქმეზე: პრეზიდენტი რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შეწყალების საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადგილას ის აუცილებლად მივიდოდა პროკურატურაში კითხვებზე პასუხის გასაცემად.

საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ერთი პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

სპეცოპერაცია ფონიჭალაში - დაკავებულია ერთი ქალი

ფონიჭალაში სპეცოპერაცია ჩატარდა. 

პროკურატურა: ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებათა შეფასებებზე მუშაობა დასრულდა

საქართველოს პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის შეფასების დოკუმენტს აქვეყნებს. 

ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი: მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების მხარდასაჭერად და მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის პროცედურებს ამართლებს

„მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების მხარდასაჭერად და მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის პროცედურებს ამართლებს“, - ნათქვამია ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში.

ლისის ტბის მიმდებარედ მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე პასუხისგებაში 5 პირი მიეცა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა 2019 წლის 6 ოქტომბერს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს.

გლდანში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

თბილისში, გლადანში 2 პირის დაჭრის ფაქტზე, შინაგან სამეთა სამინისტრომ სამი მოქალაქე დააკავა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე დაესწრო საერთაშორისო კონფერენციას - "პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის შედეგების გაზომვა და გაძლიერება" და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

პროკურატურა "პროგრეს ბანკის" საქმეზე: თუ კომპეტენტური უწყებები მოგვმართავენ, რეაგირება მოხდება

გენერალურ პროკურატურაში "პირველს" განუცხადეს, რომ თუ, "პროგრეს ბანკში" შესაძლო ფულის გათეთრების საქმეზე კომპეტენტური უწყებები მიმართავენ, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

სასამართლომ ბათუმის ყოფილი მერი და მერიის ორი მაღალჩინოსანი პატიმრობაში დატოვა

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და მერიის მაღალჩინოსნები - არჩილ ვანაძე და ერგასლან ლომიძე მოსამართლე დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილებით წინასწარ პატიმრობაში რჩებიან.

ნინო ჯავახაძე: სახალხო დამცველის აპარატთან ერთად წარმატებული ღონისძიებები გავატარეთ წამების და არაადამიანური მოპყრობის სრულად აღმოფხვრისთვის

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ საერთაშორისო კონფერენციაში - "პრევენციის ეროვნული მექანიზმების გავლენის შეფასება და გაძლიერება“ მიიღო მონაწილეობა. ნინო ჯავახაძე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.