კატეგორიები

სამართალი

შოთა პაკელიანის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

შოთა პაკელიანის მიერ სასამართლოში გაცხადებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა პოლიციელების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტს, თბილისის პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. 

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შოთა პ. დააკავეს.

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესი ხვალ განახლდება

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესი დაცვის მხარის შესავალი სიტყვით თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 ივნისს განახლდება.

დეკანოზის ადვოკატების სარჩელი საპატრიარქოს იურისტის წინააღმდეგ სასამართლომ არ განიხილა

ბრალდებული დეკანოზის ადვოკატების სარჩელი საპატრიაროს იურისტის ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია ქარჩავამ ჟურნალისტებთან დღეს დაადასტურა.

პერზიდენტის აზრით, კონსტიტუციის ახალ პროექტზე ნულოვანი კონსესუსია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მთავრ დოკუმენტს ნულოვანი კონსესუსი აქვს. ქვეყნის პირველმა პირმა მმართველ გუნდს მოუწოდა - "ნუ იძალადებთ პოლიტიკურ პროცესზე თქვენი პულტებით".

"ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს

"ბავშვთა სამყაროს" შენობაში გაჩენილი ხანძრით დაზარალებულმა მოვაჭრეებმა დამწვარ შენობასთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. დაზარალებულების მოთხოვნა უცვლელი რჩება - მოხდეს ხანძრის მიზეზის დროული გამოძიება.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაზე ფართო საზოგადოებრივი კონსესუსი უნდა შედგეს

სახალხო დამცველის აზრით, კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებრივი კონსესუსი უნდა შედგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შთაბეჭდილება შეიქმნება, რომ ქვეყნის მთავრი დოკუმენტი ერთ პარტიაზეა მორგებული.

ე.წ. ციანიდის საქმის ფიგურანტისთვის პატრიარქის ხედვა მისი უდანაშაულობის შესახებ უმთავრესია

ე.წ. ციანიდის საქმის ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის კათოლიკოს პატრიარქის ხედვა მისი უდანაშაულობის შესახებ უმთავრესია. 

დეპუტატი საარჩევნო სისტემის ოპოზიციისეულ აღქმას არ ეთანხმება

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლების ხედვა მომავალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული სახის კითხვის ნიშნებს უჩენს.

კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, კონსტიტუცია ევროპული სამართლის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაზე ლეგიტიმაცია მთავარია ხალხთან იყოს მიღწეული და ქვეყნის მთავარი კანონი ევროპული სამართლის პრინციპებს აკმაყოფილებდეს.

ევროპული სტანდარტების თემაზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პროკურორებმა ტრენინგი გაიარეს

ევროპული სტანდარტების თემაზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პროკურორებმა ტრენინგი გაიარეს, რომლის ფარგლებშიც ქართველი პროკურორები საერთაშორისო სტანდარტებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას გაეცნენ.

ქუთაისელები კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის გასხვისებას აპროტესტებენ

ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრები ქუთაისელები საკრებულოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერი კაფე-ბარ "ფლამინგოს" მფლობელებზე გასხვისდა.

ბრალდებული დეკანოზი და მისი ადვოკატი პატრიარქთან შეხვედრისა და სხვა საკითხებს განიხილავენ

ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზი და მისი ადვოკატი ბოლოდორინდელ მოვლენებს, კერძოდ, უწმინდესთან შეხვედრის ფრაგმენტებსა და ხვალინდელ სასამართლო პროცესისთვის მზადების საკითხებს განიხილავენ.

ქუთაისთან, ავტომაგისტრალზე, სატვირთო მანქანა გადაბრუნდა

ქუთაისთან, ავტომაგისტრალზე, წყალწითელას ხიდზე სატვირთო მანქანა გადაბრუნდა. დაშავებულია სატვირთო მანქანის მძღოლი. ამის შესახებ "პირველს" შსს-ში აცნობეს.

საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კერძო პირის კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

ოპოზიციონერი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში გადასვლისას დააპატიმრეს

აზერბაიჯანის მთავრობდისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი კამრან მაჰმუდოვი ყაზახის რაიონში, საქართველოში გადასვლის მცდელობისას დააკავეს.

შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი აღკვეთა

შსს-ს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ს.გ. და ი.ს., ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.

ირაკლი ოქრუაშვილზე საარჩევნო კამპანიის დროს დავდასხმსხმელს 17 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ირაკლი ოქრუაშვილზე საარჩევნო კამპანიის დროს თავდასხმისთვის, გორის სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბათუმში ქალს ავტომობილი დაეჯახა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე 25 წლის ქალს ავტომობილი დაეჯახა. დაზარალებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დეპუტატის აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპონენტების ბოიკოტი დემაგოგიაა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი ოპონენტების ბოიკოტი ცარიელი პოპულიზმი და დემაგოგიაა.