სამართალი

პანკისში დაკავებულ ზურაბ იდოიძის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

პანკისში 9 იანვარს დაკავებულ ზურაბ იდოიძის საქმეზე, რომელსაც საგამოძიებო ორგანო ტერორისტული ორგანიზაციისთვის ხელშეწყობას ედავება, თბილისის სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს.

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შსს-ს ორი თანამშრომელი დააკავეს

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ი.დ. და ბ.ბ. დააკავეს.

ცოლზე და სიმამრზე ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის ბრალდებით 27 წლის კაცი დააკავეს

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ა.ფ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

ხობში მომხდარი ავარიის საქმეს პროკურატურა იძიებს

ხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეს, რომლის დროსაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 6 თანამშრომელი დაშავდა და ერთი მათგანი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა,
პროკურატურა იძიებს.

შსს: ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცეს გოგო, მიმდინარეობს გამოძიება

მარნეულში 18 წლის გოგო მოიტაცეს. როგორც "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გოგოს გატაცება ცოლად მოყვანის მიზნით მოხდა.

ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი სამართალდამცველი მართვით სუნთქვაზეა

ხობში, ავტოავარიის დროს დაშავებული სამართალდამცველი ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამის შესახებ ზუგდიდიდან "პირველის" კორესპონდენტი იუწყება.

ზურაბ იდოიძეს ბრალი ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის მუხლით წაუყენეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ახმეტაში გუშინ დაკავებულ ზურაბ იდოიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

ავარიისას დაშავებული ერთ-ერთი სამართალდამცველი გარდაიცვალა

ხობის რაიონის სოფელ ხამისქურში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთ-ერთი სამართალდამცველი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ "პირველს" ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს.

პოლიციის მანქანა ავარიაში მოყვა - არიან დაშავებულები

გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდში, პოლიციის მანქანა ელექტროგადამცემ ბოძს დაეჯახა, არიან დაშავებულები. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ქუთაისში მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა

ქუთაისში, ხახანაშვილის ქუჩაზე მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

„სარფში“ 11 664 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი ამოიღეს

საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთიდან მომავალი საქართველოს მოქალაქის, გ.ც-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას, არადეკლარირებული საქონელი ამოიღეს.

სასამართლომ ბათუმის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, მ.ღ. და ი.ჩ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით.

„საქართველოს ბანკს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიცია დაიცავს

დაცვის პოლიციის თანამშრომლები საქართველოს ბანკის უსაფრთხოების დაცვასა და რისკების პრევენციას შესაბამისი შეიარაღებითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფენ.

პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულ ზურაბ იდოიძეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

9 იანვარს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულ ზურაბ იდოიძეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

ახმედ ჩატაევთან კავშირში ბრალდებულ გოჩა საგინაძეს თურქეთის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

თურქეთში, ტრაბზონის პროვინციაში დაკავებულ გოჩა საგინაძეს თურქეთის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა.

 

ბათუმის აქციების ორგანიზებისთვის ბრალდებულებს 1.6 წლით პატიმრობა მიესაჯათ

სასამართლომ ბათუმის აქციების ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას 1,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სამართალდამცველებმა სლოტ-კლუბიდან თაღლითურად თანხის მითვისებისთვის ხუთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა სლოტ-კლუბიდან თაღლითურად თანხის მითვისების ბრალდებით, ბათუმში ხუთი პირი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ზურა იდოიძეს ადვოკატი ხვალ მოინახულებს

დღეს, პანკისის ხეობაში სუს-ის მიერ ტერორისტების ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულ ზურა იდოიძეს, ადვოკატი ხვალ დილით შეხვდება. დაკავებულის ინტერესებს დავით მოდებაძე დაიცავს. ამის შესახებ უფლებადამცველმა "პირველს" განუცხადა.

სუს-მა ტერორისტების ხელშეწყობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერისა და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა.