კატეგორიები

სამართალი

შოთა პაკელიანმა პროკურატურა დატოვა

თბილისის პროკურატურა შოთა პაკელიანმა ადვოკატებთან ერთად დაკითხვის შემდეგ დატოვა. პროკურატურაში მას, პოლიციელების მიმართ დაწყებული გამოძიების შედეგები გააცნეს.

პრეზიდენტს აზრებაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე მტკიცე პოზიცია აქვს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს სხვა პოლიტიკური ფიგურებისგან განსხვავებით აფგან მუჰთარლის საქართველოდან გატაცების საქმეზე მტკიცე პოზიცია აქვს.

საქართველოს პრეზიდენტი აფგან მუხთარლის მეუღლეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას და ადვოკატებს შეხვდა. შეხვედრაზე ჟურნალისტის საქმის შესახებ ისაუბრეს. 

ექსპერტის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები საზოგადოების ინტერესებზეა მორგებული

ექსპერტი ვატო შაქარიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში საზოგადოების დაკვეთაა ასახული და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციის.

კოჯორში სერჟანტთა კორპუსის დღე აღინიშნა

სერჟანტთა პროფესიული დღე კოჯორში, საჩვენებელი სწავლებით დაიწყო. სერჟანტთა მომზადების ცენტრის პირადმა შემადგენლობამ ოპერატიული ბრძანების გაცემის შემდეგ, ჩასაფრების ოპერაცია განახორციელა.

გასულ კვირას საგადასახადო სამართალდარღვევის 967 ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 967 ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ 4 ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ 1995 წელს დაბადებული ბ.ხ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა.

დეკანოზის ადვოკატისთვის უცნობია, მისი დაცვის ქვეშ მყოფს უწმინდესთან რისი გადაცემა უნდა

დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა მამა კახაბერის კომენტარზე განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა შეიძლება იყოს ის "რაღაცა", რის პატრიარქისთვის გადაცემასაც ითხოვს ბრალდებული.

სასულიერო პირის განცხადებით, ბრალდებულმა დეკანოზმა უწმიდესთან რაღაცის გადაცემა სთხოვა

მამა კახაბერის განცხადებით, ბრალდებულმა დეკანოზმა უწმიდესთან რაღაცის გადაცემა სთხოვა, მაგრამ კონკრეტულად რას ეხება ეს "რაღაცა", მედიასთან არ ასახელებს.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროკურორთა რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს

მთავარი პროკურატურა საერთაშორისო ასოციაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მე-8 რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს, სადაც თემა "დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების დაბრუნება და კიბერდანაშაული" განიხილება.

ახალციხეში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს და ოპერატორი დაჭრეს

ახალციხეში, სოფელ წნისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს და ოპერატორი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია "პირველს" შს სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

პრეზიდენტის შვილის მეგობრის საქმის პროკურორი 300 ლარით დაჯარიმდა

საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი დარახველიძემ პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის მეგობრის მიხეილ თათარიშვილის საქმის პროკურორი ვასილ სამხარაძე 300 ლარით სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის გამო დააჯარიმა.

დეკანოზის ადვოკატი სასულიერო პირების ე.წ. მატროსოვის ციხეში შესვლას პოზიტიურად აფასებს

ბრალდებული დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფთან დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილისა და მამა დავით ჭინჭარაულის ე.წ. მატროსოვის ციხეში შესვლას პოზიტიურად აფასებს.

მთავარი პროკურორის ინფორმაციით, შოთა პაკელიანის დაზარალებულად ცნობა იგეგმება

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, შოთა პაკელიანის დაზარალებულად ცნობა იგეგმება.

მიხეილ თათარიშვილი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდა

ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული მიხეილ თათარიშვილი მოსამართლემ 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათვისუფლა. ამის შესახებ "imedinews.ge" იტყობინება.

სოციოლოგი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ ამინდს აქტიური საზოგადოებრივი ჯგუფები ქმნიან

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძის აზრით, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლიელებებთან დაკავშირებით საზოგადოებრივ ჯგუფებთან - "თეთრი ხმაური", "აუდიტორია 115" კონსესუსზე წავიდა, რადგან პოლიტიკურ პარტიებზე მეტად გავლენიანები არიან.

სასულიერო პირები ბრალდებულ დეკანოზთან საკანში შედიან

დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი და მამა დავით ჭინჭარაული ბრალდებულ დეკანოზთან საპყრობილეში შედიან.

ბათუმში მანქანამ 8 წლის ბიჭი გაიტანა

ბათუმში ავტომობილის დაჯახების შედეგად ქვეითად მყოფი 8 წლის ბიჭი დაიღუპა.

ე.წ. მატროსოვის ციხეში ბრალდებულ დეკანოზთან სასულიერო პირები მივიდნენ

დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი და მამა დავით ჭინჭარაული ე.წ. მატროსოვის ციხესთან იმყოფებიან. ისინი პატრიარქის დავალებით დღეს ბრალდებულ დეკანოზს გიორგი მამალაძეს მოინახულებენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ორთაჭალაში მოძრაობა პარალიზებულია

ავტოავარია მოხდა რამდენიმე წუთის წინ ორთაჭალაში, გოგირდის აბანოების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დროისთვის გორგასლის ქუჩაზე მოძრაობა პარალიზებულია.