კატეგორიები

სამართალი

კუდ-ის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას წინააღმდეგ მოწმემ ჩვენება მისცა

სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე, კუდ-ის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენება ბრალდების ერთ-ერთმა მოწმემ მისცა.

გორში სინაგოგის გატეხვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გორში მდებარე სინაგოგა ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა გატეხა. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს ჯემალ დუმბაძეს, რომელიც 28 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაზე ზეწოლას გამორიცხავენ

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით  უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაზე ზეწოლას გამორიცხავენ.

ბათუმში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა
ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული კაცი ქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მისი მიმართ განცხადებებს მოსამართლეებზე ზეწოლად აფასებს

საქართველოს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე iTechnic-სა და iPhone+-ის დავის პროცესში მის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს მოსამართლეებზე ზეწოლად აფასებს.

სატყეო სამსახურის უფროსი ქრთამის აღებისთვის დააკავეს
ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტო"- ს სამეგრელო - ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის წარმომადგენელი დააკავეს.  
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 13 წელი მიესაჯა

13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვაში ბრალდებულ, მოქალაქე არჩილ ფეტიძეს. 

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" დაფინანსების ნაწილი შეუწყდება

სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა "ლეიბორისტული პარტიის" სარჩელი, რის შედეგადაც "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" დაფინანსების ნაწილი შეუწყდება.

ტრაილერმა სარაჯიშვილის მეტროსთან ქვეითად მოსიარულეს გადაუარა
ერთი ადამიანი დაიღუპა ტრაილერის შეჯახების შედეგად თბილისში, სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე.
მმართველი გუნდი "რუსთავი 2"-ის საქმეს ქონებრივ დავად აფასებს
მმართველი გუნდის წევრები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეს ქონებრივ დავად აფასებენ და ამ საკითხის მედიის თავისუფლებასთან კავშირს გამორიცხავენ.
თელავის რაიონულმა პროკურატურამ მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გამართა
თელავის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროექტ "ადგილობრივი საბჭოს“ ფარგლებში მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა.
ჟურნალისტმა ია ანთაძემ ყოფილი გუბერნატორის ვასილ მაღლაფერიძის ჩვენება დაადასტურა
ჟურნალისტმა ია ანთაძემ ყოფილი გუბერნატორის ვასილ მაღლაფერიძის ჩვენება დაადასტურა რომელიც აცხადებდა, რომ 7 ნოემბრის აქციაზე წასული ადამიანების ცემის ბრძანება ყოფილმა ხელისუფლებამ გასცა. 
პარლამენტისგან წარდგენილმა ზაზა რუხაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობაზე უარი თქვა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობაზე უარი განაცხადა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, ზაზა რუხაძემ. საკითხი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღეს.

არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ყოფილი ჩინოვნიკები სასამართლომ დამნაშავედ სცნო

დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ორი ყოფილი ჩინოვნიკი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო. ამის შესახებ "პირველს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს. 



იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით პოლიციამ ორი პირი დააკავა
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ბრალდებით შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ "პირველს" შსს-დან აცნობეს.
ესპანეთის პოლიციამ 50-მდე ქართველი დააკავა ბინების ძარცვისთვის
ესპანეთის პოლიციამ 50-მდე ქართველი დააკავა, რომლებიც ესპანეთში, ბინების ძარცვაში არიან ეჭვმიტანილი. სპეცოპერაცია მადრიდში, ბარსელონაში, სევილიასა და ბარაკალდოს დასახლებაში 29 ნოემბერს ჩატარდა.
სამეგრელოში 11 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო
ზუგდიდი რაიონის სოფელ კახათში 11 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო. 
ლაგოდეხში მამაკაცმა სიმამრი მოკლა და ორსული რძალი დაჭრა

არაფხიზელმა კაცმა, ოჯახური კონფლიქტის დროს, ცეცხლსასროლი იარაღით სიმამრი მოკლა და ორსული რძალი დაჭრა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბოლქვში. მომხდარის შესახებ "პირველს" ადგილობრივებმა აცნობეს.

ყალბი ატესტატების დამზადება-გასაღების ფაქტზე დააკვებულებს გირაო შეეფარდათ

ყალბი დიპლომებისა და ატესტატების დამზადება-გასაღების ფაქტზე ბრალდებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.