კატეგორიები

სამართალი

პოლიციამ გამოძალვის ფაქტი აღკვეთა

პოლიციამ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული გ.ა. თბილისში, დავით გურამიშვილის გამზირზე დააკავა.

ჟურნალისტ ელისო კილაძის თქმით, მის მიმართ შვილის დაკავების მუქარები ხორციელდებოდა

ჟურნალისტ ელისო კილაძის თქმით, მის მიმართ შვილის დაკავებამდე ორი კვირის განმავლობაში, დავით ხარშილაძის დაკავების მუქარები ხორციელდებოდა. ამის შესახებ კილაძემ "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ბათუმში ავტოავარიას შუახნის კაცი ემსხვერპლა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 50 წლამდე ასაკის კაცს შეჯახა. კაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააყაჩაღეს

ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააყაჩაღეს. ამის შესახებ ინფორმაცია "პირველს" შსს-ში დაუდასტურეს.

ბათუმის აქციასთან დაკავშირებით 6 პირი მასობრივი არეულობისა და თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ 6 პირი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 353-ე პრიმა მუხლებით დააკავა, რაც მასობრივი არეულობასა და პოლიციელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ყაზბეგი“ და ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროსა (136.78 გრ.) და ვერცხლის ( 8.6 კგ.) ნაკეთობები აღმოაჩინეს. 

სადახლოზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინეს.

წითელ ხიდზე მებაჟე ოფიცრებმა 14 არადეკლარირებული მობილური ტელეფონი ამოიღეს

„წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის მოქალაქის ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერებისას 14 არადეკლარირებული მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს.

სსფ–ის წარმომადგენლობის ოფისში ძლიერი აფეთქება მოხდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობის ოფისში რამდენიმე წუთის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც ოფისის თანამშრომელმა მიღებული ამანათი გახსნა. შენობა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მდებარეობს.

 

ყაზბეგში არადეკლარირებული ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს

ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსული, აზერბაიჯანის მოქალაქეს არადეკლარირებული ქიმიური ნივთიერება - „ვერცხლისწყალი“ აღმოუჩინეს. 

ესპანეთში 48 ქართველი მძარცველი დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ ე.წ. ქართული მაფიის 48 წევრი დააკავა, რომლებიც ბინების გაძარცვაში არიან ეჭვმიტანილები. სპეცოპერაციის ფარგლებში, ათობით ობიექტი შემოწმდა.

სეოკ-ის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნა, შესაძლოა, გაიზარდოს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნა, შესაძლოა გაიზარდოს. ამის შესახებ სასამართლო პროცესზე სეოკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატმა განაცხადა.

მოსკოვში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი "სერგო სამტრედსკი" დააკავეს

მოსკოვში ქართველი "კანონიერი ქურდი" სერგო ჩიხლაძე იგივე "სერგო სამტრედსკი" დააკავეს. მისი დაკავების საფუძველი მოსკოვში არალეგალურად ცხოვრება გახდა.

თბილისის მერიის სახელით მოქმედი თაღლითები სუს-ის თანამშრომლებმა დააკავეს

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე - ბექა ბ. და მერაბ ბ. დააკავეს.

ქუთაისში ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების შედეგად ერთი პირი დაზარალდა

ქუთაისში ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების შედეგად ერთი პირი დაზარალდა. ვაჟა ფხაკაძეს სახეზე დაზიანება აქვს მიყენებული.

საგამოძიებო სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის სფეროში ჩადენილი დანაშაული გახსნა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვადასხვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის სფეროში ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებრივი ფაქტები გამოავლინა.

საქალაქო სასამართლოში სეოკ-ის პრეზიდენტის საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

ქუთაისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებული ბენზიგასამართი სადგური დააყაჩაღეს. სამი ნიღბიანი ობიექტზე დასაქმებულებს წუხელ დაესხნენ თავს. 

თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. 50 წლამდე მამაკაცი ქალაქ სტამბოლში ცხოვრობდა. მეგობარმა მისი ცხედარი სახლში იპოვა და სამართალდამცავებს შეატყობინა.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.შ. თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე დააკავა.