სამართალი

ლაგოდეხში პოლიციელმა კაცი დაჭრა

პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღით კაცი დაჭრა ლაგოდეხში. კაცს შემავალი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. ის გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

თბილისში ინდოეთის მოქალაქე დააყაჩაღეს

ინდოეთის მოქალაქე დააყაჩაღეს თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ერთ–ერთი ლომბარდის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბრალდებული სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

ქობულეთში დაკარგული მონადირის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 55 წლის კაცს სამართალდამცველები მეათე დღეა უშედეგოდ ეძებენ.

შსს-მ ბათუმში "იალჩინ მარკეტის" ბუღალტრის დაყაჩაღების ფაქტი გახსნა

შს სამინისტრომ ბათუმში, "იალჩინ მარკეტის" ბუღალტრის დაყაჩაღების ფაქტი გახსნა. სამართალდამცველებმა მომხდარზე ორი პირი დააკავეს.

შსს პოლიტიკურ პერსონებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ცალკეული პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან.

მანდატური, რომელმაც მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა, გაათავისუფლეს

მანდატური, რომელმაც იმერეთის რეგიონში სკოლის მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

იმერეთში მანდატურმა სკოლის მოსწავლესის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა

იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, მანდატურმა სკოლის მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. ინფორმაცია "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს: გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდან კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდან სამართალდამცველებმა კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის. აღნიშნულის შესახებ "პირველს" უწყებიდან აცნობეს.

ფეხბურთელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის ადვოკატს სააპელაციო სასამართლოს იმედი აქვს

ფეხბურთელ თენგიზ ფერცელიძის განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, თენგიზ კაციას ინტერესების დამცველი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სააპელაციო სასამართლოს იმედი აქვთ.

გერმანიაში ქართველების დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს

გერმანიის პოლიციამ საქსონიის რეგიონში 10 ქართველი დააკავა, რომლებსაც ძარცვაში ედებათ ბრალი.

დეტექტივ-გამომძიებელმა ქრთამის აღებაზე წაყენებული ბრალი აღიარა

იმერეთის კრიმუნალური პოლიციის უფროსთან ერთად დაკავებულმა დეტექტივ-გამომძიებელმა ზურაბ ჭელიძემ ქრთამის აღების ფაქტი აღიარა და თავი დამნაშავედ სცნო.

მცხეთის ყოფილ გამგებელს 6 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელ ვახტანგ ყიფშიძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო მიუსაჯა.

არასრულწლოვანი დაჭრეს ბათუმში
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არასრულწლოვანი დაჭრეს ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე. დაშავებული ბათუმის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ორდღიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში 64 ბრალდებული დააკავეს

ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის 22, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის 42 პირი დააკავა პოლიციამ 2017 წლის 16-17 იანვარს განხორციელებული საპოლიციო კონტროლის დროს.

სამი ადამიანი დაშავდა ავტოავარიის შედეგად ყაზბეგის გამზირზე

სამი ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გუშინ, გვიან ღამით, ყაზბეგის გამზირზე. შემთხვევის შედეგად დაზიანდა ოთხი ავტომობილი.

თბილისში ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებისთვის ორი პირი დააკავეს
ორი პირი დააკავა პოლიციამ თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე ტაქსის მძღოლის დაყაჩაღების გამო.
ესპანეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა ესპანეთში. 31 წლის ახალგაზრდა კაცის ცხედარი მისმა დამ იპოვა, რომელსაც ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება.
მეგობრის დედის რიტუალურ მკვლელობაში ბრალდებული კანიბალიზმს უარყოფს

76 წლის ქალის განსაკუთრებული სისატიკით რიტუალურ მკვლელობაში ბრალდებული ბექა შენგელია კანიბალიზმს უარყოფს და თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს.

ავტოავარიის შედეგად აჭარაში სამი პოლიციელი დაშავდა

გონიოში მომხდარი ავტოავარიის შედეგად სამი პოლიციელი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, „ოპელის“ მარკის ავტომობილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა.

ავლაბარში ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს

ავლაბარში, წურწუმიას ქუჩაზე ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს. შსს-ში აცხადებენ, რომ წაღებულია 50 ლარამდე თანხა.

პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე დააკავეს.

ქობულეთში აფთიაქი დააყაჩაღეს

აფთიაქი დააყაჩაღეს ქობულეთში, საიდანაც არსებული ინფორმაციით, თანხის ნაწილია წაღებული.

სიღნაღში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა
ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა სიღნაღის რაიონის სოფელ ილიაწმინდაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ისანში 62 წლის კაცი დანით მოკლეს

ისანში, 62 წლის კაცი, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

"კაბელების საქმის" განხილვა სააპელაციო სასამართლოში გაიმართება

"კაბელების საქმის" განხილვა დღეს სააპელაციო სასამართლოში გაიმართება. ბრალდებულები სხდომაზე საბოლოო წიტყვით წარსდგებიან.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შსს-მ1981 წელს დაბადებული მ.ს., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავა.
საქართველოს პრეზიდენტის სიძე საავადმყოფოდან გაწერეს

საქართველოს პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი  მიხეილ თათრიშვილი, რომლებიც რამდენიმე დღის წინ დაჭრეს თბილისში, საავადმყოფოდან გაწერეს.

დოლიძის ქუჩაზე გარდაცვლილი გოგო იპოვეს

დოლიძის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი გოგო იპოვეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

გორში ბიზნესმენი მოკლეს

გორში, ბიზნესმენი საკუთარ ოფისში ჩაცხრილეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. შს სამინისტრო ფაქტს ადასტურებს.

საქართველოს პირველი ლედის ძმის ადვოკატი შსს-ს ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას გაასაჩივრებს

საქართველოს პირველი ლედის ძმის, მიხეილ მგალობლიშვილის ადვოკატი ზაზა მიქატაძე შსს-ს ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას გაასაჩივრებს, რომლის თანახმად მგალობლიშვილის სახლიდან ამოღებული 3 იარაღიდან 2 ვარგისია.

შარტავას ქუჩაზე წუხელ დაჭრილი კაცი გარდაიცვალა

წუხელ, შარტავას ქუჩაზე დაჭრილი კაცი დღეს დილით გარდაიცვალა. დაშავებული გვიან ღამით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

საქართველოს პრეზიდენტის სიძეს საავადმყოფოდან ხვალ გაწერენ

თბილისში რამდენიმე დღის წინ დაჭრილ საქართველოს პრეზიდენტის სიძეს მინდია გოგოჭურსა და მის მეგობარ მიხეილ თათრიშვილს საავადმყოფოდან ხვალ გაწერენ.

საქართველოს პირველი ლედის ძმა წარდგენილ ბრალდებას უარყოფს

საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ძმა მიხეილ მგალობლიშვილი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას უარყოფს. მას ბრალად იარაღისა უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება.

 
საქართველოს პირველი ლედის ძმა დააპატიმრეს

პრეზიდენტის მეუღლის მაკა ჩიჩუას ძმა მიხეილ მგალობლიშვილი დააკავეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარება ედება, რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-მ სანტა-კლაუსის ფორმაში ჩაცმული პირის მიერ სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ფაქტი გახსნა

შს სამინისტრომ ბათუმში სანტა-კლაუსის ფორმაში ჩაცმული პირის მიერ სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ფაქტი გახსნა.

პარლამენტში "რესპუბლიკურმა პარტიამ" ფემიციდის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა

"რესპუბლიკურმა პარტიამ" ფემიციდის შესახებ ინიციატივა პარლამენტში უკვე მეორედ შეიტანა. "რესპუბლიკელების" განცხადებით ინიციატივის შეტანის საფუძველი 10 დღეში მომხდარი ორი დანაშაული გახდა.

აჭარაში ავტოავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა

ბათუმი ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულების მდომარეობა მძიმეა, ისინი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბრალდებულს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ სხეულის დაზიანებები დაუდგინა

ბრალდებულ დაჩი ფელდმანს, რომელიც თბილისში, 2 დეკემბერს იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ სხეულზე სისხლჩაქცევები დაუფიქსირა. 

პრეზიდენტის სიძემ სამართალდამცველებს ჩვენება მისცა

პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური, რომელიც ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება, მისი დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა გამოკითხეს.

რუსეთს გიგა ოთხოზორიას ოჯახი, სავარაუდოდ, 26 იანვრის შემდეგ უჩივლებს
ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახი, საქმეზე 26 იანვარს სასამართლოს მიერ საბოლოო განაჩენის გამოტანის შემდეგ უჩივლებს რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში.
თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად კაცი გარდაიცვალა

ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად.. შემთხვევა ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

ავტოავარიას აჭარაში მსხვერპლი არ მოჰყოლია

ქობულეთი ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე, ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. 

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1984 წელს დაბადებული ს.რ. ნარკოდანაშაულისთვის, თბილისში დააკავეს.

ხაშურში მომხდარ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალთან ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა და ორი დაშავდა.

შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებასთან ითანამშრომლონ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინდოეთის მოქალაქის დაყაჩაღების ფაქტზე სავარაუდო დამნაშავის ვიზუალური იდენტიფიცირება მოახდინა.

დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი ყალიბდება

სასამართლო სისტემაში დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი ყალიბდება. ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ განაცხადა.

 
პოლიციელის დაჭრის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

საბურთალოს ქუჩაზე პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული სამი პირის დაკავებას შს სამინისტროში ადასტურებენ.

პრეზიდენტი საქართველოში ბიზნესის მეტად გაძლიერებას აუცილებლად მიიჩნევს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ბიზნესის მეტად გაძლიერებას მიესალმება. ამის შესახებ მარგველაშვილმა "აწარმოე საქართველოში სწრაფი განვითარებისთვის" პრეზენტაციაზე განაცხადა.

პოლიციელის დაჭრის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო
ღამით, საბურთალოს ქუჩაზე პოლიციელი დაჭრეს. დაშავებული ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.მას ჭრილობები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიაყენეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მარგველაშვილის სიძის დაჭრის საქმის ეფექტურ გამოძიებას ელოდება
პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძის მინდია გოგოჭურის დაჭრის ფაქტზე ეფექტურ გამოძიებას ელოდებიან.
გლდანში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს

გლდანის მეორე მიკრორაიონში სუპერმარკეტი "ფრეშმარტი" დააყაჩაღეს.

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამი პირი დააკავა.

პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის და მისი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"ცენტრ პოინტის" საქმეზე ბრალდების მხარის მთავარი მოწმეები დაიკითხებიან
ბრალდების მხარის მთავარი მოწმეები დაიკითხებიან დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში "ცენტრ პოინტის" საქმეზე.
პოლიციამ უკანონო იარაღი და ნარკოტიკი ამოიღო

სამართალდამცველებმა,ნარკოტიკული საშუალების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული პირი თბილისში დააკავეს. 

საქართველოს პრეზიდენტის სიძე დაჭრეს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე დაჭრეს.

ელისო კილაძე მთავარ პროკურატურაში სახალხო დამცველის მიმართვის გამო დაიბარეს

მთავრ პროკურატურაში ე.წ. "ცოცხების კადრებზე" ელისო კილაძე სახალხო დამცველის მიმართვის გამო,

დამატებითი კითხვების მოტივით დაიბარეს. ამის შესახებ "პირველს" "ქრონიკა პლიუსის" მთავარი რედაქტორმა უთხრა.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი სასამართლომ გაამართლა

მამუკა ნიკოლაიშვილს, რომელსაც ბრალდების მხარე  სახელმწიფო აპარატიდან დიდი ოდენობის თანხის გაფლანგვასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა მოსამართლემ გაამართლა. 

ელისო კილაძე არ გამორიცხავს, რომ ე.წ. "ცოცხების კადრების" საქმეზე ბრალდებული გახდეს

"ქრონიკა პლიუსის" მთავარი რედაქტორი აცხადებს, რომ გამოძიება "ცოცხების კადრებზე" პერსონალურ მონაცემთა დარღვევაზე მიმდინარეობს და შესაძლოა ბრალდებულიც გახდეს. კილაძის დაკითხვა ამ დრომდე გრძელდება.

"გირჩის" ოფისში სამართალდამცველები ჩხრეკას ახორციელებენ
"გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, სამართალდამცველები, მარიხუანას საჯაროდ დათესვის ფაქტზე, ჩხრეკას აწარმოებენ, რის გამოც თანამშრომლებს პარტიის ოფისს ატოვებინებენ.
პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის აკრძალული საგნის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ლოტკინზე სახლი და ავტოფარეხი დაიწვა

ლოტკინზე ბოშათა დასახლებაში სახლი და ავტოფარეხი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

პოლიციამ ისრაელის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა

სამართალდამცველებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული, ისრაელის რესპუბლიკის მოქალაქე თბილისში დააკავეს.

ბათუმში კაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში იუსტიციის სახლთან ახლოს რესტორნის დარაჯი გარდაცვლილი იპოვეს.

მაია რჩეულიშვილი საავადმყოფოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს
"ცენტრპოინტის" საქმეზე ბრალდებული მაია რჩეულიშვილი საავადმყოფოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს.
თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

თბილისის აეროპორტში, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი- ნატურალური ბეწვის ქურქი - 21 ცალი და ნატურალური ტყავის ხელთათმანი - 10 წყვილი აღმოაჩინეს.

თამარ მეფის გამზირზე კაცმა თავი მოიკლა
თბილისში, თამარ მეფის გამზირზე 31 წლის კაცმა თავი მოიკლა. 
ბორჯომში კაცმა თავი ჩამოიხრჩო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში ხანდაზმულმა კაცმა, საკუთარ ეზოში თავი ჩმოიხრჩო. ამის შესახებ "პირველს" შს სამინისტროს პრესსამსახურმა უთხრა. 

მაია რჩეულიშვილი, შესაძლოა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნონ
"ცენტრპოინტის" საქმეზე ბრალდებული მაია რჩეულიშვილი შესაძლოა, საავადმყოფოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნონ.
წარმატებით დასრულებული სასამართლო დავა და კლიენტისთვის მილიონობით შემცირებული გადასახადი

იურიდიული ფირმა GLCC და მისი მმართველი პარტნიორი ირაკლი გაფრინდაშვილი სასამართლო საქმეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ, 2013 წლიდან აწარმოებდა.  


"საქართველოს ბანკი" დააყაჩაღეს
გლდანის მეხუთე მიკრორაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე "საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს. მომხდარი "პირველს" შსს-ში დაუდასტურეს.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ, 1984 წელს დაბადებული ზ.ს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. 

სასამართლომ რატი გაჩეჩილაძეს 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენდირექოტორის ცემის საქმეზე ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

ვანის რაიონში 19 წლის კაცმა საკუთარი ძმა მოკლა

ვანის რაიონის სოფელ ყუმურში, 19 წლის კაცმა, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა საკუთარ ძმას და მიიმალა.

პროკურატურა რატი გაჩეჩილაძისთვის 5000 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს

"რუსთავი 2"-ის გენმდივნის ცემის საქმეში ბრალდებული რატი გაჩეჩილაძისთვის პროკურატურა 5000 ათასი ლარის ოდენობის გირაოს ითხოვს საპატიმრო უზრუნველყოფით.

ნიკა გვარამიას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა

"რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ხელახალი სამედიცინო შემოწმება გამოძიების მოთხოვნით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა. 

ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე დაკავებულ რატი გაჩეჩილაძეს ბრალი წაუყენეს

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე დაკავებულ რატი გაჩეჩილაძეს ბრალი წაუყენეს.

გვარამიას ცემის ფაქტს ადვოკატი "ნასვამი ბიჭის სპონტანურ რეაქციად" მიიჩნევს

რატი გაჩეჩილაძის ადვოკატი ლილი გელაშვილი "რუსთავი 2"-ის გენდირექტორის ცემის ფატქს "ახალგაზრდა ბიჭის სპონტანური რეაქციად" მიიჩნევს, რომელზეც სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაწყებულიყო.

ნიკა გვარამიას ცემის საქმეზე დაკითხვები მიმდინარეობს
"რუსთავი 2"-ის გენდირექტორის ნიკა გვარამიას ცემის საქმეზე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვები მიმდინარეობს.
ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე დაკავებულ რატი გაჩეჩილაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენდირექტორის ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე დაკავებულ რატი გაჩეჩილაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. გაჩეჩილაძე მეორე დღეა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. 

თბილისში 2 გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

ორი მამაკაცი იპოვეს გარდაცვლილი პურის საცხობში. უდებური შემთვევა ნაძალადევში, სააკაძის ქუჩაზე მოხდა. მამაკაცები ბუნებრივი აირით გაიგუდნენ.

დაჩი ცაგურია მიიჩნევს, რომ კანონის წინაშე ყველამ პასუხი უნდა აგოს
"საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უფროსი დაჩი ცაგურია მიიჩნევს, რომ კანონის წინაშე ყველამ თანაბრად უნდა აგოს პასუხი, მათ შორის, ლევან გაჩეჩილაძის ვაჟმა.
ჟურნალისტ ირაკლი კორძაიას თქმით, საზოგადოებაში სამართლიანობის განცდამ უნდა დაისადგუროს

ჟურნალისტი ირაკლი კორძაია აცხადებს, რომ ვიდრე საზოგადოებაში სამართლიანობის განცდა არ დაისადგურებს, მანამდე შესაძლოა, მსგავსი ფაქტები მოხდეს, როგორიც "რუსთავი 2"-ის დირექტორ ნიკა გვარამიას შეემთხვა.

მტკვარში ახალგაზრდა კაცი გადახტა

მტკვარში ახალგაზრდა კაცი გადახტა. მისი გადარჩენა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა შეძლეს, რომლებიც ადგილზე თვითმხილველებმა გამოიძახეს.


"რუსთავი 2"-ის დირექტორის ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ბრალდებით რატი გაჩეჩილაძე დააკავეს

პოლიციამ "რუსთავი 2"ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული რატი გაჩეჩილაძე დააკავა. 

შსს-ს აკადემიაში კურსდამთავრებულთა საზოგადოება დაარსდა
შსს-ს აკადემიაში კურსდამთავრებულთა საზოგადოების დამფუძნებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე დაესწრო და საზოგადოების მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 4 უცხოელი დააკავა

სამართალდამცველებმა ნიგერიის რესპუბლიკის 3 და განას რესპუბლიკის 1 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკითხვა დასრულდა

"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ, მასზე განხორციელებული თავდასხმა ჯგუფურ დანაშაულად შეაფასა.

რატი გაჩეჩილაძე ვაკის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება
ყოფილი ბიზნესმენის და პოლიტიკოსის შვილი რატი გაჩეჩილაძე, რომელიც აცხადებს, რომ "რუსთავი 2"-ის დირექტორ ნიკა გვარამიას თავს დაესხა, ვაკის პოლიციის განყოფილებაში მივიდა. 
ლევან გაჩეჩილაძის შვილი აცხადებს, რომ გვარამიასთან დაკავშირებული ინციდენტის მონაწილეა
ყოფილი ოპოზიციონერის, ლევან გაჩეჩილაძის შვილი რატი გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ "რუსთავი 2" -ის გენერალური დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული ინციდენტის მონაწილეა.
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი დაკითხვაზე იმყოფება
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, დაკითხვაზე, ქალაქის პოლიციის სამმართველოში იმყოფება.
"რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.


პოლიციამ პოლიეთილენში გახვეული ახალშობილი იპოვა ქუთაისში

ქუთაისში, სააპტრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქუჩაში პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი იპოვეს. ახალშობილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უგულავას გათავისუფლებას დემოკრატიული სისტემის სიჯანსაღეს უკავშირებს აშშ–ის საელჩო

თბილისის ჰოფილი მერის გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლებას აშშ–ის საელჩოს პრეს-სამსახური პოზიტიურ შეფასებას აძლევს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, იყოს დამოუკიდებელი.

ექსმერმა გიგი უგულავამ საპატიმრო დატოვა

თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დღეს სასჯელის ვადა შეუმცირდა.


თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა შესაძლოა დღესვე გათავისუფლდეს
თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, კანონით, გიგი უგულავამ საპატიმრო დაწესებულება დღესვე უნდა დატოვოს. 
თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირდა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ "თბილსერვის ჯგუფის" საქმეზე დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ადვოკატების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.  

ქობულეთში კაცმა თავის დაწვა სცადა

ქობულეთში ბენზინგასამართ სადგურზე კაცმა თავის დაწვა სცადა, მან ბენზინი გადაისხა და ცეცხლი მოიკიდა.  

დღევანდელ სასამართლო პროცესს გიგი უგულავა შესაძლოა არ დაესწროს
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სასამართლო პროცესს არ დაესწრება. პროცესი "თბილსერვის ჯგუფში" 700-მდე მხარდამჭერის დასაქმებას შეეხება. 
ბათუმის აეროპორტთან თურქული მარკეტის „იალჩინის“ თანამშრომლები დააყაჩაღეს

თურქული მარკეტის „ იალჩინის“ თანამშრომლების დაყაჩაღების შემთხვევა მარკეტის კუთვნილ სასაწყობე ფართთან ახლოს, ადლიის დასახლებაში მოხდა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ცოლ-შვილზე მოძალადე დამნაშავედ სცნო

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა თამაზ ჭიტაძის ცოლის ც.ჭ.-ს წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული დამნაშავედ სცნო.

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ .


ამხანაგობა "კაზა-ბაგების" თავმჯდომარე პროკურატურას ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს

ამხანაგობა "კაზა-ბაგების" თავმჯდომარე მალხაზ ჩემია პროკურატურას ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა ბაგებში მათი კუთნილი მიწის აუქციონზე გაყიდვით 12 სულიანი ოჯახი უსახლკაროდ არ დარჩეს.

ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულები, შესაძლოა, დღეს გათავისუფლდნენ

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულებს რევაზ შიუკაშვილს, ირაკლი ყიფშიძეს და გიგლა შიოშვილს პატიმრობის ცხრათვიანი ვადა 7 იანვარს ეწურებათ და შესაძლოა გათავისუფლდნენ.

ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლო განაჩენს გამოიტანს
თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს.
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-ს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში ორი პირი დააკავეს.

ბათუმში ლომბარდი გაქურდეს
ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე ლომბარდი გაქურდეს. წინასწარი ინფორმაციით, დაუდეგენელმა პირებმა დიდი რაოდენობით ფული წაიღეს. 
ბათუმში ზღვაში კაცს ეძებენ
ბათუმში ზღვაში 50 წლამდე ასაკის კაცს ეძებენ, რომელიც წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში შევიდა.
ექსპერტის მტკიცებით, ნიკოლოზ ლომინაძე მაყუჩიანი იარაღიდან გასროლით არ მომკვდარა
თელასის მენეჯერის ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობა მაყუჩიანი იარაღით არ მომხდარა. ამის შესახებ დღეს ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა. 
"ცენტრპოინტის" საქმეზე მსჯავრდებულის სასამართლო პროცესი 10 იანვრისთვის გადაიდო

"ცენტრპოინტის" საქმეზე ბრალდებულის მაია რჩეულიშვილის საქმის განხილვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 10 იანვრისთვის გადაიდო. ამის შესახებ "პირველს" ბრალდებულის ადვოკატმა მარინა ცუცქირიძემ განუცხადა.

ინფექციური კლინიკის ყოფილმა დირექტორმა საპატიმრო დატოვა

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი წინასწარი პატიმრობიდან 5 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

თბილისის საკრებულოს დეპუტატი არქიტექტურის სამსახურს უკანონო ნებართვის გაცემაში ადანაშაულებს

დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის თქმით, მერიის შიდა აუდიტის მიერ მომზადებულ დასკვნაში დადასტურდა, რომ მერიის არქიტექტურის სამსახურმა ცინცაძის 63 ნომერში მშენებლობის უკანონო ნებართვა გასცა.

ყოფილი დეპუტატის მკვლელობაში ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა

სასამართლომ პარლამენტის ყოფილი წევრის ნოდარ მოდებაძის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული პირი თბილისში დააკავეს.

პროკურორი იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო "რიყის ეპიზოდზე" უგულავას გაამტყუნებს

თბილისის ყოფილი მერის საქმის პროკურორი გიგა ძნელაძე იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო ე.წ. "რიყის ეპიზოდზე" გიგი უგულავასთვის გამამტყუნებელ განაჩენს დაადგენს.



გიგი უგულავამ ბრალი აღიარა

თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ სააპელაციო სასამართლოში აღიარა, რომ "თბილისერვისში" 700-მდე მხარდამჭერი დაასაქმა.

პროკურატურა მაგდა პაპიძის საქმის ხელახლა განხილვის საფუძველს ვერ ხედავს

მთავარი პროკურატურა მიიჩნევს, რომ ქმრისა და შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მაგდა პაპიძის საქმის ხელახლა განხილვის საფუძველი არ არსებობდა. 

თბილისში ქმარმა ცოლი გაგუდა
აღმაშენებლის გამზირზე ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ქმარმა ცოლი თოკით გაგუდა. "პირველს" შსს-ში განუცხადეს, რომ სამართალდამცავებმა მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
პროკურატურამ "კანონიერი ქურდისთვის" გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება გაასაჩივრა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დავით გერლიანი-ჩაჩიბაიას მიმართ ე.წ. "კანონიერი ქურდობისა" და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა პროკურატურამ გაასაჩივრა.

აჭარის პოლიციის სამმართველოში საკადრო ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსმა და მისმა მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს.


კორცხელში კაცის ცხედარი იპოვეს
კორცხელში წყლით სავსე ორმოში 70 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. ფაქტი "პირველს" შსს-ში დაუდასტურეს.
ქმრისა და შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მაგდა პაპიძის საქმე ხელახლა არ განიხილება
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ქმრისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ მაგდა პაპიძის სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც საქმე ხელახლა არ განიხილება.
სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ჩადენაში კახა ხურციძე დამნაშავედ სცნო. მას 13 წელი მიესაჯა.
რუსთავში ხანძარის შედეგად 84 წლის ქალი დაიღუპა

რუსთავში, გიორგი ლეონიძის ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძარის შედეგად 84 წლის ქალი დაიღუპა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარის გამომწვევი მიზეზი სანთელი გახდა.

თბილისში "საქართველოს ბანკის" ექსპრესფილიალი დააყაჩაღეს

თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, დღეს საღამოს "საქართველოს ბანკის" ექსპრესფილიალი დააყაჩაღეს. შს სამინისტრო ფაქტს ადასტურებს.

უზენაესმა სასამართლომ ბექა ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულს 10 წელი მიუსაჯა

უზენაესმა სასამართლომ ბექა (საბი) ბერიანის მკვლელობასა და ბიანკა შიგუროვას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ლევან კოჭლაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მაია რჩეულიშვილის საქმის განხილვა შესაძლოა, სამედიცინო დაწესებულებაში გაგრძელდეს
"ცენტრპოინტის" საქმეზე ბრალდებულის მაია რჩეულიშვილის საქმის განხილვა, რომელიც დღეს იყო ჩანიშნული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 5 იანვრისთვის გადაიდო.
თბილისში PSP-ს აფთიაქი გაქურდეს

ვარკეთილში, დღეს დილით,  PSP-ს აფთიაქი გაქურდეს. შს სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ რა რაოდენობის თანხაა წაღებული.

სანტა კლაუსის ფორმაში გადაცმულმა კაცმა მაღაზია დააყაჩაღა

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, სანტა კლაუსის ფორმაში გადაცმულმა კაცმა მაღაზია დააყაჩაღა. მარკეტიდან წღებულია თანხა.

სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოებას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი უზრუნველყოფს

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები საქართველოს სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტში ჩაერთნენ.

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
თელავის რაიონის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.


ქუთაისში რამდენიმე ნიღბიანმა 25 წლის კაცი საკუთარ სახლში სცემა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, საკუთარ სახლში, 25 წლის ახალგაზრდა ხუთმა ნიბღბიანმა კაცმა სცემა. 

თბილისში მკვლელობა მოხდა

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით კაცი მოკლეს. ამის შესახებ „პირველს“ შსს–ს პრეს–სამსახურიდან აცნობეს.

მთავარი პროკურორის მოადგილემ სოციალურად დაუცველ ოჯახს დამდეგი 2017 წელი მიულოცა

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი წინასაახალწლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახს ეწვია და დამდეგი 2017 წელი მიულოცა.

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა თანამშრომლებს დამდეგი 2017 წელი მიულოცა

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს დამდეგი 2017 წელი მიულოცა.


პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ამანათების მიღება 30-31 დეკემბრს იქნება შესაძლებელი
სასჯელაღსრულების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება მიმდინარეობს. 
პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი თაღლითობის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავა. ბრალდებულმა დევნილ პირს ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, თაღლითურად გამოართვა 2500 ლარი.

ნინოწმინდაში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ნინოწმინდაში, სოფელ განძაში სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვამ აფეთქება გამოიწვია, რის შედეგადაც ოჯახის სამი წევრი დაშავდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. 
მოსამართლის ათწლიანი ვადის გასვლისთანავე უფლებამოსილების შეწყვეტა არაკონსტიტიციურად სცნეს

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, მოსამართლისთვის 10-წლიანი ვადის გასვლისთანავე უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის სარჩელი, არაკონსტიტუციურად სცნო.

სტიქიით დაზარალებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს აკრიტიკებს

თბილისის სტიქიით დაზარალებულთა დამცველი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს იმის გამო აკრიტიკებს, რომ დაზარალებულთა ქონების მითვისებისთვის ადვოკატების დაკავება ინსტიტუციონალურ დევნად შეაფასა.

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე პროკურორები ადვოკატებს საქმის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე პროკურორები ადვოკატებს საქმის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ. 

ბათუმში ბანკს ავტომობილი დაეჯახა
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე "სილქროუდ ბანკს" ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 


ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით პოლიციამ სამი პირი დააკავა

შსს-ის ცნობით, დაკავებულებმა, ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით, რუსთავში მცხოვრებ ბიზნესმენს მიწის ნაკვეთი გამოსძალეს. უწყების ინფორმაციით, ისინი ერთ-ერთი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ დავალებით მოქმედებდნენ.

მოძრაობა "თეთრი ხმაურის" აქციაზე დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი გაიმართება
საქალაქო სასამართლოში დღეს მოძრაობა თეთრი ხმაურის აქციაზე დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.
პროკურატურა გიგა ოთხოზორიას მკვლელისთვის შეფარდებულ სასჯელს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

საქართველოს პროკურატურა გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლისთვის შეფარდებულ 12-წლიან სასჯელს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

"ცენტრ პოინტის" პატიმრობაში მყოფ დამფუძნებელს სიმსივნე დაუდგინდა
კომპანია "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელს, პატიმრობაში მყოფ მაია რჩეულიშვილს ჩატარებული გამოკვლევების შედეგად მარცხენა ფილტვის სიმსივნე დაუდგინდა. ამის შესახებ "პირველს" ბრალდებულის ადვოკატმა განუცხადა.
ოზურგეთში მკვლელობა მოხდა
მკვლელობა მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში. შელაპარაკების ნიადაგზე დაჭრილი 40 წლამდე ასაკის კაცი ადგილზე გარდაიცვალა. 
პროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა
საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი დააკავეს. 
ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახი რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში უჩივლებს

აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ხურჩაში მოკლულ გიგა ოთხოზორიას ოჯახი რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ "პირველს" გიგა ოთხოზორიას დედამ  განუცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა 175 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს შეწყალების მორიგ აქტს მოაწერა ხელი, რომლითაც 175 მსჯავრდებული შეიწყალა. 122 პატიმარი დღესვე დატოვებს საპატიმროს, ხოლო 53–ს სასჯელი შეუმსუბუქდა.

ოთხი ადამიანი დაშავდა ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემნაში ორი სატვირთო ავტომობილის შეეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.  
თბილისში საქართველოს ბანკის ფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

თბილისის გლდანის რაიონში საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ "პირველს" შსს–დან აცნობეს.

ცოლმა ქმარი მოკლა მარნეულში

ცოლმა ქმარი მოკლა წუხელ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში. შსს-ს ინფორმაციით, ქალი პოლიციამ ადგილზე დააკავა. 

ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს
აჭარაში, ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა პოლიციამ.
სამგზავრო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა ნუცუბიძის ქუჩაზე
მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა ნუცუბიძის ქუჩაზე. ავტომანქანის აალების დროს მასში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელმაც გადმოსვლა დროულად მოახერხა.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს დაუსწრებლად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ხურჩაში მოკლულ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის რუსეთის მოქალაქეს, ოკუპირებული ტყვარჩელის მკვიდრ რაშიდ კანჯიოღლის ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

პროკურატურა სასამართლოს მიერ რომან შამათავასთვის წარდგენილ ბრალს გაასაჩივრებს

სასამართლომ რომან შამათავა ორი პირის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში დამნაშავედ სცნო.


კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი სასამართლომ დამნაშადედ სცნო

კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა სასამართლომ პაატა ქარდავასა და დავით ცინდელიანის მკვლელობის მცდელობისთვის დამნაშავედ სცნო.

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის ორგანიზებით საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა.


ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა კახეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას
ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში მომხდარი ავარიის შედეგად, ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა, კიდევ ერთის მდგომარეობა მძიმეა. აღნიშნული "პირველს" შსს-ში დაუდასტურეს.
ბიზნესდავები, შესაძლოა, ახალმა სასამართლო პალატამ განიხილოს

ბიზნესდავების განხილვის პროცესისი დაჩქარებისთვის, შესაძლოა, სასამართლოში ახალი პალატა შეიქმნას. ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს საპენსიო თანხების მითვისების ფაქტზე

ყალბი მინდობილობების გამოყენებით დიდი ოდენობით საპენსიო თანხების თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე, პოლიციამ ჯანდაცვის სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავა.

პოლიციამ ერთი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული პირი თბილისში დააკავეს.

მტკვარში ავტომანქანის გადავარდნას მსხვერპლი მოჰყვა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მტკვარში მანქანა გადავარდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მდინარიდან ცხედარი უკვე ამოყვანილია.

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ი.ღ. თბილისში დააკავეს.

სასულიერო პირს ესროლეს თბილისში

სასულიერო პირს ესროლეს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მცხეთაში პოლიციელი გარდაიცვალა

პოლიციელი გარდაიცვალა მცხეთის ერთ-ერთ რესტორანში, სავარაუდოდ, იარაღის გასროლის შედეგად.

საკონსტიტუციო სასამართლომ ნარკოტიკული საშუალებების სადაო ნორმებზე სარჩელი წარმოებაში მიიღო

ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობით მოხმარების, შეძენისა და დამზადებისათვის თავისუფლების აღკვეთის სადაო ნორმაზე სარჩელი წარმოებაში მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ.

თბილისში უკანონო იარაღი ამოიღეს შს სამინისტროს თანამშრომლებმა

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული დ.ჩ. თბილისში დააკავეს შს სამინისტროს თანამშრომლებმა.

რელიგიური უმცირესობები მათზე საგადასახადო შეღავათების გავრცელებას ითხოვენ

რელიგიური უმცირესობებისთვის საგადასახადო სფეროში შეღავათებით სარგებლობის უფლებას რვა რელიგიური გაერთიანება მოითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოში.

თბილისში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მამაკაცი, გადარჩა

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა. ინფორმაცია "პირველს" შსს-ში დაუდასტურეს.

გურიაში 42 წლის მამაკაცი მოკლეს

გურიაში, 20 წლის ახალგაზრდამ 42 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლა. ბრალდებული სამართალდამცველებმა ოზურგეთში დააკავეს.

საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ პაატა ქობულეძის სარჩელს განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ფიზიკური პირის პაატა ქობულეძის სარჩელს განიხილავს.
ბორჯომში ხიდიდან გადამხტარი ქალის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
ბორჯომში, სილამაზის ხიდიდან გადამხტარი ქალის ცხედარი იპოვეს მაშველებმა. ამის შესახებ "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ორი პირი დააკავეს ახალი მოდიფიკაციის ბანკნოტების გაყალბებისა და გასაღებისთვის

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ახალი მოდიფიკაციის 50 და 20 ლარიანი ბანკნოტების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა.

ბიზნესმენის დაყაჩაღების მცდელობისთვის მარნეულში დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს

სამართალდამცველებმა, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.

საპროკურორო საბჭოს წევრებმა საქართველოს სახალხო დამცველს მოუსმინეს
საპროკურორო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ესწრებოდა, უჩა ნანუაშვილმა პროკურატურის ორგანოებში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და საბჭოს წევრებს საკუთარი ხედვა გააცნო.
ცოლის მკვლელი კაცი თელავის საავამდყოფოში გარდაიცვალა

წინანდალში 29 წლის ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გაამართლა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხულიგნობის ნაწილში გაამართლა, ცემის ფაქტზე კი, 1000-1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

 
საკონსტიტუციო სასამართლო სისხლის სამართლის ერთ-ერთი ნორმის არაკონსტიტუციურობას განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლო სისხლის სამართლის ნორმების არაკონსტიტუციოურობის განიხილავს, რომლითაც კომპიუტერულ სისტემაში არსებული მონაცემების გამოთხოვის უფლება მტკიცებულებების სახით, მხოლოდ პროკურორს აქვს.
პოლიციელმა თავი მოიკლა ბორჯომში
პოლიციელმა თავი მოიკლა დღეს ბორჯომში. აღნიშნული ფაქტი "პირველს" შსს-ში დაუდასტურეს. 
საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა გახდება

ევროპარლამენტმა საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ პროექტი დაამტკიცა. 

შინაგან საქმეთა მინისტრი საგანგებო ბრიფინგს გამართავს
"პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, რომ ბრიფინგი 14:00 საათზე ჩაინიშნა.
ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ მოვაჭრე 53 აფთიაქის 4 ხელმძღვანელი დააკავეს
პოლიციამ ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ მოვაჭრე 53 აფთიაქის 4 ხელმძღვანელი დააკავა. დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის 25 წევრი კი, ბრალდებულის სახით მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
უკრაინის მოქალაქე დააკავეს ნარკოდანაშაულისთვის ქართველმა სამართალდამცველებმა

ნარკოდანაშაულისთვის, 1962 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე, სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 

ატვომობილს ცეცხლი გაუჩნდა ქუთაისში

მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა ქუთაისში, გამარჯვების ქუჩაზე. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ლომბარდი დააყაჩაღეს თბილისში, ელბაქიძის აღმართზე
ლომბარდი დააყაჩაღეს თბილისში, ელბაქიძის აღმართზე. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
"ცენტრ პოინტის" ხელმძღვანელის წინასწარი პატიმრობის საკითხს სტრასბურგის სასამართლო განიხილავს

"ცენტრ პოინტის" დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის ადვოკატი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უახლოეს დღეებში სარჩელით მიმართავს. ამის შესახებ "პირველს" რჩეულიშვილის ადვოკატმა განუცხადა.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლო განაჩენს დაუსწრებლად გამოუტანს
გიგა ოთხოზურიის მკვლოლობაში ბრალდებულ ეთნიკურად აფხაზ რაშიდ კანჯი ოღლის განაჩენს სასამართლო მიმდინარე სხდომაზე დაუსწრებლად გამოუტანს.
სასამართლომ დ. ახალაია და გ. დგებუაძე ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე დამნაშავედ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ე.წ. “ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე, დავით ახალაია დამნაშავედ სცნო. 

მოწმე აცხადებს, რომ დოკუმენტებს ხელს "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლის დავალებით აწერდა
მოწმე სალომე ჩარკვიანი, რომელიც "ცენტრ პოინტ აჭარის" დირექტორი იყო, აცხადებს, რომ ფინანსურ დოკუმენტებს ხელს კომპანიის დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის დავალებით აწერდა. 
საგამოძიებო მოქმედებები, შესაძლოა, მოსამართლის ბრძანების გარეშე განხორციელდეს

საკონსტიტუციო სასამართლოში, კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ ნორმების კონსტიტუციორაბაზე მსჯელობენ. ფარული საგამოძიებო მოქმედებები, შესაძლოა, მოსამართლის ბრძანების გარეშე განხორციელდეს.

"ცენტრ პოინტის" საქმეზე ბრალდებულები გურამ და მაია რჩეულიშვილები პატიმრობაში რჩებიან

საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კომპანია "ცენტრ პოინტის" საქმეზე ბრალდებულების გურამ და მაია რჩეულიშვილებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა. 

მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის შესახებ კონსილიუმის დასკვნა სასამართლოს წარედგინა

"ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლის, პატიმრობაში მყოფი მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმთა კონსილიუმის სამედიცინო დასკვნა დაცვის მხარებ სასამართლოზე წარადგინა.

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასჩივრებს

ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული გია დგებუაძის ადვოკატი დავით აბესაძემ სასამართლო გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. დგებუაძის დედა სასამართლოს განაჩენში პოლიტიკურ მოტივს ხედავს.

ვახტანგ რჩეულიშვილმა სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა

კომპანია "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის ქმარმა ვახტანგ რჩეულიშვილმა, საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.

დეპუტატი ეკა ბესელია მაია რჩელიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ გულგრილი არ არის
საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ გულგრილი არ არის, თუმცა აცხადებს, რომ სასამართლოზე გარე ჩარევა არ უნდა მოხდეს.
"ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეზე შსს–ს ყოფილ მაღალჩინოსნებს მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ შს სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს დათა ახალიას 12 წლით, გია დგებუაძეს, იგივე "მასტერას" კი, 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 

"ცენტრ პოინტის" დაზარალებულები მაია რჩეულიშვილის წინასწარ პატიმრობაში დარჩენას ითხოვენ

"ცენტრ პოინტის" დაზარალებულები კომპანიის დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას არ ემხრობიან. ამის შესახებ დაზარალებულებმა "პირველ პრესკლუბში" ისაუბრეს.

სასამართლო "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლისთვის გირაოს შეფარდების საკითხს განიხილავს
"ცენტრ პოინტის" დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღპონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომობას დააყენებს დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ადვოკატი მარინა ცუცქირიძე. 
პოლიციამ თურქეთის მოქალაქე დააკავა

სამართალდამცველებმა 1991 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა სვანეთში ჩამოწოლილ ზვავს

ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა სვანეთში ჩამოწოლილ ზვავს წუხელ. უბედური შემთხვევა ჯვარი-მესტიის გზაზე, ხაიშის მონაკვეთზე მოხდა, სადაც დაღუპული მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ყოფილი გუბერნატორის სარჩელი განსახილველად არ მიიღო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 20 დეკემბერს არსებითად განსახილველად არ მიიღო საქართველოს მოქალაქის ლევან მამალაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

ტელეწამყვანის მიერ ძალადობაში დადანაშაულებულ სამართალდამცავს უფლებამოსილება შეუჩერდა

ტელეკომპანია "იბერიას" წაყვანის გიორგი გასვიანის მიერ ძალადობაში დადანაშაულებულ სამართალდამცავს უფლებამოსილება შეუჩერდა. ამის შესახებ "პირველს" შსს-ში განუცხადეს. 

"ბანკი რესპუბლიკას" მომხმარებელმა ვალის გამო თავი ჩამოიხრჩო
ორი შვილის მამამ, 44 წლის გიორგი ხოსრუაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მკვლელობამდე კი "ბანკ რესპუბლიკას", საიდანაც სესხი ჰქონდა გამოტანილი, წერილი დაუტოვა.
საგამოძიებო სამსახურმა ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რამდენიმე  შპს–ის ფაქტობრივი ხელმძღვანელი დააკავა.




"ცენტრ-პოინტის" მიერ დაზარალებულები რჩეულიშვილის გათავისუფლების წინააღმდეგი არიან

"ცენტრ-პოინტის" მიერ დაზარალებულები კომპანიის დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნას პიარ-კამპანიას უწოდებენ და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

მკვლელობისთვის ბრალდებულის ადვოკატი ბრალდების მოწმეების დანაშაულებრივ წარსულზე საუბრობს
მოქალაქე დავით ოთხოზურის მკვლელობაში ბრალდებულის ასლან ბეჟანიძის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს მოწმეებად რამდენჯერმე ნასამართლევი პირები ჰყავს წარმოდგენილი. 
პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

სამართალდამცველებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 3 პირი თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დააკავეს.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" რუსთავის ოფისი გაქურდეს
კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" სერვის-ცენტრი გაქურდეს რუსთავში, წუხელ გვიან ღამით. ამის შესახებ ინფორმაცია "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ყალბი დიპლომების დამზადების ფაქტზე ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი დააკავეს

ყალბი დიპლომის დამზადება-გასაღების ფაქტზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი სულიკო კ. და დაცვის თანამშრომელი სევერიან კ. სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. 

პრეზიდენტი ჟურნალისტის ცემის ფაქტის გამოძიებას აქტიურად მიადევნებს თვალს

საქართველოს პრეზიდენტი ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტის გამოძიებას აქტიურად მიადევნებს თვალყურს, ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს ბორჯომში განუცხადა.

"ცენტრ პოინტის" ბრალდებულ დამფუძნებელს დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება

პატიმრობაში მყოფ "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილს, რომელიც მკურნალობას ჩაფიძის სახელობის კლინიკაში გადის, ხვალ დამატებითი გამოკვლევებისთვის თოდუას სახელობის კლინიკაში გადაიყვანენ.

ჟურნალისტის ცემის ფაქტზე აღძრული საქმის კვალიფიკაციას ახალი მუხლი დაემატა

"იბერიის" ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე აღძრული საქმის კვალიფიკაციას სსსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი დაემატა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

სამეგრელოში შვილმა დედა მოკლა

ზუგდიდის რაიონ სოფელ დარჩელში შვილმა დედა მოკლა. ბრალდებული ქალი დაკავებულია.

სამი პირი დააკავეს ყალბი ფულის დამზადებისთვის

სამი პირი დააკავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე.

შს მინისტრი ჟურნალისტის ცემის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში პოლიციელის დასჯის პირობას დებს
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, თუკი ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე პოლიციის თანამშრომლის ბრალეულობა დადასტურდება, ის უმკაცრესად დაისჯება.
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

სამართალდამცველებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული პირი თბილისში დააკავეს.

პოლიციამ შრი-ლანკის ორი მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ შრი-ლანკის ორი მოქალაქე დააკავა.

ახალგაზრდა კაცი დაიღუპა ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად

ახალგაზრდა კაცი დაიღუპა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ახალგაზრდა, წინასწარი ინფორმაციით, გზის გადაკვეთად ცდილობდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა. 

საფინანსო კომპანია "საქართველოს" დირექტორს და ფაქტობრივ მმართველს პატიმრობა შეეფარდათ
საფინანსო კომპანია "საქართველოს" დირექტორს თამაზ ლობჟანიძეს და კომპანიის ფაქტობრივ მმართველს მერაბ ფერაძის აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა თბილისის საქალაქო სასამართლომ. 
საფინანსო კომპანია "საქართველოს" ხელმძღვანელების პატიმრობას ითხოვს პროკურატურა

საფინანსო კომპანია "საქართველოს" დირექტორის თამაზ ლობჟანიძის და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მმართველის, მერაბ ფერაძის პატიმრობას მოითხოვს პროკურატურა. 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შსს-ს აკადემიაში საჯარო ლექცია ჩაატარა

შსს-ს აკადემიაში ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლის თანახმად აკადემიის სტუდენტებს საჯარო ლექციებს მოქმედი, კვალიფიციური იურისტები წაუკითხავენ.

დაცვის დეპარტამენტის ახალწვეულებმა ფიცი დადეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 335-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო. 
ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარა ორმა მოქალაქემ დუისში

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს დუისის პოლიციის განყოფილებაში მოქალაქებმა სხვადასხვა საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა. 

მინისტრის ბრძანებით, ციხეებში პატიმრების იზოლირება წერილობითი დასაბუთებით ხდება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის თქმით, ახალი ბრძანების თანახმად, ციხეებში პატიმრების იზოლირება მხოლოდ წერილობითი დასაბუთებით ხდება.

საქართველოს ციხეებში ევროკავშირის და აშშ-ის სტანდარტების დანერგვა ხდება

ქართულმა მხარემ ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ციხეებში არსებულ რისკებზე მუშაობის შედეგად სისტემის გაჯანსაღება შეძლო, განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა "იმედის" ეთერში.

სასჯელაღსრულების მინისტრი პენიტენციური სისტემისადმი უნდობლობის ეტაპს გადალახულად მიიჩნევს

საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმების შედეგად საზოგადოების უნდობლობის კრიტიკული ზღვარი გადალახულად მიაჩნია სასჯელაღსრულების მინისტრს. 

თბილისის მერია „სი–თი პარკთან“ ხელშეკრულებას კომისიის გეგმის მიხედვით გაწყვეტს

„სი–თი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტას თბილისის მერი საკრებულოს სპეციალური კომისიის დასკვნის მიხედვით გეგმავს.

ვანო ჩხარტიშვილმა პატარკაციშვილების ოჯახს ყველა სასამართლო მოუგო, საქართველოშიც და ლონდონშიც

მიმდინარე წლის 9 დეკემბერს ლონდონის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო პატარკაციშვილების კომპანიების სარჩელი ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ და უარი თქვა მის განხილვაზე.

კომპანია „საქართველოს“ დაპატიმრებულ ხელმძღვანელებს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

მოქალაქეთა თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ფაქტზე „საფინანსო კომპანია საქართველოს“ დირექტორი თამაზ ლობჟანიძე და ფაქტობრივი მმართველი მერაბ ფერაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა.

მთავარმა პროკურორმა 2017–2021 წლების მუშაობის სტრატეგია წარადგინა

საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომას დაესწრო და 2017–2021 წლების მუშაობის სტრატეგია წარადგინა.

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისმა საბჭომ პროკურატურის სტრატეგია განიხილა
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისმა საბჭომ პროკურატურის განვითარების სტრატეგიის, პროკურორთა ეთიკის კოდექსისა და პროკურორთა შეფასების სისტემის პროექტებზე იმსჯელა საბჭოს სხდომაზე. 
მთავარი პროკურორი 2017-2021 წლების სტრატეგიას წარადგენს
მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე 2017-2021 წლების პროკურატურის სტრატეგიას წარადგენს სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე. 
შს მინისტრის მოადგილის თქმით, კანაფის საჯაროდ დათესვაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი არ აკონკრეტებს, დააკავებენ თუ არა 31 დეკემბერს პოლიტიკური ცენტრი “გირჩის” აქციის მონაწილეებს, რომლებიც ახალი წლის ღამეს აპირებენ კანაფის საჯაროდ დათესვას.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის წარმატებით განხორციელებას ღონისძიება მიეძღვნა

იუსტიციის მინისტრი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდამჭერი მულტიდისციპლინური ჯგუფის შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობს.

ყვარელში დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

პოლიციამ ყვარელში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის მითვისების ფაქტზე, ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი დირექტორი და ერთი მეწარმე დააკავა.

სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე 5 პირი პასუხისგებაში მიეცა
სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე 5 პირი ამხილა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ. 
რატომ ცდილობს "გუდვილის" კრედიტორთა ნაწილი რეაბილიტაციის მმართველის შეცვლას

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ ღიად განაცხადა, რომ "გუდვილის" კრედიტორთა ნაწილი მალე სასამართლოს წინაშე "გუდვილის" რეაბილიტაციის მმართველის შეცვლის მოთხოვნას დააყენებს. 

პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

სამართალდამცველებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე დააკავეს.

რუსეთის მოქალაქეს ნარკოტიკებისთვის საქართველოში 11 წლიანი პატიმრობა ემუქრება

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული ვ.პ. თბილისში დააკავეს.

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ვანო ჩხარტიშვილის გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ინგლისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის მოსამართლის გადაწყვეტილება, სიცრუეს უწოდება. 

სამი ქართველი დაშავდა ბაქოში მომხდარ ავტოავარიაში

საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მომხდარ ავტოკატასტროფაში. ამის შესახებ "პირველს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვაზე სასჯელი მკაცრდება

ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთის ვადით დაისჯება.

"გირჩის" წევრებს, შესაძლოა, ბრალი წაუყენონ
თუ ექსპერტიზა დაადგენს, რომ გირჩის წევრები 31 დეკემბერს, საჯაროდ, ნამდვილად მარიხუანას დათესავენ, შესაძლოა მათ ბრალი წაუყენონ. ამის შესახებ "პირველს" იურისტმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა.
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. 

"კაბელების საქმეზე" სასამართლო პროცესი დასკვნით ფაზაში შევიდა

სააპელაციო სასამართლოში გახმაურებულ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდების მხარე დღეს დასკვნით სიტყვას იტყვის, რის შემდეგაც თავად ბრალდებულებს მიეცემათ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის უფლება.

ბათუმში 28 წლის ქალს ეძებენ

ბათუმში, 10 დეკემბერს დაკარგული 28 წლის ქალის ძებნის ოპერაციაში სამაშვლეო ბრიგადები ჩაერთვნენ. 

"ძველი თბილისის განვითარების ფონდის" ყოფილი მაღალჩინოსანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო

"ძველი თბილისის განვითარების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად ძებნაში მყოფი სერგო ქავთარაძე თანხების გაფლანგვის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო. 

ევროკავშირი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერას განაგრძობს

ევროკავშირი საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერას განაგრძობს. 

ბებია და შვილიშვილი გარდაიცვალა ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო

ბებია და შვილიშვილი გარდაიცვალა თბილისში, წყნეთის ქუჩაზე. წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედია ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება.

საპატრულო პოლიციას ახალი ტექნიკა გადაეცა

სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირებისთვის თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა საპატრულო პოლიციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM),ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. 

უნიკალური წიგნების ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკიდან ორი უნიკალური წიგნის ქურდობის ბრალდებით, პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა, 1954 წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს.

გივი თარგამაძე მანქანის აფეთქების საქმის მასალების ნაწილს გაეცნო
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გივი თარგამაძის დაკითხვა თბილისის პროკურატურაში დასრულდა. მისი თქმით, მანქანის აფეთქების საქმის მასალების ნაწილს გაეცნო, თუმცა ახალი არაფერი ყოფილა. 
გივი თარგამაძე მანქანის აფეთქების საქმეში დაზარალებულად სცნეს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე მანქანის აფეთქების საქმეში დაზარალებულად სცნეს.

შუახევში სახლის სახურავიდან მოზარდი გადმოვარდა

სახლის სახურავიდან გადმოვარდა 15 წლის მოზარდი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კარაპეტში. მოზარდის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.  


პარლამენტის თავჯდომარე ოპოზიციონერის მანქანის აფეთქების საქმის განხილვისთვის მზად არის

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ კობახიძემ დღევანდელ პლენალურ სხდომაზე ისაუბრა.

პოლიციამ ნარკორეალიზატორები დააკავა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით პოლიციამ ორი პირი დააკავა.

პატიმრების არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ყოფილი მაღალჩინოსნები პასუხისგებაში მიეცნენ

პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ ოთხი ყოფილი მაღალჩინოსანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

ნამდვილად რეპრესირებულ თამაზ კაპანაძეს შეუძლია, თავის უფროსს, მამუკა ხაზარაძეს ედებატოს

დღეს გავრცელდა ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის, თამაზ კაპანაძის განცხადება. 

პრეზიდენტი ოპერატორ სოფო ბობოხიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის სოფო ბობოხიძის გარდაცვალების გამო. 
რუსთავის სასამართლოდან გაქცეულ პატიმარს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის სასამართლოდან გაქცეულ ბრალდებულ ოთარ ვ.-ს, აღნიშნული ქმედებისთვის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"ცენტრ პოინტის" აჭარის ფილიალის ყოფილი დირექტორი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" აჭარის ფილიალის ყოფილმა დირექტორმა ირაკლი მინდელმა ბრალი აღიარა, რის შემდეგაც ის სასამართლო დარბაზიდან, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

"ცენტრ პოინტის" პატიმრობაში მყოფ დამფუძნებელს საავადმყოფოში გადაიყვანენ

სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" პატიმრობაში მყოფ დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო სამოქალაქო საავადმყოფოში დღეს გადაიყვანენ.

საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის პრესსამსახურის განცხადება

9 დეკემბერს გავრცელდა ვანო ჩხარტიშვილის პრესსამსახურის პასუხი ბიზნესმენთა ფედერაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლითაც ფედერაცია, ვანო ჩხარტიშვილისგან, კუთვნილი შენობის დაბრუნებას მოითხოვს.

პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, პოლიციამ წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავა თბილისში.

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის განცხადება

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს სურს ხაზი გაუსვას იმ ფაქტს, რომ ინგლისში ჩატარებულ სასამართლოზე, ვანო ჩხარტიშვილის სახელით, მისივე ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 

პროკურატურის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით დრეზდენში იმყოფებოდა

საქართველოს პროკურატურის დელეგაცია მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ქართველმა სამართალდამცველებმა თურქეთის მოქალაქე განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს
აჭარის პოლიციამ 1981 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა. 
ლონდონის სასამართლოში პატარკაციშვილების ოჯახთან დავა ვანო ჩხარტიშვილის გამარჯვებით დასრულდა
ლონდონის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის სარჩელი და პირველი ინსტანციის მოსამართლის გადაწყვეტილება გააუქმა. 
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს შეხვდა და საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.

ქობულეთში მომხდარ ყაჩაღობაზე გამოძიება დაიწყო
ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 
ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი სასამართლო დავის დასრულების შესახებ ბრიფინგს გამართავს

ვანო ჩხარტიშვილისა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის ლონდონში მიმდინარე სასამართლო დავის დასრულებაზე, პირველ პრესკლუბში, დღეს, ადვოკატი, იმედა დვალიძე საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. 

ქართველმა სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის უკრაინის მოქალაქე დააკავეს

ნარკოდანაშაულისთვის პოლიციამ 1991 წელს დაბადებული, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. 

ფარული კადრების საქმეზე დაკავებულები სახელმწიფოს ევროსასამართლოში უჩივლებენ

პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით დაკავებულები საქართველოს სახელმწიფოს ევროსასამართლოში უჩივლებენ. ამის შესახებ ერთ-ერთი დაკვებულის ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატმა განაცხადა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი გარდაცვლილი იპოვეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
"თეთრი ხმაურის" აქციის დროს დაკავებულების საქმის განხილვა გადაიდო

რუსთაველის გამზირზე "თეთრი ხმაურის" აქციის დროს დაკავებულების საქმეზე სასამართლო განხილვა 29 დეკემბრისთვის გადაიდო. პროცესის გადადების მიზეზი დაკავებულების ადვოკატის მოთხოვნა გახდა.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო აჭარაში

სამართალდამცველებმა, 1959 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

მამაკაცზე ზეწოლას, რომელმაც შიშველი ფოტო გადაღო, შსს არ ადასტურებს

მამაკაცზე, რომელმაც სვანეთში, შიშველ მდგომარეობაში ფოტო გადაიღო, შემდეგ კი საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, ზეწოლა არ განხორციელებულა. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქციაზე ორი პირი დააკავეს

ორი პირი დააკავეს სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქციაზე, სადაც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ითხოვენ.

თბილისში ყოფილი პარლამენტარის საცხოვრებელი სახლი გაქურდეს

თბილისში, დიდ დიღომში, ყოფილი პარლამენტარის თეო ტლაშაძის საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

ავტოავარიის შედეგად იგოეთთან ერთი ადამიანი დაიღუპა

ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

ყოფილი ცოლის მკვლელმა თვითმკვლელობა სცადა

თვითმკვლელობა სცადა მამაკაცმა, რომელმაც ყოფილი მეუღლე წინანდალში, ეჭვიანობის ნიადაგზე სანადირო თოფით სასიკვდილოდ დაჭრა.

პოლიციამ დიდი ოდენობით უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული ქალი ზუგდიდში დააკავეს სამართალდამცველებმა.

კაცმა ყოფილი ცოლი თოფით მოკლა წინანდალში

ყოფილი ცოლი კაცმა თოფით მოკლა წინანდალში.ადგილობრივების ინფორმაციით, სასიკვდილო ჭრილობა მან ქალს თავის არეში მიაყენა, რომელიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მკვლელობისათვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბრალდებულს, რომელმაც 1 ივლისს თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე თავისი ყოფილი მეუღლის მეგობარი მოკლა.

სუს-ის უფროსმა გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა და საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰაიკე ფაიჩმა მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს.


გივი თარგამაძე მისი მანქანის აფეთქების საქმის მასალებს მოითხოვს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე  შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მისი ავტომობილის აფეთქების საქმის მასალებს ითხოვს.
ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულები პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ორი ბრალდებული ზურაბ ჯამალაშვილი და ირაკლი ფხალაძე საქალაქო სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა. 

მებაჟე ოფიცერი ქრთამის აღების გამო დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცერი დააკავაეს. 

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ზურაბ გამეზარდაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გარკვეულ ადამიანებს დაუმსახურებლად უნდათ ბრალის დადება. 
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1959 წელს დაბადებული პირი სამართალდამცველებმა მარნეულში დააკავეს. პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების 75 აბი ამოიღო.

თბილისის ეროვნულ პარკში ბრაკონიერმა რეინჯერს ესროლა

გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, თბილისის ეროვნულ პარკში ბრაკონიერმა რეინჯერს ესროლა.

ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს მოუწოდებს სიმართლე თქვას

ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე ე.წ. "ფოტორეპორტიორების საქმეზე" ბრალდებულ შსს-ს კონტრდაზვერვის ყოფილ მაღალჩინოსან დავით დევნოზაშვილს მოუწოდებს სიმართლე თქვას და გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

"ფოტორეპორტიორების საქმეზე" ბრალდებული შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი პატიმრობაში რჩება

"ფოტორეპორტიორების საქმეზე" ბრალდებული შსს-ს კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით დევნოზაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარ პატიმრობაში რჩება.

ამერიკელი ტურისტის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ამერიკის მოქალაქის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ მიხეილ ჭინჭარაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

პოლიციამ თბილისის მერიის შპს „ავტოსერვისი 2016“-ის დირექტორი დააკავა

ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის შპს „ავტოსერვისი 2016“-ის დირექტორი საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 

სუს–ის უფროსმა საფრანგეთის ელჩთან შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა და საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ  მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს.


უკანონო იარაღის გამო პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა გორში. 

აქციის „კანონი კლავს“ მონაწილეებმა ხელისუფლებისგან ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაცია მოითხოვეს

აქცია-პრფორმანსის ,,კანონი კლავს“ მონაწილეებმა ხელისუფლებისგან რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაცია მოითხოვეს დღეს, პარლამენტის თბილისის შენობის წინ.

შვილის მკვლელობაში ბრალდებული ქალი დაკავებულია
ქობულეთის სოფელ ციხისძირში შვილის მკვლელობაში ბრალდებული ქალი დაკავებულია. ის ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. 
ქალს, რომელმაც საკუთარი შვილი მოკლა ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა
დედას, რომელმაც საკუთარი შვილი მოკლა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში ფსოქიკური პრობლემები ჰქონდა. ამის შესახებ "პირველის" კორესპონდენტს მოკლულის მეზობლებმა უთხრეს. 
"ფოტორეპორტიორების საქმეზე" დაკავებულ შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წარედგინა

"ფოტორეპორტიორების საქმეზე" დაკავებულ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე დავით დევნოზაშვილს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.

დედამ შვილი ნაჯახით მოკლა ქობულეთში

დედამ შვილი ნაჯახით მოკლა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში. მკვლელობაში ბრალდებული დედა გადაყვანილია პოლიციის სამმართველოში.

 
ავჭალაში მომხდარ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხანძარს შუა ხნის მამაკაცი ემსხვერპლა წუხელ ავჭალაში. ამის შესახებ ინფორმაცია "პირველს" შსს-ში დაუდასტურეს. 




ჭიათურაში მანგანუმის უკანონოდ მომპოვებელი კომპანიების ხელმძღვანელები დააკავეს

ჭიათურაში ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით მანგანუმის უკანონოდ მომპოვებელი კომპანიების ხელმძღვანელები დააკავეს.

ყოფილი მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანის ცხედრის ექსგუმაცია უკვე მოხდა

ყოფილი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას მტკიცებით, ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსგუმაცია ფარულად უკვე მოხდა, რის შესახებაც, სავარაუდოდ, ოჯახმაც იცის. 

ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსგუმაცია მოხდება

ზურაბ ჟვანიას ძმის გოგლა ჟვანიას ინფორმაციით, ახალი გამოძიების პირობებში მისი ძმის ცხედრის ექსგუმაცია განხორციელდება და მას საერთაშორისო ავტორიტეტული საექსპერტო ბიუროს წარმომადგენლები ჩაატარებენ.

გიორგი აბდალაძე აცხადებს, რომ ციხის უფროსი ე.წ ქილერა მას განადგურებით ემუქრებოდა

ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე აცხადებს, რომ მე-8 საპყრობილის უფროსი ე.წ.ქილერა მას განადგურებით და სიცოცხლის ისე დასრულებით ემუქრებოდა, როგორც პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმე დასრულდა. 


რუსეთის მოთხოვნით, საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ლიტვაში დააკავეს
საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ მაისურაძე რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე ლიტვაში დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია ლიტვის სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსმა დაადასტურა.
ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ, შესაძლოა, სახელმწიფოსგან კომპენსაცია მოითხოვოს

"ფოტორეპორტიორების საქმის" ფიგურანტმა გიორგი აბდალაძემ, შესაძლოა, მორალური და ფსიქოლოგიური ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფოსგან კომპენსაცია მოითხოვოს. ამის შესახებ" პირველს" აბდალაძემ განუცხადა.

ბათუმში თურქი ბიზნესმენის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ხელვაჩაურის რაიონში, ახალსოფელში 3 დეკემბერს თურქი ბიზნესმენის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ "პირველს" შსს-ში აცნობეს. 

"ფოტორეპორტიორების საქმიდან" საიდუმლო დეტალები გასაჯაროვდა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საიდუმლო გრიფის მიმნიჭებელ უწყებებთან თანამშრომლობის შედეგად "ფოტორეპორტიორების საქმის" ყველა ძირითადი მასალის და დოკუმენტის განსაიდუმლოება მოახდინა.

პროკურატურა ფოტორეპორტიორების მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგომას ითხოვს

"ფოტორეპორტიორების საქმის" ფიგურანტების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვასა და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგომას მოითხოვს სააპელაციო სასამართლოში მთავარი პროკურატურა.

"ფოტოგრაფების საქმეზე" შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს

"ფოტორეპორტიორების საქმეზე" სამსახურეობრივი უფლებამოსილების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი დააკავეს.


მთავარი პროკურატურა, სავარაუდოდ, „ფოტოგრაფების საქმის“ ფიგურანტებს დაზარალებულად სცნობს

გავრცელებული ინფორმაციით, "ფოტოგრაფების საქმესთან" დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი მთავარ პროკურატურაში „ფოტოგრაფების საქმესთან“ დაკავშირებით 14:00 საათზე გაიმართება. 

პოლიციამ ერთი პირი დააკავა 5 კილოგრამი ოქროს ზოდების კონტრაბანდის ფაქტზე

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ გადატანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველო–აზერბაიჯანის საბაჟო საზღვარზე.

ავლაბარში მომხდარ ავტოავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია

ორი მძღოლი დაშავდა ავლაბარში მომხდარი ავარიის შედეგად. დაშავებულები საავამდყოფოში არიან გადაყვანილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 



შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ დისტანცური სწავლების პირველი კურსი დაიწყო
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შსს-ს აკადემიამ დისტანციური სწავლების მეთოდი დანერგა, რომელსაც დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლები გაივლიან.
სამგზავრო მიკროავტობუსი ბოძს შეეჯახა მტკვრის სანაპიროზე

სამგზავრო ავტობუსის ბოძს შეჯახების შედეგად, მიკროავტობუსის სამმა მგზავრმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 



ბიძინა ივანიშვილის სახელით "ახეული" "მერსედეს-ბენცის" ბიზნესი?!

"მერსედეს ბენცის" ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ძოწენიძე აცხადებს, რომ 2012 წელს მოგებული პროცესი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირკაშვილის და ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის სახელით წააგებინეს.

ექს-პრემიერის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურის საჩივარი სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

საქართველოს ექს-პრემიერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ექსპერტ ლევან ჩაჩუას გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით პროკურატურის საკასაციო საჩივარი უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

საარჩევნო შემოწირულობების კანონიერებასთან დაკავშირებით 40 პირი გამოკითხვაზეა დაბარებული

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, საარჩევნო შემოწირულობების კანონიერებასთან დაკავშირებით, 40 პირი გამოკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ გენერალური აუდიტორის მოადგილე ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

პროკურატურის დანაყოფების ხელმძღვანელები 2017-2021 წლების სამუშაო სტრატეგიას გაეცნენ

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ევროპის საბჭოსა და საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ბათუმში სამუშაო შეხვედრა გამართეს. 

დაცვის პოლიციაში კადრების ოპტიმიზაცია გამოცხაცხადდა
დაცვის პოლიციაში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ 400-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. "პირველს" დაცვის პოლიციის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ უწყებაში კადრების ოპტიმიზაცია ხდება. 
მედიკამენტების კონტრაბანდის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქე დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით მედიკამენტების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა.  

ზურაბ ჟვანიას საქმის ექსპერტი, ლევან ჩაჩუა უზენაესმა სასამართლომაც გაამართლა

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის ექსპერტის, ლევან ჩაჩუას შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა.

”ქართული ოცნების” ოფისთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს

პარტია "ქართული ოცნების" სათაო ოფისთან საფინანსო კომპანია ”საქართველოს” მეანაბრეების აქცია იმართებოდა, რომელიც მენაბრეებსა და პოლციიას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისში თავდაცვის სამინისტროსთან, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი და მისი მძღოლი საგანგებო სამსახურმა წყლიდან რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანა. 

მტკვარში ავტომობილი გადავარდა - მძღოლს ეძებენ
მტკვარში, თამარ მეფის ხიდთან ჯიპის ტიპის ავტომობილი ცოტა ხნის წინ გადავარდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.
ვახუშტის ხიდთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია

ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს თბილისში, სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

ხე-ტყის უკანონო დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს

ხე-ტყის ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების სისტემატურად დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსხურ ერთი მოქალაქე დააკავა.

ჭიათურის მადნის უკანონო მოპოვების საქმეში, შესაძლოა, ახალი ბრალდებულებიც გამოვლინდნენ

ჭიათურის მადნის უკანონო მოპოვების საქმეში ბრალდებულთა სია, რომელიც ჯერ 3 პიროვნებას მოიცავს, შესაძლოა, გაფართოვდეს. დღეს მანგანეზის თვითნებური მოპოვებისა და გადასახადების დამალვისთვის 3 პირი დააკავა.

ახალციხეში მომხდარი ავარიის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურთან, სატვირთო ავტომობილის და ახალციხე-ხაშურის სამგზავრო მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად, 1 ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა. 

ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურაში მადნის უკანონოდ დამტაცებელთა დანაშაულებრივ ჯგუფს ამხელს

უკანასკნელ პერიოდში გამოვლინდა ათეულობით კერძო კომპანია, რომელიც თვითნებურად ახდენს ჭიათურაში მადნის უკანონო მოპოვებას და რეალიზებას, განცხადებას ჯორჯიან მანგანეზი ავრცელებს.  

რუსთავში მანქანის გატაცებაში ბრალდებული დაკავებულია
რუსთავში "მერსედესის" მარკის ავტომობილის გატაცებაში ბრალდებული დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაცია "პირველს" შსს-ში დაუდასტურეს. 
ჭიათურაში მანგანუმის უკანონო გადამუშავების გამო რამდენიმე კომპანიის მფლობელები დააკავეს

პოლიციამ ჭიათურის რაიონში მანგანუმის შემცველი პროდუქციის უკანონოდ შეძენა-გადამუშავება-რეალიზაციის განმახორციელებელი კომპანიების მფლობელები დააკავა. 

ფრანგი სამართალდამცველები შსს-ში განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ
საქართველოს შს სამინისტროში ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დელეგაცია უწყებაში განხორციელებულ პროექტებსა და მიმდინარე რეფორმებს გაეცნო. 
შსს-მ 115 აბი "მეტადონი“ ამოიღო

ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე 1963 წელს დაბადებული, ზ.ყ. დააკავეს თბილისში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით. 

ახალგაზრდა ქალს ნუცუბიძის ქუჩაზე ავტომობილი დაეჯახა
ავტომობილის დაჯახების შედეგად ახალგაზრდა ქალი დაშავდა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ონკოლოგიური საავადმყოფოს ეზოდან ბიუსტი მოიპარეს

თბილისში, ონკოლოგიური საავადმყოფოს ეზოდან, საქართველოში ონკოლოგიური ცენტრის დამფუძნებლის ლუარსაბ შარაშენიძის ბიუსტი მოიპარეს. ამის შესახებ "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

წამებისა და არაადამიანური მოპყრობისათვის ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის ზომა მკაცრდება

წამებისა და არაადამიანური მოპყრობისათვის ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის ზომის გამკაცრებაზე პარლამენტი იმსჯელებს. შესაბამისი კანონპროექტი იურიდულმა კომიტეტმა დაამტკიცა. 

კუდ-ის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას წინააღმდეგ მოწმემ ჩვენება მისცა

სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე, კუდ-ის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენება ბრალდების ერთ-ერთმა მოწმემ მისცა.

გორში სინაგოგის გატეხვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გორში მდებარე სინაგოგა ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა გატეხა. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს ჯემალ დუმბაძეს, რომელიც 28 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაზე ზეწოლას გამორიცხავენ

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით  უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაზე ზეწოლას გამორიცხავენ.

ბათუმში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა
ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული კაცი ქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მისი მიმართ განცხადებებს მოსამართლეებზე ზეწოლად აფასებს

საქართველოს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე iTechnic-სა და iPhone+-ის დავის პროცესში მის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს მოსამართლეებზე ზეწოლად აფასებს.

სატყეო სამსახურის უფროსი ქრთამის აღებისთვის დააკავეს
ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტო"- ს სამეგრელო - ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის წარმომადგენელი დააკავეს.  
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 13 წელი მიესაჯა

13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვაში ბრალდებულ, მოქალაქე არჩილ ფეტიძეს. 

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" დაფინანსების ნაწილი შეუწყდება

სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა "ლეიბორისტული პარტიის" სარჩელი, რის შედეგადაც "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" დაფინანსების ნაწილი შეუწყდება.

ტრაილერმა სარაჯიშვილის მეტროსთან ქვეითად მოსიარულეს გადაუარა
ერთი ადამიანი დაიღუპა ტრაილერის შეჯახების შედეგად თბილისში, სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე.
მმართველი გუნდი "რუსთავი 2"-ის საქმეს ქონებრივ დავად აფასებს
მმართველი გუნდის წევრები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეს ქონებრივ დავად აფასებენ და ამ საკითხის მედიის თავისუფლებასთან კავშირს გამორიცხავენ.
თელავის რაიონულმა პროკურატურამ მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გამართა
თელავის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროექტ "ადგილობრივი საბჭოს“ ფარგლებში მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა.
ჟურნალისტმა ია ანთაძემ ყოფილი გუბერნატორის ვასილ მაღლაფერიძის ჩვენება დაადასტურა
ჟურნალისტმა ია ანთაძემ ყოფილი გუბერნატორის ვასილ მაღლაფერიძის ჩვენება დაადასტურა რომელიც აცხადებდა, რომ 7 ნოემბრის აქციაზე წასული ადამიანების ცემის ბრძანება ყოფილმა ხელისუფლებამ გასცა. 
პარლამენტისგან წარდგენილმა ზაზა რუხაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობაზე უარი თქვა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობაზე უარი განაცხადა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, ზაზა რუხაძემ. საკითხი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღეს.

არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ყოფილი ჩინოვნიკები სასამართლომ დამნაშავედ სცნო

დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ორი ყოფილი ჩინოვნიკი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო. ამის შესახებ "პირველს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს. 



იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით პოლიციამ ორი პირი დააკავა
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ბრალდებით შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ "პირველს" შსს-დან აცნობეს.
ესპანეთის პოლიციამ 50-მდე ქართველი დააკავა ბინების ძარცვისთვის
ესპანეთის პოლიციამ 50-მდე ქართველი დააკავა, რომლებიც ესპანეთში, ბინების ძარცვაში არიან ეჭვმიტანილი. სპეცოპერაცია მადრიდში, ბარსელონაში, სევილიასა და ბარაკალდოს დასახლებაში 29 ნოემბერს ჩატარდა.
სამეგრელოში 11 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო
ზუგდიდი რაიონის სოფელ კახათში 11 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო. 
ლაგოდეხში მამაკაცმა სიმამრი მოკლა და ორსული რძალი დაჭრა

არაფხიზელმა კაცმა, ოჯახური კონფლიქტის დროს, ცეცხლსასროლი იარაღით სიმამრი მოკლა და ორსული რძალი დაჭრა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბოლქვში. მომხდარის შესახებ "პირველს" ადგილობრივებმა აცნობეს.

ყალბი ატესტატების დამზადება-გასაღების ფაქტზე დააკვებულებს გირაო შეეფარდათ

ყალბი დიპლომებისა და ატესტატების დამზადება-გასაღების ფაქტზე ბრალდებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას ასახელებს პროკურატურა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოს პროკურატურისთვის კვლავ რჩება ერთ-

ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად.

მინისტრმა სპორტსმენებს მსოფლიო ასპარეზობებზე მიღწეული წარმატებები მიულოცა

შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის - "მებრძოლის“ წევრებს შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი.  

ყალბი ატესტატებისა და დიპლომების დამზადება-გასაღების ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავეს

ყალბი ატესტატებისა და დიპლომების დამზადება-გასაღების ფაქტზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, დავით გურამიშვილის სასწავლო უნივერსიტეტ "იბერიას" დირექტორი და ორი მოქალაქე სუს-მა დააკავა.

საქართველოს პროკურატურა დისკრიმინაციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს

საქართველოს პროკურატურისთვის აქტუალური იყო დისკრიმინაციული და  სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა 2016 წელს.  

ოჯახურ დანაშაულთან დაკავშირებით, პროკურატურისადმი მიმართვიანობის მაჩვენებელი გაიზარდა

ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა გასული წლების მსგავსად, 2016 წელს. 

მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 47 ფაქტი დაფიქსირდა

საქართველოს პროკურატურის მიერ საპროკურორო საბჭოსადმი წარდგენილი ანგარიში მოქალაქეთათავის იძულებით ჩამორთმეული ქონების დაბრუნების თემასაც მოიცავს. 

2012 წლის ოქტომბრამდე ჩადენილ სისტემურ დანაშაულებზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს

საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი დევნაზეა საუბარი პროკურატურის ანგარიშში, რომელიც უწყებამ საპროკურორო საბჭოს წარუდგინა. 

უფლებადამცველი მარიხუანას ლეგალიზაციის წინააღმდეგ გამოდის

ადამიანის უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე, მარიხუანას ლეგალიზაციის წინააღმდეგია. ამის შესახებ გაგნიძემ "პირველ პრესკლუბში" განაცხადა. 

საქართველოს მთავარმა პროკურორმა საპროკურორო საბჭოს ერთი წლის ანგარიში წარუდგინა

ერთი წლის ანგარიში წარუდგინა საპროკურორო საბჭოს საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ. ანგარიში რეფორმებს, ასევე უწყების მიღწევებსა და განვითარების სტრატეგიას ასახავს.  

შვიდი ნოემბრის საქმეზე მოწმე ვასილ მაღლაფერიძემ შს ყოფილი მინისტრის დირექტივები გაიხსენა

შვიდი ნოემბრის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, ვასილ მაღლაფერიძემ, რომელიც 2007 წელს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი იყო, მაშინდელი შს მინისტრის კაბინეტში გამართული თათბირი გაიხსენა.

ფარული ჩანაწერების საქმეზე საქართველოს პროკურატურა ოცზე მეტი შუამდგომლობის პასუხს ელოდება

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში განთავსებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში ოცზე მეტი შუამდგომლობა გაგზავნა და შესაბამის ინფორმაციას ელოდება.

თბილისში ხუთ ტრანსგენდერ ქალს დაესხნენ თავს


ხუთ ტრანსგენდერ ქალს, თბილისში, გმირთა მოედანზე ორი მამაკაცი დაესხა თავს.

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის ანგარიში მოისმინა
საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართა იუსტიციის სამინისტროში, საბჭოს თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით.
ლანჩხუთში წუხელ მომხდარი მკვლელობა გახსნილია

პოლიციამ ერთი პირი დააკავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჩიბათში შუახნის მამაკაცის მკვლელობისთვის. ამის შესახებ "პირველს" შსს-ში აცნობეს.

მთავარი პროკურორი პირობას დებს, რომ მომავალ ხელმძღვანელს დამოუკიდებელ უწყებას ჩააბარებს

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს სხდომამდე ჟურნალისტებთან პირობა დადო, რომ მომავალ ხელმძღვანელს დამოუკიდებელ და კანონის უზენაესობისკენ მიმართულ პროკურატურას ჩააბარებს.

მთავარი პროკურორი ერთწლიან ანგარიშს წარადგენს

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს წევრებს ერთწლიან ანგარიშს წარუდგენს და უწყებაში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს გააცნობს. 

ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს ყაზბეგის გამზირზე

ახალგაზრდა კაცის ცხედარი, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე წუხელ იპოვეს . "პირველს" აღნიშნული ფაქტი შსს-ში დაუდასტურეს. 

ნარკოდანაშაულისთვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წითელ ხიდთან ერთი პირი დააკავეს.

სამართლებრივი სტატისტიკის მონაცემებს შს სამინისტრო საქსტატს კვარტალურად აწვდის

შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამართლებრივი სტატისტიკის შესახებ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს კვარტალური პერიოდულობით აწვდის.

საქართველოში მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებობა ექნებათ

მსჯავრდებულებს საშუალება მიეცემათ, უმაღლესი განთლება დისტანციურად მიიღონ. ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტში ისაუბრა.

თბილისში ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდენენ

ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გვიან ღამით თბილისში, თამარ მეფის გამზირზე. დაზარალებულს ცხვირი აქვს გატეხილი და ტრავმები აღენიშნება სახის არეში.

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მესტიაში პოლიციამ ერთი პირი დააკავა

იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მესტიაში 1974 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს.

თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მედდის დაღუპვის გამო

თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, პარასკევს, მტკვარში ავტომობილის გადავარდნის შედეგად სამხედრო მედდის დაღუპვის გამო.

სამხედრო მანქანის მტკვარში გადავარდნის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა
ერთი ადამიანი დაიღუპა სამხედრო მანქანის მტკვარში გადავარდნის შედეგად. შემთხვევა მცხეთის შესასვლელთან პარასკევს მოხდა. ინფორმაცია "პირველს" შსს-ში დაუდასტურეს. 
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს 1980 წელს დაბადებული ე.ხ. თბილისში პარასკევს. 

არასრულწლოვანი და 21 წლამდე პატიმრებისთვის ცალკე დაწესებულება აშენდება

არასრულწლოვანი და 21 წლამდე პატიმრებისთვისთვის ცალკე დაწესებულების მშენებლობა ევროკავშირის რეკომენდაციით განხორციელდება, განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტში.

შსს საპატრულო პოლიციის რეფორმის პროექტს ამზადებს

საპატრულო პოლიციის რეფორმის პროექტის მომზადება იწყება, რომელსაც შს სამინისტრო მომავალ წელს წარადგენს, განაცხადა შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა, ხუთშაბათს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე.

ოთარ კახიძე ვანო მერაბიშვილის ადვოკატი აღარ იქნება

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ოთარ კახიძე ექს-პრემიერის ვანო მერაბიშვილის ინტერესებს აღარ დაიცავს. კახიძემ "პირველს" აცნობა, რომ მერაბიშვილს სტრასბურგში მარტში პროფესორი ფილიპ ლიჩი დაიცავს.

ყოფილი დეპუტატის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებულს ინტერპოლი მოძებნის

ინტერპოლით გამოცხადდება ძებნა ყოფილი დეპუტატის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაში ბრალდებულზე, რომელიც მიმავალვაში იმყოფება, განაცხადა შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა პარლამენტში.


ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდება

ხურჩაში 19 მაისს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს ინტერპოლი წითელი ცირკულარით მოძებნის. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გაერთიანებულ საკომიტეტო სხდომაზე განაცხადა.

ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა სტრასბურგში მარტში დაიწყება

ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობის სარჩივარი სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა და საქმის განხილვა მარტში დაიწყება. 

პროკურატურა ექსპრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას გამამტყუნებელ განაჩენს გადასინჯავს

პროკურატურის დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი მსჯავრდებულის: ცოტნე გამსახურდიას და გიორგი ბებუას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. 

ქრთამის აღების ფაქტზე სუს-მა საჯარო მოხელე დააკავა

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი 2000 ლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. ამის შესახებ "პირველს" უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.

ავტომობილი დაიწვა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე

მსუბუქი ავტომობილი დაიწვა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ხუთშაბათს. აღნიშნული ინფორმაცია "პირველს" შსს-ში დაუდასტურეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომობილის დაწვის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

შს მინისტრმა თანამშრომლები დააჯილდოვა სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, საკუთარი უწყების თანამშრომლები ოთხშაბათს დააჯილდოვა. 


ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ,რომელიც სენაკი-ქუთაისის გზაზე, ოთშაბათს მოხდა, შსს-მ გამოძიება დაიწყო. დაჭრილი ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.  

მამაკაცის მკვლელობისა და სხეულის დანაწევრების ბრალდებით, შსს-მ ორი პირი დააკავა

თბილისში, ბოლქვაძის ქუჩაზე სამშაბათს გვიან ღამით მომხდარი მკვლელობის ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთხშაბათს ცხელ კვალზე გახსნა. 

გერმანიის მიერ ინტერპოლით ძებნილი პირის თბილისში დაკავების შესახებ გერმანული პრესა წერს

გერმანული პრესა წერს ქართველი სამართალდამცველების მიერ, 19 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, რომლის დროსაც გერმანიის მიერ ინტეროპლით ძებნილი ქართველი თბილისში დააკავეს. 

ტრანსგენდერი ქალი, რომელიც ერთი თვის წინ სასტიკად სცემეს, გარდაიცვალა

ტრანსგენდერი ქალი, ზიზი შეყელაძე, რომელიც 14 ოქტომბერს სასტიკად სცემეს და მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, სამშაბათს, ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბელარუს ჟურნალისტთა დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა, ბელარუს ჟურნალისტთა დელეგაციას უმასპინძლა სამინისტროში, სამშაბათს, უწყების მიერ გამართული პრესტურის ფარგლებში. 

თბილისში ადამიანის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს
ადამიანის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს თბილისში, დოლიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. ცხედარი ჩანთაში იყო ჩადებული. ფაქტის სხვა დეტალები უცნობია. 
GWP „გოგირდის აბანოებთან“ წაგებული საქმის გაასაჩივრებას აპირებს

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ “გოგირდის აბანოების“ წარმომადგენლების სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ადვოკატთა უფლებებს საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშრი დაიცავს

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის პრეზენტაცია გაიმართა სამშაბათს სასტუმრო „ვერე პალასში“. პროფკავშირის ძირითადი მიზანი ადვოკატთა უფლებების დაცვაა. 

პოლიციამ 224 აბი "სუბუტექსი“ ამოიღო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ნ. ბათუმში დააკავეს.

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს თბილისში, ქუთაისის ქუჩაზე
ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს თბილისში, ქუთაისის ქუჩაზე, სამშაბათს. ამის შესახებ ინფორმაცია "პირველს" შსს-ში დაუდასტურეს.
გარდაცვლილი 16 წლის გოგო იპოვეს საბურთალოზე
გარდაცვლილი იპოვეს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე 16 წლის გოგო. "პირველს" მომხდარი ფაქტი შსს-ში დაუდასტურეს. 
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ჩააბარეს
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში რეგიონის შვიდმა მაცხოვრებელმა დიდი ოდენობით სხვადასხვა ტიპის, სროლისთვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.
გერმანიაში ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გერმანიის მიერ ცითელი ცირკულარით განზრახ მკველობისა და ყაჩაღობისთვის ძებნილ საქართველოს მოქალაქეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა თბილისის საქალაქო სასამართლომ. ის პოლიციამ თბილისში დააკავა.

პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა რუსთავის პოლიციამ. შსს-ს ინფორმაცით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. 


 
მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა
მშობლების მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა. ამის შესახებ ,,პირველს“ ზუგდიდის რაიონულმა საავადმყოფოს ექმმა ნინო მგალობლიშვილმა შაბათს აცნობა. 
საქართველოს პოლიციის მიერ დაკავებული ინტეროპლით ძებნილი ბრალს არ აღიარებს

წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, გერმანიაში ჩადენილი ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი და თბილისში დაკავებული გიორგი ჩხეიძე.


მშობლებისთვის თავების მოჭრის საქმე პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა

მშობლებისთვის თავების მოჭრის ფაქტზე წალენჯიხის რაიონის პოლიციამ საქმე ცხელ კვალზე გახსნა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული საავადმყოფოშია გადაყვანილი


წამებაში ბრალდებული ოთხი პირი სასამართლომ დამნაშავედ სცნო

წამებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებული ოთხი პირი რუსთავიის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო. ამის შესახებ "პირველს" პროკურატურიდან აცნობეს. 



ინტერპოლის მიერ მკვლელობისთვის ძებნილი პირი თბილისში დააკავეს

გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში ჩადენილი ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, პოლიციამ თბილისში დააკავა. 

ცეცხლსასროლი იარაღის და ნარკოტიკის უკანონო ტარებისთვის პოლიციამ სამი პირი დააკავა

სამი პირი დააკავა პოლიციამ თბილისში,მარჯანიშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით,18 ნოემბერს. 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო პოლიციამ

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სარფში 1 პირი დააკავეს.

სკოლის მასწავლებელი დირექტორს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

სენაკის რაიონის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი დარსევან ჩემია ამავე სკოლის დირექტორს მადონა თურქიას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.


პროკურატურამ სამ გახმაურებულ საქმეზე განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

"თელასის" დირექტორის, გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის მკვლელობებში მსჯავრდებულების და კოდორში განვითარებული მოვლენებისას დაკავებული მსჯავრდებულის საქმეებს გადახედავს პროკურატურა.

უფასო რჩევა „თიბისი ბანკს“, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს - #ნუ წახვალთ იქ

ვანო ჩხარტიშვილის პრესსამსახური თიბისი ბანკს, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს უფასო რჩევას აძლევს - #ნუ წახვალთ იქ!

თხუთმეტი წლის გოგოს თვითმკვლელობის მიზეზად მშობლებთან კონფლიქტს ასახელებენ

15 წლის გოგოს თვითმკვლელობის მიზეზად, ოჯახრ უთანხმოებას ასახელებენ "პირველთან" საუბარში ზუგდიდელები. შემთხვევა ხუთშაბათს, ქალაქის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მოხდა.

თხუთმეტი წლის გოგო ჩამომხვრჩალი იპოვეს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე

15 წლის გოგო ჩამომხრჩვალი იპოვეს ზუგდიდში ბოტრანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთშაბათს. 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს პოლიციამ და სუს-მა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, საქართველოს შსს-ს და სუს-ის წარმომადგენლებმა ირანის მოქალაქე ჰ.ქ. თბილისში დააკავეს.  
"პატრიოტთა ალიანსის" საკონსტიტუციო სარჩელი მანდატებთან დაკავშირებით მიღებულია განსახილველად

მანდატების გადანაწილების შესახებ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “პატრიოტთა ალიანსის“ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 16 ნოემბერს, არსებითად განსახილველად მიიღო.

ოფიციალური თბილისი - რომის სტატუტზე რუსეთის უარი აგვისტოს ომის საქმეზე არაფერს შეცვლის

რუსეთის მხრიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტზე უარის თქმა 2008 წლის ომის საქმის გამოძიებაზე გავლენას ვერ იქონიებს - განაცხადეს ოთხშაბათს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

ივანე ჩხარტიშვილის ბიზნესავანტიურას "თიბისი ბანკი" უზენაეს სასამართლოში დაუპირისპირდება

ივანე ჩხარტიშვილის მიერ სხვისი ქონების მითვისების კამპანიას "თიბისი ბანკი" უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

ქრთამის აღების ფაქტზე სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საჯარო მოხელე დააკავა

დუშეთის მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტი 700 ლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. ამის შესახებ "პირველს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.

ე.წ. კანონიერი ქურდი პოლიციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  დააკავა

ე.წ. კანონიერი ქურდი,  1974 წელს დაბადებული გ.ც. პოლიციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  დააკავა. ამის შესახებ "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

ძიძას ახალშობილის ცემისთვის ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 თვის ჩვილის ცემაში ბრალდებულ ძიძას აღკვეთის ღონისძიების სახედ 1 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

პოლიტიკოს ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან მექვაბიშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ჩადენილ დანაშაულში და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ყოფილ მაღალჩინოსნებს - უგულავას, მერაბიშვილსა და ახალაიას შეწყალება არ უთხოვიათ

პატიმრობაში მყოფ ყოფილ მაღალჩინოსნებს - გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილსა და ბაჩანა ახალაიას შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტისთვის და შეწყალების კომისიისთვის არ მიუმართავთ.

სასჯელაღსრულების სამინისტრო ყოფილი თანამშრომლებისგან თანხის ანაზღაურებას ითხოვს

სასჯელარსრულების სამინისტრო მსჯავრდებულის წამებაში დამნაშავე ყოფილი თანამშრომლების მხრიდან 20 000 ლარის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც სახელმწიფომ მსხვერპლს კომპენსაციის სახით გადაუხადა.

ორმხრივი სროლა მოყვა ბრალდებულის დაკავებას ქობულეთში
ქობულეთში ორმხრივი სროლის შემდეგ სოფელ აჭვისთავში მცხოვრები გ. თ. დააკავა ადგილობრივმა პოლიციამ.  
ქრთამის აღების ფაქტზე რუსეთის ეკონომნიკის მინისტრი დააკავეს

ორი მილიონი დოლარის ქრთამის აღების ფაქტზე რუსეთის ეკონომიკის მინისტრი ალექსეი ულიუკაევი დააკავეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, - იუწყება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურების გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა საგამოძიებო სამსახურმა. დაკავებული თბილისში სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში სისტემატიურად ასაღებდა ყალბ კუპიურებს.

პოლიციამ ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

ინტერპოლით ძებნილი პირი საქართველოში შემოსვლის მცდელობისას პოლიციამ "სარფის" საბაჟოზე დააკავა. ჯგუფურ თაღლითობაში ბრალდებული საზღვრის გადმოკვეთას ავტომობილით ცდილობდა.

ჩვილის ცემის ბრალდებით პოლიციამ ძიძა დააკავა

პოლიციამ 10 თვის ჩვილის ცემის ფაქტზე თბილისში ძიძა დააპატიმრა. ცემის ფაქტი ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.  

ნარკოდანაშაულზე ქუთაისის აეროპორტში 10 ქალის დაკავებას შსს უარყოფს

პოლიციას არავინ დაუკავებია ქუთაისის აეროპორტში ორშაბათს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, რომელიც სავარაუდოდ, ნარკოტიკების გადატანას ეხებოდა. ამის შესახებ "პირველს" შს სამინისტროდან აცნობეს. 

სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულისთვის ათი ქალი დააკავეს ქუთაისის აეროპორტში

საქართველოს მოქალაქე ათი ქალი დააკავეს ქუთაისის აეროპორტში, ორშაბათს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სავარაუდოდ, ნარკოტიკების გადატანისთვის.  

ქუთაისის აეროპორტში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ქუთაისის აეროპორტში  ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შს სამინისტრო შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. 



სასამართლომ ბრალდებულ მ. კვაშილავას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ფოთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მაყვალა კვაშილავა დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის მცდელობაში.
ხაზარაძე-რუხაძის ალიანსს სასამართლოს დაშანტაჟების მეტი არგუმენტი არ დარჩა

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის პრესსამსახური ტელეკომპანია "იმედის" ეთერში კვირას გასულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც საუბარია სასამართლო დავაზე, რომელიც ფოთის წისქვილკომბინატს ეხება.

პოლიციამ დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ჩ. დააკავა. ამის შესახებ "პირველს" შსს-დან აცნობეს.

ახალშობილის გარდაცვალების ფაქტზე ოზურგეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, ახალშობილის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით აღძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ოჯახში ძალადობის პრევენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთში ტრენინგი ჩაატარა

ოჯახში ძალადობის პრევენციის საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ქუთაისის ოფისში ტრენინგი გამართა. 


პოლიციამ მუქარისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამაკაცი სამართალდამცველებმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინოგორში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის თავის მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. 

თურქეთის ელჩი საქართველოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების გამოწვევებს გაეცნო
კონსტიტუციური მართლმსაჯულების გამოწვევებზე ისაუბრეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ და თურქეთის ელჩმა საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუმ პარასკევს გამართულ გაცნობით შეხვედრაზე.  
პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ერთ-ერთი მარკეტის დაყაჩაღების ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. 

პროკურატურის ორგანიზებით, შშმ პირთათვის ღონისძიება მოეწყო

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საინტეგრაციო ცენტრის აღსაზრდელებისთვის კულტურული ღონისძიება მოეწყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს მოსწავლეები ესტუმრნენ 

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტს – "მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის".

პოლიციამ ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

პოლიციამ ორი პირი დააკავა, რომლებმაც მიმდინარე წლის აგვისტო-ოქტომბერში გორში 5 ბინა გაქურდეს, საიდანაც სხვადასხვა დასახელების საოჯახო ტექნიკა, ძვირფასეულობა და ფული წაიღეს.

ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის უკან მამუკა ხაზარაძე დგას

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანია დღითი-დღე ზღვარგადასულ ხასიათს იძენს და ეთიკისა და ბიზნეს-ურთიერთობების კანონზომიერებიდან გადის.

ჟიურიმ პროექტის "გახდი სასამართლოს მეგობარი" მონაწილეები შეარჩია

პროექტში "გახდი სასამართლოს მეგობარი" მონაწილეობის მსურველთა აპლიკაციების მიღება 30 ოქტომბერს დასრულდა. 

თაღლითობის მცდელობის ფაქტზე სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს

თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რუსთავის #16 სასჯელაღსრულების დაწესებულების ინსპექტორი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოსა და სასაჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დააკავა.

დედასთან სავარაუდოდ, სექსუალური კავშირის ბრალდებით კახეთში ერთი პირი დააკავეს

დედის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში ერთი პირი დააკავა.


მტკვარმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი გამორიყა

21 წლის კაცის ცხედარი გამორიყა მტკვარმა ხუთშაბათს რუსთავში. ცხედარი მეთევზეებმა იპოვეს. გარდაცვლილი გიორგი ძაბახიძეა. მომხდარი "პირველს" შსს-ში დაუდასტურეს.

მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქვემო ქართლის პოლიციამ წარსულში ნასამართლევი ა.ზ. პარასკევს დააკავა. ამის შესახებ "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.