კატეგორიები

სამართალი

თბილისში ინტერპოლის თანამშრომელი დაჭრეს

გვიან ღამით, თბილისში, შატბერაშვილის ქუჩაზე ინტერპოლის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

თელავში კაცმა თავი მოიკლა

თელავში, ლესია უკრაინკას ქუჩაზე მცხოვრებმა 50 წლამდე მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა.

მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის პატიმრობა აღარ იქნება

საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად სცნო 260-ე მუხლის პირველი ნაწილი,რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით.

პროკურატურამ მაია რჩეულიშვილს ბრალი დაუმძიმა

პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა "ცენტრ-პოინტ ჯგუფი"-ს დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი და შპს "დიღომი დისთრიქთ აფართმენთ"-ის საორგანიზაციო განყოფილების ყოფილი უფროსი ქეთევან ჟორდანია.

პროკურატურა მანქანის აფეთქების საქმეზე მსჯავრდებულის პირობით გათავისუფლებას გაასაჩივრებს

პროკურატურა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე მსჯარდებული ბორის ჩაგუნავასთვის პირობითი სასჯელის მიცემის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

კახა კახიშვილმა პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა

სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა კომიტეტის სხდომაზე, სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა.

პატიმრების გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულება შეიქმნება

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პენიტენციური სისტემის რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი განიხილა. კანონპროექტი კომიტეტის წევრებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა წარუდგინა.

კვალიფიციური მოსამართლეები გამოსაცდელი ვადით აღარ დაინიშნებიან

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ომარ ჯორბენაძის სარჩელი და კვალიფიციურ მოსამართლეებს გამოსაცდელი ვადით აღარ დანიშნავენ.

ომბუდსმენის აზრით, დეკანოზ მამალაძის მხარეს მისი დაცვის შესაძლებლობა უნდა მიეცეს

საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მაღალი სასულიერო იარარქიის პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ დეკანოზ მამალაძის მხარეს, მისი დაცვის უფლება უნდა მიეცეს.

ირაკლი მეძმარიაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს შეცდომაში არ შევიდეს

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილი კომიტეტის სარჩელის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

პატიმარი ქალები შვილების მოსანახულებლად ციხის დატოვებას შეძლებენ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახი კახიშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ ქალ მსჯავრდებულებს საშუალება მიეცემათ შაბათ-კვირას დატოვონ ციხე და შვილები მოინახულონ.

საქალაქო სასამართლომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სარჩელი დააკმაყოფილა

საქალაქო სასამართლომ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სარჩელი დააკმაყოფილა და გააუქმა საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება.

სასულიერი პირის მკვლელობის მცდელობის საქმეში დეკანოზის გარდა, სხვა პირებიც ფიგურირებენ

მაღალი იერარქიის სასულიერი პირის მკვლელობის მცდელობის საქმეში პროკურატურის მთავარი მოწმის, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძის განცხადებით, საქმეში სხვა ადამიანებიც ფიგურირებენ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის საქმეზეა ბრალდებული, რუსთავის სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.

საკუთარ სახლში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ვაზისუბნის მე–4 მიკრორაიონში გვიან ღამით ერთ–ერთ საცხოვრებელ ბინაში 31 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

სასამართლო კადიევისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე მსჯელობს

საქალაქო სასამართლოში მიკაელ კადიევის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, სადაც მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე მსჯელობენ.

ბათუმის აეროპორტში ამერიკის მოქალაქე დააკავეს

ტაშკენტის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული ლ.კ. ბათუმის აეროპორტში დააკავეს.

ნუცუბიძის ქუჩაზე დედა-შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი დაახლოებით 2 დღის გარდაცვლილები არიან.

მამა მიქაელ ბოტკოველი პროკურატურას სთხოვს დეკანოზის საქმეზე მეტი ინფორმაცია გაავრცელოს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი, მამა გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებებს საპატრიარქოსთვის მეტი ინფორმაციის მიწვდისკენ მოუწოდებს.

შსს სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით ნიკა გვარამია მოსამართლის წინაშე დაიკითხოს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაიკითხოს.