კატეგორიები

სამართალი

"ცენტრ პოინტის" დამფუძნებელს, შესაძლოა, ქონება ჩამოართვან

"ცენტრ პოინტის" საქმის პროკურორის ინფორმაციით, კომპანიის დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილს, შესაძლოა, გირაოს უზრუნველსაყოფად არსებული მიწის ნაკვეთი ჩამოერთვას, რადგან ბრალდებულმა გირაოს ღონისძიების პირობა დაარღვია.

სტრასბურგში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ახალი კონკურსი ცხადდება

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად დღეიდან კონკურსი ცხადდება.

პროკურატურამ უკანონოდ მსჯავრდებული პირების განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი პირის, მამუკა ზოიძისა და პოლიტპატიმარ ბაკურ კიღურაძის განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

ჩანთაში დამალული ქართველი ქალის თურქეთიდან დეპორტაცია დღეს განხორციელდება

სარფის საბაჟოზე, თურქი მესაზღვრეების მიერ ჩანთაში აღმოჩენილი ქართველი ქალის სამშობლოში დეპორტაცია დღეს იგეგმება. კაცი კი, რომელიც ქალს თურქეთში უკანონო შესვლაში ეხმარებოდა, საქართველოში გუშინ დააბრუნეს.

 

კონტრაბანდული ხიზილალის შემოტანის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

დიდი ოდენობით კონტრაბანდული ხიზილალის შემოტანის ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.

შსს–ს წარმომადგენლება ყაზახეთის მოქალაქე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის  ბრალდებით,  ყაზახეთის მოქალაქე, 1972 წელს დაბადებული  ბ.ა. პოლიციამ თბილისში  დააკავა.

ბათუმში ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

ბათუმში ბენზეს დასახლებაში ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ოთხი ადამიანი.

თბილისში კორპუსის მეოთხე სართულიდან კაცი გადმოხტა

საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან კაცი გადმოხტა თბილისში, ნუცუბიძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე.

დეკანოზის საბრალდებო დასკვნაში პატრიარქის მდივან-რეფერენტის მკვლელობის მცდელობაზეა საუბარი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, დაკავებულს პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.

ფოთში დედა-შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ფოთში, ცხრა აპრილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედრებს წყლით სავსე აბაზანაში მიაგნეს.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი პროკურატურას განცხადებით მიმართავს

მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ინტერესების დამცველი გიორგი ფანცულაია დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართავს.

ადვოკატ ირმა ჭკადუას ინფორმაციით, დეკანოზთან ერთად ჩანაწერებში ორი პირი ფიგურირებს

ადვოკატი ირმა ჭკადუა, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზე მოწმის სახით დაკითხეს, ამბობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ერთად ჩანაწერებში კიდევ ორი პირი ფიგურირებს.

მთავარი პროკურატურა ნიკა ლომინაძის რეალურ მკვლელს ეძებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა, "თელასის" ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის რეალურ მკვლელის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.

გია გვიჩიანი ამბობს, რომ ის სანდრო გირგვლიანის საქმის გადასაფარად დააპატიმრეს

"თელასის" ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის საქმეზე ბრალდებული გია გვიჩიანი, რომელიც სააპელაციო სასამართლომ გაამართლა, ამბობს რომ ყოფილმა ხელისუფლებამ ის სანდრო გირგვლიანი მკვლელობის არასწორი გახსნის გადასაფარად დააპატიმრა.

ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულები გაათავისუფლეს

"თელასის" ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის საქმეზე ბრალდებულები გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

თბილისის საკრებულოს შენობაში ხანძარია

თბილისის საკრებულოს შენობაში ცეცხლი გაჩნდა. ცეცხლი საკვამურში დაფიქსირდა.

ადვოკატი ნიკა ლომინაძის საქმეზე დაკავებულთა გათავისუფლებას სასამართლო დარბაზიდან ელოდება

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ "თელასის" ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის საქმეზე ბრალდებულები გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია სასამართლო დარბაზიდან უნდა გათავისუფლდნენ.

რუსთავში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

რუსთავში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი - 1966 წელს დაბადებული ბ.უ. და 1966 წელს დაბადებული ე.ტ. დააკავეს.

სააპელაციო სასამართლო ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულთა განაჩენს გამოაცხადებს

სააპელაციო სასამართლო დღეს, 11:30 საათზე გამოაცხადებს ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულების გიორგი გვიჩიანის და ნიკა ჩემიას განაჩენს.

ავტომანქანების გაძარცვის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

საქართველო-გერმანიის ნაკრებების თამაშის მიმდინარეობის დროს, რუსთავის სარაგბო სტადიონზე 5 ავტომანქანის გაქურდვის ფაქტი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე გახსნეს და 3 პირი დააკავეს.